გიორგი არაბული - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი არაბული
გიორგი არაბული
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 19:43 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...” -
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 19:43 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,
ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით
და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.
ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,
ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე
ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი
ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ.
ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლა
გამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქით
დასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა,
ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექით
როცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელი
შემოვიდოდა. ჩვენც ვიჯექით ხშირად მთვრალებთან,
ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველი
სიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა.
ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს,
როდესაც მამა წავიდოდა ჩვენი სოფლიდან,
ძმები ცულებით მივდიოდით, მოვჭრიდით ხეებს,
მთელი ზამთარი სამი ხე და ფიჩხი გვყოფნიდა.
ვერ დავივიწყეთ ბებიები როცა ბოსლიდან
გამოდიოდნენ, სულ რაღაცას ელოდებოდნენ,
ერთ გაზაფხულზე ის “რაღაცა” მათთან მოვიდა,
ჩვენც გვეშინოდა, ვარსკვლავები როცა წყდებოდნენ
ჩვენს სოფლის ზეცას… და მამები ბოლოჯერ თხრიდნენ
სასაფლაოზე შავ საფლავებს, კრთებოდნენ წლები,
დედები ისევ ცრემლიანი თვალებით იდგნენ,
ბალახდებოდა ბილიკები და სოფლის გზები…
არაგვის გვერდით გავიზარდეთ, დიდები გავხდით,
ვერ გავამაგრეთ, ჩავანგრიეთ ბავშვობის ხიდი,
ვმარხავდით მკვდრებს და აკლდებოდა ჩვენს სოფელს ხალხი,
მერე კი ერთად ჩვენ მამების საფლავებს ვთხრიდით.
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 19:44 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ.
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 14:27 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგჩემდა მარტის ჭირვეული მელანქოლია
ორი სხვადასხვა გაზაფხული დაიწყო ჩვენთვის,
ქარმა ყვავილი მოსათოვად აიყოლია)
ჩემი დღეები ეფემერულ მოლოდინს ერთვის.

მზის ხავერდები მარტმა ხალვათად შემოგაფეთა,
ლექსის დაწერა თურმე შენზე რა იოლია,
აპრილმა ატმის ყვავილები შემოგაფეთქა,
ზაფხულმაც ფეხქვეშ შემოდგომა მოიყოლია).

სევდა ვერსალის, სიბრძნე ბოდლერის, შხამი ბოვარის,
შენს ხასიათში ჩაციკლულა მელანქოლიად,
სწორედ მაგიტომ შენი გრძნობის ვარ მათხოვარი,
თუმც უკვე ლექსიც, შენთვის არის კაკაფონია.

ორი სხვადასხვა დეკემბერიც ახლოა ჩვენთან,
ზამთარი ჩემი, პოეზიის მუქი ფონია)...
ასე, ჩვენსავით, ორი კაცით დაიწყო ღმერთმაც...
მოდი თავიდან?...
გამოგვივა
ასე მგონია...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 14:29 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწერდი და მხიბლავდა შექსპირი, გოეთე,
ლამაზად აკინძულ რითმების რიტმები,
ზეპირად თუ მსწავლობ შენშიც ვიპოეტე,
ვარდისფერს ვჩემობ და წასვლისთვის ვირთვები.

მეტი რაღა გინდა ფრჩხილებიც დაღლილა,
ნერვიულ ფიქრით და კბილებთან შეხებით,
რატომღაც ამ ღამით თითქოს მეაპრილა,
ხმაურით ქარის თუ სურნელით ვერხვების.

თენდება ტაატით და ისიც სხვებისთვის,
ჩემი ალიონი სხივებით დასვრილა...
სარკმლიდან თეთრი და მხოლოდ ჩანს ბურუსი,
ოთახშიც ცრიატი თამბაქოს ნისლია...

ბედი და ლექსები გ ა მ ი ტ ყ უ პ ი ს ც ა ლ დ ა...
სიგარეტს დაერქვა მუზაც და წამალიც,
აპრილი მომავლის იმედებს მიწნავდა,
მე კი უწინდელი მტკიოდა და მაინც... -

ვწერდი და მხიბლავდა შექსპირი, გოეთე,
მათოვდა კითხვები, კითხვები, კითხვები,
პასუხი ერთია - შენშიც ვიპოეტე,
ვარდისფერს ვჩემობ და წასვლისთვის ვირთვები!...,
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 14:37 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ სულ სხვაგვარად, აივნიდან იწყება დილა,
აქ სულ სხვაგვარი გათენება სჩვევია ქალაქს,
აქ ალიონზე დეკემბერშიც საოცრად თბილა,
აქ გათენებას ცეცხლისფერი რიჟრაჟი ჰფარავს.

აქ მეეზოვე ასფალტიდან აკრიფავს ღამეს,
აქ <ტროსზე> ერთად ათენდებათ პერანგს და ყურძენს,
აქ უიმედო სიყვარულივით სრულდება მთვარე,
აქ მზე ბროლისფრად აფერმკრთალებს წვიმისფერ ქუჩებს!..

და სველ ტროტუარს გადაირბენს პირველი ბავშვი,
ქოლგის შრიალში მიჩქმალდება ამაყი ქარი,
ბათუმის დილა ლექსის წერის ხასიათს გაშლის,
ზღვისპირა პარკში აირევა ფოთლების ჯარი.

აქ მოძალებას ფიქრებისას გულიც ვერ უძლებს,
აქ ალიონზე უშენობის წუთები გრილა,
აქ <ტროსზე> ერთად ათენდებათ პერანგს და ყურძენს,
აქ სულ სხვაგვარი - მეეზოვეს შემოაქვს დილა!...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 14:38 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი
და მხიარული ულტიმატუმი,
შესძლებს რომ გულის გულთან კავშირი,
შესწყვიტოს, ისე მიყვარს ბათუმი“.

ბეცი წვეთები აზის მავთულებს,
მოდის ქარი და ქოლგებს აიფრენს,
საღამო სახლში შეაქვთ ბათუმლებს
და ოხშივარი ასდის აივნებს.

ზღვა და ზღვისფერი გასდევს ჰორიზონტს,
სველი კონცერტით ქუჩაც მთვრალია,
ქოლგები შლიან შავ-თეთრ კორიდორს,
აქ ცა - წვიმების გენერალია.

გამოიდარებს, წვეთებაცრილი
ფოთლის სურნელი რჩება საღამოს,
გიყურებ ასე ფიქრით დაღლილი
და მეწერება დაუსაბამოდ.

ვზივარ ქუჩაში ობოლ ბავშვივით,
დგას მხიარული ულტიმატუმი,
ძალუძს, რომ გულის გულთან კავშირი,
შესწყვიტოს, ისე მიყვარს ბათუმი.
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 14:46 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა გათენების
თეთრი პროცესია,
მუზა დამემართა
უკვე ქრონიკული.
ხუთის ნახევარი,
უფრო პოეზია,
ღამე საფერფლე და
სველი ბრავისიმო.
ისევ გადავყურებ
ქუჩებს წვიმიანს და
ვხედავ მომღიმარი,
ქმრების ჰაბიტუსებს,
ორსული ქალები
თურქეთში მიდიან და
ლექსის დამთავრებას
დილა წამით უსწრებს.

ქართველი ქალები
თურქეთში მიდიან და
ახლა გათენების
თეთრი პროცესია,
ისევ გადავყურებ
ქუჩებს წვიმიანს და
ვრჩებით -
საქართველო,
მე და პოეზია!...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 15:02 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ერთმანეთს ალბათ ამ დღეებსაც ვაყვარებთ,
ამ დღეების ტრიალში ჩვენ ორივე ვცოდავთ,
როცა ბრიყვი გადიდებს, მოსკდი და იხარხარე,
როცა ბრძენი თუ ძმა ხარ, წამოწითლდი ცოტა.

მრისხანება ზევსის ყველას გვათანასწორებს,
ზოგი წვება დიაცთან, ზოგი ისევ ცოლთან,
როცა კაცი გვერაგობს, ყველაფერი გასწონე,
როცა ქალი - გაწონილს დააკელი ცოტა.

ვმღერი ჩემს გამწარებას შორეული ოქტავით
და განგების დაწერილს ფლეთს ნიავი ნოტას,
თუ საწუთრო ჯახია უკვდავის და მოვკდავის,
თუ კაცი ხარ. თუ ძმა ხარ, მეც დამითმე ცოტა.

უამრავი მინახავს თავშეყრების ადგილი,
სადაც ბოღმა მეტია - ხელოვნებას ყლაპავს,
აი სწორედ ამიტომ, ძნელია თუ ადვილი,
საკუთარი სურვილით - ვტოვებ ურაკპარაკს.
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 15:05 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბებიამ - ცოტა ცელქი იყოო ბავშვობაშიო,
ბაბუამ - არა, არც ისეო უთხრა ბებიას,
გაზაფხულისას, ყვავილების თეთრ თოვაშიო,
ცეკვა უყვარდა და მაგიტომ მოგჩვენებია.
ლამაზი იყო, თმები წელზე ეშლებოდაო,
ბიჭები ხშირად წერილებსაც უგზავნიდნენო -
ხასიათი კი ძალიან ხშირად ეცვლებოდაო,
სულ ბუზღუნებდა - მორჩა, ამდენს ვერ მოვითმენო.

მამამ - ძალიან მშვენიერი გოგო იყოო,
შემომხედა და ასე ვთქვიო ამის გარდაო,
სხვას მე არავის არ მოვიყვან ცოლად აწიო,
ერთი შეხედვით ისე ძლიერ შემიყვარდაო.
უნდა გენახათ რა საშინლად მაწვალებდაო,
რაც სერენადა მიმღერიაო ნეტა იმდენი, -
თეთრი რომ მომცა მილიონერი ვიქნებოდიო,
მაგრამ არასდროს დამიკარგავსო მაინც იმედი.

ჩემმა ძმამ - მახსოვს, სკოლაში რომ მატარებდაო,
ქუჩაში ბევრი უყურებდა ბიძიებიო,
მისი სიბერის ჯოხზე ყვებოდა, მადარებდაო -
და მე კი იმდენს, ჰოი იმდენს ვიცინებდიო,
რომ მიმღეროდა, აი მაშინ ხშირად ვფიქრობდი,
ღმერთი ნამდვილად ქალიაო და ახლაც ვფიქრობ!...
თუ რაიმეზე ავტირდებოდი, ერთად ვტიროდით,
ყვება ჩემი ძმა...
და მართლა ღმერთზე საუბრობს თითქოს.

ჩემმა დამ - მახსოვს, ბავშვობაში თმას მიწნიდაო,
სახლობანასაც ჩემთან ერთად თამაშობდაო,
მუსიკაზე რომ დავდიოდი დამიცდიდაო.
ერთ საღამოსაც ყვავილები როცა თოვდაო -
მარტის თვე იყო, თურმე ბავშვივით გავარდა კარში,
თეთრი კვირტები მის დალალებზე ფეთქდებოდაო,
ფანტელებივით ყვავილები ჰქონდაო თმაში,
- ჩვენი დედიკო, გაზაფხულს ხელით ეხებოდაო.

ასე ბავშვურად მეწერება... მე კი არ მახსოვს -
არც შენი სითბო, არც სახე დედი და არც სინაზე,
მაგრამ მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ დედაჩემი -
ყველაზე კარგი დედა იყო დედამიწაზე!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი არაბული
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость