გიორგი ლობჟანიძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე
nukriaДата: ოთხ, 13.05.2015, 02:00 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მხოლოდ სუნთქვისთვის არა ვარ მეგობარი... ჩემი საფეთქლები ძეწნის სუნს გამოსცემდნენ.
ჩემი ახლობლები ღრუბლის კიდით კიდემდე იდგნენ.
მე მეფეთა ქონების გვერდით ვიყავ,
როცა ჩიტები, ლურჯი ზეცა და ალმასთა ხელმწიფე
ნაფლეთებად იქცნენ
და წყალში ჩამოცვივდნენ.
და მე წყალს
ისპანახისფერი, ლორთხი ზეცის ქვეშ დავეწაფე. შეყვარებული ვიყავ.
განა მე არ ვიყავი,
ვინც ცეცხლით თამაშის ფერის შეცდომები
ყინვას შევასწავლე? შეყვარებული ვიყავ.
სურნელებანი მეზობლად მყავდნენ და მევე მისუნთქავდნენ. ზოგჯერ,
ზამთარში,
თავს თვითონვე ვითბობდი,
რათა ზაფხულშიც მცოდნოდა,
რომ ეს სიმღერა ჩიტთა ფანდი არ არის,
რომ ეს გველების ყაზალთა ყაზალია
და რომ შიში მე მხოლოდ დამესიზმრა. სიფხიზლე სიცხე იყო.
მე სამგზავრო ჩანთით შარაგზებზე დავრბოდი.
სიცხე ვხდებოდი,
მაგრამ არ ვიყავ მოგზაური. თუკი ჩემს ოთახსა და სახლზე ვლაპარაკობ,
ნურავის ეწყინება.
მე და ველური პიტნის ყვავილი მე და ველური პიტნის ყვავილი ერთ დღეს დავიბადეთ.
შემეძლო, ჩემო ძარღვები წყლის წვეთთა ქვეშ დამემალა.
შემეძლო, ჩემი ტანსაცმელი მკერავისთვის არც გამომერთმია.
რადგან გრძნობის ქუჩაში,
ხმაში,
მუსიკალურ ფირფიტაში
წვიმა მოდიოდა.
უმოწყალოდ წვიმდა. წვიმის სურნელებაში გამოვფიზლდი.
რა მალემრწმენი იყო ჩემი დაბადება,
მხოლოდ ველური პიტნის სუნი რომ ასდიოდა.
ველური პიტნის სუნი ახრჩობდა
ჩემს გასაქანს. ჩემს მეგობრებს ჩემს მეგობრებს უნდათ, ჭკუაზე მომიყვანონ,
რომ სიყვარულის გამო არ ვყვიროდე
და შენი სახელი
ჩუმად ვიჩურჩულო...
ჩემო მეგობრებო,
მისმინეთ:
თავით ფეხამდე ხანძარი მომედო,
თქვენ კი სანუგეშო სიტყვებს მეუბნებით.
მე ეს ხანძარი სასაფლაომდე უნდა მივიტანო.
ჩემო მეგობრებო,
ილოცეთ, რომ
ხელახლა დავიბადო,
გაურეცხავი, მკვახე ვაშლები მდინარეს გავატანო,
რათა სიცოცხლის ბოლომდე
ამ ვაშლთა კვალდაკვალ
მდინარის პირას დავრჩე. მდინარეს უცებ თვალი მოვაცილე.
ცაში ავიხედე.
დავინახე:
ნახევარი ცხოვრება გალეულა,
მე კი კვლავ ვაშლს დავეძებ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ხილის კალათებზე,
რომ მდინარიდან ვაშლები ამეკრიფა და
შიგ ჩამეწყო. შინ რომ დავბრუნდი,
მოხუცი ვიყავი.
ხილის კალათში კი
ერთი ვაშლი იდო.
მივხვდი:
მთელი ჩემი ცხოვრების სახსოვრად
ვაშლები შენ ჩაგეწყო. სიჩუმე მასუდ ქიმიაის ჩემი გაცვეთილი სამყარო მხოლოდ ჩემს ფეხსაცმელსა და პერანგში როდი ხდება.
სხვა მაგალითებიც აქვს.
მწყურია,
მაგრამ ამ დამტვრეული, ბებერი ჭიქიდან
წყლის დალევა არ მსურს.
ჩემს სისხლს შეხედეთ, რომლის ნუგეშიც მხოლოდ საავადმყოფოს ტალანებშია.
ძრწოლა მომიტანა საჩუქრად იმ ჩიტმა,
საავადმყოფოს პალატაში რომ
ფანჯრიდან შემოფრინდა. ამ გაცვეთილ ქვეყანას შენ გაბარებ,
რომ ტანზე იშვიათი და ახალი სამოსი ჩამოჰკიდო. დღეც არც ისეთი ცუდია,
რომ წერილში მოგწერო. ჩემი ტანის ჭრილობები
ცოცხლად დარჩენისადმი შენი იმედის შემდეგ
ერთ საათს მივიწყებენ... ზამთრისკენ რამე კარი გამოხსენი,
რომ თოვლის სითეთრემ მოგვცეს
იმედი
ცოცხლად დარჩენისა. ჩვენ სითბო არ გვჭირდება,
იმედს ვსაჭიროებთ! დაბნეულობიდან ვისწავლე,
რომ ოთხაში სუფრის გაშლისას
სამყაროს დავემალო,
ქუჩაში გამოვიდე,
მიწაზე ყურძნის მტევანთა ცვენის მოწმე გავხდე.
ჩემს ხელებში
დუმილი
ყლორტს იყრის
სიკვდილის სამზადისში. სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ლობჟანიძემ
 
nukriaДата: შაბ, 30.05.2015, 14:04 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიორგი ლობჟანიძე

ოლესია სპარსულ კაბაში

ოლესია თავაძეს

აი, ასეთია ოლესია -
ორი ძაღლითა და
უამრავი ადამიანით...
მიდის, მიიმქრევა,
თითქოს აბრეშუმი ქალის სხეულს კი არა,
სიცხით ათავთავებულ ჰაერს ეხებოდეს...
სიზმრის კვირტები დაბერილან
და სადაცაა სურათებზე
ნაირფერად გადაიშლებიან...
აგვისტო ყმუის,
როგორც მარტოსული ძაღლი
და ცისკიდურის წითლად მოღავებულ ხახას აფჩენს,
ყველა ფერის გადაყლაპვას ლამობს,
ცვრის წვეთი სწყურია...
მდინარის დამშრალ კალაპოტებს
ნაკადულის ჩუხჩუხი ჩაესმით და
თვლემა ეძალებათ...
ისინი ხედავენ სიზმარს,
რომ
მათში წყალდიდობასავით მოდის
ოლესია -
ორი ძაღლითა და
უამრავი ადამიანით
და ეს ქალი,
სპარსულ კაბაში,
ჰგავს ერთადერთ ფანჯარას
საიდანაც ფერები
გარეთ იყურებიან
თამაშით გადაღლილი,
ცელქი ბავშვებივით...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ლობჟანიძე
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость