კობა ჭუმბურუძე - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: ხუთ, 21.03.2013, 02:40 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეფობს გიჟმაჟი მარტი

ზამთარს გრუხუნით უტევს
დარიავდარა მარტი,
შაშვი იშენებს ბუდეს,
მზე პირს მალიმალ იბანს,
ნიავი ნუშებს ჩხიბავს,
ბინული ბეკობს, მარდი,
გაუფანტია დარდი
ფურისულების დიბას.

ნამის ყელსაბამს იბამს
ჯერაც მძინარე ვარდი,
ხოლო მოცხარის ბარდი
იხდენს სამოსელს ბიბას,
ალუბალს, განათოშარს,
გაჟიებია კვირტი,
გაუმართიათ ფლირტი
იასამანს და შროშანს,

მალე წალეკავს ალბათ,
ზამთარს გიჟმაჟი მარტი,
ატმებს გაუშლის ალმად
სურნელით გააბრუებს,
და დაადევნებს ამლათ,
მოდიდგულე და არდი,
ბუდიდან ამოვარდნილ
ლუხუმებსა და რუებს.

წამოფოფრილა მოლი,
საბიბინ-საბირბილო,
მინავლულია ლილო,
სულ ორიოდე გუნდა,
ისე ზიკზიკებს ლოლო,
თვალი ვერ მოაცილო,
გაციაგება, ბოლო,
დაგამახსოვროს უნდა.

საქიშპოდ მონამართი,
მეფობს გიჟმაჟი მარტი,
ფარსაკიფერი კვართი,
ანაბზინი და ბაო,
ამინდო, გამოდარდი,
დროულად გამოდარდი,
დათმე ქურუხი ფარდა
ლილაულევო ცაო.
 
nukriaДата: კვ, 24.03.2013, 03:57 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმებს

წვიმებს, რომლებიც ასე მაგონებს ცაში დაკიდულ ოცნების სიმებს, ზღაპარი, ჩვენთვის გამონაგონი, მოუტანიათ ვერცხლისფერ წვიმებს,
უცხო ზღაპარი ძველი ჭადრების, კედლებიანად სველი ქუჩების, შენი ლოდინის და მონატრების და თმების წვიმით ახუჭუჭების.
გამო, მოგიხმობს ცეტი თქეშელა, ვიდრე ქალაქი ფანჯრებს დახუჭავს, შენი წითელი ქოლგა გაშალე, ყაყაჩოსავით დაშვენდი ქუჩას.
ნუ შეგაშინებს ჩქაფი და ღვაფი, ნახე გაზაფხულს რა პირი უჩანს. გარეთ გამო და დაშვენდი ქუჩას, ცუღლუტ ქარს ანდე ფრიალა კაბა.
ჩვენ ეს წვიმები დაგვიტოვებენ ცისარტყელების უნაზეს ხიდებს, მეშვიდე ცისკენ გადებულ ხიდებს დაგვიტოვებენ ჩვენ ეს წვიმები,
წვეთები, სევდით დანამძიმები ჩამოგაფარებს ციმციმა რიდეს, მე კი ამ ბორგვას რა განმარიდებს, მელექსები და მეციმციმები.
 
nukriaДата: კვ, 21.04.2013, 16:14 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი ქანარა

დილამ კამარა მოიქამარა,
ექურუმება აისის ტოტემს.
აათოთინებს ქარი ქანარა
მზით ნათამამებ ალუბლის ტოტებს.
აპრილს შეუკრავს ფერთა კოლაჟი,
მირამორაში ჯეჯიმად მოჰფენს
და გაზაფხულის ქართაქროლაში
რუბინშტეინი მოიხმობს შოპენს.
 
nukriaДата: ოთხ, 24.04.2013, 12:45 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ სიყვარულს რას გაუგებ
თარგმანი მეგრულიდან

ამ სიყვარულს რას გაუგებ, ვინ გაზომოს ძალა მისი,
მენცარებმაც იწვალეს და შერჩათ გარჯა უმაქნისი.
რაგვარ აღარ უჩხიკინეს, სახელიც კი მოიყივნეს,
მაინც ვერა გაიგეს და პირშიც ჩალა გამოივლეს.
ნუღარ წვალობთ სწავლულებო, ნუ ტყუვდებით თქვენი ცოდნით,
სითგან მოვალს სიყვარული, ფორმულებით რას გამოთვლით.
ის თავის გზით გაისტუმრეთ, ნუ იქნებით ყელში ძვალი,
ქვევრის ძირს ხომ არ მოივლის კაცი, მაჭრის მოწყურალი.
ღმერთმა მიტომ მიახუტა ერთმანეთზე გოგო-ბიჭი
ბედის მაჭარს დააწაფა, ამნაირი მისცა ნიჭი.
მე, ეგება, ქეც მეშლება, ამაკარით პირზე ბანდი,
უფალი ხომ არა სცდება, დაილოცოს მისი ლანდი.
ნუთუ რამე შეედრება ტრფობის ყვავილს, გულში გაშლილს,
მას ვერ ავნებს ვერაფერი ვერც გვალვაში, ვერც ავდარში.
გაიზრდება, ამაღლდება, მოექცევა მწვერვალს თავსა,
სიკვდილიც ვერ დაუდგება ამ წყალობას უფლისასა.

ჸოროფაშა მის გაგინე, მუ ზიმუნცჷ იშ ღონესჷ?!
ბრელ იწვალეს მენცარეფქჷ, მარა ... იშენ მიღორესჷ.
ანდანერო უჩხირკესჷ, ოშ სახელი მიგონესჷ,
ამდღარ დღაშა ვაუჩქუნა, ტყურათ მუ ჭა ინკორესჷ!
ვეწვალათჷ, მენცარეფი, ვეგნირთათჷ გაძიცალო.
სოლე მურცუ ჸოროფანი ... ვაგეგინე ძათანძალო,
მუშ შარაშა მიაშქვითჷ - ვეგჲაბინათ ყორყელც ძვალო,
ლაგვანიშ ქვინჯ მუს ალებე ჸუმენული მაჭარცალო?!
ღორონთქ თიშენ უხუტოლუ ართიანცჷ ძღაბ დო ბოში -
ჭარაშ მაჭარ მადგინჷდჷ, ჭე შხვანერი უღუდ ხოში!
მა, ეგება, ფჩჷრთჷქჷდა, (ქუმმოფორეთ ნოჸორც ნორში),
მარა, ინა ვაჩირთჷდჷ, გოლუ აფირო იშ ოროში.
ვართ ჩჷლათე: მუ მიჭარე გურც გოფალირ ჸოროფაშა!
ვართ ოშქურუ გოლოფაშა დო ვართ ხოლო ჭოროფაშა!
კოთაკონკის მულუანცჷ, ქიმჲაღჷდა დუდქუ ჯაშა,
ღურუს ხოლო ვაწარინე თე ღორონთიშ ჭყოლოფაშა!
ლაშა გახარია
 
nukriaДата: პარ, 03.05.2013, 23:52 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელმოცარული რაინდისა
ნატო დავითაშვილს

ვცადე მართლად მეარა გზაზე, რაიც მერგუნა,
შუბმა არ მიმტყუნა და მერანმაც მიერთგულა,
მებოძირთან შევდექი, ავირჩიე უარე,
სამავნებლოდ ნაკეთებს გვერდი ვერ ავუარე,
საცა ვნახე სიგლახე, ვცადე ამომეშანთა,
თავი ვიგრძენ ბადიშად ძველთა გარდანქეშანთა,
ბედიც დიდხანს მეძებდა, ჩემდა კვალად მარები,
თუმც ინებეს მესეფთა დართა გაავდარება,
ვერ დავაონავარე კოშკი, მიუკარები,
ჯიქურ ნაჯაჯგურები ვერ ვულეწე კარები,
ვერ გავტეხე ქაჯეთი, დევეთს შენაჯვარები,
გრძნებას ნაზიარები მათი ჯმუხი ჯარები,
ვერა ვნახე ნუგეში ზერე-ზერე ყურებით,
დია აბურდულია ღრუბლის უჯმაჯურებით,
კარკიტე და სოსანი, სართო, განთი, აფირო,
ვკეცე შარა უკეცი, ვცურე ზღვა, უნაპირო,
ქოსა კაცი ვერ ვიძმე, სუფრას წიხლი ვუკარო,
თან წიქარას სალხინო სალამური ვუკარო,
ციხეც ვაგე რავქნისა, უსარკმელო, უკარო,
მერმე მეუმაქნისა, ჩამოვშალე უკანო,
არ მიმუხდლო რამეო, ქუფრად განამუქარო
მოწყენილო ღამეო, უმთვარო და უქარო,
მითხარ, ჯილდოდ მებოძე ან სასჯელი თუ ხარო,
კვამლისფერო ცხოვრებავ, ზღაპრად განაბუქარო...
 
nukriaДата: კვ, 05.05.2013, 00:59 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღდგომისა

სამრეკლონი სააღდგომოს რეკენ,
ქრისტე აღსდგა!
გიხაროდენ!
ნანდვილ!
და მაცხოვრის საფლავიდან ჩვენკენ
წმინდა ცეცხლი მოდის კანდელ-კანდელ.
დღეს მესია მოესავთა მისთა
სულს გაუთბობს და მოუკლავს წყურვილს,
მიუტევებს მიტევების ღირსთა
მესალბუნე სააქაო ურვის.
ადამის ძის აუტანელ ცოდვებს
ღვთაებრივი მოთმინებით იტანს,
და გათოშილ დედამიწას მოჰფენს
სიკეთის და სიყვარულის დვრიტას,
იმედი და სიხარული რეკავს
გულებიდან, ტაძრებიდან, ციდან,
შუკა-შუკა დაუფანტავს ექოს -
დოუნ! დოუნ! ტიდან-ტიდან-ტიდან!
რა გოლგოთა გაიარა ჩვენთვის,
სიკვდილი და ამაღლება ცამდინ,
სამრეკლოთა გუგუნ-წკრიალს ერთვის -
ქრისტე აღსდგა!
გიხაროდენ!
ნანდვილ!
 
nukriaДата: შაბ, 22.06.2013, 20:45 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზებუდობა

შუადღისით თავის მწვერვალს მიატანა ჩვენმა მზემან,
ნახევარი წელიწადი იბობინა ზე და ზე მან,
შუქთა მისთა მძვინვარებით ფერი ჩვენი გახდა გრემან,
ესე აზმა აღვუვლინე მე, მისდამი პირმოთნემან.
დარქმულია კაბადონზე ვით დიადი დიადემა,
ირგვლივ მეფობს კარაკანი და დარულად დარობს დარი,
თვალსაწიერს მონაქანდი სხივთა ბადე მიადევნა,
რაიც სუნთქავს, რაიც ტოკავს, ყოველივე მისით არი.
სიზმარივით ზიმზიმებს და იზმორება მზეკაბანი,
ბააბანი მოკიანთე არილებით დართულია,
ხელსაქმობით გართულია ალხი, ღვართი და პაპანი,
ოქრომკედით რო გაუწყონ კაბო კაბა, ტარტულია.
ჩვენ კი, ჩვენ კი ცოტაოდენ შეგვაშინა მისმა ჩაღმა,
ამ დღეს ყველა ერიდება, ამ დღეს ჩეროც ებუტება,
ოდენ წამით, მერე ისევ დაგორდება დაღმა-დაღმა,
რომ მთელი წლით მოგვენატროს ეს ალია მზებუდობა.
 
nukriaДата: ხუთ, 27.06.2013, 02:52 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაინერ მარია რილკე
ღამეული ცა და ვარსკვლავცვენა


გოროზად მსუფევი ცარგვალი უძირო,
ყოველთა მომცველი და უკიდეგანო,
ისე შორეული, განსჯა ვერ უწვდინო
და ისე ახლო, რომ არ ძალგიძს უგანო.

ვარსკვლავი წყდება და მიჰყვება სურვილი,
და მზერაც, შემკრთალი, მის ვარდნას მიება,
ახლა რა იშვა და რაა მიწურვილი?
ბრალად რა შეგვრჩა და რა გვეპატიება?

Nachthimmel und Sternenfall

Der Himmel, groß, voll herrlicher Verhaltung,
ein Vorrat Raum, ein Übermaß von Welt.
Und wir, zu ferne für die Angestaltung,
zu nahe für die Abkehr hingestellt.

Da fällt ein Stern! Und unser Wunsch an ihn,
bestürzten Aufblicks, dringend angeschlossen:
Was ist begonnen, und was ist verflossen?
Was ist verschuldet? Und was ist verziehn?
 
nukriaДата: პარ, 05.07.2013, 23:59 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაბრუნება

მოდი ჩვენი ბავშვობისკენ ერთად გავინავარდოთ,
მე რაინდი ვიქნები და შენ – პრინცესა ზღაპრიდან,
ავი ყოფით დადაღული ფიქრი ასე გავართოთ
და ცოტა ხნით დავიბრუნოთ, რაიც უკვე გაფრინდა.

მე შევისხამ შიმშერ მახვილს, დიდი პაპის ნაქონებს,
სიზმრად რომ არ სიზმრებია მაღრიბელს და მაშრიყელს,
რომ ვეება დევებსა და განძვინებულ დრაკონებს
გამოგტაცო და ჩაგიკრა, გარდაგაჭდო ყელი ყელს.

მერმე უნდა მივატოვოთ სამეუფო მზაკველის,
ალაყაფთან გველოდება ორი რახსი მერანი,
წინ ხიფათით დაყურსული, დამღალავი გზა გველის
და პირქუშის განაჭედი ნალფარების თქერანი.

წამო, დროით გადავლახოთ ქაჯავეთის სამანი,
ხიდს გადავცდეთ სამშვიდობოს, ვიდრე გვესი გაგვიგებს,
იქ დაისის ბოლო სხივი, მიმცხრალი და ლამუნა
კოშკისაკენ დაკავკაულ კაპიშუკას გაგვიგებს.

ხატი ჟამთა გარდასულთა, ნეტავ რამდენს დაიტევს,
მისი ხიბლი, მისი ბებლი, გული, დანაისრები,
ოცნებაში წარგიტაცებ, ვით შეჰფერით რაინდებს,
ვიდრე სრულად შეგვისრუტავს აკვამლული ნისლები.
 
nukriaДата: სამ, 09.07.2013, 23:12 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოდეს

ოდეს ნახევარ სავალს გაივლი,
შეჩერდი, რაღაც გადააფასე
და პაწაწინა ქოთნის ყვავილი
შემოდგი შენი ფანჯრის რაფაზე.
მაგალითია ერთობ საჩინო,
მაგ გულის ბოლო განაძგერამდე,
ქოთანში როგორ შეინარჩუნო
სიცოცხლის ჟინი და სიფერადე.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость