კობა ჭუმბურუძე - Page 30 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:06 | Сообщение # 291
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჟამს შესაქმისა საოცარი მოხდა ცვლილება,
პირველსახისგან აღმოცენდა ყველა ქმნილება,
და ოდეს მისწვდათ ღვთიურ სხივთა განფენილობა,
მყისვე მიიღეს ფორმები და შეფერილობა.
ერთი წყაროა და რამდენი გამოვლინება,
ერთი საწყისი და რამდენი სახეცვლილება.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:07 | Сообщение # 292
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეინახევ, დიდხანს ნუ დაყოვნდები,
მოდი, სავსე სურით დაგელოდები,
მეგობრები სააქაოს ფასობენ,
საიქიოს ვისღა მოაგონდები.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:07 | Сообщение # 293
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომა მოსულა, ამოქექეთ ქურქები,
ხორეზმიდან მქროლ ქარებს მიაგებეთ ზურგები,
ვაზზე ჭარგა ფოთლები - ქარცი, დურცხი, ალათი,
შორიდან რომ მღებარის გეგონება ხალათი.
თითებს იკვნეტს მებაღე, ხილვით დანადარდები,
მოლი გახუნებულა, ჩამომჭკნარან ვარდები.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:08 | Сообщение # 294
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ურვას რომ კვამლი ახლდეს ალისებრ, ებურებოდა სამყაროს ბნელი,
ვერსად შეატყო ბრძენს სიხალისე, გინდ დაიარო ქვეყანა მთელი.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:08 | Сообщение # 295
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა გავჩნდი ამქვეყნად, რა შევმატე მას,
ანდა, როცა დავტოვებ, ისაკლისებს რას,
ნეტავ ვინმემ ამიხსნათ, ვის უნდა და რად,
მტვრისგან ნაკოწიწარი კვლავ რომ ვიქცე მტვრად.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:09 | Сообщение # 296
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ისმინო ფხიზელ ყუმთა ნაუბარი,
თითქოს ლოთებს ჯოჯოხეთის ელის ალი,
ყველა მთვრალი და მიჯნური იქ თუ არი,
ვინღა დარჩა სამოთხეში წარმავალი.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:09 | Сообщение # 297
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სნეულს ღამეს ვინც უთევდა, ვაი-ვიშით ძლეული,
დილით სული განუტევა, ფეხზე დადგა სნეული.
რაში შარას შეაკვდება, ხოლო კოჭლი ვირი კი
მიზანს აღწევს, რადგან იცის საიმედო ბილიკი.

مردى همه شب بر ساى بيمار گريست
چون صبه شود او بمرد بمار بيزست
او بسا اسپى تزرو كه بمرد
خركى لنگ جان به منزيل بورد
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:09 | Сообщение # 298
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედმა ქონება თუკი გარგუნა,
ყველა მეგობრად მოგეტმასნება,
მაგრამ თუ შენგან პირი იბრუნა,
უმალ სუყველა გაკაპასდება.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:10 | Сообщение # 299
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არის მოდგმა ადამის სხეული ერთიანი
და ერთის საწუხარი - საერთო მწუხარება,
თუკი ეს მწუხარება შენს გულს არ ეკარება,
ღირსი არა ყოფილხარ გერქვას ადამიანი.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:10 | Сообщение # 300
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პორტრეტი ცხადყოფს ამ ქალბატონის
გემოვნებას და დახვეწილობას,
საყურე, მძივი, სადა ქიტონი,
რომელიც ნიღბავს მის ფეხმძიმობას,
სიკვდილის ჩრდილმა, მასში ჩამდგარმა,
ნიღაბსმიღმობა როდი ინება,
ხოლო სიცოცხლე, რასაც ატარებს,
ეტმასნება და ეპოტინება.
არა ჩანს დარდი და ფორიაქი,
ფუნჯის მონასმი განცდებს ვერ ატევს,
ნახატიც მაშინ სრულყოფილდება
როს მოგონება შეაფერადებს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость