ირაკლი კირკიტაძე - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ირაკლი კირკიტაძე
ირაკლი კირკიტაძე
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 11:35 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ”.
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 12:12 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცამ ჩამოიხსნა პირზე მანდილი,
შენამდე გზები კვლავ ამერია,
ჩემი მიზეზი, სითბოს-ნამდვილი
დ ე კ ე მ ბ ე რ ი ა... მოდის სიმშვიდით თეთრი ქალწული,
მე მოსვენება, არ მიწერია...
და სიხარული ცამდე ასული,
დ ე კ ე მ ბ ე რ ი ა... არც ნაზამთრალი დროთა ბუნება,
ირგვლივ სიცხადე უცხო ფერია,
სხვანაირად რომ მესალბუნება,
დ ე კ ე მ ბ ე რ ი ა... /პეტრე კოლხი/
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 14:11 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთიც ვნახოთ და დაჰკარგა
ბედის ვარსკვლავმა სიფხიზლე, -
ერთ ღამეს დაიძინე და
დილით ვერ გამოიღვიძე. შე გლახა, ახლა არა თქვა,
სიცოცხლე არ გყვარებია, -
დილით რომ გაგიღვიძია,
რამდენჯერ გაგხარებია. მიპყრია საწუთროს ჯამი
სათაფლე და საპილპილე
მგონი გიყვარვარ, უფალო, -
მგონი სიბერეს მიპირებ. შოთა ნიშნიანიძე
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 14:15 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისიც ხომ სადმე ჩაიკარგება,
შეეწირება უაზრო ჭიდილს,
ერთადერთია ჩვენთვის განგება,
მსგავსია ხვედრი კაცის და ჩიტის.
რადგან სახლის და ბუდის მშენებელს,
ზოგჯერ არ უნდა ახედვა ცაში,
იმ ლაჟვარდებში, რომლის მშვენებაც
უსაზღვროებით ყველაფერს წაშლის.
სახლში კი ვიღაც თავს უბრუნდება,
რომ მიაშუროს საკუთარ ბუდეს
და თეთრი თავი თვლემის ბუნდოვან
და სიზმრის ფერად ბალიშზე უდევს.
თავის სითბო აქვს ამ პურს ობიანს,
ათასწლეულთა ინახავს სითბოს,
უცნობი ღმერთი რა ნაცნობია,
საკუთარ დროს რომ დროებით მითმობს.
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 14:19 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე მენატრება დედაჩემი -
მიკვირს მონატრებას როგორ ვუძლებ!
ვიდრე დავითვრები ზედაშეთი,
მოდი... მომეკარი გოგოვ გულზე! ისევ დამიამე ტკივილები,
თორემ გავაფრენ და ვერ მიშველი!
ამიტირდებიან გვირილები,
მიწას ცრემლით მორწყავს ჩემი შველი! ბეჩავს ჩახუტება შენი მსურის,
როგორც დაჭრილ ირემს წყაროს წყალი!
ვმარცვლავ კრიალოსანს ჩემი სულის,
ვიდრე ხატიც მიცავს სალოცავი! ისე მენატრება დედაჩემი -
ლამის ჰამლეტივით შევიშალო!
თუმც მსურს ისევ დავთვრე ზედაშეთი -
ვცდილობ არაფერი შემეშალოს! ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 14:28 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ
იქუფრებიან თვალები ნისლით,
თუ გავამსხვრიე განგების ღობე,
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი. ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს,
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,
პირველად დედას დავუკრეფ იებს. დედის მანდილში აპრილი გალობს,
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში,
თუ უკვდავების ვიპოვე წყარო,
პირველად დედას მივუტან პეშვით. ნანინას ნამი აკვანზე ელავს,
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა,
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,
პირველად დედას ავიყვან მზესთან. ვაჟა ხორნაული
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 14:32 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი მინდოდა მეთხოვა
მოდის ნაკლებად ამყოლი,
შვილების მოსიყვარულე,
მეუღლის ამყოლ-დამყოლი. პაპიროსმოუწეველი,
შამპანურდაულეველი, უშარვლო, შეუღებავი,
არც ისე შეუხედავი. არ შეერცხვინა ქართული
მამაპაპური მანდილი,
აყალ-მაყალის გარეშე
ემზადებინა სადილი. მასეთ ქალს ძნელად იშოვი,
რა ცუდი ბედი გრგებია,
მასეთი შვილო მე ვარო,
მითხრა მეზობლის ბებიამ. ზურაბ მამულაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 14:45 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და აი, კიდევ ერთი ზამთარი მიამბობს ზღაპარს, საოცრად ნამდვილს...
ზანტად შეარხევს ტოტებს ჭადარი და გადმომაფენს თოვლისფერ მანდილს.
ვერცხლის ფიფქები, როგორც თითები მიალერსებენ მხრებზე, სახეზე და
კვლავ გოგონას ანცი ფიქრებით გადავიქროლებ მაღალ სახლებზე... მე მიყვარს
თოვლი და მზერა შორი კვლავ მაიძულებს მიწის დათმობას და მოცეკვავე ფანტ
ელებს შორის შემომახვედრებს ლამაზ ბავშვობას... მომეფინება ფიფქის სინაზე
და ობოლ ცრემლსაც ვეღარ დავფარავ და ზამთრის სუნთქვით დამთბარ მინაზე
თითით სევდიან ღიმილს დავხატავ... ხათუნა შავგულიძე


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 01.12.2016, 14:54
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 14:55 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაზე დიდი სიმდიდრე,
სიყვარულია ღვთის.
გული უბრალო, მართალი,
ამისთვის სიკვდილიც ღირს.
რად გინდა ვერცხლი, სიმდიდრე,
ყველაფერი ხომ კვდება.
დროებითია ცხოვრება,
დროებითია ვნება.
ინატრე სიყვარული და
მართალი უბრალო გული.
შენია სასუფეველი,
და ქრისტეს სიყვარული. ელგუჯა კიკვაძე
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 15:00 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(მის უწმინდესობას საქართველოს პატრიარქს
ილია მეორეს) ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,
უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ?
სულებს გვირყვნის და გვიწამლავს მტერი,
ვითმინოთ?!
როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს
რყვნიან,
უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ,
თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას,
სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე.
ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული
შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს.
ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,
დაავადა შიშმა და კეთრმა.
ბრძანე, მოძღვარო, ნათელს, ისეც მწირს
შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,
ბრძანე, მოძღვარო, სისხლი სისხლის წილ,
დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!
თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,
სამშობლოს ჩვენსას - უფლის მშვენებას,
აღარ უშველის მერე არც ცრემლი
ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.
ბრძანე, მოძღვარო,ვგავარ საძვალეს
და ყველა ნერვი არის გამწყდარი,
მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე,
საქართველოსთვის ლოცვით დაგვძარი!
ბრძანე, ბრძენკაცო,ჯერ კიდევ დროა,
ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,
ვიდრემდის ცრემლებს სისიხლის გემო აქვთ,
ვიდრე სიკვდილი გვილხინს,მოძღვარო!
ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ არცრად,
გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,
მთლად ეს სამყარო ქცეულა ნაცრად,
თუ საქართველო ამიპარტახეს. ტარიელ ხარხელაური
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ირაკლი კირკიტაძე
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость