კობა ჭუმბურუძე - Page 28 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: სამ, 14.10.2014, 17:41 | Сообщение # 271
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თარგმანი ნიდერლანდურიდან (30-ე ენა)
მარტინუს ნეიჰოფი
ჰოლანდია თავზე შენი დამტრიალებს ჰაერი,
ცა - სამეფო მზის და ფრთამალ ქართა,
ხან მაგზნებდა ბობოქარი ზღვაური,
ხან იყავი დედის მყუდრო კალთა. ცეცხლოვანი ვნებები და ზრახვები
ბრუნდებიან ძარღვთა ასაძგერად,
ვით სოფლების მოციმციმე არხები
და ველები, დაკუწულნი ჭრელად. სჭვალავს სარკმელს მწუხრის შუქი ლუში,
გრემან ავეჯს ფიქრი ეძალება,
თითქოს ყოველს მოერია ქუში. უფლის თნება სისადავეს რჩება:
კაცის ლურჯ კვართს, ქალის თეთრ წინსაფარს
და გულდაგულ გახამებულ კაბას.
Holland Boven mijn hoofd hebt gij uw lucht gebreid:
Een hemel, rijk van zon en wijd van wind -
Terwijl ik juichend door de ruimten schrijd,
Of aan uw borst lig als een drinkend kind. Rood van verlangen, bonzende van vragen,
Ging weer een stuwen door mijn bloed, als breede
Dorpen aan uwe glanzende einders lagen,
En slooten weiden in figuren sneden. Het avondlicht zinkt door de vensters binnen.
De bruine meubels denken aan elkaar,
Een stervend woord wil overal beginnen - 't Eenvoudig leven Gods is diep en klaar:
Een man in blauwen kiel en een vrouw in een
Geruiten rok en witten boezelaar.
 
nukriaДата: ოთხ, 31.12.2014, 13:27 | Сообщение # 272
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შარლ ბოდლერი
კატა

ციცავ, ჩამეხუტე, გულს დაუცხრე ალი,
ჩააბრუნე თათში ბასრი ბჭალი,
მისრუტავდეს ნეტავ ეგ ლამაზი თვალი
შენივთული აქატი და რვალი.

მოცალეობისას, ოდეს ხელი ვნებით
ეფერება შენს ჩამოქნილ სხეულს,
დაე დათვრეს იგი ჩუმი ნეტარებით,
როს შეგიგრძნობს დამუხტულს და გრძნეულს.

და ვიგონებ სატრფოს, შემოხედვას მისას,
ასე რომ ჰგავს შენსას, მხეცუნია,
სუსხიანს და უცხოს, გულის გამპობ ისარს,

თხემით ტერფებამდე რო მწყურია,
მსუბუქ ეთერსა და მაცდურ სურნელებში,
მოლივლივე მისი ტანი, მრეში.
 
nukriaДата: ოთხ, 31.12.2014, 13:39 | Сообщение # 273
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულს
რადიოსადგურს უსმენს პარიზი:
უთანაბრობა დროებამ შთანთქა,
ახლა ჩვენია ეს ასპარეზი!
 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 15:54 | Сообщение # 274
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდესაც წავალ, აქ დარჩება ჩიტის ჭრიახი,
დარჩება ბაღი, შეფოთლილი ხით
და შეფეთქილი ჭით.

იქნება ზეცა ძველებურად ლურჯი და წყნარი,
და, როგორც ახლა, კვლავ იზრიალებს
სამრეკლოს ზარი.

მოკვდება ყველა, ვინც მათბობდა სააქაოში,
და განახლდება ყოველ წელს ხალხი,
და სადმე, ჩემი მოყვავილე ბაღის ბაოში,
ვიბორიალებ აჩრდილი თალხი.

როდესაც წავალ, არ მექნება მარტოსულს ჭერი,
არც თეთრი ჭა და არც მწვანე ბაღი,
არც ცა მექნება, მშვიდი, ცისფერი,
აქ კი დარჩება, უწინდებურ, ჩიტის ჭრიახი.
 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 15:55 | Сообщение # 275
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაწუწულ ასფალტს დაებნევიან
ანაბზინები შუკათა შუქის,
მერე ქრებიან, ისევ ჩნდებიან
მიმქრალ ციმციმში პლანეტის, ქუშის.
აუტაცია ქარს ზეწარივით
სველი ესკიზები.
ჩვენ სასოებით ავიტუზებით,
თავშესაფართან, როგორც ბუზები,
ბუზები, თოვლში მონაბუზები.
ვის უნდა ავუხსნათ, ვინ არის გამგები
უკანა ხედის სარკის ალქიმიის:
იქნებ საპყარი, ანდა გამვლელი,
ისევ იქ რომ ჰკვეთს ქუჩას, წვიმიანს.
გვახსოვს სახლები, გვახსოვს ის წლები,
მოგვწონს სიმართლე იმჟამინდელი.
მთლად გალუმპულან ჩემი ფურცლები,
ქვაფენილებზე მიმოფანტული,
ამოფრენილა სიტყვებიდან მღვრიე მელანი,
მოვალს მომავლის
მოგონებანი.
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 23:12 | Сообщение # 276
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოცდახუთსა ამ თვესაო ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
და ამ ჟამის დამდეგსაო ალბათ როგორ ენთე ცაო,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხებმა კალთა მოგივერცხლესაო,
რჩეულმა კი მაცნე სხივი მოუვლინა მწყემსებსაო,
უხსოვარი მოლოდინის აღსრულება აუწყა და,
იმ იმედის განახლება, ცოდვებმა რომ გამოფიტა,
როს უფალმა სიტყვა იგი ხორციელით აუცხადა,
კაბადონი აწკრიალდა ანგელოზთა გალობითა.
ქერუბიმთა ზე გაქვს ბინა შენ, შობილო ეხსა შინა,
ახალი გზის წინამძღვარად მამამ სოფლად მოგავლინა
და განახვენ ჩვენთვის კარი საუკუნო ნეტარების
ღვთის და კაცის შენივთების, ცისგან მიწის შეყვარების,
მწყემსო ჩვენო, წყაროვ ჩვენი სიმშვიდის და სიხარულის,
კაცის ენა როგორ იტყვის შენი არსის სიდიადეს,
მაშ მიიღე სანაცვალოდ ოქროს, გუნდრუკის და მურის
ის სანთელი, ამაღამ რომ ჩემს სარკმელში იკიაფებს.
 
nukriaДата: ოთხ, 07.01.2015, 21:12 | Сообщение # 277
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა, როცა სანთლებს ვანთებთ
და ერთმანეთს ვეფერებით
და მოყვასის სიყვარულით
არის ჩვენი გული სავსე,
შვილებს გამრავლებით ვლოცავთ,
წყვილებს - ტკბილად შებერებით
და ღმერთსა ვთხოვთ კიდევ ერთხელ
აგვარიდოს ყველას ნავსი,
ვაღიაროთ, არ რა არის
სილამაზით ამის მსგავსი,
იქნებ შევრჩეთ ამ განწყობას,
დიდხანს, დიდხანს ვიყოთ ასე...
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:18 | Сообщение # 278
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როს შვინდი, აფეთქებული

როს შვინდი, აფეთქებული, ეკეკლუცება ქიზ ქარებს,
ან ვარსკვლავების კრებული კამარას მოასიზმარებს,
როს რიბირაბო იალებს და ნაკადული წკრიალებს,
ყელაღერილი გვირილა სიოსგან შეიჟრიალებს,
ელვანა როცა გაკვესავს, ფიფქი რომ თვალში ჩადნება,
და ასპიროზი, ჩახჩახა, მზეჩაის დაექადნება,
ცას რო გაკაწრავს ნამგალა, თავის სილაღის მკვირველი,
ყოველთვის გამახსენდება შენი დანახვა პირველი.
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:18 | Сообщение # 279
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული არ არის სილამაზე,
სიყვარული არ არის სინაზე,
შიშველი ფეხები მშრალ-სველ ქვიშაზე ..
სიყვარული არ არის ფული ..
დარდიან ფიქრით გახეთქილი გული ..
სიყვარული არ არის მონატრება,
სურვილების ნუსხა და კმაყოფილება ..
სიყვარული არ არის ბოჰემა ..
ცრემლით სველი ღამეების თოკზე გაფენა ..
სიყვარული არ არის ფიცი ..
სიტყვით გაცვეთილი ნიჭი ..
სიყვარული არ არის სექსი ..
კექსი, ორი კოკაკოლა, ჩიზქეიქი ..
სიყვარული არ არის იმედი ..
ფაშატს უყვიროდა ულაყი ირემი ..
სიყვარული არ არის სიკვდილი ..
ეს წამი მინდა ვიცოცხლო ღიმილით ..
სიყვარული არ არის დილემა ..
რაც უფრო მეტს გასცემ უფრო არ ილევა ..
სიყვარული არ არის უფლება ..
დახატული მზე, ხელის გული, ჩახუტება ..
სიყვარული არ არის ადამიანი ..
ადამ რა გვარი ხარ? მგონი იანი ..
სიყვარული არ არის კოკაინი ..
თუმცა ამბობენ ჯობიაო კოკაინი ..
ამბობენ სიყვარულს ვერავინ ახსნისო ..
სამაგიეროდ ის ხომ ბევრს დახსნის ..
ამბობენ სიყვარული ღმერთიაო ..
როგორ ? სიყვარულიც უფლის შექმნილია ..

***
- როგორ გიყვარვარ?
რა არის სიყვარული?
(9 წლის ელენიკოს პასუხი)
- რა არის სიყვარული არ ვიცი მაგრამ ..
ისე მიყვარხარ როგორც შემიძლია ..

ლინონი 10.01.15
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:19 | Сообщение # 280
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვისთვის და როგორ
***
ზოგჯერ სიცოცხლე კაპიკად გიღირს,
ზოგჯერ კვდები და დარჩენა გინდა...
ხან სტირი გულში და ბაგით ღიღინს,
აგრძელებ,
ხვდები რომ მოსვლა ღირდა.

ვინ, ისე მიდის სიყვარულს ნატრობს,
ზოგი უყვართ და გულს არ აკარებს,
ვინ მძიმე უღელს მიათრევს მარტო,
ვინ სნეულების შიშით კანკალებს.

ვისთვის ოცნება მზეზე მწველია,
ვის სინზე უდევს ინატრა რაიც,
ვისთვის სიკვდილი სანატრელია,
მაგრამ სიცოცხლეს აფასებს მაინც.

/ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость