გია მურღულია - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
გია მურღულია
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 23:44 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("საზღვართან")
კაცი ესე მისანს ხო გავს?
- ვხედავ საზღვარს მიპარული. მეკითხება:
"გზად რა მოგაქვს?" მე ვპასუხობ: "სიყვარული".
"სიყვარულის შენ რა იცი?"
- კაცი მკითხავს მისანს რო გავს.
"ვიცი, მითქვამს დიდი ფიცი,
მელიაა - გულში როკავს". "
ყველა პასუხს თავის დრო აქვს",
- ხმლიანს ეტყვის დარიანას,
- "თუკი სიყვარული მოაქვს, გაუღეთო კარი ამას!"
 
nukriaДата: ორ, 07.07.2014, 01:00 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("იაპონური განწყობა"
ისევ ღიაა ეს ფანჯარა, არაფერი ჩანს
- ჯერ კიდევ გუშინ მიღიმოდი მაგ არაფრიდან..
 
nukriaДата: სამ, 08.07.2014, 00:15 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("ორი ვაჭარი")
ორი ვაჭარი გამაცნეს,
თავიდან დიდად ქებული,
მომწონდა მათი სამკვიდრო
- საჩემოდ გალაღებული,
აგრამ ბაზარში ასეა
- ფასმა ძაღლივით მიკბინა,
რაც გამიყიდა სიცოცხლემ,
იმ წამს იყიდა სიკვდილმა...
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 22:25 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("მტვრიან თაროზე")
ახლაღა ვნახე, ოცი წლის შემდეგ,
მტვრიან თაროზე წიგნი,
რომელშიც ბავშვური ხელით ჩაგიწერია :
„მე თქვენ მიყვარხართ“.
რა ტყუილად მიცხოვრია ამდენი ხანი...
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 19:10 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("სხვა არაფერი")
ალბათ, სულ ბოლო ღამეც თენდება,
ისე ნათლისად შემომიდარდი,
ამ სოფლის მხოლოდ ის მახსენდება,
აქეთ ყოფნისას შენ რომ მიყვარდი.
მთავრდება ის, რაც არც დაწყებულა,
ეს წამია თუ მარათონია?
გზა მხოლოდ შენი ხილვით ცხებულა,
მე სხვა სიცოცხლე არა მქონია.
სულს დამეწერა ყოველი სიტყვა,
მაგ ბაგეთაგან რაც დაგცდა ჩემთვის,
ვიცი, ისინი რატომაც ითქვა,
რით დაიწყო და რა მიზანს ერთვის.
"ამ ცის ქვეშ მხოლოდ მე და შენ ვართო",
მწუხრის თვალებშიც სხვა რა ფონია?
მე შენ მიყვარდი - ეს მახსოვს მარტო,
სხვა არაფერი არა მქონია.
 
nukriaДата: ხუთ, 17.07.2014, 21:51 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("ყელსაბამი") ეს ყელსაბამი, ერთ ლექსთან ერთად, შენ რომ მოგართვი
ათასი წლის წინ.
ახლა ნებიერ ვაჭარს უჭირავს და კაცს კმაყოფილს
იმ ფასად აძლევს,
თითქოს ის ლექსი და შენი მზერა არც არსებობდნენ.
 
nukriaДата: კვ, 20.07.2014, 20:47 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ნახატი"
გულს მივახატე ეს ხე,
რომელზეც შენი ხმის სიომ შეარხია
უმწეო ტოტი...
 
nukriaДата: სამ, 29.07.2014, 19:02 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("ძველი სიმღერა") ყოველ კვირა დღეს გავივლი ხოლმე დედის საფლავთან,
მოვასუფთავებ, თან ვღიღინებ ერთ ძველ სიმღერას,
დედაჩემი რომ მიმღეროდა დაძინების წინ.
საფლავიც ისე ჩუმად მისმენს, მე რომ ვუსმენდი.
მხოლოდ ხანდახან ისმის ხოლმე ჩიტის გალობა,
თითქოს მახსენებს დედაჩემის ხელების სითბოს
და ხმას - ერთადერთს...
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 00:19 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("სანთელი ჩაღვენთილია") რა კეთილია ეს სამყარო მზის ჩასვლის შემდეგ -
ვარსკვლავებიც ისე დალაგდნენ,
ვეფხის ტყავით შემოსილა თითქოს ეს ღამე
და დღის სახსნელად უცხო მხარეს მიეშურება...
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 15:54 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("ნავი") როგორ იფიქრე, რომ ჩემს ნაპირს გამოხედავდი
და შენს ნაპირთან ჩვენი ნავი არ დაგხვდებოდა?
ნიჩბები არ ჩანს? აბა, ეგ რა დაბრკოლებაა...
მხოლოდ მიენდე - ამ მდინარემ და ფიქრის ნავმა
წყალთა ბილიკი თავად იციან...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გია მურღულია
ძებნა:

მოგესალმები Гость