კობა ჭუმბურუძე - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: ოთხ, 14.08.2013, 03:31 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიკოლას ლენაუ

თვლემას მისცემია უღრანი მუხრანი,
ფოთოლს ვერ ატოკებს ნიავი, სასალი,
სურნელი წარტაცოს რათა. გასუსულა 
მყვარი გუბურაში და ტყეში ფრთოსანი. 

მხოლოდ ელვანები, ჩინჩხლად ნაზმანები, 
სიზმარში გახვეულ ტოტებში კრთებიან, 
სული კი სუნგალით თრობას მისცემია, 
ამ ტკბილ ზმანებათა ფერხულს მინანები.

ჩუ! ტყეში ანაზდი შურშული ისმის და
უეცრად მაფხიზლებს დაბანგულ სიზმრისგან,
მკაცრი ხმა გამოკრთა ხეთაგან და მაშინ 

სული ისუსება ქარის ქანარაში.
ამგვარად მოუხმობს გამწყრალი მამა შვილს -
სახლში დაბრუნდიო, იკმარე თამაში.

In Schlummer ist der dunkle Wald gesunken,
Zu träge ist die Luft, ein Blatt zu neigen,
Den Blütenduft zu tragen, und es schweigen
Im Laub die Vögel und im Teich die Unken.

Leuchtkäfer nur, wie stille Traumesfunken
Den Schlaf durchgaukelnd, schimmern in den Zweigen,
Und süßer Träume ungestörtem Reigen
Ergibt sich meine Seele, schweigenstrunken.

Horch! überraschend saust es in den Bäumen
Und ruft mich ab von meinen lieben Träumen,
Ich höre plötzlich ernste Stimme sprechen;

Die aufgeschreckte Seele lauscht dem Winde
Wie Worten ihres Vaters, der dem Kinde
Zuruft, vom Spiele heimwärts aufzubrechen.
 
nukriaДата: ოთხ, 14.08.2013, 20:04 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიკოლას ლენაუ Nikolaus Lenau (1802 – 1850
შეღამებისჟამს

შეღამებისჟამს 
ჯანღი სუდრავს ცას,
ზაფრა სუნთქვას ჰკრავს,
ქარიც შველის თავს. 

ზეცას ელვის ალი
სერავს ფერმიმქრალი
და ხატებას, მწყრალს, 
ანდობს ტბორის წყალს.

მის გაელვებას
როს ვადევნებ თვალს,
თითქოს ცხადად ჩანს
როგორ იშლი თმას.

Sonnenuntergang

Sonnenuntergang;
Schwarze Wolken ziehn,
O wie schwül und bang
Alle Winde fliehn!

Durch den Himmel wild
jagen Blitze, bleich;
Ihr vergänglich Bild
Wandelt durch den Teich.

Wie gewitterklar
Mein ich dich zu sehn
Und dein langes Haar
Frei im Sturme wehn!
 
nukriaДата: ხუთ, 15.08.2013, 00:51 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ანა ახმატოვა
არად მინდა ლექსთა, სახოტბოთა, ჯარი 

არად მინდა ლექსთა, სახოტბოთა, ჯარი,
ელეგია, სევდად ანამღერი, 
ლექსებს უცაბედი შვენის ქარიშხალი, 
განა ყოფის მტვერი.

ნეტავ გაცოდინათ, რანაირი მწვირით 
იშობება ლექსი, ურიდალი,
ვით ბაბუაწვერა, სადმე, ღობის ძირად,
ძირხვენა და მხალი.

კოპშეკრულთა რისხვა, კუპრის სუნი ხასი, 
და კედელზე იდუმალი ობი...
ჰოდა, ლექსიც რეკავს, ცეტია და ნაზი, 
ლაღად მოსათხრობი.

Мне ни к чему одические рати
И прелесть элегических затей.
По мне, в стихах все быть должно некстати,
Не так, как у людей.

Когда б вы знали, из какого сора
Растут стихи, не ведая стыда,
Как желтый одуванчик у забора,
Как лопухи и лебеда.

Сердитый окрик, дегтя запах свежий,
Таинственная плесень на стене...
И стих уже звучит, задорен, нежен,
На радость вам и мне.
 
nukriaДата: სამ, 20.08.2013, 13:13 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოლ ვერლენი
ზღვაური


ოკეანე ოხრავს
და რაცრაცებს თვალის
ქვეშ ძაძიან მთვარის,
რაცრაცებს და ბორგავს. 

ელჭექი კი, ამ დროს,
მძვინვარე და მზაფრი,
იკანკელი ბაბრი,
ზეცას ორად აპობს.

და ლახვარი, ოდეს, 
თითქო კრუნჩხვით ხტოდეს,
ეხეთქება კბოდეს,
ელვარებს და ჰგოდებს.

მაღლით სუფევს ბნელი,
არის ქართა ღელვა
და გრიალებს ელვა
შემაძრწუნებელი.

Marine

L'océan sonore
Palpite sous l'oeil
De la lune en deuil
Et palpite encore,

Tandis qu'un éclair
Brutal et sinistre
Fend le ciel de bistre
D'un long zigzag clair,

Et que chaque lame,
En bonds convulsifs
Parmi les récifs,
Va, vient, luit et clame,

Et qu'au firmament,
Où l'ouragan erre
Rugit le tonnerre
Formidablement.
 
nukriaДата: ოთხ, 21.08.2013, 20:55 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კონსტანტინ რომანოვი
თუ ჯვრის ზიდვის არ გაქვს ძალი...


თუ ჯვრის ზიდვის არ გაქვს ძალი
და ნაღველი სულში სუფევს, 
აღაპყარი ზეცად თვალი, 
იქმენ ლოცვით დამაშვრალი
და შენდობა ჰვედრე უფალს. 

მაგრამ, დარდის უკუგდებით,
თუ დალხენილს ჰპოვებ ყოფას, 
ჰმადლი კია იმავ გზნებით, 
მთელი სულით და გონებით,
მის სიყვარულს და წყალობას?

Когда креста нести нет мочи...

Когда креста нести нет мочи, 
Когда тоски не побороть, 
Мы к небесам возводим очи, 
Творя молитву дни и ночи, 
Чтобы помиловал Господь. 

Но если вслед за огорченьем 
Нам улыбнется счастье вновь, 
Благодарим ли с умиленьем, 
От всей души, всем помышленьем 
Мы Божью милость и любовь?
 
nukriaДата: კვ, 25.08.2013, 19:05 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვლადიმერ ნაბოკოვი
იყავ ჩემთან ხალასი და ღია...

იყავ ჩემთან ხალასი და ღია,
არვინ დამრჩა ქვეყნად მე შენს გარდა,
სახლი დაიფერფლა, ტყე გაჩეხილია,
გაზაფხულზე ნისლები რო რთავდა.

სად არყები ზმანებებში თვლემდნენ,
ხეკაკუნა ხესა სცემდა... ბრძოლამ
ჯერ ძმობილი წამართვა და შემდეგ
ზედ სამშობლოც მალე მიაყოლა.

სიზმარეთში ველაციცე ლანდებს,
ცხადში დრანჯებს გავაბეზრე თავი,
ნაბოდვარი მთებში მიმოვფანტე,
სიმღერები ზღვებში ვანიავე.

შენს კერასთან გულმა წამოიწყო
წარსულ ჟამზე უსასოო დარდი,
მომეფერე და არ დაივიწყო
არვინ დამრჩა ქვეყნად მე შენს გარდა. 

Будь со мной прозрачнее и проще:
у меня осталась ты одна.
Дом сожжен и вырублены рощи,
где моя туманилась весна,

где березы грезили и дятел
по стволу постукивал... В бою
безысходном друга я утратил,
а потом и родину мою. 

И во сне я с призраками реял,
наяву с блудницами блуждал,
и в горах я вымыслы развеял,
и в морях я песни растерял.

А теперь о прошлом суждено мне
тосковать у твоего огня.
Будь нежней, будь искреннее. Помни,
ты одна осталась у меня.
 
nukriaДата: სამ, 27.08.2013, 15:15 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბულატ ოკუჯავა 

ეს ქალი! დანახვა მახევებს. 
ამიტომ, ვერ ვუცქერ, ხომ გესმის.
არა ვცნობ გუგულს და გვირილებს, 
არ დავიარები ბოშებში. 

გირჩევენ - რად გინდა ეგეთი, 
გჩხიბავენ - დილამდე გაგივლის, 
ჯადოთი, ბებლით და გუ-გუ-თი, 
ის კი... ხვალ ჩემს სახლთან ჩაივლის!

Эта женщина! Увижу и немею.
Потому-то, понимаешь, не гляжу.
Ни кукушкам, ни ромашкам я не верю
и к цыганкам, понимаешь, не хожу.

Напророчат: не люби ее такую,
набормочут: до рассвета заживет,
наколдуют, нагадают, накукуют...
А она на нашей улице живет!
 
nukriaДата: სამ, 27.08.2013, 23:31 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოეთე – შუაღამის მგზავრული
(ერთი ლექსის შვიდი ჩემეული თარგმანი)
*
მთათა თოვლა ქიმებზე
მდუმარება თვლემს,
ხეთა წვეროკინებზე
ნაზი ქიზი ფრენს,
აშურშულებს ფრთებს,
არსით ჩიტის სუნგალი,
მოითმინე, სულ მალე
დაისვენებ შენც.
*
მისცემიან მთანი
ძილს,
ფოთლის ჩქამი
არ ისმის,
სიოც არა ქრის,
ტყეში ჩიტიც აღარ სტვენს,
იყუჩე და მალე შენც
მიეცემი ძილს.
*
სერებს მორევიათ
რული,
სიმშვიდე ჰფენიათ
სრული,
ტოტიც არ ტოკავს,
ფრინველიც აღარსით სტვენს,
მოიცა ცოტაც,
იყუჩებ შენც.
*
მთებს სიმშვიდე ადგათ
ღამის,
აღარ ისმის არსად
ჩქამიც,
არა სწვდება სმენას,
ტყე დუმს როგორც განათვალი,
მოითმინე და სულ მალე
მოისვენებ შენაც.
*
შეუპყრია მთები
ძილს,
არც ფოთლები
არ იძვრის,
სიომ მიატოვა,
ტყეც ამ ძილქუშს მინებდა,
ცოტაც მოითმინე და
შენი ჯერიც მოვა.
*
მწვერვალებს უდგას დუმილის
ჟამი,
კენწეროთაგან არ ისმის
ჩქამი,
ტოტი არ ტოკავს,
მიყუჩებულან ტყეში ჩიტები.
მოიცა ცოტაც.
შენც დამშვიდდები.
*
მოადგა მთაგორებს
რული,
დუმილი ბატონობს
სრული,
ტოტი არ ტოკავს
და ტყეში ჩიტი არ სტვენს,
მოიცა ცოტაც,
იყუჩებ შენც.

Wanderers Nachtlied

Über allen Gipfeln
Ist Ruh,
In allen Wipfeln
Spürst du
Kaum einen Hauch;
Die Vögelein schweigen im Walde.
Warte nur, balde
Ruhest du auch.
 
nukriaДата: ხუთ, 29.08.2013, 16:28 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბორის პასტერნაკი

წყურვილი მაქვს მოვლენების 
დედაარსის გაგების, 
საკეთებლის, საძიებლის
გულის ფორიაქების.
განვლილ დღეთა რაობამდე,
და მათ მიზეზებამდე,
საძირკვლამდე, ფესვებამდე, 
თავად გულისგულამდე 
ჩაწვდომა და ამოცნობა,
ბედია თუ მოვლენა, 
ყოფა, განსჯა, განცდა, ტრფობა
და ახლის გამოვლენა.

Во всем мне хочется дойти
До самой сути. 
В работе, в поисках пути, 
В сердечной смуте.
До сущности протекших дней,
До их причины,
До оснований, до корней, 
До сердцевины. 
Все время схватывая нить 
Судеб, событий, 
Жить, думать, чувствовать, любить,
Свершать открытья.
 
nukriaДата: შაბ, 31.08.2013, 15:52 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვალერი ბრიუსოვი
ქალს

შენ ხარ ქალი, წიგნთა შორის წიგნი, 
გრაგნილი ხარ, ბეჭდით დანალუქი, 
მაგ ბწკარებში სიუხვეა ფიქრის, 
და ფურცლებზე ბორგავს ყველა წუთი. 

შენ ხარ ქალი, ხარ გრძნეულთა ბანგი,
მწველი ალი, მოდებული ბაგეს,
დადაგული გმინვის ნაცვლად გაქებს,
ტკივილს იხშობს ტანჯვით განათანგი.

შენ ხარ ქალი, ხარ მართალი ამით.
დრომ შეგამკო ვარსკვლავთ დიადემით,
ხატება ხარ, მნათი სათი ღამით!

რკინის უღელს შენთვის ვეზიდებით,
მთათა წიაღს ჯიქურ ვერკინებით 
და ვლოცულობთ შენზე დასაბამით!

Ты - женщина, ты - книга между книг,
Ты - свернутый, запечатленный свиток;
В его строках и дум и слов избыток,
В его листах безумен каждый миг.

Ты - женщина, ты - ведьмовский напиток!
Он жжет огнем, едва в уста проник;
Но пьющий пламя подавляет крик
И славословит бешено средь пыток.

Ты - женщина, и этим ты права.
От века убрана короной звездной,
Ты - в наших безднах образ божества!

Мы для тебя влечем ярем железный,
Тебе мы служим, тверди гор дробя,
И молимся - от века - на тебя!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость