ლიკა ყიფშიძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 23:35 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

გაბრაზებამ თან წაიღო,გაქრა,
ვნებიანი წერილების დასტა...
აღარა მაქვს,მოგონებას წვავდა,
მენატრება,იქ რომ ვნება ჩამრჩა...
დავბერდები,
დავბერდები,
მალე...
გაბრაზება დამიბრუნებს ვალებს?
მინდა ჩემი წერილების დასტა,
აწი ვნება ასე სხეულს დაწვავს?
მენანაება,
მენანება,
ძლიერ...
ახალ წერილს დრო შეუცვლის იერს!
გახსოვს,შენც რომ არ გინდოდა წაშლა?
იქნებ,სადმე,ერთი–ორი დაგრჩა?
ის სიტყვები მენატრება ახლა,
და ის ვნება, სიტყვებში რომ ჩარჩა!
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 13:33 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავმაისდები!

ავმაისდები!
ვარდის ფურცლებს ავყრი ზეცაში,
დავტრიალდები
და ვიცეკვებ
ფერთა ცვენაში....
გადავიღეღავ მკერდს,
შევუშვერ ციურ ნაშხეფებს
და მერე მზეზე ავიორთქლებ
წვიმის ნაფერებს!
მაისის სურნელს შეშურდება
ჩემი სურნელი
და მე ვიქნები,თვით სურვილი,
გამოულევი!
ავმაისდები!
ზედ დავიცლი ფერთა ზარდახშებს,
დავეწაფები, გაზაფხულის,
ნექტრის აზარფეშს!
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 23:45 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შენით სუნთქავს გაზაფხული,
არ თქვა–არა,არაო!
შენს თვალებში ზღვა ლივლივებს,
მის ტალღებზე ვნანაობ!
ანა,ბანა,ანა,ბანა,
ანა,ბანა,ანაო...
მე,
ზეცა
და ზღვის ტალღები
შენს თვალებში ვქანაობთ!
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:11 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შეხედე,როგორ გავს
იმ მინდორს,იმ მდელოს...
ოღონდ ყვავილები იყო იქ,პატარა...
იქ თეთრად ყვაოდა ბუჩქების რტოები
და მინდორს ეკიდა ბალახი ,წამწამად!
როგორ მიხაროდი,
როგორ ყვავილობდი,
როგორ გებნეოდა კოცნები ცვარ–ნამად...
იმ მინდორს,იმ მდელოს,
იმ ქოროს ფოთოლთა,
გრძნობის თაიგული თავს
გვირგვინს ადგამდა!
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:27 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შეხედე,როგორ გავს
იმ მინდორს,იმ მდელოს...
ოღონდ ყვავილები იყო იქ,პატარა...
იქ თეთრად ყვაოდა ბუჩქების რტოები
და მინდორს ეკიდა ბალახი ,წამწამად!
როგორ მიხაროდი,
როგორ ყვავილობდი,
როგორ გებნეოდა კოცნები ცვარ–ნამად...
იმ მინდორს,იმ მდელოს,
იმ ქოროს ფოთოლთა,
გრძნობის თაიგული თავს
გვირგვინს ადგამდა!
 
nukriaДата: სამ, 22.05.2012, 15:01 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალმა მაცდუნა!

,,ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!''

-ოჰ!ადამ!ადამ!

გეთქვა კაცურად,

რომ თავად შეცდი,

თავად გსურდა,

შენ, გაგეგო გემო და ვნება,

ხილის კეთილის,

და ბოროტების!

,,ქალმა მაცდუნა!''–როგორ აცდა შენს ბაგეებს–

კაცი, გაცდუნა!

–მე დავდე აღთქმა

და ქალის აღქმამ დამარღვევინა,

ფიცი, წმინდანის!

მე შევიცანი,მას მერე,რაკი,

იგემა ვაშლი,

ქალი,ევაში!

ის აღარ იყო,ჩემი ნეკნი,ჩემი ნაწილი,

ის იყო მდედრი,მე ვიყავი ვნებააშლილი!

ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!

ეს ასე იყო,სწორედ ასე და ვთქვი

კაცურად!

–ვაშლი?

–რაა,ვაშლი?! სწორედ ვაშლი მიზიდავს ქალში!!!

ვაშლები–მკერდი,და მუცელი–

ვაშლშია ბავშვი!

ვაშლშია ვნება და მიგნება,

მრგვალია ვაშლი...

მრგვალია ჩვენი დედამიწა,ვითარცა ვაშლი!

ხოდა,ვერ ავცდი!

მე ,მიწიერს,ვერა,ვერ ავცდი,

მერე,რა?თუკი ედემის ბაღს ,კარგა შორს,გავცდი!

–შენ დაარღვიე,შეთანხმება, თვით ,ღმერთთან,კაცო!

–ხოდა,ღვთიურად,,დავისაჯე'', ცხოვრებით,,ვანცობ!"

ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!

ეს ასე იყო,სწორედ ასე და ვთქვი,

კაცურად!
 
nukriaДата: ოთხ, 23.05.2012, 13:36 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
როგორ მინდა,მოგენატრო ძალიან...
მე კი გითხრა–ვერ გამოვალ!ქარია...
დამაგლიჯო ხვეწნით კაბის კალთები,
მერე მითხრა–წავალ,ახლა,დავთვრები...
მონატრების აგეშალოს ამქრები
და მომწერო წერილების დავთრები...
არ შეგხვდები,არ შეგხვდები–ქარია...
არსად ჩანხარ,ნეტავ რა მიხარია?!
 
nukriaДата: ოთხ, 23.05.2012, 23:57 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Quote (nukria)
,,ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!''

-ოჰ!ადამ!ადამ!

გეთქვა კაცურად,

რომ თავად შეცდი,

თავად გსურდა,

შენ, გაგეგო გემო და ვნება,



ლიკა ყიფშიძის შესანიშნავი ლექსის "ქალმა მაცდუნა" საპასუხოდ

აცდენდა, რაღა თქმა უნდა,
ადამს ი ვაშლი ევასი,
ნეტავი რაა საუბნო
ან საოცარი ემაში!

ან ადამს რაში სჭირდება
ჩაგდება ყბების ქნევაში?!
ამაოდ ცდებით ნაქნარის
სახელებისთვის რქმევაში.

ქალი რო მაცდური არის,
თავბრუს რო დაგცემს ხვევაში,
ნეტავ რა საკვირველია,
რად ხართ ბიბლიის ხმევაში?

დაგვაკარგინა სამოთხე,
ჯოჯოხეთს მიგვცა წყევაში,
მას მერე სულ ასე ვყავართ
ერთ ტაცებაში, წვევაში.

დღესაც არ დაუსვენია,
ბერდება კაცის ძევაში,
თუმცა კი, მე რომ მკითხავდნენ,
ავს ვერ ვგრძნობ იმის ქცევაში.

სისხლის ჩქროლებას გვიმატებს,
გვიბიძგებს გულის ცემაში,
ანუ სიცოცხლის ჭაპანის
გვიმატებს ძალას წევაში.

ხან სამოთხეშიც გვაბრუნებს,
გვშველს ჯოჯოხეთის ძლევაში.
ჩემის მხრივ, მადლობას ვამბობ,
არ ვარ თავთ ხელის ცემაში.

გვაცდუნა? კარგი უქნია,
სულ ზედმეტია დემარში!
ან ჩვენ ვაცდენდით, ან – ისა,
ერთმანეთის ვართ დევნაში!

მიხეილ განისაშვილი
 
nukriaДата: პარ, 25.05.2012, 21:41 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

როგორ მინდა,მოგენატრო ძალიან...
მე კი გითხრა–ვერ გამოვალ!ქარია...
დამაგლიჯო ხვეწნით კაბის კალთები,
მერე მითხრა–წავალ,ახლა,დავთვრები...
მონატრების აგეშალოს ამქრები
და მომწერო წერილების დავთრები...
არ შეგხვდები,არ შეგხვდები–ქარია...
არსად ჩანხარ,ნეტავ რა მიხარია?!–
 
nukriaДата: ოთხ, 30.05.2012, 22:09 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
“ქალური ლოგიკა”

მომწერა,ძალიან ცუდად ვარ,ინფარქტი მივიღე და თუ გინდა მნახეო!რა გამაჩერებდა,უსაშველოდ მენატრებოდა.მას მერე,რაც ვიჩხუბეთ,რამდენჯერმე გავუგზავნე მესიჯი მობილურზე და არ მიპასუხა,სოციალური ქსელებიდან კი,კი არ ამომშალა,დამბლოკა!რაზე ვიჩხუბეთ?დალია და მომწერა,გულწრფელად მიპასუხე,რა ვარ, მე, შენიო?მეც ვუპასუხე–ჩემი ძალიან ახლობელი მეგობარი ხარ–თქო!მეგონა ვასიამოვნებდი,მან კი,არც აცია,არც აცხელა–რად მინდა შენი მეგობრობა,მეგობრები უამრავი მყავს,მე შენი ქალი და ბოზი მინდოდა ვყოფილიყავიო!–მომწერა და ყველგან მიმაბლოკა,ვფიქრობ–გულშიც!
სასწრაფოდ გავიქეცი.
პალატის კარებში ექიმი შემომხვდა.
–ვინ ბრძანდებით?–მკითხა,
მეგობარიო,რომ მეთქვა,ესმოდა და ვიფიქრე,არ ინერვიულოს–თქო!
–ახლობელი!–უეცრად ეს მოვიფიქრე!
–რამდენად ახლობელი?ეს ცნობილი პიროვნებაა და ყველა ახლობელს ვერ შევუშვებ!
–საკმაოდ!
–მაინც?
–ნუ…..–და გავჩუმდი!
–თქვენ თვლით მასე,თუ…–სხვა შემთხვევაში,მაგრად მივალანძღავდი,ბუნებით ფიცხი ვარ,მაგრამ ახლა მისი ხათრით,გავჩუმდი.
–კარგით,კარგით…ძალიან ცუდ დღეშია….–და ხმას დაუწია.
–რამდენად?–გული ამიკანკალდა.
–რა ვიცი,სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით,უნდა გამაგრდეთ!
–ასე სერიოზულადაა საქმე?–ცრემლები მომადგა.
–კი…კი…მიკვირს,ახალგაზრდა ქალს ასე რამ დაუფლითა გული!შებრძანდით,ახლა მისი წუთები დათვლილია და არ ანერვიულოთ,გაუფრთხილდით….–შემომხედა,თავადაც თვალცრემლიანმა და წავიდა.
შევედი.ისეთი ლამაზი იყო,მიფითრებული,გაცრეცილი…არ ეძინა,სევდიანი თვალებით შემომხედა,დაჯექიო და საწოლთან მდგარ სკამზე მიმითითა.
–აბა,როგორ ხარ?–ოპტიმისტირად ვკითხე,შეშფოთება რომ დამემალა…
–რა ვიცი…–ეს მისი საყვარელი ფრაზა იყო…
–რა არ იცი?
–როგორ ვარ!მგონია ,სუყველა ,რაღაცას, მიმალავს!
–შენ და აქ?გაოცებული ვარ!
–მეც…მაგრამ,ნერვიულობა ნაღმი ყოფილა სხეულისათვის.
–მაინც,რა ინერვიულე?
–ეჰ…ჩვენი დაშორება!
–ასე შენ გადაწყვიტე…
–მას მერე,რაც შენ გადამატანინე…
–და რა მოხდა,ასეთი?მეგობრობაში ცუდი რაა?
ირონიულად შემომხედა.
–მეგობრობა,მეგობრობაა!მე და შენ მეგობრები არ ვყოფილვართ!იცი,ვინც ვიყავი შენთვის და როცა ეს მომწერე,მივხვდი,რომ ჩამომახარისხე!
–რა ვქენიიიი?–არა,რა!ყოველთვის შეეძლო გავეცინებინე.
–ჩამომახარისხე!ქალობა ჩამომართვი,შენთან ვნების განცდა ამიკრძალე!
–რა სისულელეა!მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა,რომ ძალიან ახლობელი ხარ!
–არა!
–კი!
–არა!სულ მენერვიულებდი,სულ….–და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
–კარგი,რა?დამშვიდდი,ნუ ნერვიულობ!
–კი,მალე სულ დავმშვიდდები….
ექიმის სიტყვები გამახსენდა და გული მომეწურა…
–მაინც,რას გენერვიულებდი?
–ორი საპონი დაგავიწყდა?
–რა ორი საპონი?
–იცი,შენ,რაც!მითხარი,ხომ მივხვდი,მაშინ…ხომ ისე იყო,როგორც გითხარი?გთხოვ,მაგის დამალვას რაღა აზრი აქვს!
გავჩუმდი…ის დღე გამახსენდა,საოცრად ვნებიანი..სახლში დავპატიჟე,ერთი ნალევი საპონი მქონდა,ორი,ახალი ვიყიდე….მერე ვუთხარი,სტუმრებს ველოდები და მალე უნდა წახვიდე–თქო,სხვა ქალს ველოდებოდი,ისე…
–და ის,ორი საპონი,რა შუაშია?
–დილით,საპონზე,შენ ჩემი გულისათვის არ ჩახვიდოდი!
–სად ჩავედი?სახლში მქონდა!
–დაგინახე მარკეტში….გამოტყდი,გამოტყდი,რომ სხვას ელოდებოდი,ახალს და ეპრანჭებოდი!
–საპნით?–ისევ გამეცინა.
–ხო….
–კარგი!მასე იყო!და ეგ ღირს სანერვიულოდ,სახლში რომ სტუმარს ველოდებოდი?
–არა,ვიცი,მერე მივხვდი,ვისაც ელოდებოდი!
–კარგი,დამშვიდდი,ეგ ხომ სასაცილოა!
–ის?ის დაგავიწყდა?,,ვულეე–ვუ–ში” რომ გელოდებოდი,საჩუქარი შეარჩიეო,სარვამარტოდ და რომ მიმატოვე?
–ვერ გიპოვნე და რა მექნა!
–არაფერიც,სხვას ხვდებოდი,მერე მე გაგიყვანო,მითხარი და აორთქლდი,ვიღაცამ მოგწერა, ერთად რომ ვიყავით,მაშინ და აფორიაქდი…აშკარად ქალი იყო,მერე დამირეკე ,ბოდიში მომიხადე,ვერ გიპოვნეო,არადა იმასთან გაძვერი!
–რა ფანტაზიორი ხარ?ვერ გიპოვნე,ავცდით!
–არა,არა,გამოტყდი…გთხოვ,გამოტყდი,ახლა რაღა აზრი აქვს!
–არა!
–კი!
–არა!ყოველთვის მიყვარდი და პატივს გცემდი,ეს უნდა გეგრძნო,მემგონი გქონდა ამის საფუძველი….
–ვიცი,გიყვარდი!მაგრამ,ყოველთვის ახალი გიზიდავდა,ბუნებით ხარ ასეთი…გამოტყდი,გამოტყდი,ხომ სხვას შეხვდი იმ დღეს?
–კარგი!მასე იყოს,რადგან გინდა,მაგრამ,ეგ ხომ სასაცილოა?მაგაზე ინერვიულე?
–მაგაზეც!მაშინ,რესტორანში რომ ვიყავით მეგობრები და სუფრიდან გაქრი!ვის გაედევნე,ვის?
–მაშინ ხომ გითხარი,დედაჩემმა დამირეკა,ცუდადაა–თქო და სასწრაფოდ გავვარდი!
–გგონია დაგიჯერე?ვიცი,რომ წინა სუფრასთან უკრაინელები რომ ქეიფობდნენ,იქით უჟუჟუნე ვიღაც ქალს თვალები,მერე ისიც გაქრა…..
–ღმერთო,რა წარმოსახვის პატრონი ხარ?შენც ხომ ნახე მაშინ დედაჩემი,ხომ დარწმუნდი რომ ავად იყო!
–კი,ვნახე და სწორედ მაშინ ვკითხე იმ დღეზე,აქ იყო–თქო და არა,შვილოო!გამოტყდი,გამოტყდი,რაღა აზრი აქვს ეხლა….
–მერე,რა?სასტუმრომდე მივაცილე,არაფერიც არ მომხდარა!
–გული გამისკდა,მაშინ!გული!
–კარგი,საყვარელო,ჩემო სულელო,დაწყნარდი…..
–ახლა ვარ საყვარელი,ახლა ვარ შენი სულელი?მაშინ სად გაძვერი,რომ შემპირდი დღეს შენთან მოვალო და ტელეფონი სადღაც რომ მიაგდე,განა არ ვიცი ის,,ნაშა” რომ ჩამოგივიდა რუსეთიდან და ორი დღე მოტყდით ბათუმში?
–საიდან იცი?
–ტელეფონს შენ არსად ტოვებ,მე რომ არ გამეგო,იმიტომ მოიქეცი ასე!
–ნუ,სულელობ!დამრჩა სადღაც,ეგაა და ეგ!
–გამოტყდი,გამოტყდი,რაღა აზრი აქვს ახლა….
–და რას მიმტკიცებ ახლა,რომ მე ჩაგაგდე ამ დღეში,რომ მონსტრი ვარ?რომ არაფერი კარგი არ გამიკეთებია?
–არა,რას ამბობ!უბრალოდ,ჩემს,ქალურ ლოგიკას ვამოწმებ!მოდი ახლოს,მინდა დაგემშვიდობო!მინდა გაკოცო!
მივედი,დავიხარე და ვაკოცე…
–მანდ არა!
–აბა?–და თვალები შარვალზე შემომაცოცა….–არა!
–კი,გთხოვ,ძალიან….–და მის მზერაში უკანასკნელი ვნება ვიგრძენი!
–კარგი!
–გაიხსენი!
გავიხსენი,მიეხუტა…მერე ამომხედა და მითხრა:
–ორი საათის წინ იყავი ქალთან!
–რაააა?–გავვოცდი…
–ხო,ორი საათის წინ…ვიღაც პროვინციელ კეკელკასთან…
–კი,მაგრამ,საიდან დაასკვენი?
–ციტრუსოვანი სველი სახოცის და ყვავილოვანი სუნამოს სურნელი გდის..ოდნავ სიმძაფრე გასული!–თქვა ეს გაიღიმა,თვალები დახუჭა და ხელი საწოლიდან ჩამოუვარდა.
გავვოგნდი,მიხვდა,მაგრამ ამაზე საფიქრელად აღარ მეცალა.ის აღარ,იყო,აღარ!..ახლა მასზე ძვირფასი არავინ მყავდა,ახლა ვგრძნობდი,თუ რა ძლიერ მიყვარდა,დანამდვილებით ვიცოდი,რომ უიმისობას ვერ ავიტანდი.ის ავსებდა თავისი სიხალისით,თავისი იუმორით,თავისი სითბოთი,თავისი სიყვარულით,ვნებით,სიგიჟით ჩემს ცხოვრებას.მომწონდა ეს ეჭვიანობებიც და ეს ჩხუბებიც,სულ მშორდებოდა და ვერასდროს მიმეტებდა….
თვალები ცრემლით ამევსო…ხშირად ვიყავი მის მიმართ დაუნდობელი,მკაცრი,ზედმეტად ახლოს არ ვუშვებდი.მე ჩემი ცხოვრება მქონდა, მას კი,მოკრძალებული ადგილი მასში,თუმცა,ძალიან მიყვარდა….ახლა,კი,ცხოვრება იყო დაუნდობელი და მკაცრი ჩემს მიმართ და ჩემგან განსხვავებით,ის არ აბრუნებდა პასუხს,მოქმედებდა და დუმდა…ხო,ცხოვრება ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა…ვიჯექი უსაყვარლესი ქალის გვერდზე და ჩუმად,კაცურ ცრემლებს ვღვრიდი!
პალატის კარი გაიღო და ახალგაზრდა,ლამაზი ექიმი შემოცქრიალდა…ადრე,ალბათ უცებ გამიღვიძებდა ვნებას,მაგრამ,ახლა ნამდვილად ვერ აღვიქვავდი,როგორც ქალს!
–თქვენ,ვინ ბრძანდებით?
–ახლობელი!–ამოვისლუკუნე…
–და რატომ ტირით?–მკითხა და მისი ხელი ხელში აიღო,პულსი და წნევა გაუსინჯა, გულ–მკერდზე მოუსმინა….მე უიმედოდ შევხედე…
–ყველაფერი კარგადაა,ეტყობა ძილის წამალმა იმოქმედა და ჩაეძინა,რა განერვიულებთ,რაღაც პატარა კაპილარი დაუზიანდა გულში,მალე თქვენს გვერდზე იქნება….
–რააა,კაპილარი?აკი,ინფარქტიაო?
–ხო,მაგასაც ინფარქტს ვეძახით,მიკროს,მაგრამ ამას მინი–მიკრო აქვს!არ ინერვიულოთ!
–აბა,იმ ექიმმა,რომ მითხრა,ვერ გადარჩებაო?
–ჩემს წინა მორიგემ?ის და თქვენი მსახიობი ქალი,ახლო მეგობრები არიან,ბავშვობის!სულ ასე ცუღლუტობენ!!!აჰა! ვიდეო კამერაც ჩართული დაუტოვებიათ!–თქვა და პალატიდან გავიდა….

 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ძებნა:

მოგესალმები Гость