კობა ჭუმბურუძე - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: სამ, 17.09.2013, 18:43 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბორის პასტერნაკი

თებერვალი, ცრემლის ღვაფი, 
ქვითინით წერ თებერვლისთვის,
ვიდრე მოხრიგინე ჭყაპი
გაზაფხულის გიშრით იწვის.

იხმე ეტლი, სამ აბაზად, 
ზარების და თვლების ხმაში
იქით გასწი, სადაც თავსხმა
ცრემლს და მელანს უფრო აშლის.

სადაც გუნდი ჭილყვავების,
დაბუგული მსხლების დარად,
ხიდან ტბორში ჩაცვივდება,
თვალში სევდის ჩასაღვარად.

ლილოჭრელი აქ შავდება,
იწეწება ქარის ყეფა
და ლექსები, ანაზდები,
ქვითინს უკეთ ეკინძება.

Борис Пастернак 

Февраль. Достать чернил и плакать!
Писать о феврале навзрыд,
Пока грохочущая слякоть
Весною черною горит.

Достать пролетку. За шесть гривен,
Чрез благовест, чрез клик колес,
Перенестись туда, где ливень
Еще шумней чернил и слез.

Где, как обугленные груши,
С деревьев тысячи грачей
Сорвутся в лужи и обрушат
Сухую грусть на дно очей.

Под ней проталины чернеют,
И ветер криками изрыт,
И чем случайней, тем вернее
Слагаются стихи навзрыд
 
nukriaДата: ოთხ, 18.09.2013, 17:16 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალექსანდრ ბლოკი

ოღონდაც ჩემ ახლოს ვნახო ის... 
ეს გული დაუცდის, დაუცდის... 
ცისფერი, ცისფერი თაღი ცის....
ცისფერი, ციმციმა სარკე ტბის. 

ჩემს გედებს ნეტავ ვინ ეძახის?
ან ტბაზე სიცილით ვინ დაჰქრის?
და ნუთუ მათ შორის გამოკრთის
უცები სხივები რიჟრაჟის?

მე მაინც დავიცდი, დავიცდი...
კენტად თუ გრიაში, მრეტებში...
უშფოთველ სარკეში დავინთქმი -
ავყვინთავ გედების ედემში. 

Александр Блок

Если только она подойдет...
Буду ждать, буду ждать...
Голубой, голубой небосвод...
Голубая, спокойная гладь.

Кто прикликал моих лебедей?
Кто над озером бродит, смеясь?
Неужели средь этих людей
Незаметно заря родилась?

Все равно, - буду ждать, буду ждать...
Я один, я в толпе, я - как все...
Окунусь в безмятежную гладь-
И всплыву в лебединой красе.
 
nukriaДата: პარ, 20.09.2013, 16:29 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ევგენი ბარიატინსკი
რომანსი


ნუ დაგავიწყდები, განმარტოებისას
თუკი დაიდარდო, გამიხსენე მეც,
სთქვი: დარდი ხრავს მასაც, უცხო მიწის ხიზანს, 
და სამშობლოსაკენ მოსდევს ფიქრის ფრთებს. 
ნუ დაგავიწყდები!

ნუ დაგავიწყდები, როცა ილხენთ ერთად, 
უჩურჩულე დობილს: აქ არ არის ის!
თუმც ოდესღაც ჩვენთან ერთად მოილხენდა 
და მეფიცებოდა: შუქი ხარო მზის!
ნუ დაგავიწყდები!..

Не позабудь меня в твоем уединеньи,
В час грусти, милая, припомни обо мне;
Скажи: теперь и он тоскует в отдаленьи
И мысленно летит к родимой стороне.
Не позабудь меня! 

Не позабудь меня, развеселясь с друзьями,
Подруге истинной шепни: его здесь нет!
Но некогда и он резвился вместе с нами
И страстно мне твердил: с тобой милее свет!
Не позабудь меня!
 
nukriaДата: კვ, 22.09.2013, 23:11 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოეთე
ღვთაებრივი ღამე


ქოხს, პატარას, მივატოვებ, 
ჩემი სატრფოს სამყოფელს,
ფეხაკრეფით მივაშურებ
უკაცურ და უღრან ტყეს.
მთვარე ჩაჭვრეტს ეწერ-მუხრანს, 
სიო ამხელს სხივთა კვალს,
არყის ხენი, ქედის მოხრით, 
კეთილ სურნელს ჰფენენ გარს. 

ვეწაფები ამ სიგრილეს
ღვთაებრივი ღამისა,
რა სიმშვიდის განცდა ბრილავს,
სული შვებით ამივსო.
ვნებით გულიც ამიჩქროლდა,
მაგრამ, ცაო, გაწბილდი,
ათას ამგვარს გულისსწორთან
ერთ ღამეში გავცვლიდი. 

Die schöne Nacht

Nun verlaß' ich diese Hütte,
Meiner Liebsten Aufenthalt,
Wandle mit verhülltem Schritte
Durch den öden, finstern Wald:
Luna bricht durch Busch und Eichen,
Zephyr meldet ihren Lauf,
Und die Birken streun' mit Neigen
Ihr den süßten Weihrauch auf.

Wie ergötz' ich mich im Kühlen
Dieser schönen Sommernacht!
O wie still ist hier zu fühlen,
Was die Seele glücklich macht!
Läßt sich kaum die Wonne fassen,
Und doch wollt ich, Himmel, dir
Tausend solcher Nächte lassen,
Gäb mein Mädchen eine mir.
 
nukriaДата: ხუთ, 26.09.2013, 00:21 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალექსანდრ ბლოკი
გიგუმანე

გიგუმანე ახლა, წლები მიღმა მიჰქრის, 
იმავ ხატით გიგუმანე ახლა. 

ცისკიდური იწვის ელვარებით ცისკრის,
და სიყვარულს ჩუმი სევდა ახლავს.

ცისკიდური იწვის, მოვლინების დროა,
თუმც მაგ ხატის შეცვლა შემაშფოთებს,

ეჭვი, არდამრიდი, წამიერად მოვა,
ჩვეულ ნაკვთებს ვერ ვიხილავ ოდეს.

ჰოი, რარიგ დაბლა დავეცემი ამ დროს,
ვერ მოვთოკავ როს ოცნებებს, მძაფრებს,

ცისკიდური ჩაღობს, ნათელია ახლოს, 
მაგრამ შენი ხატის შეცვლა მზაფრავს.

Предчувствую Тебя. Года проходят мимо —
Всё в облике одном предчувствую Тебя.

Весь горизонт в огне — и ясен нестерпимо,
И молча жду,— тоскуя и любя.

Весь горизонт в огне, и близко появленье,
Но страшно мне: изменишь облик Ты,

И дерзкое возбудишь подозренье,
Сменив в конце привычные черты.

О, как паду — и горестно, и низко,
Не одолев смертельные мечты!

Как ясен горизонт! И лучезарность близко.
Но страшно мне: изменишь облик Ты.
 
nukriaДата: ხუთ, 26.09.2013, 00:30 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოეთე
ბელინდას

მაგ ბრწყინვალებას რომ მაზიარე,
არმოყვარული ამის,
ნუთუ გგონია მაკლდა სიამე 
სიმარტოვეში ღამის.
შეკეტილს, მიღმა სენაკის კარის,
მეფინა შუქი მკრთალი, 
და, განბანილი სხივებით მთვარის, 
ტკბილი ზმანებით მთვრალი, 
იქ ვოცნებობდი ბედნიერ ჟამზე,
სავსე ხალასი ვნებით,
და შენი ხატი, ღვთიური ასე, 
მკერდში ღვიოდა გზნებით.
ვეღარ ვცნობ ჩემს თავს, კანდელთა ალის,
ბანქოს და კვამლის წერას, 
და ვეგუები შენი ამალის 
უგვან სახეთა ცქერას.
მე გაზაფხულის აჟუჟუნებას
აღარ დავეძებ ველად,
რადგან შენა ხარ თავად ბუნება, 
შემკული ათასფერად. 

An Belinden

Warum ziehst du mich unwiderstehlich,
Ach, in jene Pracht?
War ich guter Junge nicht so selig
In der öden Nacht?
Heimlich in mein Zimmerchen verschlossen,
Lag im Mondenschein,
Ganz von seinem Schauerlicht umflossen,
Und ich dämmert ein;
Träumte da von vollen goldnen Stunden
Ungemischter Lust,
Hatte schon dein liebes Bild empfunden
Tief in meiner Brust.
Bin ichs noch, den du bei so viel Lichtern
An dem Spieltisch hältst?
Oft so unerträglichen Gesichtern
Gegenüberstellst?
Reizender ist mir des Frühlings Blüte
Nun nicht auf der Flur;
Wo du, Engel, bist, ist Lieb und Güte,
Wo du bist, Natur.
 
nukriaДата: ხუთ, 26.09.2013, 17:23 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კონსტანტინ ბალმონტი

ქალი ჩვენთანაა, როცა ვიბადებით,
ქალი ჩვენთანაა თვით სამარის კართან. 
ქალი ალამია, მტერს თუ ვერკინებით, 
ქალი - სიხარული ახელილთა თვალთა. 
პირველშეყვარების განცდა, იდუმალი, 
მისწრაფების, ჩვენის, მხნეობა და ძალი.
სამართლისთვის ომში გაუმქრალი ალი, 
ქალი მუსიკაა, სინათლეა ქალი.

Женщина - с нами, когда мы рождаемся,
Женщина - с нами в последний наш час.
Женщина - знамя, когда мы сражаемся,
Женщина - радость раскрывшихся глаз.
Первая наша влюбленность и счастие,
В лучшем стремлении - первый привет.
В битве за право - огонь соучастия,
Женщина - музыка. Женщина - свет.
 
nukriaДата: ორ, 30.09.2013, 02:53 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალექსანდრ ბლოკი

მეც მიყვარდა და ჩემშიც დარჩება
ტრფობის ტკივილით გიჟური თრობა 
და დამარცხება, და გამარჯვება, 
სიტყვები - მტრობა და მეგობრობა.

მრავლნი იყვნენ... ბინდით ბურვილი
მოგონებანი, სიზმართა ლანდი...
და უცნაური მიპყრობს სურვილი
რომ ვიმეორო სახელი მათი.

მრავალნი იყვნენ, გარნა ვეცადე 
ერთად შემეკრა მე მათი წყება, 
დიდებულებით, რასაც ვუწოდე
ჩემი სიცოცხლე და ჩემი გზნება.

და, ვნების წესის აღსრულებისას,
ავმაღლდებოდი როცა კი ხმელზე,
მე უკვე სხეულს ვხედავდი სხვისას
საბედისწერო ამ სარეცელზე. 

იგივ ალერსი, იგივ სიტყვები,
თრთოლა ბაგეთა, ჟინმორეული, 
თვალმიჩვეული იგივე მხრები...
სამზეო, ვნებაგამოლეული.

ეს გული სხვაგვარს იგრძნობს მხნეობას,
მწვერვალებიდან ზვავებს რომ მოვწყვეტ
და გავუგზავნი დაბლით ხეობებს,
ჩემი ტრფობის და ამბორის მოწმეთ.

И я любил. И я изведал
Безумный хмель любовных мук,
И пораженья, и победы,
И имя: враг; и слово: друг.

Их было много... Что я знаю?
Воспоминанья, тени сна...
Я только странно повторяю
Их золотые имена.

Их было много. Но одною
Чертой соединил их я,
Одной безумной красотою,
Чье имя: страсть и жизнь моя.

И страсти таинство свершая,
И поднимаясь над землей,
Я видел, как идет другая
На ложе страсти роковой...

И те же ласки, те же речи,
Постылый трепет жадных уст,
И примелькавшиеся плечи...
Нет! Мир бесстрастен, чист и пуст!

И, наполняя грудь весельем,
С вершины самых снежных скал
Я шлю лавину тем ущельям,
Где я любил и целовал!
 
nukriaДата: კვ, 06.10.2013, 01:17 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაინერ მარია რილკე
განშორება

განცდა განშორების - ტკივილით მომეცა. 
აწ ვიცი რაცაა, ბნელი და უხეში,
ტრფობის შეხსენებით რომ გვიშვა ნუგეში,
მერე კი წარგვტაცა და მილეწ-მოლეწა.

გავცქერდი უმწეო და მაკანკალებდა
მშვიდობით გევლოსო! - შორეთით მესმოდა, 
ხოლო ის იდგა ვით.... მთელი საქალეთი, 
ესოდენ თეთრი და პატარა ესოდენ.

ხელი შეარხია და სევდით დამდაღა, 
იყო ეს შურშული სადარი ნიავის, 
ვითა ვთქვა...თითქოსდა ტოტიდან ქლიავის 
დამფრთხალი გუგული აფრინდა ახლახან.

Abschied

Wie hab ich das gefühlt, was Abschied heißt. 
Wie weiß ichs noch; ein dunkles unverwundnes 
grausames Etwas, das ein Schönverbundnes 
noch einmal zeigt und hinhält und zerreißt.

Wie war ich ohne Wehr, dem zuzuschauen, 
das, da es mich, mich rufend, gehen ließ, 
zurückblieb, so als wärens alle Frauen 
und dennoch klein und weiß und nichts als dies:

Ein Winken, schon nicht mehr auf mich bezogen, 
ein leise Weiterwinkendes —, schon kaum 
erklärbar mehr: vielleicht ein Pflaumenbaum, 
von dem ein Kuckkuck hastig abgeflogen.
 
nukriaДата: სამ, 12.11.2013, 17:40 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იოჰან გოთფრიდ ჰერდერი
მთვარე


ბრძენკაცო, ნუთუ ჯერაც გადარდებს
ჩიათა გესლი, შურის თანმხლები?
სადაც კი მთვარე სხივებს განაფენს,
იქ ღავღავებენ მიწყივ ძაღლები,
ის კი მივალს და მიაფრქვევს ნათელს,
რათა გაფანტოს ღამის თალხები.

Der Mond

Und grämt dich, Edler, noch ein Wort
Der kleinen Neidgesellen?

Der hohe Mond, er leuchtet dort,
Und läßt die Hunde bellen
Und schweigt und wandelt ruhig fort,
Was Nacht ist, aufzuhellen.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость