კობა ჭუმბურუძე - Page 18 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: ხუთ, 20.02.2014, 17:28 | Сообщение # 171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაბინდრანატ თაგორი
მარადიული სიყვარული


იცი, ასე მგონია, რომ ყოველთვის მიყვარდი,
ნაირგვარი ხატებით მხიბლავდი და მჩხიბავდი,
ყველა მოვლინებისას, ყველა დროში, მარადჟამს.

სული, შენგან ტყვეული, სიტყვათაგან ჩამოწნავს
ლექსებს, სასიმღეროებს, ათასფერი ჰანგისას,
შენ კი იზიარებ მას, ნაყოფს ტრფობის ბანგისას,
ყველა მოვლინებისას, ყველა დროში, მარადჟამს.

ოდეს მესმის თქმულება, სიძველემ რომ დაბინდა,
ჩამქრალ-კვლავაღგზნებული სიყვარულის ამბიდან,
ძველთაძველი ზღაპრიდან, ჟამის ქუში ქანდიდან,
შენი მშვენი ხატება, ათინათი ნათება,
შორით შუქურ-ვარსკვლავის დარად დაიბადება.

ასე მიგვალივლივებს სიყვარულის მდინარე,
უხსოვარი დროების გულში წარმოშობილი,
უამრავი მიჯნური გვახლავს, პირმომცინარე,
შეყრა-გაყრის განცდათა ცრემლებით დალტობილი,
შერწყმის ვნებით ხმობილი, გარნა რიდით პყრობილი -
ლტოლვა, მარად ახალი, დროით გამოწრთობილი...

და ეს მიწყივ გიზგიზა ალი ტრფიალებისა
თავის ადგილს ეღირსა.
შენს ფერხთით განეფინა ნიშნად მორჩილებისა,

სიხარული ყოველი და ნაღველი ყოველი,
ერთგულების მთოველი სული, მარადცხოველი,
არის ჩვენს სიყვარულში ერთად მონაგროველი.

ყველა შეყვარებულის ხსოვნით გაჯერებულა
და ერთ ჰანგად ქცეულა, რაც კი გაჟღერებულა...
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 16:54 | Сообщение # 172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადალბერტ ფონ შამისო – გაზაფხული და შემოდგომა

გაზაფხულს უწია დრომ და
რჩეულს რომ დაუხვდეს ღირსად,
ყვავილთა მდიდრული ბლონდით
მორთულა ქალწული მიწა.

ტრფიალის ჟამი აქვს ფრინველს,
ჭალა წაულეკავს ჰანგებს,
სუყველა იმღერს და ილხენს,
ბუდეს მონდომებით აგებს.

სიცოცხლეს ზეიმის დრო აქვს,
გაზაფხულს უგალობს ვნებით,
მას ხომ სიხარული მოაქვს,
ხოლო მე, სიმშვიდით ჩემით

შენ, მიწავ, გიტოვებ ფარჩას,
მგოსანნო, თქვენია ჰანგი,
ჩემთან კი დე დარდი დარჩეს,
და მკერდში ტკივილის თანგი.

ჩემში შემოდგომა გოდებს,
ნისლიან ქარებით მერჩის,
მიძარცვავს დალეწილ ტოტებს,
გვირგვინი ჩამიმხო მტვერში.

Adelbert von Chamisso (1781 – 1838)
Frühling und Herbst

Frühwahr, der Frühling ist erwacht;
Den holden Liebling zu empfahn,
Hat sich mit frischer Blumenpracht
Die junge Erde angetan.

Die muntern Vögel, lieberwärmt,
Begehn im grünen Hain ihr Fest.
Ein jeder singt, ein jeder schwärmt
Und bauet emsig sich sein Nest.

Und alles lebt und liebt und singt
Und preist den Frühling wunderbar,
Den Frühling, der die Freude bringt;
Ich aber bleibe stumm und starr.

Dir, Erde, gönn ich deine Zier,
Euch, Sänger, gönn ich eure Lust,
So gönnet meine Trauer mir,
Den tiefen Schmerz in meiner Brust.

Für mich ist Herbst; der Nebelwind
Durchwühlet kalt mein falbes Laub;
Die Äste mir zerschlagen sind,
Und meine Krone liegt im Staub.
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 16:55 | Сообщение # 173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტი – გაზაფხულის წვიმა

სარკმელს გარე სინათლე ჩანს,
ღრუბლებშუა მზე იღვრება,
ბეღურა კი სილას ქექავს,
გუნგრაობს და იგანგლება.
ციდან, თითქო მიწამ იხმო,
დაეშვება რწევით ფარდა,
ტევრი გარინდულა მიღმა,
ოქროფერი შვენის ქანდა.
მინას ნამი მიეპკურა,
ცაცხვი აფრქვევს თაფლის სუნებს,
ბაღს კი რაღაც მიეპარა
და ჩვილ ფოთლებს უწკაპუნებს.

Еще светло перед окном,
В разрывы облак солнце блещет,
И воробей своим крылом,
В песке купаяся, трепещет.
А уж от неба до земли,
Качаясь, движется завеса,
И будто в золотой пыли
Стоит за ней опушка леса.
Две капли брызнули в стекло,
От лип душистым медом тянет,
И что-то к саду подошло,
По свежим листям барабанит.
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 22:39 | Сообщение # 174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგიგზავნი ნიავს

ენძელებით მიწა აიწეწა,
ნამგალებს კი დაუკაწრავთ ზეცა,
ტყე შექუჩქუჩებულა,
რუ არუკრუკებულა
და რტოებში გაზაფხული ჩქეფს.
ეს ყოველი განა სიზმარს არ ჰგავს,
სიყვარულის ფუნჯით მონაქარგავს,
მე ისევ გელოდები,
ისევ მეიმედები,
ან კი შენს თავს რა დამავიწყებს.
მოდი თორემ მოგიგზავნი ნიავს,
შენი რისხვის რომ არ ეშინია,
მას ვერ გაებუტები,
მოვა, ჩაგეხუტება,
გაკოცებს და გაგიჩეჩავს თმებს.
 
nukriaДата: ორ, 03.03.2014, 16:32 | Сообщение # 175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღე რა უცბად გამეპარა სამზადში და მარანშია,
ვახშმის დროა ჩემო ყველავ, ადე, ნუთუ არა გშია?
ზურგიელი, სუკი, ყველი, იქაც მსუყე ბოზბაშია,
არც ვინ არი შენი დარი ჯამში პურის მოსმაშია.
ვიყოჩაღე, ჩემი ვაცი რაზედ უნდა დამემშია?
გენაცვალოს დარეჯანი მაგ ნამგალა წარბებშია…
- სიყვარულით მაძღარი ვარ! არც მწყურია, არცა მშია!
ლუარსაბი გეხუტუნოს მაგ ბუთქუჩა ღაბაბშია!
ღმერთის გარდა ვინ მამცემდა ქალსა მე შენსნაირასა,
კვანწი ჰქენი დარეჯანო, მე შამოვკრავ დაირასა,
პაწპაწინა ნიგვზის ტოტო, ნუ დამლიე ყოყმანითა,
მოდი, გული გამიხარე მაგ ნარნარი გოგმანითა,
მემრე აქვე კოტრიელა, მე კი გეტყვი ნანასაო,
ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასაო.
 
nukriaДата: სამ, 04.03.2014, 01:00 | Сообщение # 176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი სიტყვით

კობას მიაშურეს ერთხელ კითხვით:
ამდენ ლექსის წერას არ ჯობს განა,
უმეტაფორებოდ, ორი სიტყვით,
ახსნა სიყვარულის გამოცანა.

დიდად არ გარჯილა კობა ბაბუ,
ან კი რაღა უნდა ეთქვა მეტი,
ადგა, გამოცანას ახსნა ტაბუ:
სიყვარულიაო… ერთმანეთი…
 
nukriaДата: სამ, 04.03.2014, 02:38 | Сообщение # 177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი მღერის

ხანდროს, როცა დაღლილ ქალაქს ფორიაქის შნო აღარ აქვს,
როცა მისი შმაგი ვნება მიცხრება და მინელდება,
როცა რული ეკიდება სულს, სიმშვიდემონაშიებს, ხოლო კაბადონი ტატნობს ძოწად შემოიარშიებს,
მხოლოდ ქუჩის ქარი არ თმობს და არ იშლის ზუზუნ-შრიალს, იყუჩე და შენც მოგართმევს მოტაცებულ მელოდიას, რადგან სადღაც, ახლო-მახლოს მოსიმღერე ქალი სახლობს.
გული ხშირად შეუძრია განცდას, მისგან გამონახმობს.
ამ სიმღერას შეუძლია მეშვიდე ცას მიგაახლოს, სულში სევდა ჩაგისახლოს ან იმედი გაგიახლოს.
ქალი მღერის და გიტარას წყურვილი აქვს უკეთ ჟღერის, შთაგაგონებს რაგინდარას უცხო ნუსხი ამ სიმღერის და თუმცაღა აზის დაღი უცნაური ბედისწერის, არის ღუღუნა და ლაღი, დარი ჩვილი ფშანის ჩქერის.
ხოლო მოკამკამე თაღი, ოცნებებით დასალახი ზეცის, ჯიქურ ლილაფერის, არის უსასრულოდ წმინდა…
ქალი მღერის, შორი გზიდან რახანია სატრფოს ელის და გიტარის გრძნეულ სიმებს, მის თითებში მოზიმზიმეს, გინდა სულ უსმინო, გინდა დიდხანს, დიდხანს გაერინდო ამ ღვთაებრივ ჰარმონიას, ხან წკრიალას, ხან მონიოს…
და თუ ადრე მე ეს ჰანგი მაგონებდა ყვითელ ფოთოლს, ახლა მოსდევს სულ სხვა ბანგი, სხვა სული სურს მოგაწოდოს.
ხოლო ქარით დაღლილ ქუჩებს ნება-ნება ეფინება მწუხრი, თალხი და ცრიატი.
და დაისის გაბრძოლება, სხივი, ურჩი და თავნება, ჩასაქრობად აწრიალდა.
 
nukriaДата: ოთხ, 12.03.2014, 23:07 | Сообщение # 178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიდი მეარღნევ ატრიალე ეგ სახელური
ძველი თბილისი მომენატრა,ქეიფი ტივზე
ფაეტონების გაჭენება ორთაჭალაში
ყარაჩოღლების პაექრობა მეტეხის ხიდზე.
სადაც ქუჩაში ათენებენ კოჯრის გლეხები
გიმნაზიელებს შეუხსნიათ მკერდის საკინძე
ფეხარეული მიჰყვებიან ავლაბრის აღმართს
ბადეებს შლიან მებადურნი გაღმა ნაპირზე..
,,დროგები,,თვლემენ ვორონცოვის ხიდის ბოლოში
დაღლილი კინტო ოფლს იმშრალებს ბაღდადის ყუით
ჩამოირბინა სოლოლაკის აღმართებიდან
ვინმე თულუხჩმა ცარიელი ფერადი თუნგით... 
გადაძახილი უბნებიდან უბნებს აცოცხლებს
ღამეა მაგრამ სიყვარულის არ სძინავს ქალაქს
დაათენდებათ ნალოთავებ ბაღებს უზმოზე
და პოეტები მთაწმინდასთან იწყებენ კამათს...
აჭიხვინდება დაკარგული კვიცი სიონთან
აედევნება უკანასკნელ ფაეტონს მშვიდად
სამიკიტნოებს დატოვებენ ლოთი კაცები
(ორთაჭალაში დღეს ქეიფი ნამდვილად ღირდა)
მთვარე ზენიტში მოკალათდა ღიმილნარევი
ურმების რიგი და ხორხოცი ბაზრის კარებთან
უძინარ ქალაქს ეღვიძება ნელი ზმორებით
და მეც მივწექი გადაღლილი ურმის თვალებთან...
მიდი მეარღნევ ატრიალე ეგ სახელური
ძველი თბილისი მომენატრა,ქეიფი ტივზე
ფაეტონების გაჭენება ორთაჭალაში
ყარაჩოღლების პაექრობა მეტეხის ხიდზე.

ბადიშ ხურსილი
 
nukriaДата: პარ, 14.03.2014, 09:34 | Сообщение # 179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინა თქვა, რომ ჩემი საქმე მარტო ჩემი მახათია
და ამ ქვეყნის მომავალი ჭიპის ქვემოთ მახატია.

ვარ თბილისის ერთი შვილი და ბულბული ვარ მაგისი,
სულ მაგისთვის გავაცვითე ეს მახათი და სადგისი.

ერთი ნახეთ, რარიგ შვენის ბალკონი და ქვაფენილი,
ან სარეცხი, რაზნაცვეტნი, ჩემ როზასგან გაფენილი.

ამ ქალაქის გრაჟდანი ვარ, მეც მაქ ჩემი უფლებები,
რადგანაც რომ ყველასათვის მე ვაკერებ ტუფლებები.

ოცი წელი ჩემ ბუტკაში წყნარად ვზივარ, როგორც უტკა,
მაგრამ თბილისს თუ დასჭირდეს, ენაცვალოს ჩემი ბუტკა.

ვინც ფიქრობს, რო ეს სიტყვები ცარიელი არი შუტკა,
არ აუდგა გვერდები და არც სხვა რამე არ აუდგა.

მშობელ მიწას ეძღვნერება ჩემი შრომა-გარჯილობა,
თუმცა ზოგი რას გამიგებს სამშობლოსთვის ტანჯვილობა.

ვერც მე ვუგებ, ამ ქვეყანას უნამუსოდ ვინც რომ ყიდებს,
რომელიც რომ ნაპარავით მუთაქები გაიდიდებს.

ვენაცვალე შენი მტკვარს და ზედ გადებულ ყველა ხიდებს,
და იმასაც ვენაცვალე, უფრო დიდებს ვინც... გაგვიდებს...
 
nukriaДата: შაბ, 22.03.2014, 11:17 | Сообщение # 180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რუბიკონი - პრაგრეს გალისა

ეს პრაგრესი სუ შასცვალა ჩემ ქალაქის იერ-ვიდი,
ბავშობიდან რაც რო მახსომს, დარჩა მარტო სამი ხიდი.

ძველ ადგილზე ისე შუსტრად აშენებენ ახალ-ახლებს,
დაჟე მესტნი ჟიტელები ვერ აგნებენ თავის სახლებს.

სხვა უბანში რო გახვიდე, შაიძლება დაიკარგო,
მგონი დროა, რო აქედან პარიჟისკენ ავიბარგო.

უჟე ანტიკვარში გადის მაგნიტაფონ-პატეფონი,
ქალზეც შიშით ვერ აკოცებ, რო არ გასკდეს სილიკონი.

აღარც შოვიანი ჩულქი, აღარც ლამპის ნეჟნი შუქი,
დუდუკის ხმას სადღა გაგებ, ისმის მარტო ჯაგი-ჯუგი.

მეჟდუ პროჩიმ, ეგ პრაგრესი განა მარტო ცუდი შვრება,
ზოგი ძველი პრაბლემებიც სამუდამოდ იკარგება.

აღარც მახსომს ვაღარშაკა, დანოსჩიკი ჩვენი უბნის,
პირში ფრაჟის კოვზის გემო, მაზოლები ცებოს ტუფლის.

რისკი იყო რამოდენა აბანოში წაკუზვები,
ეხლა ყველას სახლში უდგას ვანები და ჯაკუზები.

ჰამაც კარგი, ჰამაც ფინთი, ეს ცხოვრებაც ეგრე მიდის,
დავრჩით ძველი ქალაქლები ანაბარად სამი ხიდის.

თბილისო-ჯაან, მართალია გული ბევრჯერ მომიკალი,
მაინც შენი რუბიკა ვარ, შენი ბოლო მოგიკანი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость