კობა ჭუმბურუძე - Page 29 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:20 | Сообщение # 281
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
თავხედი ქარი მოვარდა კვლავ და
დავარცხნილ ნუშებს უწეწავს აპრილს,
მოგიტანს სათქმელს გულში რომ კლავდა
და შენს ფეხებთან ლექსებად დაყრის.

ნუ გერიდება, დაადგი ფეხი,
გათელე ყველა რითმა და სტროფი,
ნაწვიმარ მუზებს შეარყევს მეხი
და ავტირდები ულექსოდ მყოფი.

ღმერთო ეს ქარი რა თავხედია,
აუფრიალა კაბა გვირილებს,
ბოლო ფოთოლიც ალბათ ბედია,
როს ორგულობა გახსნის ტკივილებს.

ნუ განუძრცვავთ აპრილებს ნდობას,
თუ ცივი ბაგე ღამეს ლოშნიდეს,
საგზლად გაგატან გარითმულ გრძნობას,
იქნებ გზადაგზა სითბო მოგშივდეს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 09:56 | Сообщение # 282
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პორტრეტი ცხადყოფს ამ ქალბატონის
გემოვნებას და დახვეწილობას,
საყურე, მძივი, სადა ქიტონი,
რომელიც ნიღბავს მის ფეხმძიმობას,
სიკვდილის ჩრდილმა, მასში ჩამდგარმა,
ნიღაბსმიღმობა როდი ინება,
ხოლო სიცოცხლე, რასაც ატარებს,
ეტმასნება და ეპოტინება.
არა ჩანს დარდი და ფორიაქი,
ფუნჯის მონასმი განცდებს ვერ ატევს,
ნახატიც მაშინ სრულყოფილდება
როს მოგონება შეაფერადებს.
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 11:06 | Сообщение # 283
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ–სულ–სულ...

უშენოდ დღეებს დაეკარგა ძველი სურნელი...
სულ–სულ–სულ გელი...
სულ–სულ გელი...
სულ,
გელი,
სულ!!!
უშენოდ მზე ჭაღს დაემსგვსა,მტვრიანს,დაბურულს...
სულ–სულ–სულ ვურევ...
სულ–სულ ვურევ...
სულ,
ვურევ,
სულ!!!
უშენოდ, მთვარის დიადემას, ცვივა სხივები,
სულ–სულ–სულ მცივა...
სულ–სულ მცივა...
სულ,
მცივა,
სულ!!!
უშენოდ,თუ ვერ ვიარსებე,რად მინდა სული,
სულ–სულ–სულ–სული,
სულ–სულ–სული,
სულ
არ მინდა
სულ!-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 11:07 | Сообщение # 284
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Я сижу у окна. За окном осина.
Я любил немногих. Однако - сильно.
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 10:42 | Сообщение # 285
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფაჰრედდინ ერაყელი

ჟამს შესაქმისა საოცარი მოხდა ცვლილება,
პირველსახისგან აღმოცენდა ყველა ქმნილება,
და ოდეს მისწვდათ ღვთიურ სხივთა განფენილობა,
მყისვე მიიღეს ფორმები და შეფერილობა.
ერთი წყაროა და რამდენი გამოვლინება,
ერთი საწყისი და რამდენი სახეცვლილება.

در چام چهانامه اول
شد نقشى همه چهان مُمسل
خرشيد وچود بر چهان تافت
گشت ان همه نقشحا مشكل
ياك رويا حزار اينه بيش
ياك مچمال ين همه مفسل
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 10:44 | Сообщение # 286
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფაჰრედდინ ერაყელი

სითაც უნდა გაიხედო, ყველაფერი ხომ ის არის,
ან უარჰყოფ ორთავ სოფელს, ან მიხვდები, რომ ის არის,
გულმოდგინედ დააკვირდი კვირტებსა და ყვავილნარებს,
რასაც მისწვდა მზერა შენი, ყველაფერი ხომ ის არის,
მიდექ-მოდექ, აქეთ-იქით, დაუარე ყველა მხარეს,
და შეიცან: რაც არსებობს, ყოველივე რომ ის არის.

هر چيز كه دانى جوز از او دان كه همه اوست
يا حيچ مدان در دو جهان يا همه او دان
بر لاله و گلزار و گله گر نزر عفتد
گلزار گول لاله و صحره همه او دان
و-ار حيچ چپ راست بُبينيوُ پس پيش
پ-يش پس رست چپ بالا همه او دان
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 10:44 | Сообщение # 287
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(555)
ფაჰრედდინ ერაყელი

მე, ვისთვისაც დუქანი მშობლიური სახლია,
განა შემეფერება ტაძრად ქედმოხრილობა?
და თუ მექას სანაცვლო ლამაზმანის წარბია,
ნეტავ ვის რად არგია ჩემი განდეგილობა?

مرا كه بتكدو مستبه مقام بود
چه جاى صوماعو زحدُ وجدُ حالات است
مرا كه قبله حمى ابروى بتان باشد
چه جاى مصجد ميحراب زحدُ تاعت است
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:05 | Сообщение # 288
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მწუხრი და ალიონი,
ნაპირი და კუნწული,
ციური ამბიონი,
ჩემი დედა კუნძული,
ლექსით ნათამამარი,
ალერსით დახუნძლული.
ცქერა ზღვის და კამარის
უცაბედი კოცნების,
ხსოვნას დამისამარებს
დაბინდული ოცნების.

შენ ხარ სიტყვა ყოველი,
ხალასი თუ რიოში,
მოგონების მთოველი
ბგერათ რია-რიაში,
ხმა, სივრცეს მოდებული,
ზვავად აზავთებული,
ექოდ მობრუნებული,
გაზაფხულით ხლებული
და ნანატრი შეხვედრის
განცდით გამძაფრებული.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:06 | Сообщение # 289
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ აგარიდო ავი
(რაც მოგვიხშირდა მეტად),
აი, ამ ამულეტით
მინდა დაიცვა თავი.

ის ტკივილებსაც შველის,
სულსაც მოუკლავს წყურვილს
და, დიდი გრძნებით ბურვილს,
გაფანტავს ჯადოს ყველას.

იქნება, წამლად ურვის,
მოჰყვა მოწყვეტილ ვარსკვლავს,
სიბრძნე, ესოდენ რიხით

ვერცხლში რომ ჩამიკაწრავს:
SINE AMORE NIHIL -
უსიყვარულოდ არ მწამს.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:06 | Сообщение # 290
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგვიხშირდა ლექსი, მსუყე, გადამტკბარი,
პოეტებმაც შექნეს საუბარი ცხარი,
ხალხის თვალწინ უყვართ მოწონება თავის
და ფრიალი ლექსის, უხვად შენათხზავის,
როცა ავრცელებენ ამგვარ ხელნაწერებს,
თვლიან, რომ სამყაროს სძენენ ახალ ფერებს,
გარნა, ვინც გაგნებას ცდილობს ამგვარ ბნელში,
ხვდება კუკუნახი ღამის განსაცდელში.
ირგვლივ წყვდიადია, უსიცოცხლო, ცივი,
ისე განუმტევი, რომ არ ატანს სხივი,
რადგან, თუ სამზეო მუშკით იბიდნება,
სუნთქვა გაჭირდება, მზერა იბინდება.

Басе маснавийгуйи нозик хаёл,
Ки назм аҳли ичра солиб қилу қол.
Халойиққа юз ҳусн ноз айлагай,
Ки ўн йилда минг байт соз айлагай.
Чиқорғон замон ул нав ойин савод,
Ки оламда йўқ, буйла рангин савод,
Саводиға ҳар кимки, кўз солибон,
Қаро шоми меҳнат аро қолибон,
Не зулматки, йўқ оби ҳайвон анго,
Қаю тунки, йўқ меҳри рахшон анго,
Агар даҳр аро сепса мушки тотор,
Кўнгилни қилур тираву кўзни тор.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость