Сб, 29.07.2017, 14:38
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 13 из 41«1211121314154041»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: Пт, 12.07.2013, 20:05 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იოსიფ ბროდსკი

არა ძახილით, ჩურჩულით ოდენ,
გეთხოვები და გტოვებ მარადის,
დიდი ქალაქის ჩქამიც არ მოსდევს
ამ ყრუ გოდებას.
ღმერთი გფარავდეს!
სადარბაზოში, ქუჩაში, ბნელში...
გარეუბანთა ბურუსი შენს წინ,
ჭაობთა სივრცე საღამოს რულში,
შენს თვალსაწიერს აღარას ვერჩი,
და არც შენი სევდას აღარას ვუშლი.
ხოლო ის რაა - არ ვიცი ჯერაც,
ტვიათა პეწი თუ მწვანე ველი...
არც შენდა ბედად, არც ჩემდა ლხენად
მისაწვდომი და უკაცრიელი.

Вполголоса - конечно, не во весь -
прощаюсь навсегда с твоим порогом.
Не шелохнется град, не встрепенется весь
от голоса приглушенного.
С Богом!
По лестнице, на улицу, во тьму...
Перед тобой - окраины в дыму,
простор болот, вечерняя прохлада.
Я не преграда взору твоему,
словам твоим печальным - не преграда.
И что он - отсюда не видать.
Пучки травы... и лиственниц убранство...
Тебе не в радость, мне не в благодать
безлюдное, доступное пространство.
 
nukriaДата: Ср, 17.07.2013, 23:57 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარისა

ცაიალაღზე ქარი ღრუბელთა არვეს იკრებს,
დასდევს ქოფაკი ჩქარი ცმუკაფაფუკა თიკნებს.
მიგრი და მატეკარი გზას ხევხუვებით იგნებს,
კიპარისების ჯარი ტანებს ხმალივით იქნევს,
როცა ბობოქრობს იგი, ჩემი კალამიც ცმუკავს,
უჯმაჯურს უგავს დინგი, კუდი გველეშაპს უგავს,
ხან აფრას მიშლის გზნებით და სინდბადივით შემშლის,
ხანაც წისქვილის ფრთებით დონ კიხოტს ებრძვის ჩემში.
ხან გამღივარი ხდება, მოწყენილობას მიქრობს
და როცა ჩაყუჩდება, დროც იყინება თითქოს,
ახლაც წრიალებს კართან, სახეტიალოდ მიხმობს,
არავინ, კობას გარდა, არ ეგულება თითქოს,
შემიფათქუნა ფარდა - ხო ჩემი ჭკუის ხარო?
...
აწი ასაკში ვარ და ცოტა დამინდე, ქარო.
 
nukriaДата: Пн, 22.07.2013, 21:35 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფრიდრიხ შილერი
იმედი


კაცი გამუდმებით ოცნებობს, ფიქრით
უმჯობეს მომავალს ხატავს.
თუ მიზანს დალანდავს, მისაკენ მიჰქრის,
თავისად იგულვოს რათა.
ბუნება კვდება და ახლდება ისევ,
კაცი კი ნიადაგ უკეთესს მისდევს,
იმედი მიგვიძღვის ცხოვრების გზაზე,
თავზე დაჰფარფატებს უდარდელ ბავშვებს,
ოცნების ელვარე ციმციმით გვავსებს
და წამით შედგება სამარის კარზე,
მოილევს სამზეოს მომქანცველ დრო-ჟამს,
და სულ სხვა იმედის აღმართავს დროშას.
არა, ეს როდია ნუგეში ფუჭი,
ამაოდ შობილი უგნურის ტვინში,
იგი ხომ ძალუმად ხმიანობს გულში,
რომ ჩვენ უკეთესი მიზნისთვის ვიშვით,
და შინაგანი ხმაც თუ ჩაგვჩურჩულებს,
ის არ მოატყუებს მოესავ სულებს.

Hoffnung

Es reden und träumen die Menschen viel
Von bessern künftigen Tagen;
Nach einem glücklichen, goldenen Ziel
Sieht man sie rennen und jagen.
Die Welt wird alt und wird wieder jung,
Doch der Mensch hofft immer Verbesserung.
Die Hoffnungführt ihn ins Leben ein,
Sie umflattert den fröhlichen Knaben,
Den Jüngling locket ihr Zauberschein,
Sie wird mit dem Greis nicht begraben;
Denn beschließt er im Grabe den müden Lauf,
Noch am Grabe pflanzt er – die Hoffnung auf.
Es ist kein leerer, schmeichelnder Wahn,
Erzeugt im Gehirne des Thoren.
Im Herzen kündet es laut sich an:
Zu was Besserm sind wir geboren;
Und was die innere Stimme spricht,
Das täuscht die hoffende Seele nicht.
 
nukriaДата: Сб, 27.07.2013, 19:02 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოსიპ მანდელშტამი
ნიჟარა

იქნება სულაც გჭირდები არად,
მაგრამ სამყარომ, ბნელუსასრულომ,
უმარგალიტო ნიჟარის დარად,
მე შენს ნაპირზე გამომისროლა.

შენ კი გულგრილად ტალღებს აქაფებ
და თან ჯიუტად განაგრძობ მღერას,
თუმც შეიყვარებ და დააფასებ
ამ უსარგებლო ნიჟარის ჟღერას.

მერე მიუწექ გვერდით სილაზე,
გახადე კვართის თანაზიარი,
და მიუერთე უხილავ სიმზე
შენი ლივლივის დიდრონი ზარი,

რომ სიფრიფანა მისი კედლები,
გაბეზრებული უკაცურობით,
აივსოს ქაფის ჩუმი ვედრებით,
წვიმით, ქარბუქით და არმურებით.

Раковина

Быть может, я тебе не нужен,
Ночь; из пучины мировой,
Как раковина без жемчужин,
Я выброшен на берег твой.

Ты равнодушно волны пенишь
И несговорчиво поешь;
Но ты полюбишь, ты оценишь
Ненужной раковины ложь.

Ты на песок с ней рядом ляжешь,
Оденешь ризою своей,
Ты неразрывно с нею свяжешь
Огромный колокол зыбей;

И хрупкой раковины стены,--
Как нежилого сердца дом,--
Наполнишь шепотами пены,
Туманом, ветром и дождем...
 
nukriaДата: Вт, 30.07.2013, 17:45 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნანა

ჰამაკში მწოლს თუკი გესმის ჭრიჭინების ჭიანური, რაღად გინდ ხლართვა ლექსის ან ფიქრები ჭკვიანური.
აამჩატე ცოტა სული, სადარდელში ჩაძირული, სიმშვიდეა რაკი სრული, მოგერევა აწი რული.
იქნებ ვინმეს აღარ ახსოვს, ანდა, არ სურს დაიჯეროს, რა ძალა აქვს ღელეს ახლოს ნიავს, ჰამაკს, ფიქრს და ჩეროს.
ერთიც ჭრელი მუთაქა და მოჩუხჩუხე ჩქერი ჩქარი...
ბჟოლის ზაბაკ ფოთოლთაგან სამავნებლოდ გამომშპარი ცელქი ჭვირი კაწრავს სახეს, მოგასვენებს წამით განა,
შენს თავს ჩუმად შეუძახე
- ნანა, მამაძაღლო, ნანა!
 
nukriaДата: Чт, 01.08.2013, 17:37 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოსიპ მანდელშტამი
* * *
მძაგს ღამის სხივოსნების
შუქი, გამოფიტული,
გაგიმარჯოს ოცნების
კოშკო, ცადაზიდულო.

ქვაო, იქმენ მაქმანი,
შექმენ აბლაბუდედი,
და ქობინით დაგმანე
ცის ფუტურო გულმკერდი.

ჩემი ჯერიც დადგება,
ფრენა მეწადინება,
საით წარიმართება
ნეტავ ფიქრთა დინება.

და თუ ჟამი გასრულდა
მეც მოვრჩები ხეტიალს.
იქ - ტრფიალი არ მსურდა,
აქ - ვერ გამიბედია.

Я ненавижу свет
Однообразных звезд.
Здравствуй, мой давний бред --
Башни стрельчатой рост!

Кружевом, камень, будь
И паутиной стань,
Неба пустую грудь
Тонкой иглою рань.

Будет и мой черед --
Чую размах крыла.
Так -- но куда уйдет
Мысли живой стрела?

Или, свой путь и срок
Я, исчерпав, вернусь:
Там -- я любить не мог,
Здесь -- я любить боюсь...
 
nukriaДата: Вс, 04.08.2013, 03:01 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტიუტჩევი
გაზაფხულის ელჭექი

მიყვარს ელჭექი მაისისპირზე,
როს გაზაფხულის გრგვინვა ანაზდი
თითქოს თამაშით, ანცი და მკვირცხლი,
გაიგრუხუნებს ცის კამარაზე.

პირველშობილი გაკრთა ფიტები,
წამოშხვეფა და მტვერი ავარდა,
წვიმამ დაჰკიდა მარგალიტები
მზემ ოქროსფერი მოჰფინა ქანდა.

მთიდან ჩამოჰქუხს ნაკადი ჩქარი,
ტყეში არ ცხრება ჩიტთა გნიასი
და ეს გნიასი და ოდიგარი
ჭექა-ქუხილთან არის ბაასი.

და იტყვი: ალბათ ჰებემ, ცერცეტამ,
არწივს უგანა ზევსის ჯინაზე,
მეხმოთუხთუხე თასი ზეციდან
დააპირქვავა დედამიწაზე.

ВЕСЕННЯЯ ГРОЗА

Люблю грозу в начале мая,
Когда весенний, первый гром,
как бы резвяся и играя,
Грохочет в небе голубом.
Гремят раскаты молодые,
Вот дождик брызнул, пыль летит,
Повисли перлы дождевые,
И солнце нити золотит.
С горы бежит поток проворный,
В лесу не молкнет птичий гам,
И гам лесной и шум нагорный -
Все вторит весело громам.
Ты скажешь: ветреная Геба,
Кормя Зевесова орла,
Громокипящий кубок с неба,
Смеясь, на землю пролила.
 
nukriaДата: Пн, 05.08.2013, 03:36 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დალბერტ ფონ შამისო
მშვიდობით


რა საკითხავია, რა მოხდა,
რაც ბევრჯერ მომხდარა ჩვენამდინ,
როდესაც გხედავდი, ვხარობდი,
შენ ჩემი ხილვისას ღელავდი.

გაცნობის პირველი სალმიდან
თავები ვიგრძენით მდიდრებად,
შეყრისას ალმური გივლიდა,
გაყრისას გჭირდა გაფითრება.

ყოველდღე ვხვდებოდით და მაშინ
ამ ქვეყნად სხვა რამე არ გვსურდა,
გსტუმრობდი დარში და ავდარში,
მაგრამ ეს ზაფხულიც გასრულდა.

ერთმანეთს უბრალოდ დავშორდით,
არც სიცილითა და არც ცრემლით,
ვტანჯეთ და ვალაღეთ ერთურთი,
აღსავსემ უმანკო განცდებით.

მოდგა შემოდგომა, ზამთარი,
მერცხალმაც იპოვნა თავის გზა,
ან ის სიყვარული სად არი,
სიცივით სულები დაგვიზრა.

მივდივარ, მიმელის შორეთი,
- მშვიდობით! - ამბობ და ვერ ტირი,
აი, შენს ხელს ვეამბორე და
ყველაფერს დაესვა წერტილი...

Adelbert von Chamisso (1781 – 1838)
Lebe wohl

Wer sollte fragen, wie’s geschah?
Es geht auch andern ebenso.
Ich freute mich, als ich dich sah,
Du warst, als du mich sahst, auch froh.

Der erste Gruß, den ich dir bot,
Macht’ uns auf einmal beide reich;
Du wurdest, als ich kam, so rot,
Du wurdest, als ich ging, so bleich.

Nun kam ich auch tagaus, tagein,
Es ging uns beiden durch den Sinn;
Bei Regen und bei Sonnenschein
Schwand bald der Sommer uns dahin.

Wir haben uns die Hand gedrückt,
Um nichts gelacht, um nichts geweint,
Gequält einander und beglückt
Und haben’s redlich auch gemeint.

Dann kam der Herbst, der Winter gar;
Die Schwalbe zog nach altem Brauch;
Und: lieben? – lieben immerdar?
Es wurde kalt, es fror uns auch.

Ich werde gehn ins fremde Land,
Du sagst mir höflich: Lebe wohl!
Ich küsse höflich dir die Hand,
Und nun ist alles, wie es soll.
 
nukriaДата: Вт, 06.08.2013, 00:42 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოვალისი
ვინც გაიგებს პეპლის სიცილს...


ვინც გაიგებს პეპლის სიცილს,
ღრუბლის გემოც იცის,
ძალუძს შუქზე იაკამის,
ჩახუტება ღამის,
განუცდელად შიშის.

ძალუძს გახდეს მცენარე, ან
მხეცი, ბრიყვი, ბრძენი,
მოიაროს წამიერად
ვარსკვლავეთის ბჭენი.

მან იცის, რომ სხვათა მსგავსად,
ბევრი არც რა იცის,
თუმცა იცის შრომის ფასი,
ცოდნის გასამტკიცის.

ვისაც ჰყოფნის სიმამაცე,
რომ ცვლილებებს ეძმოს,
დაიხვეწოს და ამ გზაზე
თავი შეიმეცნოს,

უფსკრულიდან მწვერვალამდე
გაიკაფოს გზები
და დალაშქროს თავის სულის
ბნელი კუნჭულები,

ვინც გაიგებს პეპლის სიცილს,
ღრუბლის გემოც იცის,
ძალუძს შუქზე იაკამის,
ჩახუტება ღამის,
განუცდელად შიშის.

ვინც თავის თავს არ ღალატობს,
უშფოთველად წავალს
და სიცოცხლით გადაუსწრებს
მრავალ შთამომავალს.

Novalis
Wer Schmetterlinge lachen hört...

Wer Schmetterlinge lachen hört,
der weiß, wie Wolken schmecken.
Der wird im Mondschein,
ungestört der Furcht,
die Nacht entdecken.

Der wird zur Pflanze, wenn er will,
zum Stier, zum Narr, zum Weisen
und kann in einer Stunde
durchs ganze Weltall reisen.

Der weiß, dass er nichts weiß,
wie alle anderen auch nichts wissen.
Nur weiß er, was die anderen
und auch er selbst noch lernen müssen.

Wer in sich fremde Ufer spürt
und den Mut hat sich zu recken,
der wird allmählich, ungestört von
Furcht sich selbst entdecken.

Abwärts zu den Gipfeln
seiner selbst bricht er hinauf,
den Kampf mit seiner Unterwelt
nimmt er gelassen auf.

Wer Schmetterlinge lachen hört,
der weiß, wie Wolken schmecken.
Der wird im Mondschein,
ungestört von Furcht
die Nacht entdecken.

Wer mit sich selbst in Frieden lebt,
der wird genauso sterben
und ist selbst dann lebendiger
als alle seine Erben.
 
nukriaДата: Пн, 12.08.2013, 00:40 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიკოლაი გუმილიოვი

* * *
თვლემდა ეს სული, ვით უსინათლო,
მტვრიან სარკეებს სძინავთ ამგვარად,
მაგრამ ედემის მზის ათინათმა
გულის უკუნი გამიქარქარა..

მე არ ვიცოდი, მასში ამხელა
ჩაღი თუ იყო ვარსკვლავთა დასის,
რათა უფლისთვის მეთხოვა ლხენა
შენი მეტყველი თვალებისათვის.

მე არ ვიცოდი მასში ამხელა
შეხმატკბილება თუ იყო ჰანგის,
რათა უფლისთვის მეთხოვა ლხენა
შენი ბავშვური ტუჩებისათვის.

გული ამ განძით სიხარულს ელტვის,
შენი ტანი ხომ ცეცხლის ალია,
სული გრძნეულად მოფრთამალეა,
შენ კი სიმღერით სავსე ხარ ჩემთვის.

* * *
Дремала душа, как слепая,
Так пыльные спят зеркала,
Но солнечным облаком рая
Ты в темное сердце вошла.

Не знал я, что в сердце так много
Созвездий слепящих таких,
Чтоб вымолить счастье у бога
Для глаз говорящих твоих.

Не знал я, что в сердце так много
Созвучий звенящих таких,
Чтоб вымолить счастье у бога
Для губ полудетских твоих.

И рад я, что сердце богато,
Ведь тело твое из огня,
Душа твоя дивно крылата,
Певучая ты для меня.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
Страница 13 из 41«1211121314154041»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |