გია მურღულია - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
გია მურღულია
nukriaДата: კვ, 05.01.2014, 22:23 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რთხელ სოფელში
 რა ესმით მწყემსებს, რა ცის ხმებია?
ამ ღამეს მიწის დიდი რიდია,
ვარსკვლავს მოგვებიც თან მიჰყვებიან,
ანგელოზებიც იქით მიდიან.
სიხარულისგან ალბათ მთვრალები
უდღეგრძელებენ ყრმას წმინდა ოჯახს,
ის დედას უმზერს მშვიდი თვალებით,
მათში კი თავიც და ბოლოც მოჩანს.
იმ კარს გააღებს ყოველთა პადრე,
რომლის იქითაც დაბა ქებულა
და ვინც სამყარო დაბადა ადრე,
დაბადებულში დაბადებულა.
 
nukriaДата: ხუთ, 09.01.2014, 18:00 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრს დაუხვდა ღამე უბრად,
მოწყენისთვის აღარ იცლის,

ღვინო მოდის ყანწში სტუმრად
მახარობლად ახალი წლის.

წუთისოფელს მივეტმასნე,
ხან ვივსები, ხან მცირე ვარ,
მეტაფორას არ ვცნობ სხვას მე -
ღვინო - შენ და ყანწი მე ვარ!
 
nukriaДата: ოთხ, 15.01.2014, 20:17 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს აზრი ამსხვრევს მარწუხებს
- ჭეშმარიტების შემშვენი
- თუ რამე სენი მაწუხებს,
წამალზე მეტად შენ მშველი.
ბედის კამათელს ვაგორებ,
ზედიზედ მოდის დუშაში,
შენ მე ვიღაცას მაგონებ,
- მუზას? - არ გაგცვლი მუზაში!
ვარდობას გრძნობენ კვირტები,
ნიავმა ვალი ადო ქარს,
შენ კი მე ისე მჭირდები,
როგორც გრძნების დღე ჯადოქარს.
 
nukriaДата: ორ, 20.01.2014, 22:51 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰაერს სურნელი აქვს მთვრალი თივის,
ჩემი სურვილი ღამეს დამიბით!
უფლის ყურძენში მზის თვალი ღვივის
მიტოვებული ნაღვერდალივით.
ტკბილი მტევნებით სავსე გიდელებს
მდინარე იგრძნობს ბოლო დინებით
და მწიფე ღამე დილას მითენებს
ვარსკვლავიანი მოლოდინებით.
 
nukriaДата: ორ, 27.01.2014, 20:46 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდა ავიგე უკარო,
ამ ღამის დასაბრძანისი,

აქ მოდი, სხვაგან ნუ ხარო,
- შენ გეტყვი, შესაბრალისი.
ღვთის თვალებს ეწამწამები,
მომკვლელი სინარნარეთა,
უკარო სევდას დავები,
ვერ გამოვსულვარ გარეთა.
სულ სხვაგან მქონდა მე ბინა,
ახლა მაქვს ავი დარები,
ნეტავი გამაგებინა,
რა ძალით გავიპარები?!
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 21:08 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ოთახი... მცირე, მასხრული...
იმის მიღმა კი - სამყარო ვრცელი.
ორივე არის შემოსაზღვრული,
არც ერთს არ ასცდა სასრულის ცელი.
მაგრამ მე მაინც ვუსმენ მოძახილს,
რომ უსაზღვრობის გასცდება მაღლობს
ყველა უბრალო მშვიდი ოთახი,
ადამიანი რომელშიც სახლობს.
 
nukriaДата: პარ, 14.02.2014, 18:08 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განა რამეა...
ეს ყვავილი ისე მოგართვი
... არა მიწიდან
- ამ სულიდან ამოზრდილია...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 03:37 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძნელი ყოფილა ატანაც,
სევდას რომ ცრიან ღრუბლები,
ვუსმენ ბობ დილანს და თანაც
ჩემს გოგოს ვესაუბრები:
"გუშინ სარკის წინ ვიღაცა იჯდა და
წარბებს იქნიდა,
ტყუილად კი არ იღვაწა,
პრინცი მოვიდა წიგნიდან.
უფლისწულს ჩაცმა ხო უნდა?
გოგომ სამოსი მილანდა,
პრინცს კი სიმღერა მოუნდა,
ადგა და გაბობდილანდა
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 20:30 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წარსული მოსდევს ახალ წელს
- ამ წელმა ესე ინება,
ფიქრი სიყვარულს აღარ წერს,
სხვა ლექსი ეწერინება.
ღიმილის წაშლის ნაკვალევს
წვიმა, მოსული სევდიდან,
დრო ძველ ხიბლს ვეღარ აქალებს,
ეს ღამე ისე მედიდა.
ეჰ, ჩემო სიყვარულისავ,
განა სხვად გამილაღდია?!
შენ იცი, გზაზე თუ რისა
წითელი ვარდი აგდია...
 
nukriaДата: შაბ, 08.03.2014, 17:29 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაზამთრი ფიქრით გიწერდი ამ ლექსს,
განა დავყარე მთვარის აქ ხურდა,

თითქოს არ შობდა სხვა სითბოს ცა მეტს
და ბოლოს მაინც გამოზაფხულდა.
ალბათ ამიტომ სულ სავსე არის
ლექსის სიტყვები მზით სახის შენის,
შეყვარებულის ფიქრი კი მთვარის
გაზაფხულის დღის იმედებს შვენის.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
ძებნა:

მოგესალმები Гость