ირაკლი კირკიტაძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ირაკლი კირკიტაძე
ირაკლი კირკიტაძე
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 16:31 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენს თვალებს ახლა მოხდენილად ატყვია ცრემლი,
ჩემს თვალებს ახლა ნაღვლიანი ტკივილი მოსავს,
ბევრია თითქოს და პირიქით თითქოსდა ბევრი,
ცრემლები ტუჩზე, რომლებიც მე მლოცავს და მლოცავს.

მე ახდენილი ბავშვობიდან  ოცნება მქვია,
ალბათ გიპოვე სხვათაშორის ფიქრების გაღმა,
ალბათ ეს ნახვაც ჩაითვლება ხედვიდან გვიან,
როგორც სიტყვები უბრალო და ჩემთვის კი დამღა.

შენ ასე მცირე, უნებურად ღვთაება ჩემთვის,
მე ასე სავსე ოცნებით და ნდომებით კოცნის,
შენს სილამაზეს წვიმასავით უარი ერთვის,
გაგიკვირდება, სუსხიანი ტუჩებით მყოფნი...

შენს თვალებს ახლა მოხდენილად ატყვია ცრემლი...
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 20:50 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დეა,
მე ვზივარ შენს გვერდით და ვეწევი მზერას,
დეა,
შენ თითქოს ახამხამებ თვალებს ვერაფრით,
ცაზე კი ისევ გადღაბნილი საერთო მზეა,
რომელსაც ვუდგამთ დასაყრდნობად ახლა ცერა თითს.

დეა,
შენ თქვი რომ აპრილია, ილევა უკვე
და ცრემლი ისე გაგიჩერდა ტუჩების ზემოთ,
რომ თვალებს უკვე ვერ ვაშორებ, კოცნამდე ვუკმევ,
რომ ტუჩზე უფრო მსიამოვნებს ცრემლების გემო.

დეა,
იცინი სმენასთან და კისერთან ახლოს,
დღეა ისეთი გვეცინება ორივეს ერთად,
და ჩემს მკლავს ისევ შენი მკლავი მოხრილი ახლავს,
და თმა გაქვს უფრო შესადარი ზაფხულის ფერთა.

ჩვენ ვზივართ ერთად და ვეწევით ზაფხულის მზერას,
მზე არის ახლა გადღაბნილი, მაღალი ცაზე,
ვიცი, სიჩუმე არასოდეს  უყვარდა დეას,
ამიტომ ვისვრი უსასრულოდ უაზრო ფრაზებს.

დეა,
შენ თქვი რომ აპრილია, ილევა აღარ...
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 20:55 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოდიში. გიყვები ყველაფერს. ბარათი L'AMURE,
სულია მძიმე და სულია ისეთი, რა ვიცი,
წვიმების შედეგად დააწყდათ ნერვები ღამურებს,
იმდენად რომ ქარმა დაკარგა კივილის ხალისი.

ვიღაცა დაძვრება ჩემს სახლში, ვიღაცა სარდაფით,
და მტვერი ისე თოვს, მგონია წლებს ვსუნთქავ მძინარე,
ვჩერდები სიზმრებში, ამ ბოლოს მივყავარ სადაც ფიქრს
და ასე ვიხენებ ამბებს და წარსულს და წინაპრებს.

ხვალ ალბათ იწვიმებს, იწვიმებს და ვიცი გავშრები,
სველი თუ ვიქნები, გავთბები თანავე ჰაერთან,
ჩვენ ერთად ვიყავით, გვყავდა და არ გვყავდა ბავშვები,
თუმცა კი გვინდოდა, ორივეს ცალკ-ცალკე და ერთად.

წელია ორი და საცაა დავიწყებთ მესამეს,
და ასე ყოველ წელს განცდები იმედით მევსება,
კალმიდან ყოველი სტრიქონის პროლოგშიც თესავენ
სამ წერტილს გრძნობები, რომელსაც მოვიმკი ლექსებად...

სულ ბოლო დაწერილ ლექსიდან დასაწერ ლექსამდე.
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 20:56 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამეა - ვარსკვლავთა ჯგუფების მარხილი,
ქარია, რომელიც დაიწყო სიოდან,
შენს მხარზე მეძინა და თავი ვამხილე,
რომ ერთად ვიყავით და მაინც მციოდა.

რომ ახლა შავია უდაბნოს მირაჟი
და მოჰგავს კედლებზე დახეულ აფიშებს,
ცოდვაა ყოველი დღე უფლის წინაშე,
რადგანაც მართეს და ფილმივით გათიშეს.

აქ ახლოს ზღვა არის, ზღვა არის შვეული,
ვამთავრებ ცხოვრებას, ასაკით ოცდაერთ,
წასვლამდე ერთხელაც ჩემს ცოდვებს შევუვლი,
რომლებიც ჩემია... რომლებიც მომტაცე -

უფალო... მახსოვდა მანამდე სამს ეკლო
წუთები, მცირედი (ვიბნევი მე დროშიც),
როდესაც დაეცა სიჩუმით სამრეკლო...
სამრეკლო - სულის და ტაძრების მედროშე.

ქარი დგას სკამზე და სიმაღლეს აზუსტებს,
ქარი დგას ხეებში და თითქოს ვერ ვიტან,
მე არ ვარ ისეთი, რომ მერქვას კაზუსი,
და მაინც ვირღვევი მეორე ნერვიდან.

მინდორში იზრდება ხვია და ნარცისი,
სავსე მაქვს ბალახით ჯიბე და სარჩული,
რადგანაც ვხვდები რომ ბედი მაქვს არც ისე -
ლამაზი... და მაინც ლამაზად ვარჯულებ.
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 20:59 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვისთვის "ძვირფასით" არ იწყება ლექსი, ესოდენ,
სამშობლოსათვის აბანალურს ვეძებდი ფრაზას,
წაკითხული მაქვს, ქართველები ერთურთს ესროდნენ,
თანაც ზურგიდან...  გულში მრჩება ტკივილის ფაზა.

ღმერთო რამდენი ღალატია, რამდენი წიხლი,
რამდენი გვყავდა მოკეთე და რამდენი მტერი,
რომ დამბაჩიდან სუიციდებს შიგ შუბლში იხლის,
რომ მისი ცხენი, მარტო კვდება, ეყრება მტვერი.

შავი ღრუბელი გაწელილა ნიკოფსიამდე,
დარუბანდიდან, შესამჩნევი არის უბრალოდ,
სიკვდილისათვის ალბათ ბევრი იყო სიაში,
თითო სიკვდილზე, თითო ცრემლი მოგვცა უფალმა.

სხვისთვის ძვირფასით არ იწყება ლექსი ესოდენ..
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 06:11 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ითვლის დღეებს... დღეებს, მაგრამ არა მზიანს,
ყურთ ჩამესმის ქართველ ქალის გოდება,
სტკივა ძუძუ - შვილის დარდთან თანაზიარს,
რომ მოკვდება, არვის მოაგონდება. გვინდა ცოტნე - კიდევ ერთი თაფლწასმული,
ქეთევანიც არ გვაწყენდა ახალი,
თორემ ერი - ტკივილისგან დაღდასმული
ვეღარ არის ძველებურად მაღალი. ღვთისმშობლის ხატს ვკოცნი ცრემლშეუშრობელი,
ვლოცავ მიწას, როგორც მანდილს თამარის,
ოცნებაშიც შეგვეწევა ღვთისმშობელი,
ოღონდ გვწამდეს, რწმენა არის მთავარი. ჩვენი წყლული ჩვენვე უნდა გავამრთელოთ,
გავაქარწყლოთ ეჭვები და ბზარები,
რომ კვლავ რეკდეს სადიდებლად საქართველოს
გელათის და სვეტიცხოვლის ზარები. ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 06:38 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"წავალ,წავალ მონასტერში,
ოფელიას მაგივრად...
რომ ლოთი ვარ,რომ ვარ ქეში,
უხეშად რომ არ მითხრათ... მაგრამ,როცა დავბრუნდები,
დაუნდობელ სამხედროდ,
აქ ბოზები,აქ ქურდები,
სცადეთ,არ დამახვედროთ..."
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:19 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მიუყვები გზას ჭუბერისკენ შენ მიუყვები გზას ჭუბერისკენ,
არავინ იცის რა გელოდება,
ვდგავარ გმირების დიდ ობელისკთან,
გული იქამდე დაგელოდება, ვიდრე არ მოვა აღსასრულის დღე,
ვიდრე სურნელიც მათრობს იების,
მაგრამ რომ წავალ დასასრულისკენ,
ატირდებიან მაგნოლიებიც. შენ აფხაზეთში ისე მიდიხარ,
უკანასკნელად გხედავდე თითქოს,
რომც არ დაბრუნდე, გნახავ სიზმარში,
კვლავ გიწილადებ ჩემს კუთვნილ სითბოს. ოთარ რურუა 2016 წელი.
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:21 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენს გახარებას შევსთხოვ ღვთისმშობელს შენ ალბათ ცხოვრობ სხვა პლანეტაზე
და არაფრის გაქვს დარდი... სურვილი,
მე კი უფალთან წასულ დედაზე
ლექსებს ვწერ... მაღრჩობს ერის წყურვილი. ისევ მაწუხებს ბედი ქართველთა,
მოყვასის ცრემლი - ცრემლია ჩემი,
დაჭრილი გული თუ არ გამრთელდა,
სხვისი გახდება იყალთო... გრემი. დაირეკება ზარი განგაშის
მიწაც თუ აღარ დაიკოცნება,
ან დაჟანგდება ხმალი ქარქაშში,
ან აღსრულდება მიწის ოცნება. შენ ალბათ ცხოვრობ სხვა პლანეტაზე,
მაინც მიყვარხარ ცრემლშეუშრობელს,
კვლავ მტკიცედ ვდგავარ მე ჩემს რწმენაზე,
ჩვენს გახარებას შევსთხოვ ღვთისმშობელს. ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:24 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყანაზე მამას არ ჰყავს ბადალი,
მამა არის კეთილი და მკაცრი.
შინ შემოდის როგორც მთავარსარდალი
და მე ვხვდები როგორც ჯარისკაცი... დღისით ქონგურს ემატება ქონგური
საღამოზე გაუღიმებს ვარსკვლავს,
არ დაინდო საქართველოს ორგული
აიღო და ვენახივით გასხლა... მამამ იცის ქვეყნის ავან-ჩავანი,
ევროპა სულ მოვლილი აქვს ფეხით,
მამა არის საქართველოს მთავარი,
მამა არის საქართველოს გლეხი. გაჩენილა სათნოების მსახურად,
ვაზი უყვარს როგორც ნავი ლაზებს,
ყოველ ღამით ვეფხვის სიზმრებს ნახულობს,
ყოველ დილით ეფერება ვაზებს... წარბს შეკრავს და იცის რაზე ვწუხვართ,
შინ შემოდის, ფეხზე ვდგებით ყველანი...
ტყეში მუხას ემატება მუხა,
ზვარში მტევანს ემატება მტევანი. სხვა მადლი აქვს მამის ალალ სუფრას,
სიტყვას გეტყვის იანვარშიც გათბები.
იმის ქართულს, წყაროსავით სუფთას
ენაცვალოს ყველა დიდი ქართველი! მამას არ ჰყავს ქვეყანაზე ბადალი,
მამა არის კეთილი და მკაცრი.
შინ შემოდის როგორც მთავარსარდალი
და მე ვხვდები როგორც ჯარისკაცი... შოთა ზოიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ირაკლი კირკიტაძე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость