ნუგო გვენეტაძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნუგო გვენეტაძე
ნუგო გვენეტაძე
nukriaДата: კვ, 26.02.2017, 20:29 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ხახაგამშრალი ეგდო ბედია...
ყაყაჩოებად იქცა სამყარო...
ბედი რა არის,
თუ ეს ბედია -
რას გვემართლება,
რად სურს გაგვყაროს...
თვალცრემლიანი კვდებოდა რაში...
მოუთიბავში გარბოდა ბავშვი და..
ვერ ამჩნევდა მხარზე პეპელას...

კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს
და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, -
შენი მაღალი გრიგალი ვძლიე,
შენმა პატარა შრიალმა მომკლა.

მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის,
მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, -
გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი,
ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...

შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ
თუ არ დაგიგო ბალახად სული, -
მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს,
მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული.

მორის ფოცხიშვილი

ლექსი ბინდია, განა ცხადია?
- ნისლიან ციდან, ვიღაც თავს მიქნევს...
რა თავხედური განაცხადია,
ვაჟას მერე რომ ვაქვეყნებ წიგნებს...

წავალ! წავალ!
(არც იფიქრო გამაჩერო)!
დავიმგზავრებ ქარებსა და ქარიშხლებს!
შევიშლები, როგორც დიდი ლამანჩელი
და წისქვილებს ჩემ სიგიჟეს ვარისხებ!
რა საშინლად, რა საზარლად ტრიალებენ,
რა ბევრია ბჭენი ესე ავსულთა.
სული ბორგავს, განა, ისევ ტიალია!
განა მართლა ყველაფერი დასრულდა!
დამცინებენ... დაგცინოდნენ, იქირქილეს...
(ზოგს სისხლში აქვს, კარგიც ნახოს, ცუდი თქვას)
მე გავრეკავ ყველა მჭედელს, მეწისქვილეს
ბდღვირს ავადენ, ვასროლინებ კუდით ქვას!
მელოდება როსინანტი შეკაზმული
("რკინის რაში" მძაგს და მისი მეეტლეც)
დარცხვენილი, დაბღვერილი, მობუზული,
საუკუნე ოხრავს ოცდამეერთე.
მზეც წავიდა, ჰე, ჰორიზონტს გადაცილდა,
მიაშურებს თავის ოქროს სარეცელს...
შემომძახებს დიდი დონი ლამანჩიდან:
ხვალ დილიდან სხვა წისქვილებს დავეცეთ!

ყველა თავისკენ ეწევა საბანს
და მე ტერფები მიჩანს ტიტველი,
მაგრამ რაკიღა არ ვიმჩნევ ამას,
კეთილმოწყობილ კაცად ვითვლები

და ვცხოვრობ ისე, ვითომც არაფრით
მართლა არ ვიყო სხვებზე ნაკლები,
თან გულში ვფიქრობ: ერთი მაგათი
დედაც, მამაც და ყველა კარგებიც!

მიხეილ ქვლივიძე
 
nukriaДата: კვ, 26.02.2017, 20:29 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გაიოცო ჩემი ნათქვამი,
შენი ერთგული არვის ვედრები,
რომც გიღალატო! - გითხრა მართალი,
თავს ნუ მოიკლავ, შენ გევედრები.

მშვენიერია რადგან სიცოცხლე,
შეხედე! დასტკბი ჩვენი ხედებით,
ღვთისმშობლის წილხვედრს ღმერთი გვიცოცხლებს,
ვიდრე მწედ მყავხარ, არ დავბერდები.

ოთარ რურუა
გრძნობა როდესაც დაიბადა ჩვილი ბავშვივით,
ვგრძნობდი რა იყო ღმერთის ძალა ადამის შექმნით.
ამ ამბის შემდეგ ვეღარაფრით ვეღარ დავმშვიდდი,
დღემდე დამჩემდა ტკივილები მაშინ რომ ვერ ვთქვი.-

ვერ მოგისწარი ჩემო შვილო ბედმა დამცა და
ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ვატოლებთ ხელებს,
ნეტა თუ მგავდი, რომ მენახე არც კი დამცალდა,
ვიცი დღეს ღამეც შენი სისხლი ამომახველებს.

მამი თუ გრძნობდი შეციებულს ვინ გაორთქლებდა?!
(ნეტა ხის აკვანს, ჩემს გამოთლილს, ახლა ვინ ურწევს?!)
ალბათ მოჰგავდი შემოდგომით წითელ ფოთლებს და
ვაი რომ მართლა ფოთლებივით დაგანაკუწეს.

შიშზე მეტია ტკივილები ბასრი სინათლის,
ეხეთქებოდი ვიწრო კედლებს ხელების ქნევით,
რამდენ “შენბედას” გაუყევი შვილო ვინ დათვლის?!
სისხლი გდიოდა, წმინდა სისხლი ზევით და ქვევით.

ოთხი კედელი, უსინათლო როგორც საკანი.
ჩუმი კივილი აზანზარებს გაბერილ მუცელს.
სიკვდილმისჯილი ემბრიონი ისე ჩაკალი,
როგორც ნაღველი ჩავაკალი გაცრეცილ ფურცელს.

ბაჩო ზაქაიძე

ადრე წიგნებს ვკითხულობდით,
ჩვენი სულის მარჩენალს,
"ჯაყოს ხიზნებს", "გველის პერანგს",
"დიდოსტატის მარჯვენას".

კაზმულ სიტყვის მადლი გვეცხო
შუბლზე, როგორც მირონი,
და სუყველას სასთუმალთან
გვედო გალაკტიონი...

ახლა წიგნი ვიღას ახსოვს,
დრო დაგვიდგა ასეთი,
საქართველოს დროშასავით
ხელთ გვიჭირავს გაზეთი.

ვიკვებებით ყოველდღიურ
ჭორებით და ფაქტებით
და თანდათან განათლებულ
საქართველოს ვაკლდებით.

მიხეილ ქვლივიძე
 
nukriaДата: კვ, 26.02.2017, 20:30 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მიღალატებ! - ქალი ხარ რადგან,
თუნდაც გვეყოლოს შვილი ნანატრი,
თუ ვინმე შენზე ერთ სპექტაკლს დადგამს,
სპექტაკლს ერქმევა ალბათ ’’ღალატი“.

მეც გიღალატებ! - მამრი ვარ რადგან,
დაე! მიწოდო თუნდაც ტალანტი,
თუ ვინმე ჩვენზე სპექტაკლსაც დადგამს,
სპექტაკლს ერქმევა ალბათ ’’ღალატი“.

ოთარ რურუა

.. და უღალატა ქმარმა ცოლს,
სხვა ქალს ჩაუწვა ლოგინში,
ისე წავიდა სახლიდან,
არც მოუხდია ბოდიში.

შორს გააჭენა ულაყი -
რომელიც თვითონ გახედნა,
ერთდროს ერთგული მეუღლე
სხვა ქალის მკერდზე გახელდა.

არ მწამს ეგეთი კაცების,
არც მათი დანათესია,
ვთვლი რომ ოჯახი ამქვეყნად
ერთ-ერთი უმთავრესია.

ოთარ რურუა

ახლა პოეტებს არ სცალიათ,
აპრილს ელიან,
ზამთარი გადის,
ზღაპრის წიგნი უნდა დახურონ,
ახლა მუზების მასპინძლობა
მართლა ძნელია,
პოეტებისთვის დროა რადგან
საგაზაფხულო.

მდედრის მკერდივით
გადაიხსნის ხეები კვირტებს,
მზე
კაფანდარა გოგოსავით შედგება ცერზე,
პოეტს, თუ ახლა არ სცალია,
არ გაგიკცირდეს,
ლექსებს გვიწერენ
სააპრილო გრძნობებზე, მწველზე.

ფურუსულები აყვავდება
საცაა ბარში,
ამ ამინდებსაც აღარ უჩანთ
უკვე სხვა პირი,
რა გააჩერებს დღეს პოეტებს
მდუმარე სახლში,
ახმაურდება ეზოებში
როცა აპრილი.

მდინარეებიც აივსებენ
ქვიან ნაპირებს,
ნატვრის კი არა,
დრო შემოდის გულთა ხმობისა,
ქალსა და პოეტს
ახლა ვერვინ ვერ აატირებს,
საპოეზიო ჟამი დგება
აპრილობისა.

/ნანა მეფარიშვილი/

არცერთი თეფში არ აკლია
კობალტის სერვიზს.
და საქანელაც ეზოს ბოლოს
თავის თავს არწევს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნუგო გვენეტაძე
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость