გია მურღულია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 11
  • 12
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
გია მურღულია
nukriaДата: ოთხ, 14.03.2012, 21:50 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იის პასუხი


ღმერთმა ეგ სახე აზრად ნახა რა,

იას მოუხმო და კითხვა მისცა.

ყვავილმა თავი კრძალვით დახარა:

„ვერვინ ნახავსო ამ ქვეყნად მის ცალს“.


რაკი განგება დღეს მეფერება,

წარუვალი მზის სხივი მასტუმრა

და რომ არსებობს ბედნიერება,

შენ მოგავლინა ამის დასტურად.
 
nukriaДата: ოთხ, 14.03.2012, 21:52 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უჩემოდ


არაფერს არ ჰგავს ღამე,

თავისი თავის გარდა.

იქნებ სხვას ერგოს სხვა მედ,

შენს სარკედ ის არ ვარგა.


ბედი არც ვარსკვლავს არ აქვს,

რომ დაგიმსგავსოს ცოტა,

სევდას უამბობს არაგვს

უშენო საღამოთა.


მე კი შენს ხიბლებს მივდევ

პეპლის საჭერი ბადით,

ძმებო, აქ ვრჩები კიდევ,

წყალზე უჩემოდ წადით.
 
nukriaДата: ოთხ, 14.03.2012, 21:53 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რწმენა


შენა ხარ ქვეყნის დუმილი

და არ თქმა დიდი სათქმელის,

ცხრა ცის სახიდე ყრუ მილი

მხოლოდ შენ იცი, სად მელის.


ცხოვრება განაპირდება

და, ღმერთო, მინდა გახსენო,

სხვა რწმენა მე არ მჭირდება,


თუ შენ გწამს, რომ მე ვარსებობ
 
nukriaДата: ოთხ, 14.03.2012, 21:55 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმედი ტოტზე


შენ მეუბნები, რომ მნახავ ისევ -

ბედნიერება სულში ფეთქდება,

ფერად სიხარულს მართლა მომისევ,

თუ გულის ჩიტი კვლავ დაფეთდება?!


სულ აღარაფერს აღარ ვინატრებ,

ჩემი ოცნების ბაღში მოდი და,

როდესაც ვნების ღამეს ინათებ,

არ წავა ჩიტი გულის ტოტიდან.


 
nukriaДата: ოთხ, 14.03.2012, 21:56 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ ერთი სტროფი


მენატრები, დრო სევდაში გაირინდა,

შენზე ფიქრი სხვა ფიქრებზე მალია,

ჩემი სულის ოქროს ჩიტი გამიფრინდა,

გაუხსენი მაგ თვალების გალია...
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 22:25 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ფრენა"

მთის მწვერვალზე ვდგავარ მარტო,
სული მიდგას ფრინველის,
კითხვა მესმის: "სადა ხართო?"
ვიცი, ბარში ვინ მელის.
დაეშვება დიდი გუნდა
ჩემი ფიქრის მთიდანა
და გაჩვენებ, როგორ უნდა
გულის გულთან მიტანა.
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 22:27 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უჩემოდ



არაფერს არ ჰგავს ღამე,

თავისი თავის გარდა.

იქნებ სხვას ერგოს სხვა მედ,

შენს სარკედ ის არ ვარგა.



ბედი არც ვარსკვლავს არ აქვს,

რომ დაგიმსგავსოს ცოტა,

სევდას უამბობს არაგვს

უშენო საღამოთა.



მე კი შენს ხიბლებს მივდევ

პეპლის საჭერი ბადით,

ძმებო, აქ ვრჩები კიდევ,



წყალზე უჩემოდ წადით.
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 22:28 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზის უარი



აცივდა... ზამთრის ბუნება

შემოდგომაზე ძალადობს,

მაქეთ მეძახის გუნება,

მაგრამ შენ მეტყვი: „რაღა დროს?!“



მე სიყვარული გამცვივდა,

როგორც ფოთლები ამ ხეებს,

აღარც ის ვიცი, რაც მინდა,

ვეღარც ვცნობ ნაცნობ სახეებს.



სულშიც ზამთარი იბუდებს,

გულს სითბო არ ემატება,

ხე ფოთლებს ვერ დაიბრუნებს,



მზეს არ სურს ღამე ნათება.
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 22:28 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელი მხარზე



ჩამავალ მზეს ვიპარავ

შენი სახლის ფანჯრიდან,

როცა აღარ გიყვარვარ,

მე აქ მოსვლას რა მრჯიდა?



ხვალ უმზეოდ მოიწყენს

გაზაფხული იათა,

სურვილს ვეღარ მოიხდენს,

მე რომ ამეკვიატა.



მხოლოდ ერთხელ მოიწი,

მხარზე ხელი შემახე,

წყლის გარეშე, ხო იცი,



სიცოცხლითაც კვდება ხე.
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 22:29 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხატთან



კედელს სდის პურის სურნელი,

კლავს ძველი ღვინის ლიცლიცი,

სხვა რამის არ ვარ მსურველი -

წყურვილი მხოლოდ ცის ვიცი.



შენ მიცქერ შვილის თვალებით,

ან ცეცხლით თბილი ბუხრიდან,

წინაპრის გარდაცვალებით -

სიკვდილს რომ ხანჯალს უყრიდა.



ტაძრიდან გულში მიტოკავს

სხვა დროთა მოსასხამებით

კედელი, რომლის თითო ქვაც

გაჟღენთილია სამებით...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 11
  • 12
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость