გიორგი ლობჟანიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 18:04 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მესამე ზედმეტს

ორნი მუდმივად კარგად არიან
შეფარებულნი ერთურთის კედლებს,
და არ ფიქრობენ, რა ეშველება
მარტო დარჩენილ მესამე ზედმეტს.

ყოველი მხრიდან უმყუდროვებენ
გულს ამოყოლილ სიმღერის მოტივს,
ხოლო მესამე მარტო შრიალებს,
ვით ფანჯარაში შემძვრალი ტოტი -

ვერშემჩნეული, თუ ორის მიერ
საგულდაგულოდ არდანახული...
ის კი ყვავილობს და ორს უყურებს
იმ ყვავილების თვალის ფახურით.

ვერ მიხვდებიან, ყვავილობამდე
ტოტი რა მკაცრმა ქარებმა ხედნეს,
თუმცაღა შენ ხომ ყველაფერს ხედავ,
ღმერთო, უშველე მესამე ზედმეტს -

სხვის სიყვარულის მბრწყინავ ნათელში
თვალშეუვლებს და მუდამ უჩინარს,
რომელსაც სიმწრით ნაგლეჯ თმასავით
ხელში ყვავილთა ბღუჯა უჭირავს.
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 15:28 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ჩემი ლოცვა-ვედრებისა
ღმერთი განა ღაფალია,
ცის ნაგლეჯი მაფარია
ზაფრად...
მიდის ჩემი მეგობარი
და წვეთ-წვეთად ნაგუბარი
შურისგება გაუშლია აფრად...
წადი,
აქ თუ არა გრჩება,
ასეთია უფლის ნება,
მიმანებე
მარტოობის წიაღს...
მიდის ჩემი მეგობარი
და მიმქარლი სიყვარული
ფეხზე აკრულ ტალახივით
მიაქვს...
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 15:39 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ჩემი ლოცვა-ვედრებისა
ღმერთი განა ღაფალია,
ცის ნაგლეჯი მაფარია
ზაფრად...
მიდის ჩემი მეგობარი
და წვეთ-წვეთად ნაგუბარი
შურისგება გაუშლია აფრად...
წადი,
აქ თუ არა გრჩება,
ასეთია უფლის ნება,
მიმანებე
მარტოობის წიაღს...
მიდის ჩემი მეგობარი
და მიმქარლი სიყვარული
ფეხზე აკრულ ტალახივით
მიაქვს...
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 00:17 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

იქნებ თვალები
მექცეს ჭერად?_
ესეც მიცდია,
შევვანებივარ
ქუთუთოს სხვენს,
როგორც ობობა,
მაგრამ იქ მუდამ
ცრემლის წვიმა ჩამომდიოდა
და თვალთა ჭერიც უნუგეშოდ
თავს მემხობოდა.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 00:18 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეათე ძმა

სად არის ჭერი,
სადაც შევძლებ
თავის მიდრეკას,
კარი გამიღე,
სიყვარულო,
მოვედი,
მე ვარ-
კაცი, რომელიც
ჭერს დაეძებს
და საკუთარ თავს
ისე გაურბის,
როგორც სასტიკ,
ულმობელ მდევარს.

სად არის სახლი,
დამფარავი ცხელი ვნებისა?
კარი გამიღე,
სიყვარულო_
ძველო მევალევ,
და დამიცავი,
გადამმალე ჩემი თვალისგან,
რომლის მზერასაც
დღემდე ვერსად
ვერ დავემალე.

ჰო, ერთი ბეწო
თხილის გული
ცხრა ძმამ გაიყო,
ვერ შეჰკადრებდი იმათ ძმობას
ფიქრებს ბიწიანს,
მე კი
იმ ცხრა ძმის
მეათე ძმა
ვიყავი მუდამ
და ჩემმა წილმა
თხილის გულმა
არ მომიწია...

იქნებ თვალები
მექცეს ჭერად?_
ესეც მიცდია,
შევვანებივარ
ქუთუთოს სხვენს,
როგორც ობობა,
მაგრამ იქ მუდამ
ცრემლის წვიმა ჩამომდიოდა
და თვალთა ჭერიც უნუგეშოდ
თავს მემხობოდა.

არსად სინათლე...
ყველგან წვიმა წკრიალებს
ცივად:
ქვაზეც,
ბალახზეც,
კუბოსა თუ
გულის ფიცარზე.
საით მიდიხარ,
მეათე ძმავ,
რა ჭერს დაეძებ
თხილის გულივით
პაწაწინა დედამიწაზე....
 
nukriaДата: ოთხ, 04.07.2012, 00:58 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
****
ფანჯრების იქით ღამის ხავერდი
და აღარცერთი ნათელი ღრიჭო,
შენ არაფერი გაგიჭირდება,
რადგან ტყუილში ცხოვრება გიჯობს.
ასე სჯობს, რადგან ნამდვილი ცეცხლი
დაუნანებლად ბოლომდე გნაცრავს
და ყინვის მკრთალი, სასტიკი ხელი
სახეში გირტყამს ძალიან მკაცრად;
ხოლო სიცრუე შემპარავია,
როგორც მეზობლის ცბიერი კატა,
როგორც მაისი, საფლავის ბორცვებს
რომ დაუვლის და ათასფრად ხატავს;
მაგრამ ტკივილი არ ფერადდება,
თუმც ყვავილებით ირთვება ბორცვი,
ქვემოთ წუხს შენი დახრული ძვლები,
უსიყვარულოდ დამდნარი ხორცი...
და შეირხევა ორი გვირილა,
ორივე ისე სათნო, კეთილი,
თითქოსდა, დედის ორი თვალია _
მიწიდან შენთვის გამოხედილი...
და ამ თვალებში ჩამდგარი შუქი
უფლებას გაძლევს, კვლავ იყო ბავშვი,
ჯადოქარივით, უცებ აღგიდგენს
დედამიწასთან დარღვეულ კავშირს.
თუმც სინამდვილეც ფეხდაფეხ მოგდევს
ქალაქის შეშლილ მტვრიან ქუჩებად,
შებინდდება და იმ გვირილების
დიდი თვალებიც დაიხუჭება.
 
nukriaДата: კვ, 29.07.2012, 01:43 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაშლი

შეხედე ერთი, რა გულუბრყვილოდ,
რა მიამიტად ყვავილობს ვაშლი..
მაგრამ დრო გავა და მის ყვავილებს
ქარის სასტიკი ხელები წაშლის...
მე დავიღალე და დრეს ჩემს სიზმრებს
აუხდენლობის ნაღველი ბზარავს,
ეს ერთადერთი ვაშლი ყვავილობს
წარსულისა და მომავლის კარად _
როგორც ნუგეში, რომელიც უნდა
უკანასკნელი სხივივით ჩაქრეს,
რომ მყუდროება არ დაურღვიოს
თვლემას შეჩვეულ ნივთებს და საგნებს.
თვითონვე სუსტი და დაუცველი,
როგორ გაიგებს ჩემს შმაგ ხეტიალს, _
რომ ჩემში ცხოვრობს კაცი, რომელიც
რაღაცით ჩემზე ბევრად მეტია:
ან ამ სიზმრებით,
ან ამ ცხოვრებით,
რითაც თავის თავს ყოველთვის აგნებს
და შეუძლია ძილი დაუფრთხოს
თვლემას შეჩვეულ ნივთებს და საგნებს.
რომ გულდაწყვეტილს ჩურჩულით მითხრას:
_ ნუ გადაყვები დარდს და კაშანს,
ცხოვრება მორჩა, მაგრამ შეხედე:
რა მშვენიერი ფარდა დაეშვა!
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 21:25 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ყინულივით ბასრ, წამახულ მარტოობაში
არის ჩიტი,

რომელიც მღერის
გათენებისთვის,
არარსებულ სახლში ჭიკჭიკებს
და ფრთებს ისწორებს
უეცარი შეხვედრისათვის...
ეს საკენკი ვინ დაუყარა?
მოჟონავს
სითბო თქვენი ჩახჩახა სახლებიდან,
ყინულიან გზას ეღვრება
და კიდესთან უფსკრულს ანათებს...
აი ეს არის ჩემი სახლი
თქვენს ქვეყანაში....
 
nukriaДата: ოთხ, 10.10.2012, 20:52 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გჩუქნი თვალებს

მე გჩუქნი ჩემს თბილ, თაფლისფერ თვალებს,
დღეს სულ ერთია ჩემთვის ვინა ხარ,
მე თვალებს გჩუქნი,
ეს იმას ნიშნავს,
რომ თვალს აახელ და დამინახავ.
რადგან ვხედავდი მთელი ქვეყანა
მუდმივად კვალში მედგა მუქარით,
მე თვალებს გჩუქნი,
ნუ გიხარია,
შეჩვენებაა ეს საჩუქარი.
თვალებში მთელი სამყარო მოჩანს
და ის გეყოფა ფიქრად თუ დარდად,
გქონდეს თვალები და ამ თვალებით
ყველას ხედავდე იმ ერთის გარდა.
მე გჩუქნი კეთილს, ნაღვლიან თვალებს,
ვით იის ანდა ენძელის კონას,
შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან
უკანასკნელი ცრემლები ჟონავს.
დიდი და უხვი სინათლის ნაცვლად
დამრჩება ორი ბნელი ფუღურო,
ნუ გიხარია,
შენ ამ თვალებით
ხვალ ბრმა ქვეყანას უნდა უყურო...
 
nukriaДата: შაბ, 20.10.2012, 22:06 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭინჭარი

თქვი, ჩემი ზეცა
ვისი ცივი წყევლით გაშავდა,
რა ცოდვა მედო თავს ასეთი,
რა ნახინჯარი,
ვინ დამაწყევლა,
ჩემი ყოფის
ციხის ნაშალთან
რომ საკუთარი თავი ვგლიჯო,
როგორც ჭინჭარი,

ჭინჭარო,
ამაყ ნანგრევების
ძველი ბოღმიდან
დაგუბებული ბალღამივით
მწვანედ იხაპვი,
თუმცა ხასხასებ,
ეული ხარ და უმოყვრო ხარ,
ხარ უცხო ბლანტი მარტოობის
ცივი ნიღაბი.

და თუ ხანდახან
გვერდში მაინც ამოგიდგება
შენი მოყვასი,
არ მწამს ტკივილს შენსას
ეგ ეყოს,
რადგან ისიც კი
მხოლოდ მიტომ
მოსულა შენთან,
რომ ჟამით ჟამზე
სუსხიანი ხელით შეგეხოს.

დროზე მოასწარ,
აიღერე და აციაგდი,
გადაიხადე მზესთან
შენი ბოლო ქორწილი,
თორემ ვინ იცის,
მერე იქნებ იყოს გვიანი_
მეც მოპირული ნამგალივით
უკან მოგწივი...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ლობჟანიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость