ირაკლი კირკიტაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ირაკლი კირკიტაძე
ირაკლი კირკიტაძე
nukriaДата: ხუთ, 22.03.2012, 03:22 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ეს ჩემი სული, სულ სადღაც ქრება.
ეს ჩემი გული, სისხლს ვერ ერევა.
აზრები მოდის, მაგრამ ვერ ხედავ.
ტვინი კი ჭკნება, მალე ბერდება.

მარტო ხეტიალს ვერ შეეშვება.
აპობს წყლის ნაკადს ნელ-ნელა ქრება.

ადრე თუ გვიან მზეც ხომ ამოვა.
გაგვათბობს ზომბებს, გაყინულ ხორცებს.

მიდიხარ წყალში, ნავი გყავს მარდი.
მიაპობ ტალღებს, ღიღინებ ჰანგებს.
გემი დუდუნებს, მას ვერ უყურებ.
მიწა ირყევა, ქარი ზუზუნებს.

თმა გაგეშლება, სახე გეცვლება.
გინაოჭდება თითქოს ბერდება.
ალბათ კაცი ხარ, ან მე მეშლება.

ბუნება მკაცრი, გონება ხარბი.
ფიქრები ლაღი, ცენზურას წაშლი.

გიტარის შავი სიმების ხმა კი.
სივრცეს არღვევს და გულებს ატყვევებს.
ფუნჯით ამთელებს, გრძნობის ნამცეცებს.
მეც ხომ მახარებს, არა მატყვევებს.

უნდა წავიდე და გავერიდო, თორემ აღმაგრძნებს.
ფიქრებს წამართმევს.

მეც მინდა ვიყო ისეთი ლაღი.
როგორც შენა ხარ და შენი ნავი.
ვაწებებ გრძნობებს, გულს რომ ალოთებს.
ფუნჯს, რომ ასველებს.
ნახატს ამშვენებს.

 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:17 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეღამებულზე მიიმალა ღრუბლებში მთვარე,
კანგაცლილ ხეებს დაუვარდათ  ფოთოლი ბოლო,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს კარებს,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს მხოლოდ.

შენ თუმცა ასე უბრალო და სახელად წვიმა,
აწყდები მინას, და იფერთხავ ფრთებიდან ვალებს,
გაგექცა წვეთი, ან ბოლო ან ბოლოდან წინა,
გაშრები მაინც, დღეს თუ არა, გაშრები ხვალე.

ცამ ხედავ ისე შეიფერა... სიწითლე ღრუბლის,
სცენაა ახლა სიყვარულის, გოგოა როლი,
ზამთარს კი ისევ უღალატო მერცხალი უვლის,
ღმერთია ალბათ პირველი და ღმერთია ბოლოც.

შეღამებულზე მიიმალა ღრუბლებში მთვარე,
კანგაცლილ ხეებს დაუვარდათ  ფოთოლი ბოლო,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს კარებს,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს მხოლოდ.
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:37 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთარია, მიილია ფოთოლცვენის ამინდები,
ქვაზე თითო ფიფქი დევს და შიგადაშიგ მეცინება,
თუმცა ახლა ძველებურად, ისევ ისე არ მინდები...
გაცივდაო... ჩაიკვნესეს, ვარაუდის ექიმებმა.

თვალებს მჭრიდა, მეოცნებეს, წარსულიდან ანარეკლი -
ხო! ცხოვრება ასე არის, ვერას გათვლი საწინაოდ,
ყველა გზა თუ მოიფინა, ვარდის ფურცლით, ანდაც ეკლით...
ხელის გულზე დავიძინებ, რომ არ მერქვას - გაცივდაო.

მდევარს კვალი დაეწია, ალაგ-ალაგ აირია,
მითუმეტეს თუ დარჩება ასარჩევად არადანი,
ხელს რომ მიწყობს, ერთადერთი, უღალატო ჰაერია...
გული, ჩემი აღარ არის, იმიტომ რომ გავატანე -
იმას ვისაც არ ეკუთვნის, თუმცა მისთვის მომენიჭა,
მიჩუქნია... ჩემთვის მაინც  ავიტანდი ვერასოდეს,
დღეა უკვე სამიოდე, დაბადების მომენტიდა,
ღამეა და ყველას ღვიძავს... დაგვეძინა მე და სოფელს.
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:44 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ქუჩას ვხედავ ატყვია, გაყინული კენჭები,
ველი ვინმე მოვა და კარზე ისე დარეკავს,
რომ ვიფიქრო შენ ხარ და ერთი სიტყვით ვეჩვევი -

უშენობას, რადგანაც, მქვია ახლა ოცნება,
ფასით ისე დავეცი, გაფიქრებამ მიყიდა,
და ყოველ დღეს დღეიდან, რაც კალენდარს მოძვრება,
წელთაღრიცხვას დავარქმევ, რომ დამტოვე იქიდან.

ამ ლექსს პათეტიკური პოზა აქვს და ვიფიქრე -
ახლა ჩემში ბევრია, უარაფრო ფაუსტი,
ცაში ხელებაწვდილი ვიჭერ მგონი იმ ფიფქებს,
შენ რომ ტუჩი შეახე, შეახე და გაუშვი.

მთვარე ღრუბელს იხდის და კადრს შევცქერი წამიერს,
ჩვენც გვიყვარდა ერთურთი ცალმხრივად და სრულებით,
კითხულობდი ჩემს ლექსებს და ოცნების მაგიერ -
მჯეროდა რომ ერთმანეთს მაინც ავისრულებდით.

ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ველი ვიღაც მოვა და კარზე ისევ დარეკავს...........
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:50 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი,
თვალებზე წამწამები, წამწამზე ნაღველია,
ზამთარიც უსასრულოდ, სიცივით,  ვატყობ ივლის,
ჩიტები ჟივჟივებენ - საკვები დაგველია.

გარეთ კი სასაცილოდ ბავშვები მოფენილან,
თვალებით გადმოვარდნენ  დედები აივნიდან,
დღეს რაღაც უცნაურად თბილია სოფელი და...
კუთხეში მოცივანა მერცხალი გაირინდა.

მდინარემ შესართავთან გაყინა გაბიონი,
ხალხი თუ ბრბოდ ითქმება რა არის ლიტანია?...
მე ლექსებს წავიკითხავ, სოფელო გამიგონე,
მე ლექსებს წაგიკითხავ, ეს მთები გითარგმნიან.

ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი...
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 16:14 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ლექსი შენზეა და როგორც ადრესატს,
გიკითხავ, მხარზე როს დაღლილი თავს მადებ,
შენ ძლიერ ლამაზმა, პოეტი მკადრე და
მე სუსტი პოეტი ლექსების თავსხმაში -

უქოლგოდ დარჩენილს არ გინდობ წამითაც,
შენც მოგწონს თითო და ყოველი ბწკარედი,
და ვიდრე გუნება საერთოდ წაგიხდა,
ბოლოჯერ მაკოცე და ისე წახვედი.

რომ უკვე არ მქონდა იმედი და-კაპოს,
და მაინც შენზე ფიქრს, ვერაფრით შევეშვი,
ლექსებიც ტვინიდან თუმც ისე გაკაფე,
ვით მონადირე გზას იკვლევს ტევრებში.

ეს ლექსიც შენია და ვეღარ გიკითხავ.
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 16:20 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე მინახავს,
ყველა კუთხის გმირობები მსმენია,
საქართველოვ უბათუმოდ ვინა ხარ?!
საქართველოვ ბათუმიც ხომ შენია.

და ფარს მხოლოდ ხელს უშვებდი იმიტომ,
მტერთან ბრძოლის სიმარდეში გიშლიდა,
სახელი კი შენ გაგითქვამს იმით რომ,
ისტორია შენი გაშვილიშვილდა.

გახურებულს ზღვა და სხივის ალები,
გშველის როგორც ქალის თბილი ალერსი,
ამდენ ომში შენ ცხენს დასცვდა ნალები,
ხმალიც თითქმის გაფურცელდა ალესვით.

შვილიშვილებს უყვები და ცრემლები,
გაწუხებს თან ყელში ბურთად გეჩრება,
ვაი როგორ ახალგაზრდა ბერდები...
საქართველო ბათუმიდან თენდება.
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 16:25 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თმა - ნაცრისფერი, შიგადაშიგ შავი - ხრიოკი,
ღია თაფლისფერ თვალებიდან მოგაქვს ფიასკო,
ზიხარ ზღვისპირას, ჟინს და მერე ნერვებს იოკებ,
შენი აურა ორად გულს და მერე ნიავს ჰყოფს.

დაძაბული ვარ, მოიკოჭლებს ჩემში თალია,
სამწუხაროა არ გიზიდავს ვხედავ ”ბავშვები”,
ჩემში მუზა და შენში კიდევ ორი ქალია,
ორი ქალია... ორივეთი მეთამაშები.

სანაპიროა, სისველეა ქვებზე აქა-იქ,
ზიხარ და უკვე გეფიქრება ლექსზე ამავე,
მზემ ისე ფრთხილად შეახო ზღვას მისი ბაქანი,
რომ ზღვამ ინატრა (მეც ვინატრე) მალე დაღამდეს.
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 16:28 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვხედავ წუთი არ ყოფნით ღამით მიტოვებულებს,
თვალზე ბევრჯერ ათალეს ცრემლიანი მომენტი,
თევზს და პურის ნამცეცებს ხალხი ვითომ ღებულობს,
ხალხი ვითომ ღებულობს და ძნელია რომ ერთი -

კალათიდან მიირთვას ასმა რწმენის გარეშე,
რადგან რწმენაც ხვედრია ერთეულის ან ორის,
საკუთარი თავისთვის მქვია პირისფარეში,
ოკეანეს სივრცეში წყლით მევსება კანოე.

წვიმა წვეთებს მიყვება, ქარი კიდევ ნიავებს,
მთაზე ახლა დაბრუნდეს ათი მცნება, დრო არის
თითქოს ყველას, უკლებლივ, ზურგზე ლოდი მიაბეს...
დედამიწის ფორმა კი უცვლელია - ოვალი.

ციდან შავი ღრუბელი გვიცქერს წვიმის მუქარით,
სული არის სხეულის სახურავიც, ფასადიც,
მნიშვნელობა არა აქვს ამინდია თუ ქარი,
გზები გადარჩენისთვის არ არსებობს არსაით.
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 16:29 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როის და ნინოს

თვალებს ისე დაეღალა მინორი,
ყველა ფიქრი უმოწყალოდ ცრის,
შენი ცოლი ახლა არის ღინონი,
ტკბება ლექსით - წაკითხულით ქმრის.

ალიონმა ზღვაზე მთვარე დაბადა,
თებერვალი მერყეობს და ხტის,
შვილებს ქვია პირველს უკვე საბა და
დანარჩენებს დაერქმევათ მყის...

სტროფი მხოლოდ სამიოდე გკადრეთ და
სადღაც ახლოს წერტილ-მძიმეს ვსამ,
ლექსებს ისევ დაგილაგებთ კადრებად,
ახლა ამას, მომოვალში სხვას...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ირაკლი კირკიტაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость