გია მურღულია - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 12 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 10
  • 11
  • 12
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
გია მურღულია
nukriaДата: ხუთ, 12.03.2015, 04:23 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარეთ ცა მოჩანს ამ ფანჯრიდან,
როგორც ნახატი,
"ცისფერ კვადრატსაც"
დაარქმევდა კაცი ყასიდად.
ვცხოვრობ,
მეზრდება წუთისოფლის გადასახადი,
ფურცლის სიმძიმეს ძლივსღა უძლებს
ჩემი მაგიდა.
სულ ცოტა დროც და
დამთავრდება ამ ლექსის წერა,
ის შენ გეძღვნება,
თვალთა ჭრილს
რომ ჩემთვის ანუშებ,
ფურცლის თვითმფრინავს გავაკეთებ
- გაჰყვება მზერა
- და იმ თვითმფრინავს
ამ ფანჯრიდან ცაში გავუშვებ.
 
nukriaДата: შაბ, 01.08.2015, 02:12 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინიატურა ("იუსუფ, სახლში წადი.")

„დღეს ცუდ ხასიათზე ვარ, - თქვა ფადიშახმა, - ვიღაცას თავი უნდა მოვაჭრა და, მე მგონი, ეს შენ იქნები“. თვალები როგორ მომატყუებდა - პირდაპირ მე მიყურებდა. კი იღიმებოდა, მაგრამ ეს იმ შემთხვევას ჰგავდა, სახე რომ იღიმება და გული - არა. ეტყობოდა, რომ არ გადაიფიქრებდა. კი, წინა კვირას ვერ გავუმართლე იმედი - მისი მოსისხლე მტერი, უკვე დამარცხებული, დიდსულოვნად გავუშვი სახლში ბრძოლის ველიდან ისტორიაში დასარჩენად, მაგრამ მაინც მერჩივნა „თავის მოჭრა“ ხატოვან გამოთქმად დარჩენილიყო. ეტყობა ვერ გავითვალისწინე, რომ მბრძანებლის ნების გარეშე ისტორიაში კი არა, ერთ წამშიც ვერ დავრჩებოდი. ძალიან ვუყვარდი, თუმცა შახის სიტყვა მისთვისაც სავალდებულოდ შესასრულებელია და ეს აფორიზმები ხომ ხანდახან ასე აფუჭებენ საქმეს! რა უნდა მექნა? - შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა. „თქვენი ნებაა, მბრძანებელო. ეს თავი ამდენ ხანს თქვენთვის ფიქრობდა, ახლა კი თქვენთვისვე გაგორდება - დიდებიდან თამაშამდე შახის სიახლოვეს ერთი ნაბიჯია“. „სულ არ გეშინია?“ - მკითხა ზარმაცად. „ლოცვის შემდეგ შეშინებას ვერ მოვასწრებ“, - ვუპასუხე მთელი კაცობრიობისთვის დასამახსოვრებელი ღირსებით. „რაზე უნდა ილოცო?“ - აინტერესებდა თითქოს. „ისპაჰანელ მასწავლებელზე, რომელმაც თავისი ვირი სოვდაგარს მიათხოვა“. „ეგ ამბავი ჩემთვის არ გითქვამს“, - თითქმის დანანებით მითხრა შახმა. „ახლა მოვასწრებ?“ - სასხვათაშორისოდ ვიკითხე. „ჯანდაბას შენი თავი! - მომიყევი“, - თქვა და გულმოდგინე ჯალათს ანიშნა ოდნავ მომშორებოდა.
როცა თავის მოჭრა გემუქრება, ვირის, ისიც წარმოსახულის, იმედად ყოფნა უკიდურესად ძნელია. მეორე მხრივ, თუკი სხვა საშველს ახლომახლო ვერ ხედავ, თან ამბავში მასწავლებელიც მონაწილეობს, ამასაც არა უშავს - მთლად უიმედოდაც არ ხარ. ღმერთი ვახსენე და დავიწყე:
- ისპაჰანში ერთი ცნობილი, მაგრამ ღარიბი მასწავლებელი ცხოვრობდა - ვისაც არ ეზარებოდა, ყველას ისტორიას ასწავლიდა. ჰოდა, ამბობდა, რომ მთავარი ფაქტი კი არ არის, არამედ მისი არსებობისა და განვითარების პრინციპი. შეხედავ და, თითქოს რაღაც მოვლენა გარდაუვალია, მაგრამ თუკი მისი წარმოქმნისა და ყოფნის პრინციპს ჩასწვდები და გამოიყენებ, შესაძლოა თავიდან აირიდო კიდეც.
- ჰმ! - ჩაიცინა ფადიშაჰმა.
- ამ მასწავლებელს ძალიან ლამაზი გასათხოვარი გოგო ჰყავდა. ერთი სოვდაგარი გადაეკიდა - გინდა თუ არა, მომათხოვეო. სოვდაგარი ძალიან მდიდარი, მაგრამ უკვე ხანდაზმული და თანაც საარაკოდ შეუხედავი იყო, თითქოს უზენაესს უსაშველოდ მოენდომებინა, დაბადებიდანვე მახინჯი სული მის სახეზე რაც შეიძლება მკაფიოდ აღებეჭდა. გოგონა სასტიკ უარზე იყო და მის გონივრულობაში ეჭვს ვერ შეიტანდი. სოვდაგარი კი საწყალ მამას აძალებდა - ქალს ვინ ეკითხება, ვის უნდა მისთხოვდეს, ამას მშობლები უკეთ წყვეტენო. თანაც არჩევნის მართებულობას იმით ასაბუთებდა, რომ ამ მხარეში უმდიდრესი ვაჭარი იყო და გოგოს ამ შეძლებით ბედნიერებას მოჰგვრიდა.
- - მაშ, სიმდიდრე და ქონება ყველაფერზე მნიშვნელოვანია? - ჰკითხა მასწავლებელმა.
- რა თქმა უნდა! - გაიკვირვა კიდეც სოვდაგარმა, - სიმდიდრე მისია, ვისკენაც უფალია - მისი შემწეობის უფრო დიდი და თვალსაჩინო ნიშანი არ არსებობს.
- მაშინ ქორწინებაც დიდი საიდუმლო კი არა, ქონების მოხვეჭის რიგითი შესაძლებლობა ყოფილა. ასეა? - კვლავ იკითხა მასწავლებელმა.
- ასეა! - დაუდასტურა სოვდაგარმა.
- ამ აზრს თუ გავიზიარებთ, უნდა დავასკვნათ, რომ სიყვარულიც იყიდება, - თვალი ცისკენ გააპარა გოგონას მამამ.
- პირველ რიგში, სწორედ ეგ იყიდება, - ჩაიცინა კმაყოფილმა ვაჭარმა და თითქმის აცრემლებულ გოგონას ხარბად შეხედა.
ფადიშახი ინტერესით მისმენდა, მაგრამ ჯალათის ნეტარი სახე ჩემს გარჯას არარაობას ადარებდა. ამბავი ბოლოსკენ მიდიოდა - შესაძლოა, ჩემი ცხოვრებაც.
- მერე? - იკითხა მბრძანებელმა, - გადარჩა გოგო?
- გადარჩა.
- ალბათ, ფრთოსან ცხენზე ამხედრებული უფლისწული მოევლინა მხსნელად, არა? - ჯალათის სახემ უკიდურესი სიამოვნება გამოხატა.
- არა, უფლისწული იმ დღეს არ გამოჩენილა. საქმე კი ასე იყო: მასწავლებელმა ჯერ იქვე მდგომ წარჩინებულ ახალგაზრდას რაღაც ჰკითხა და შემდეგ ისეთი ფრაზა წარმოთქვა, რომ დამსწრეებმა პირი დააღეს, სოვდაგარმა კი ერთ წამში გაუგებრობის მწვერვალი დაიპყრო:
- რაკი ასეა, ჩემს ვირს მოგათხოვებ.
ცოტა ხანს განცვიფრების დუმილმა დაისადგურა, რასაც ვაჭრის ერთადერთი, თუმცა ცეცხლწაკიდებული, სიტყვა მოჰყვა:
- რაო?!!
- შეურაცხყოფას როდი გაყენებ, დიდებულო სოვდაგარო, - უთხრა მასწავლებელმა, - პირიქით - მსურს შენი შესანიშნავი სიბრძნის აღსრულების შესაძლებლობა მოგცე.
- რას ბოდავ!? - განრისხებას ვერ მალავდა სასიძო.
- ეს ვირი, მართალია, ჩემი გოგონასავით მშვენიერი და ლამაზი არ არის და შეიძლება თქვენი გვარის შესაფერისი შთამომავლობაც ვერ მოგცეთ, მაგრამ სხვა დიდი უპირატესობა აქვს - მისი მზითევი ათი ათასი ოქროა!
დამსწრეებს აღტაცების გმინვა აღმოხდათ, სოვდაგარი კი გაკვირვებული ჩაფიქრდა.
- აბა?! - რას იტყვით, ჩემო ბატონო, - თქვა მასწავლებელმა, - მიჰყიდით ამ გარემოებას თქვენს სიყვარულს?
- არც ერთი სიყვარული ათი ათასი ოქრო არ ღირს, - ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა სოვდაგარმა, - აღებ-მიცემობასა და საქონლის ფასებში სხვებზე კარგად ვერკვევი. თუკი სიტყვას არ გადახვალთ, თქვენი ვირი ცოლად მომყავს!
- კეთილი! - თქვა მასწავლებელმა, - ერთ კვირაში ქორწილი გვექნება.
შემდეგ, როდესაც ყველანი დაიშალნენ, იმ წარჩინებულ ახალგაზრდასთან მივიდა და უთხრა:
- მასწავლებლის სიმდიდრე მისი მოსწავლეა - გმადლობ. შენი სწრაფი სიტყვა რომ არა, ჩემი გოგონა ჯოჯოხეთისთვის უნდა გამეწირა.
ამბის თხრობა დავასრულე და ფადიშახს შევხედე. ერთხანს მიყურა, მერე კი მკითხა:
- და რაზე უნდა გელოცა?
- იმაზე, რომ მოვლენის პრინციპი შეცვლილიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლებოდა თქვენ მიერ მისი ხედვაც და შეფასებაც. მბრძანებლის მტერი იმიტომ გავუშვი, რომ უეჭველი სიკვდილის წინ მითხრა: „თუკი ახლა უფალი სიცოცხლეს მაჩუქებს, ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს გულწრფელად ვეტყვი, რომ უზენაესის სახელით ამქვეყნად სწორედ დიდი ფადიშახი მოქმედებს - დაილოცოს მისი სახელი!“ ვიფიქრე, რომ მშვიდობასაც, მორჩილებასაც და პატივისცემასაც ხმალზე და სიკვდილზე მეტად სწორედ მიტევების დიდებულება უზრუნველყოფდა. იქ არ იყავით, რომ მეკითხა, მაგრამ გიცნობთ და ვიცი, რომ თქვენი ბუნებისა და რწმენის შესაფერისად მოვიქეცი.
ფადიშახმა გაიღიმა, მერე ჯალათს შეხედა და წყნარად თქვა:
- იუსუფ, სახლში წადი - დღეს საქმე აქ აღარ გაქვს.
 
nukriaДата: პარ, 04.09.2015, 12:48 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("კარავი") კაბა ბევრ რამეს ფარავს, ცოტ-ცოტას კიდეც აჩენს, შენთან ყოფნის ვდგამ კარავს - წყალობა მაგ შენს გამჩენს! ვიღაც ადიდებს წვიმას, ყველაზე ძვირფასს არჩევს, სამყარო ჰქონდეს იმას, მე სიყვარული დამრჩეს.
 
nukriaДата: ორ, 07.12.2015, 07:06 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბევრი ვერაფერი გავაკეთე,
დასატოვი ვერც რა დავაგროვე.
ერთი უნიათო ქალი ვარ და
მუდამ დამაცილებს სიმარტოვე.
უკან მოჰყვებიან არშემდგარი,
ახალგაზრდობა და სიყმაწვილე.
ჰოდა ასე, თითქოს დანანებით,
ეს ცხოვრებაც სადღაც მიმაცილებს.
გული თუკი დამწყდა? ბევრ რამეზე,
თუმცა გვიანია სინანული.
ახლა ის დრო არის ჩემი კი არ,
სხვისი მიხაროდეს სიხარული.
ჩემი გაზაფხული ჟამმა მოკლა,
ვეღარ გაიხარეს ენძელებმა.
თითქოს ამ ცხოვრებას ვექაჩები,
თუმცა უკვე ზიდვა მეძნელება.
 
nukriaДата: ოთხ, 09.12.2015, 17:01 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თურმე რა ბევრი მინდოდა, მეთქვა,
რამდენი ფიქრი მრჩება უთქმელი,
იკარგებიან სიტყვები შენთან
და მეც ვერაფერს ვერ გეუბნები.

მინდოდა მეთქვა, რომ თენდებოდა
და ღამდებოდა დღეები უბრად,
რომ გაღვიძებულს აღარ მესმოდა,
თავსმოხვეული რითმების სუნთქვა.

მინდოდა მეთქვა, რომ მზემ დაკარგა
ჩემთვის ჩვეული სითბო და შუქი,
ლაჟვარდისფერი ზეცის კამარა
როგორ ხდებოდა თანდათან რუხი.

რომ დამინისლა თვალები სევდამ,
ნაცნობ სიხარულს გაუცვდა ფერი,
რომ მონატრების სახელი გერქვა,
და უშენობა გამიხდა ძნელი...

ალბათ ყველაფერს მაინც შეიტყობ,
ფურცელს მივანდე სიტყვა, უთქმელი,
და ახლა მივხვდი, ლექსის წერის დროს,
რომ შენ ლექსებით გესაუბრები.
---

თუ ნაპირამდე, კვლავაც ბევრია,
გზა - დათოვლილიც... დაუთოვლელიც...
კაცისთვის, ალბათ არაფერია,
სითბოზე მეტად დაუთმობელი...

და სინანულად გულზე მედება,
ცა რომ, ღრუბლებსაც ართავს ფთილებად...
ქარს რომ, სიცოცხლე სულ ემეტება,
უმწეო ფოთლის ასატირებლად...

დრო ხომ ისედაც, დარდის ხიდია,
ქარო, რას ბრაზობ და რას ირევი,
ზურგზე რომ ცოდვა აგიკიდია,
ვით მონადირეს, ნანადირევი...

მეც, ალბათ ბედად მხარზე მეწერა,
ქართან რომ ხშირად მარტშიც ვდაობდი,
მაგრამ დღე მაინც არ მემეტება,
ჩასაძირავად დარდის ჭაობში...

დრო ხომ ისედაც, დარდის ხიდია,
ქარო, რას ბრაზობ და რას ირევი,
ზურგზე რომ ცოდვა აგიკიდია,
ვით მონადირეს - ნანადირევი...

ბადრი სულაძე

შემთხვევით შევხვდით
და ვესალმებით
აშქარად სხვას და
სხვისას ამ ხანად....
მაცნობს შვილებს და
ბებერ მეუღლეს,
მე –
ინსტიტუტელ
ბებერ ამხანაგს...

ვდგავართ...
ვიხსენებთ
სუნთქვას და სხეულს,
როგორც სალოცავს,
ჩამქრალ ნიშებით.....
და ისე ვუქებთ
ერთმანეთს შვილებს,
თითქოს
ერთმანეთს ვებოდიშებით!...
---
..გარეთ კი თოვდა...
ზურგშექცევით იდგა სამყარო...
გაბლანდულ ზეწარს არ იხსნიდა
ჩემი სხეული...
ვეტმასნებოდი...
სითბო მსურდა...
სითბოს ვეძებდი...
გარეთ კი თოვდა...
თოვდა...
თოვდა...
გადარეულად!
ზურგით ვიდექი,
ვერ ვხედავდი,
თუმცა კი ვგრძნობდი...
სამყაროც იყო თეთრ ზეწარში
გამოხვეული...-
 
nukriaДата: ოთხ, 09.12.2015, 17:01 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედიკოს გოგო ვარ,
პაწია,პრანჭია,
სულ დედა მიკერავს,
ტანთ რაც კი მაცვია.

ხან წითელქუდა ვარ,
ხან კიდევ ბაჭია,
თუ გავიბუტები,
ჩემს გულში მარტია.

დედიკოს გოგო ვარ,
ჯიუტი,თავნება,
რამდენჯერ უთხარი,
პაწია ძმა მნებავს.

არ მინდა თამაში,
მარტოს და მოწყენით,
-"სულ მალე გიყიდი",
ვიღლები მოსმენით.

და,დღეს კი დედიკომ,
ამბავი მახარა,
ძამიკო მაჩუქა,
დაიკო გამხადა.

ჩვენ უკვე ორნი ვართ,
და,აღარ მოვიწყენთ,
წიგნიდან ზღაპრებსაც
სულ ერთად მოვისმენთ.
 
nukriaДата: ოთხ, 09.12.2015, 17:02 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,

გულზე ახლო და ღმერთზე ზემოთ.

ჩემო ტანჯულო. ჩემო მტანჯველო,

დაულეველო სამშობლოვ ჩემო

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,

როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,

და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე

შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 12:20 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქედანმა უნდა იქედნოს მაშინ ღირს მისი დანახვა
მე რა ვუთხ არი ისეთ დროს მის გულში შენ თუ არა
ხარარავინ არვის აქ არ ჰგავს, ცოცხლებიმკვდრებილანდები
დრო რომ თავის აზრს დაკა რგავს,იქ გამიწამიანდებიერთი
მითხარი რა ვარ მევ პასუხის არ ვარ მიმგნები ჩემს თავს მეს
ვეღარ დავარქმევ, გვერდით შენ თუ არ იქნები
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
  • გვერდი 12 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 10
  • 11
  • 12
ძებნა:

მოგესალმები Гость