გია მურღულია - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 11
  • 12
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
გია მურღულია
nukriaДата: ხუთ, 16.08.2012, 21:37 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო და ქალი

მოწყენილობა მოიზლაზნება,
ხელებს მოშივდათ შენი შეხება,
როცა დრო ქალით მოიკაზმება,
სურვილი ხანჯლით შემეჩეხება.
დიდი ბაგირით ვეწევი ამ დროს,
რომ მოვიყვანო ცოტათი ადრე
და სათნო მთვარეს - მიჯნურთა ბადროს
ცერად გასცქერის მოხუცი პადრე.
დროს გამოვტაცებ სევდიან საათს,
სულმთლად გავავსებ შენი სახებით,
შევწყვეტ სოფელთან უცხო მასლაათს
და სულის ნისლებს გავეზრახები.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 23:21 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ცოტა ხანი საკუთარ თავთან"

სულ მაოცებს მნათობთა საუკუნო თარეში,
მომენატრა აქ ყოფნა სხვაგან მყოფთა გარეშე.
დავინახე, როს მტევანს ლექსი გამოეჭენა,
წამი მიყვარს - როსტევანს ნესტანი რომ ეჩვენა.
ჭინკას ვერ ვცნობ ტოლადა, აქეთ მე და იქით ის,
მერე მამა მოვა და წუთისოფელს მიყიდის.
 
nukriaДата: ოთხ, 21.11.2012, 19:34 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ეს ყველაფერი"

ათას ერთი ღამე ვევნე, დავუღამდი მამასო,
ფიქრად რატომ ამედევნე, რას მერჩოდი, ლამაზო?!
ჩვეულებრივ დღეებს კლავდნენ მონღოლური ისრები,
როცა ლექსებს ბინდით რთავდნენ ამ ყველაფრის მისნები.
შენი თავი მაპატია ხმამ პოეტთა ამქრისა,
არაფერი მაბადია, გარდა ამ ყველაფრისა!
 
nukriaДата: კვ, 25.11.2012, 17:21 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ლექსი

ნეტავ, ვიცოდე, ანგელოზს რა სურს,
გაიხსნებოდა ისევ კარი ცის,
მთავარი კითხვის მეტყოდი პასუხს,
შენ რომ იცი და სხვამ რომ არ იცის.
მშვიდი დუმილის ზღვართან მოსულა
ქალზე ნათქვამი სიტყვის ნათება,
შენზე ფიქრია ლექსზე ორსულად
და ის სულ მალე დაიბადება.
 
nukriaДата: კვ, 16.12.2012, 20:40 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიზმარი

დროს რომ უამებს ძველ გზათა ურმებს,
სამოთხის ჩიტთა ნაზი ხმებია,
ღამეს ვიყოფდით, ამიტომ თურმე
ჩემი სიზმარი დაგსიზმრებია.
მთვარეს მივსდევდი ცხრა სევდით ლხენის,
ძლივს დავეწიე მთის პირს, არხოტთან
და ახლა სიზმრის ახდენას მღერის
შენი ყოფნა და ჩემი არყოფნა.
 
nukriaДата: ორ, 07.01.2013, 18:35 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შობის ღამე
მარნიდან ღვინო მეძახის,
ძველი სიბრძნისგან ნაწური,
მომეხიბლება მე სახის
ხატება ღვთიურ-კაცური.
გული მოგითბობს უთვალო,
მწყემსებს ეწვევა არწივად,
შენთვის ხომ, ჩემო უფალო,
აქ არასოდეს არ ცივა.
ბეთლემს სულ სხვა ხე ხებულა,
ეშმაკიც ნაღვლობს, რომ ცდება,
წამის წინ დაბადებულა
საუკუნეთა ოცნება!
 
nukriaДата: პარ, 01.03.2013, 11:29 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმშვიდე

რეზი თვარაძეს

რა უნდა გითხრათ, ან აზრი რის მე?
ჰორიზონტს იქით ზღვარი გავხაზე,
თქვენ ახლა ალბათ ღმერთის ხმას ისმენთ,
მე მხოლოდ მშვიდად ვფიქრობ ამ ხმაზე.

ასე მგონია, კარგად არც ვიცი,
ეს ხმა რა ხშირად გამიგონია,
თუმცა ისევ ხტის დედის წინ კვიცი,
ბობოქარ წყალში წყნარი ფონია.

ვიცი, რას ნიშნავს მარცვალი ცერცვის,
თქვენმა სიტყვებმა სიმშვიდე წერა
და გამოსცქერით იმ ბოლო წერტილს,
სადაც მოკვდავის მთავრდება მზერა.
 
nukriaДата: ხუთ, 06.06.2013, 22:29 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ თავს რაც გინდა, უქენი,
სხვაფრივ მოგეცეს ბარაქა,

სულ სხვა ცის გაწვიმს ღრუბელი
შენ ჩემნაირი არა ხარ.
არ ხარ და, აღარც იქნები,
ნეკი არ არის ცერია,
ცხვრებს სულ არ ჰგვანან თიკნები,
რა გიყო - ჯვარიც გწერია!
არც მე ვარ სრულად უმწიკვლო,
მლოცველი დაუცხრომელი,
ღვთისგან დავრჩები უწიგნო
სულ პირველი ქვის მსროლელი.
თუნდ ცოდვის თავზე შედექი,
მაინც "მოყვასი" გიწოდე, აქ ასე იყოს,
მერე კი შენ და განგებამ იცოდეთ.
 
nukriaДата: პარ, 12.07.2013, 22:06 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალით და სულით

შენ გარდა ყველა ზედმეტი ბარგი არის,
არც ველი რამეს წინ ახალს და დავიფიცებ,
რომ უფრო კარგი თვალით ამქვეყნად მე არ მინახავს.
ანგელოზი მყავს მოწმედ სამასი,
დასტურს საზღვარი გადაულახავს,
რომ თვალის გარდა შენზე ლამაზი
სულსაც არასდროს არ დაუნახავს.
 
nukriaДата: ორ, 15.07.2013, 15:32 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყალი

გზაში ნათელი დაღლილა,
წყალი ჩამოდის მთიდანო,
სიყვარულია, მაღლიდან
რაც უნდა ჩამოგიტანო.
ნეტავ, ვინ დაიკარგება
ნისლებში შენზე ფიქრისა?
ცის ნავი დამედარდება
- აქ რის მძებნელი, იქ - რისა...
ფიქრი მეფიქრა,ღამით რომ
სხვა იყო, ამო კი არა,
შენ უნდოდი და ამიტომ
მდინარედ ჩამოგიარა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 11
  • 12
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость