Любимые стихи - Page 19 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » Литература » Любимые стихи » Любимые стихи
Любимые стихи
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:29 | Сообщение # 181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგრამ, ო, არა, ამნაირ წლებში
ქალს ტრფიალების არ ახლავს ეშხი,
თავად ვენერა სარდაფში შეშას
ჩეხს, ანაფოტებს – ნაჯახით ხელში.

ნატანჯი ყინვით და შავი ჭირით,
სასტიკ ზამთარზე ჯვარდაწერილი,
ამურმა ფრთების სამაგიეროდ
თექის ჩექმები მოირგო, თბილი.

სულო, აღვსილო მშვენიერებით,
დაგრიხე თოკი, შენივე ნებით,
პატარა გოგოს თავსასთუმალთან
ჩამოუჯექი , ძველ მოგონებით.

შორეულამდე , ნახვამდის, გლოცავ,
ალბათ მანამდე მოგვიწევს მოცდა,
სანამ, უბრალოდ შუბლზე კი არა,
თავდავიწყებით ვისწავლით კოცნას.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:39 | Сообщение # 182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქმენინ დღე! და – დღე ფერმკრთალი და ნისლიანი
უსულო წყალზე დაეფინა, როგორც სუდარა.
მიმოავლო რა მზერა ტკივილ-ღიმილიანი,
– იქმენინ ღამე! – თქვა სხვამ, უცხო ხმით მოუბარმა.
და მიიბრუნა მან თვალები ფიქრით აღსავსე,
და გააგრძელა გზა თავისი ღრუბელთა მიღმა.
ეს შენ გიმღერი, ვინც ღამეებს დასდე სათავე,
ჩემს ღამეებს და ჩემს არსებას რომ უთხარ: იყავ!
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:43 | Сообщение # 183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ექოდ ვიქეცით ჩვენი წარსულის,
როს გავედევნეთ სურვილების ხმას
და ერთხელ ორნი ცვილის სირბილით
დავემორჩილეთ ზეცის განგებას.

გრძნობამ შეგვყარა უტკბესი სენი
ის სულს ტანჯავს და გვიწამლავს არეს.
შენი მეგობრად ცნობის სურვილი
ზოგჯერ დღესაც კი ცრემლს მადენს მწარეს.

სიმწარე მალე ღიმილსღა მომგვრის,
ნაღველმა ღონე სულ გამაცალა,
მე არც სიტყვა მწყინს, არც შემოხედვა –
იდუმალებას წაერთვა ძალა.

ო, ანატომო ჩემო, დაღლილო,
შენ მაზიარე ტკბილ ბოროტებას.
ამიტომ შენი ძმად დაგულება,
ზოგჯერ მატირებს და მაკლებს გზნებას.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 15:14 | Сообщение # 184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და რაც მეგობარს ეჭირა ხელში,
ფრთოსანი ქალის თხელი ფრთა გახლდათ.
– ფრთები რომ მქონდა, ჩემო მეგზურო,
დარწმუნდი, მაგრამ რაღა დროსია,
შენს წინ მაცდური ანგელოზია,
მიწაზე მდგარი და ხორცშესხმული.

და მადლობელი ამ სითბოს გამო,
თხელ ფრთებს უკოცნი დილა–საღამოს.

ქარი კი აქრობს ფარნებს და ჭრელი
კარვების წეწვით გადადის ფერდობს,
ცდილობს, როგორმე გაუშვა ხელი
ფრთოსნის ფრთებს, შენ რომ ჯიუტად ვერ თმობ...
თავს ნუ იღუპავ! – უსტვენს მთელი დღე, –
ქალი–ფრთოსნების ტრფობას ერიდე!
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 15:20 | Сообщение # 185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სთქვა ღმერთმა ასე:
– სხეულო, აღსდექ,
მკვდრეთით!

აღმოხდა სხეულს:
– ძილს მიშლი სნეულს,
ღმერთო!

მხოლოდ მშვიდობა სურს
იაირის ასულს, –

– იძინეო მშვიდად, –
ღმერთმა.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 15:29 | Сообщение # 186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სრულიად მარტო შევხვდი ახალ წელს,
ღარიბი მერქვა მდიდარს აქამდე,
და ფრთოსანს – ხატზე გადაცემული...
სადღაც ხელიხელჩაჭიდებული
ისხდნენ წყვილები... ძველ ღვინოს სვამდნენ.
მე – დაწყევლილი თეთრი ფრთოსანი
და შენით სავსე – ვიჯექი მარტო,
ვით ბადრი მთვარე, სარკმელს რომ არ თმობს.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 15:30 | Сообщение # 187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხარებას, ხარ–ხარებას
ხელები გახსნილი მაქვს,
ყვავილი მორწყულია დამჭკნარი,
ბოლომდე განხვნილია ფანჯრები
ხარება დღესასწაულია ჩემი!

ხარებას, ხარ–ხარებას
ვაცხადებ საზეიმოდ:
მტრედები, გედები და ორბები თვინიერი
არ მინდა! მათი იყოს ამერიც, იმიერიც
ხარებას, ჩემს დღესასწაულზე!

ხარებას, ხარ–ხარებას
მწუხრამდე ვიღიმები,
შორ გზაზე ვაცილებ ფრინველებს.
და ჩემი თავისთვის ვერაფერს ვიმეტებ
ხარებას, ჩემს დღესასწაულზე!
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 16:23 | Сообщение # 188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრე ლამპრებით ხარობს მეჯლისი,
სულის დაცხრომის ცდა ამაოა.
ღვთისგან სახელიც მე სხვა მეღირსა,
ის საზღვაოა, ის საზღვაოა.

ვალსის ცეკვისას, სული რომ ერთვის
ცას, ვერ ვივიწყებ სევდას – ეული.
სხვა ოცნებები მარგუნა ღმერთმა:
აჰ, საზღვაოა თითოეული.

რა მაცდურია დარბაზი, როცა
მღერის და მიხმობს, მიხმობს და ბრწყინავს.
მაგრამ ამ სულმაც, ღმერთმა რომ მომცა,
ჩემში ზღვასავით დაიდო ბინა.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 16:27 | Сообщение # 189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და თქვენ სულ ასე, მონასტერში მიდიხართ დებად,
და უკვე ტრფობას ჩაუკეტეთ გულის კარები.
მე, შალით მხრებზე, თვალს ვადევნებ შემოღამებას,
ვდარაჯობ მთვარის ამოსვლას და არ მეჩქარება.

თქვენ პირჯვარს იწერთ მოწიწებით სამლოცველოსთან,
მე წარბებს ფრთისებრ წამომიწევს ზეცის ხატება...
– მაგრამ ამნაირ სიყვარულსაც (ღმერთმა გიშველოთ!)
ეს უარყოფა ჩემი ასგზის აღემატება.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 18:36 | Сообщение # 190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ გეგონები შენ თვითმარქვია,
არც მოახლე ვარ – არ ვითხოვ ლუკმას.
აღდგომის ვნება და შვება მქვია,
შენი მეშვიდე დღე და ზეცა
დავბრუნდი უკან.
გროშს მამადლიდნენ დედამიწაზე,
მზარავდა ყელზე დოლაბის სისქე,
ნუთუ ვეღარ მცნობ? – სატრფოვ, მიწამე
მერცხალი შენი, შენი ფსიქეა!
 
Форум » Литература » Любимые стихи » Любимые стихи
ძებნა:

მოგესალმები Гость