კობა ჭუმბურუძე - Page 39 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: კვ, 03.07.2016, 00:47 | Сообщение # 381
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მიყვარს შენი ძველი ბერეტი,გახუნებული, როგორც ხმელეთი.

და აპრილობით ხანგრძლივი სურდო.
თვალები სველი, თვალები უნდო.

და ღვთის წინაშე ელეთმელეთი,
ყოფიერების ნაზო აბსურდო.
 
nukriaДата: ორ, 04.07.2016, 23:59 | Сообщение # 382
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ ვაშლს მოგცემენ და, ბნელის მჯობნელს,გეტყვიან ჩემზე: „რადგან აგვრია,
კვალიც არ დარჩა აქ მისი ყოფნის.
ეს ერთადერთი სახსოვარია".

ნეტავი ვინმე ისეთი შეგრთონ,
რომ მგავდეს სახით და ნება დაგრთოს
ერთხანს მიყურო, მიმავალს შენგან,
კრულს, თმაგაწეწილს, საშინლად მარტოს.

მე დავუყვები ციცაბო დაღმართს.
მე ღმერთი უკვე არც როდის შემქმნის.
აი სიმღერა იმ შენი ალბათ
ზედმეტი ნეკნის.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 00:00 | Сообщение # 383
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ტრაგედია შენი ფონია.ახალგაზრდა ხარ! - ქვითინებს სტვირი.
ალბათ, ქალაქი შენ ტყე გგონია
და ღამით გზაზე საბრალოდ ტირი.
დაგვიწყებია ყველა ახლობლის
სახეები და მისამართები,
და ბნელში, ნიშნად ჩემი მოხმობის,
დაგვიწყებია ცეცხლის ანთება.
არც ტექსტი გახსოვს გადამწვარ-მთვრალი
ჩემი სიმღერის „გვიყვარს, დავიცდით":
შემოიტყუე სარკმელში მთვარე,
და ის, ვინც გიყვარს, მოვა თავისით...
დაბნელდა შენი, უკვე ყოფილი
ბინა. სარკმელი აღარსად გადის.
ირგვლივ სიბნელე დგას შეცნობილი
და შეუცნობი დრო წელიწადის.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 00:08 | Сообщение # 384
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუკი ასფალტიდან ვარდი ამოსულა,პროცესიას გაუვლია. არ ღირს დაეჭვება.
და თუ ამ ვარდს მოწყვეტს გამვლელი ასული,
ასფალტს პოეზია დაემჩნევა.
თითქოსდა ვიღაცა, ყველაზე საჭირო,
ყველაზე ახლო და ყველაზე ძვირფასი,
საბრალო, ვით ძერის ჭანგებში ბაჭია,
უბრალო, როგორც სიჩუმის სინტაქსი,
გიკვდება, გიცქერის და ჩუმად იბარებს,
რომ იმას, რაც შორიდან უახლოესია -
სხვის ლოცვას შენთვის, ღრუბლებს და წინაპრებს, -
მეორედ მოსვლამდე ერქვას პოეზია.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 20:32 | Сообщение # 385
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინღა მომეფეროს დედასავით?ფიქრი აფთარივით მომახტება,
გულზე დამეტაკა ელდასავით
შენი საოცარი მონატრება.
ვდგავარ შენ საფლავთან თავის მოხრით,
სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა,
წარსულს გადავხედე ამოოხვრით,
გული საგულედან ამოვარდა.
გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით,
სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო,
შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით,
ქვაო, დედის გულზე დადებულო.
ახლა შენს ქვეშაა მოქცეული,
ჩემი დედამიწის მთელი სფერო,
იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული,
იქნებ დედასავით მომეფერო.
იქნებ შეიწოვე დედის სისხლი,
იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა
გათბობს, ვიცი მხოლოდ ამით მიხსნი
ქვაო, ნუ იქნები ჩემთვის გულქვა.
ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე,
შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე,
ქვაო, დედასავით მომეფერე,
დედის მაგივრობა გამიწიე!
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 20:33 | Сообщение # 386
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიგონებ, დარდნი ქრებიან,ნათელ ფერებით ვივსები,
და სულში აყვავდებიან
ცისფერი ოაზისები.
მოგიგონებ და მცირდება
წლები, რომლებმაც დამღალა,
სახეს ნაოჭი სცილდება,
მიფერმკრთალდება ჭაღარა.
მოგიგონებ და... ვვოცდები
იმ სანეტარო ჩვენებით,
ჩემი ბავშვური ოცნების
რაინდად მომეჩვენები.
მოგიგონებ და... ღმერთს ვუხმობ,
იქნებ მიშველოს ლოცვებმა
და დამიბრუნოს ის უხმო,
აუხდენელი ოცნება.
მოგიგონებ და... ვინ იცის,
გული შედრკება მედგარი –
და მერე, ჩუმად ვიცინი,
რაღა დროს ჩემი ეგ არი?
დაგივიწყებ და... ის მორცხვი,
გული საოცრად ცივდება,
მოგიგონებ და... სიცოცხლის
სხივები აციმციმდება.
ვაი, რა სწრაფად აცივდა,
დღეო, რა მალე მოკლდები,
მოგიგონებ და... არც მინდა,
დაგივიწყებ და...
მოვკვდები...
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 20:38 | Сообщение # 387
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალო,სისულელეა, მე რომ შენით
დასნეულება ვმალო.
აყირავებულ ცხოვრებას ვცვეთ,
მიმიზეზდები, ვწვალობ.
გავოგნებულვარ,
რარიგად შვენი
დანახშირებულ ფიქრთ, გაცამტვერებულ სვეთ,
გაჩანაგებულ არსთ!
წარმომდგომიხარ, სენი,
საოცრებათა მჩენი,
და, მზედ
დაგორებულმა,
გაუმაგრებელ გულს შემოუმტვრიე ბჭენი,
გადაუარე ზედ.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 20:42 | Сообщение # 388
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უაზროა, ვიცი, ჩემი კითხვები.უაზრო ვარ თვითონ.
მაპატიე, ჩემს ბედში რომ ითხვრები,
სხვისი ბედის ხვითოვ.

ვდგავარ ბაღში, სადაც ორი სკამია,
და საკუთარ ჩონჩხს ვგრძნობ - სიკვდილს ბაღის.
ბაღი ხუჭავს შიშჩამდგარ და ნამიან
თვალებს თვისას. მე კი ვკუმავ ბაგეს.
...ის დღე მოვა, ის უხანო სამოთხე,
ვნებით - სისხლის ქაფით,
და შუქიდან იმგვარადვე ამოხეთქ,
როგორც ეტნა ღამით.

როგორც კიბოს წამლის აღმოჩენისას
საუკუნის შეძახილი: „ევრიკა!".
როგორც ელვა-მოგონება ფრენისა
გართხმულ ტვინში, რომლისთვისაც ბევრი ხარ.

როგორც ქარის ამოვარდნა პირველი
სულ-სულ პირველ მარტში.
როგორც ბოლოს აღმომხდარი ყვირილი
ვერგაძლებით: დარჩი!

მერე ოთხზე დავდივარ და ნამტვრევებს
ვკრეფ იმ დღისას. მყოფი ბედში ვიწროდ
დღესასწაულს ხვნეშა-ოხვრით ამთავრებს,
ღამეულო ამღერებავ სხვისო.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 20:53 | Сообщение # 389
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სუსხი. ხეების სიშიშვლე. ლილო.წინ - თებერვალი, ამინდის ბნედა.
მკაცრდება ქარის ზუზუნის კილო
მომასწავებლად უამურ დღეთა.

სახეს აკლია ნაკვთთა ღიმილი.
ცას - თვისი ფერი. არეს - ხალისი.
ბაღს - შეხვედრები, ტკბილი, პირველი.
ბაღში ზის ქვრივი შესაბრალისი.

ტვინში მთელი დღე დილის ბინდია.
ციდან ფიფქები ეშვება ხისტი.
ყელზე უბრალო ჯვარი მკიდია,
და ჯვარსაც თითქოს აკლია ქრისტე.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 21:27 | Сообщение # 390
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ეს მხვდა წილად - გავურბოდე თავსა და მილეთსდა ცხადად ვგრძნობდე, აფრასავით გაშლილი სიო
როგორ მიაფრენს ზღვის ტალღებში მანკიერ ხმელეთს.
მე ეს მხვდა წილად - თოლიების ვუსმინო წიოკს
და დავაკვირდე, არემარე, რომელიც მილეწ-
მოლეწა ქარმა, რანაირად წარმოთქვამს: „ვძრწი"-ო.

მე ეს მხვდა წილად - სიჩუმეში თამბაქო ვწიო
და შენ გიცქირო, თვით მიცქერი სანამ, და მერეც.

მე სინამდვილე არც მახარებს და არც მაღონებს.
გულს არ გიჩუყებ და არ მივდევ დაძრულ ვაგონებს,
თუმცაღა გრძნობა მეტისმეტად მაწვება ყელში.
ვაგზლის ცივ მერხზე მოვთავსდები და ზოგ უზაკველ
ფიქრს გავამჟღავნებ გვერდით მჯდომთან ვინმესთან, ელჩი
სულ სხვა ქვეყნისა, რომ არაა არც ერთ რუკაზე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость