კობა ჭუმბურუძე - Page 33 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 00:41 | Сообщение # 321
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიგა ქავთარაძე

***
მოდი, ზეცას ლექსად მიმაწერე, მალე,
მუზის ფთილა ღრუბლის დამაფრქვიე ნამი,
მოდი, გაუვალში შარა გამიკვალე,
და სნეული გულის ბორგვა დამიამე.
დილა მშვიდობისა - მითხარ გამთენიას,
გაღიმება შენი მარგე შენაციებს,
ეგ ჩხვლეტია სითბო გაატანე ნიავს
და მაღირსე ისევ აყვავებულ იებს.
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 03:53 | Сообщение # 322
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასწაული მესიზმრა
ენკენობის დამდეგზე:
ენგურს ადევნებული
ფონს ამაოდ დავეძებ.

ვაჟი დაბადებულა
თოფებს აბათქუნებენ,
ხორცს თავად მიირთმევენ,
ძაღლებს ძვლებს არგუნებენ.

არაყს ჭიქით ხუხავენ,
ლხინით ნახორხოცები,
მეზობლებს იღლიაში
გაუჩრიათ ბოცები.

დაფლეთილი სულგუნი,
სუნელი და კუბდარი,
ქვევრის ძველი ნუნუა,
ყანწით მოსაყუდარი.

კვესავს ციცინათელა
და ძაღლების კრებული
თოფის ხმას ერიდება
კუდამოძუებული,

შუა-შუა ჩამესმის
- იყავ დაკვირვებული,
ხომ ხედავ, რომ მოჰყვება
კვართი, დოროსებური.

რაც დიდს ჩინი დააკლდა,
ამას ემატებოდეს,
ბიჭობაში ბიჭობით
დოროს ედარებოდეს.

ერგასისა დადინჯდეს,
მანამ – აღვირს ბორკავდეს,
დოროს ხმა დაებედოს,
გრგვინავდეს და ბორგავდეს.

მისგან აყვავილდესო
აწმყო და მერმინდელი,
ზეცით მოიპოვოსო
სული გასაკვირველი.

აღადგინოს ნაცრიდან
დაფერფლილი აია,
მალიმალ გაგვაგონოს
ჩვენი “ვახახაია”.
 
nukriaДата: ოთხ, 04.02.2015, 22:31 | Сообщение # 323
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზაალ ჯალაღონია
ათასი წელი გაფრინდა

ათასი წელი გაფრინდა,
რაც გული იხურ-იღება,
ელვარე დილა თალხისფრად
რა ძალამ გადამიღება.
ათასი წელი გაფრინდა
ვარ უნახავად მჩინარი,
ვარსკვლავად ჩამონაქნი და
ცხრა სხივად პირმომცინარი.
ათასი წელი გაფრინდა,
ვარ უნახავად მჩინარი,
ნაღველს მიქელავს ანწლის და
ჭიაფრის ანაბზინარი.
რომ მოხვალ, განა რა ძალგიძს,
უნდა ითმინო ილაო,
სული ყელამდე მთხლეში ზის,
თავზე ბკე მოფენილაო.
ან ეს ცხოვრება რა არის?
ერთი ძონძი და მწვირეა,
მიწიდან რასაც ვერ მოგლეჯ,
ჩემი ფესვი და ძირია.
მე მზე ვარ, ცას დამყნობილი,
ლექსიდან წარმოჩენილი,
მთვარიდან ძირს მოხმობილი
და ლანდად მიმოფენილი.
ცა, ვარსკვლავებით შემკული,
დამცქერის ალერსიანად,
წლები ტანზე მაქვს შეზრდილი
დღეებად, ფოთოლშრიალად.
მთვარიდან ძირს მოხმობილი
ლანდად ვარ ქარს შეკიდული,
მზეი ვარ, ცას დამყნობილი,
ლექსიდან ამოკვირტული,
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 00:52 | Сообщение # 324
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა დარი დამდგარა

აუელვარდა
თებერვალს ფერწერა,
წამოწანწკარდა
სამწკერე წყარო,
ქანცმილეული
ქანცარებს კენწერო,
ქარსმინდობილი
ქანაობს სარო.
საცაა სადმე
იფეთქებს ენძელა,
რომ ყოჩივარდებს
განუხვნას კარი,
მძინარე ატმებს
კვირტი მოეძალა,
ლილოზე ლიპებს
გაუდგა ბზარი.
ირაოს უვლის
პირველი მერცხალი,
პირგაზაფხულის
ჟიკჟიკით მთვრალი,
სურნელი ხნულის
და ვაზის კურცხალი,
ძალმიცემულის,
ბარბალის თვალი.
ავდართა კვალი
შენშიაც გამქრალა,
ნაგრიგალარი
ჩამდგარა ქარი,
რამ-დარი-დარი,
რა დარი დამდგარა,
რიმ-დარი-რარი,
რარიგი დარი.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 00:59 | Сообщение # 325
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თებერვალი, ცრემლის ღვაფი,
ქვითინით წერ თებერვლისთვის,
ვიდრე მოხრიგინე ჭყაპი
გაზაფხულის გიშრით იწვის.

იხმე ეტლი, სამ აბაზად,
ზარების და თვლების ხმაში
იქით გასწი, სადაც თავსხმა
ცრემლს და მელანს უფრო აშლის.

სადაც გუნდი ჭილყვავების,
დაბუგული მსხლების დარად,
ხიდან ტბორში ჩაცვივდება,
თვალში სევდის ჩასაღვარად.

ლილოჭრელი აქ შავდება,
იწეწება ქარის ყეფა
და ლექსები, ანაზდები,
ქვითინს უკეთ ეკინძება.

Борис Пастернак

Февраль. Достать чернил и плакать!
Писать о феврале навзрыд,
Пока грохочущая слякоть
Весною черною горит.

Достать пролетку. За шесть гривен,
Чрез благовест, чрез клик колес,
Перенестись туда, где ливень
Еще шумней чернил и слез.

Где, как обугленные груши,
С деревьев тысячи грачей
Сорвутся в лужи и обрушат
Сухую грусть на дно очей.

Под ней проталины чернеют,
И ветер криками изрыт,
И чем случайней, тем вернее
Слагаются стихи навзрыд.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 01:05 | Сообщение # 326
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ივან ბუნინი

ჯერაც ცივია და სველი
თებერვალი, მაგრამ ბაღს
მოკამკამე ცა დასცქერის
და სინორჩის ჰმატებს აღს.

გაზაფხულის ლილოს დარი
თოვლი გლოვობს გავლილ თოშს,
გუბურები და ჯაგნარი
მავზე ცვლიან ფერებს გოშს.

თვალს ვერ მოწყვეტ ცის ტატანზე
ხეებს, გამჭოლ აჭრილებს,
ელურსები აივანზე
სტვენიების ნაჭრინებს.

განა ხედი მენაღვლება
ან სიუხვე ფერების,
მნუსხავს, მაგან რომ იღვრება
ლხენა ყოფიერების.

Ещё и холоден и сыр
Февральский воздух, но над садом
Уж смотрит небо ясным взглядом,
И молодеет Божий мир.

Прозрачно-бледный,как весной,
Слезится снег недавней стужи,
А с неба на кусты и лужи
Ложится отблеск голубой.

Не налюбуюсь, как сквозят
Деревья в лоне небосклона,
И сладко слушать у балкона,
Как снегири в кустах звенят.

Нет,не пейзаж влечёт меня,
Не краски жадный взор подметит,
А то, что в этих красках светит:
Любовь и радость бытия.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 04:31 | Сообщение # 327
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სერგო წურწუმია
ვისთვის ვინ ვართ

ხეებისთვის ჩვენ ვშრიალებთ ალბათ,
ჩვენ გვასხია ფოთლები და ტოტები...
მიაჩნიათ მნიშვნელოვან ამბად,
რომ მათ შორის ვდგავართ ანაშოტები...
თუ ტოტები ქარმა დამაცრიცა,
რა ვიღონო, ნეტავ შველა სად არი?
ვარსკვლავთათვის ვინ ვართ, გამოიცან,
ვარსკვლავნი ვართ, ვარსკვლავების სადარი!..
ვისთვისა ვარ, რაცა ვარ და ვინც ვარ,
რა ხნითა და რატომ ვარ მოვლენილი,
ახლა, როცა ზეცა გადაიხსნა,
სათაკილო არა მაქვს შერჩენილი.
გარეშემოთ რაც არ უნდა ვეგონო,
ხეს ხე, ვარსკვლავს მისებური ბროლება,
ყოველი მხრით ცაა, უკიდეგანო,
ღრუბელ-ღრუბელ მინდა გადაქროლება.
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 21:41 | Сообщение # 328
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ბუდე უნდა წეროს,
მუდამ არჩევს ხის კენწეროს,
ანდა სადმე ბოძის წვეროს
შემოაწნავს ტოტს და ღეროს,
რომ პაწაწა წეროუკებს
მხოლოდ თვითონ მოეფეროს.
 
nukriaДата: კვ, 15.02.2015, 14:31 | Сообщение # 329
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დახტის დედა კენგურუ
სიცხესა თუ ავდარში,
ხოლო მის კენგურუკას
მშვიდად სძინავს ჩანთაში,
ფერად სიზმრებს ნახულობს
და არა ედარდება,
რადგან იცის, დედიკოს
ჩანთა არ ეკარგება.
 
nukriaДата: ორ, 16.02.2015, 16:19 | Сообщение # 330
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
არე-მარე როდესაც
თოვლში არის ჩაფლული,
წელიწადის ასეთ დროს
ეწოდება - ზაფხული!

***
როცა ნუში ყვავილობს
და ჰაერიც გამთბარა,
სულ იოლად მიხვდებით
- შემოდგომა დამდგარა!

***
ისე ცხელა, სუყველას
გვენატრება ავდარი,
ივნის-ივლის-აგვისტოს
ერთად ჰქვია - ზამთარი!

***
გადაყვითლდა მთაბარი,
ქრიან ცივი ქარები,
გაზაფხულმა სამი თვით
შემოაღო კარები.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость