გიორგი ლობჟანიძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე
nukriaДата: შაბ, 26.04.2014, 12:13 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფარაონის ასული ყველაზე უფრო ასაკოვანი იმ აღმოსავლურ ქალაქთაგან, დროს რომ შესცინეს,
და ყველაზე თანამედროვე აღმოსავლეთის ფერფლისგან აღმდგარ მხარეებიდან,
პირველი მათგან, ვისაც ნილოსის ნაპირებზე აკოცა ღამემ.
და პირველი, რეწვის და ხელოვნების მწვერვალებზე ვინც ითამაშა.
პირველი, ვინაც როკავდა, როს მთვარე პალმის ქვეშ იდგა.
პირველი, ვინაც აღაშენა მეცნიერების თავმისადრეკი და სახლი ცივილიზაციისა.
პირველი, ვინაც აღუმართა ცხოველს ტაძარი, ხოლო სიკვდილს -სასახლეები.
პირველი, ვინაც სამყაროს გულში ღვთისმსახურების და ვედრების სიტყვა წარმოთქვა.
პირველი, ვინაც ცხოვრების ღამე რწმენის ცეცხლით გააკაშკაშა.
ის პირველია,, ვინც გამოკვეთა მშვენიერი ქანდაკება და ნახატი მოგონებად და იმედად კაცთა,
ის პირველია, ვინც დაფარულის ნამსხვრევთაგან შექმნა სამყარო,
რომლის სინამდვილეც გამონაგონზე საოცარია.
ის პირველია, ვინც სინამდვილეს შეუქმნა კერპნი
და გამონაგონს გუნდრუკს უკმევდა.
პირველია, ვინც წარმოსახვას აუგო ძეგლნი
და ამაყობდა სინამდვილის ძეგლთა დიდებით და მარადისობით.
პირველია, ვინც სიმართლის სასწორი დადგა
და პირველია, ვინც მონები მალვით მოლალა.
მას აქვს კვერთხი,ალმასებით ნაგვირისტალი
და მათრახი აქვს კაცთა სისხლით გადაპოხილი.
ის პირველია, ვინაც სიკვდილს მიუგო: არა!
და პირველია, ვინც სიცოცხლეს მიუგო: დიახ!
მას სიკვდილში სიცოცხლე აქვს ,
სიცოცხლეში კი მარადისობის საგმირო საქმენი.
ეგვიპტე - ჟამის ნიშანი ღვთიური, ფარაონის ასული,
დროის სასწაული, ნილოსის გოგონა. * * *
ის სარდაფების კანდელია და ანათებს სასანთლე მისი.
ის ცეცხლია, სივრცეში მოლაპლაპე.
ის სიმბოლოთა ასულია.და იმისი საიდუმლონი ქარიშხლის პირში
და ნიავის გულშია.
ის სიყვარულის ტაძრის ქალღმერთია, რომლის წინაშეც მუხლს იყრიან თემთა ქალღმერთები.
და ქალღმერთია მშვენიერების ტაძარში, რომელიც დროის ქალღმერთს არ ემორჩილება. * * *
მისი ღაწვების ვარდი სიგრილის ხეობათაგან,
შუბლის ზამბახი მისი - სინათლის მთებიდან.
მისი თმის ოქრო განთიადის მადნეულიდან,
სინგური მისი ბაგეებისა მარადისობის ბაღნარებიდან,
მისი ხმა პალმის ხეს ოცნებისაკენ გადახრის
და ქვიშას ნილოსის წადილს აღუძრავს,
ის სიყვარულის ქალღმერთია,
სიკვდილის ქალღმერთი.
და მარადისობის ქალღმერთი. ეგვიპტე - დროის ღვთიური ნიშანი, ფარაონის ასული,
ჟამის სასწაული, ნილოსის გოგონა. არაბულიდან თარგმნა
გიორგი ლობჟანიძემ
 
nukriaДата: კვ, 27.04.2014, 17:45 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა გითხრა: ასე კარგი
არ ვიყავი დასაკარგი,
მაგრამ, კარგო, რაკი მკარგავ
და ჩამთვალე ზედმეტ ბარგად,
გზებიც მუდამ გიყვაოდეს,
ბრძანდებოდე მუდამ კარგად
სამყაროში, სადაც ორი
ფოთოლიც კი ერთურთს არ გავს,
სად ყვავილებს მაისშიც კი
მოვლებიათ თრთვილის ქარგა,
ყველას, ვინც კი არის კარგი,
უწევს გამოიღოს ხარკი:
როგორც თვითმფრინავის ბარგი,
იკარგება დასაკარგი...
შენც დანაკარგს ეგუები,
იმიტომ, რომ სხვა გზა არ გაქვს...
 
nukriaДата: ორ, 30.06.2014, 20:52 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე იღლება მინდორში ქარი
და აღარ უნდა, იქროლოს მეტად...
ასე ამჟღავნებს წამოცდენილი
სიტყვა მთავარ და არსებით დეტალს...
 
nukriaДата: ხუთ, 14.08.2014, 00:33 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ხართ ეს პოეტესები,
სულ აღარ იცით წესები,
კაცი თუ პირქვე დაემხო,
თქვენ ირგვლივ წამოესევით...
თქვენ რაღა გესმით ტკივილის,
მით უფრო, გულის არეში.
ერთი რამ კარგად გამოგდით:
ბრძოლა - წესების გარეშე!
 
nukriaДата: შაბ, 16.08.2014, 13:36 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ სარკიდან იმ სარკემდე და მოვიდა მარადიული ძმა ჩემს სიზმარში,
მთვარის ნიმბივით იდუმალი, გამოუცნობი
მკითხა:
ხედავ ამ ხელებს, მეგობარო?
ასი ათასი ვენახი გავსხალ მე ამ ხელებით,
ამოვასხი და ამოვასხი
ყურძნის გვირისტი,
ეს სიზმარიც შენთვის ახლა სიტყვა ,,ისრიმს“ ჰგავს:
ვერ გაიგებ,
რადგან არ იცი,
რომ ,,ისრიმი“ მკვახე ყურძენს ნიშნავდა ჩვენში,
იმ დროს, როდესაც
ჩემი სიცოცხლე ბრდღვიალებდა,
როგორც ყურძნის მწიფე მტევანი.
სიზმრის ყლორტი
სინამდვილეს
არ დაემყნობა.
ვერ ეთვისება, ვერ ჰგუობს ერთურთს სხვადასხვა ჯიში.
მევენახე კაცმა იცის
ეს მარტივი სიბრძნე -
უფრო ნაგრძნობი,
უფრო გულით შემეცნებული
მაშინ, როდესაც ვაზის ფოთლებში იწვდიდა ხელებს
და მტევნები ეწვდებოდნენ ძუძუებივით.
ჟრჟოლისგან იყო ამოსხმული ეს ძუძუები...
თვალებს ხუჭავდა მევენახე
და ტუჩებით ეძებდა მარცვლებს
და მარცვლები მიუსხლტოდნენ
მთვარის ნიმბივით...
თრთვილის ხელებით აკაკუნებს ბალახებზე
ოქტომბერი
ჩემს ქვეყანაში....
ბედნიერება
მარცვალ-მარცვალ უნდა ეძებო! –
მთქნარებით ამბობს ცხოვრება
და პირი ისე დაუღია
კაკანათივით,
რომ სულ ადვილად დაუთვლი კბილებს _
საღ, მოელვარე თრთვილის მარცვლებს,
შენ რომ ხორბალი გგონია, ლურჯი...
ეს სითეთრე იისფერში გარდამავალი
ბალახებზე არეკლილი მთვარის ნიმბია.
ის ჩურჩულებს:
ამ სარკიდან
იმ სარკემდე
ღირდა შრიალი....
 
nukriaДата: შაბ, 30.08.2014, 21:07 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("მარიამობა")
ისევ წყალყოფილი მინდა ღვინო,
შენით ბედნიერი ყრმაც ხომ არი,
კერპებს დაიტირებს წმინდა ნინო,
ცრემლებს შეუმშრალებს მაცხოვარი.
დღესაც საღვთისმშობლოდ ღვიძავს ქრისტეს,
ყველგან დარი არის მისი ნები
ს და სხვა სევდებისგან მიცავს
ისევ სევდა მარიამის მიძინების.
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 12:09 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვმა მამის სიკვდილი ვერ დაიჯერა,
რაკიღა ჯერ კიდევ არ იცოდა,
რა არის სიკვდილი.
გოდება სახლში,
დედის ქვითინი
ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მამის სიკვდილს,
სულაც პირიქით,
ცნობისწადილს უღვიძებდნენ
მათთან, სახლში მოსული სტუმრები
და ქიშმიშიანი ფლავი, ხორციანი...
ლამისაა მოლოდინმა წალეკოს ბავშვი:
დღესაც გვიან დაბრუნდა მამა სამსახურიდან,
მან ცრემლებით ამოავსო მამის არყოფნა,
ის კი ისევ არ მოვიდა მეორე დღესაც,
არც მესამე დღეს...
ბავშვი მაინც ჯიუტად უცდის...
და მგონი, დღეთა სვლასთან ერთად
ბავშვმა გაიგო
რაა სიკვდილი,
ამის შემდგ იგი იტყვის, რომ სიკვდილია,
როდესაც ვინმეს ელოდები, ის კი არ მოდის...

მთარგმნელი : გიორგი ლობჟანიძე
 
nukriaДата: პარ, 06.03.2015, 15:42 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ აჰმად შამლუ

ჰამლეტი

ყოფნა-არყოფნა
საკითხავი კი არ არის,
ცდუნებაა.

შხამგარეული ღვინო ჯამში,
ცრემლის შხამით მოწამლული მახვილი კი
დუშმანის ხელში.

ყველაფრი წინდაწინვე ცხადია და გამოზომილი:
ფარდაც ზუსტად განსაზღვრულ წამს ჩამოეშვება!

განა მამაჩემს გეთსიმანიის ბაღში ეძინა,
რომ ჩემი როლი არის მისი ცბიერი ნდობის მემკვიდრეობა
და იმისი მოტყუების სარეცელი კი
ბიძაჩემის საწადელის აღსრულების ალაგი არის!

(ამ ყველაფერს მე უეცრად და უცებ მივხვდი,
ნახევარმზერით,
სულ შემთხვევით,
მომზირალი მაყურებლისგან.
ნდობას, როგორც სხვა სატანას,
ამ სხვა კაენისთვის
სხვა გეთსიმანის ბაღში
უგულისყურობისას,
ნანინა არ დაემღერებინა,
ღმერთს,
ღმერთს!

მაგრამ რა სიცრუეა!
როგორი ტყუილი! -
რომ იმან, ვინც გადაცრეცილი ფარის მიღმა
სიბნელეში ჩემს საყურებლად ჩამომჯდარა,
მთელი შემთხვევა წინასწარვე იცის
და სიტყვა სიტყვით იცნობს ჩემი მწუხარების სცენარს.

ბნელი, ფერგადასული ფარდის მიღმა
თვალებს
ჩემი ტკივილის სანახავად
ოქრო-ვერცხლის მონეტები გადაუხდიათ,
რათა ტირილის თავისუფალი ესკიზით -
იმისი სუნთქვისა და ხმის აღრევისას,
ვინც
თვალთმაქცურად
მოჭოჭმანე
ჭეშმარიტებაში იმზირება,
სიამე მოიხვეჭონ!

მათ რა დახმარება უნდა ვთხოვო იმაში,
რის აღსასრულებლადაც საბოლოოდ
მე და ბიძაჩემს,
თანაბრად
მოგვიხმობენ
თავიანთ წინაშე!

თუნდაც ჩემს ტანჯვას
თავზე დაეძახებინოს მათთვის,
რომ კლავდიუსი
უკვე ბიძის სახელი კი აღარ არის,
ზოგადი ცნებაა.

და ფარდა...
სწორედ აუცილებლად ნავარაუდევ წამს.

* * *
ამ ყველაფრის მიუხედავად,
იმ დროიდან, რაც ჭეშმარიტება,
ვით მოუსვენარი, მძრწოლი აჩრდილი გამომეცხადა
და ქვეყნის სიმყრალემ,
ნაყალბევ სცენებზე მხრჩოლავი პატრუქივით
ამწვა ნესტოები,
საკითხავი კი არა,
სწორედ ცდუნებაა ეს:
ყოფნა
თუ
არყოფნა.

სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ლობჟანიძემ
 
nukriaДата: სამ, 24.03.2015, 17:39 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნადერ ნადერფური

ვედრება

შემოქმედო!
ნუ მოხედავ
ჩემი ტრფობის გაციებულ ნაცარს,
ამაღამ ვარ
წყლის სიწმინდე, და ცეცხლი ვარ ცხელი,
ამაღამ შენკენ მომიპყრია
ვედრების ორივ თვალი,
შენკენა მაქვს აპყრობილი
ლოცვის ორივ ხელი...
ამაღამ ჩემში ჩამოღვრილა წვეთ-წვეთ მთელი ხომლი,
გადამდნარი, ცხელი ცეცხლით ამომევსო ქალა!
მობურბურე ალად მექცა სისხლის ყველა წვეთი,
მოარული კოცონი ვარ, სველი ცეცხლის ძალა...
ამაღამ ჩემს მოთმინებას დავაყრენი გული,
დროა, ჩემში ჩაესვენო, მზეო ცდუნებისავ,
წყალდამშრალი ის მდინარე, ახლა თითქოს მე ვარ.
დიდო ღამევ, წარმოდინდი ჩემში ისევ ისე!
თუკი უწინ ღვთის საგმობად გადავხსენი ენა,
ამის შემდეგ თუკი ცოდვით წავირეცხავ ბაგეს,
ღამის ჭიდან გჭვრეტ, უფალო, სასოების თვალით,
რომ დაძახილს გამიგონებ, ღამის ჭაში ნაგვემს.
მომანიჭე მოციქულთა სიდიდე და სიბრძნე,
თუმც შენს თვალში მცირე ვჩანვარ, ვიდრე ჭიანჭველა...
სევდის გარდა, რაც მომეცი, გააუხვე ჩემში,
ზარდე, რათა მერე ჩემგან უწილადო ყველას.
სახელს შენსას ამოვიჭრი გულის ბეჭდისთვალზე,
აჰა, ჩემი არსებობის ბეჭდის მოძღვნას ვბედავ,
თუმც მცირეა, ვიცი, ჩემი უბადრუკი ძღვენი,
შენი იყოს ჩემი ლექსიც -
სამადლობლად შენდა!

სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ლობჟანიძემ
 
nukriaДата: ორ, 06.04.2015, 22:47 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუკი შენს გვერდით მზარდე, როგორც სადაფი თლილი,
მარგალიტების ვაჭრებს რაღად მიმეცი დილით?
ჩემი ნათებით გათბა ლხინის მძებნელთა კრება,
ზამთარში შეშად იქცა, ღერო ვარდებად შლილი.
შენს თავზე ვხედავ ახლა სარეველათა ფეხებს,
ველივით კალთა რატომ უშალე ყველა ბილიკს?
გაზაფხული ხომ წალკოტს ფერად ყვავილებს ჩუქნის,
შენ, გაზაფხულო ჩემო, რად შეირცხვინე პირი?
უწილყისმათო ჩემს გულს რატომ არაფერს უძღვნი,
ცეცხლი ხარ, მაგრამ შორი, კოცნა ხარ, მაგრამ ცივი.
მის უტყვ მზერაში გაქრა ტრფიალის ხვაშიადი,
ჩემო ნატრულო მზერავ, რას ეძებს შენი სხივი?
სიმინ, მოეშვი ჩივილს, რადგან, როგორც ეს ცრემლი,
უშვიხარ ჭირს და ტანჯვას, უზრდიხარ დარდს და ტკივილს..

სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ლობჟანიძემ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ლობჟანიძე
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость