კობა ჭუმბურუძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: ხუთ, 11.10.2012, 23:41 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტირისკონიდან ტირისდენამდე

შემოგველია ეს შემოდგომაც. მოდის ზამთარი და მოტაატობს, ეზო-კარს ჭირხლად შემოადგება, წაფერდილ ღობეს ცერად წაათოვს.
გაიტაცებს და ფიფქად დაპენტავს საკვამურებზე დაკრეფილ ბოლებს, მერე ბუერად ჩამოიქროლებს და ისევ მიწას მიმოაფანტავს.
დაყუჟულ ოდებს, ქუდურს და ბექობს დაეღირება, როგორც მენაბდე და რჩელა ნაბადს შემოათექავს ტირისკონიდან ტირისდენამდე.
გაწრიალებს და გაფორიაქებს პირველშობილი თოვლის სინაზე, კარი კრუალებს, ქარბორია კი უკრავს კრამიტის ოკარინაზე.
რას აზიკზიკებს ინი მინაზე?…
ბჟუტია სარკმლებს და არდაბაგებს ლიშაბახურით, დაკავკაულით, თავნახარათი მოაფარდაგებს.
მოიტანტალებს ჭალებს, შანდაკებს, სახლებს შეაბამს ბროლის მატალებს, ტოტებს ფანტელებს დააქანდაკებს, მარმარა ციდან ჩამონატანებს.
და სანამ ლექსის თუხთუხი მოვა, ბუხარს შეუნთე, კარი დარაზე, გარეთ დატოვე ქარი და თოვა, ალთო ლუხუმის თანითანაზე.
ჩახჩახებს არე, თუმც თანგავს თოში სულებს, მიმზრალებს და მიზაფრულებს…
თოშია ახლა ჩემს სამშობლოშიც,
მაგრამ სულ მალე გაიზაფხულებს.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:00 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგიგზავნი ნიავს

ენძელებით მიწა აიწეწა,
ნამგალებს კი დაუკაწრავთ ზეცა,
ტყე შექუჩქუჩებულა,
რუ არუკრუკებულა
და რტოებში გაზაფხული ჩქეფს.
ეს ყოველი განა სიზმარს არ ჰგავს,
სიყვარულის ფუნჯით მონაქარგავს,
მე ისევ გელოდები,
ისევ მეიმედები,
ან კი შენს თავს რა დამავიწყებს.
მოდი თორემ მოგიგზავნი ნიავს,
შენი რისხვის რომ არ ეშინია,
მას ვერ გაებუტები,
მოვა, ჩაგეხუტება,
გაკოცებს და გაგიჩეჩავს თმებს.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:23 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალისასა-მალისასა

ალისასა-მალისასა,
ქალსა პირიმთვარისასა,
შუქსა ორთავ თვალისასა
ლექსი მინდა გიმღერო,
გული შენი ნახვის დღესა
აღარ დგება საგულესა,
დახატულო სამოთხესა
თეთრო ალუბლის ღერო.
მოვლენილო ჟრუანტელად,
სალექსოდ და სამღერელად,
საკაცეთის შესაშლელად
როდესაც მოირთვები,
ჩამოივლი ჩემი შუკით,
მოციაგე უცხო შუქით
და ქუსლების პაკაპუკით
იბადება რიტმები.
ზენაქარმა რამოდენა
ღრუბლის ჯარი გამოდენა,
ნავერღვენამ იწყო დენა
და ფოთლების დაირებს
დაახვავებს მალე გრიას,
აუყენებს რია-რიას
და სევდიან მელოდიას
გადამისხვანაირებს.
დატრიალდა თითქოს ზეცა,
ქარის შურით ელდა მეცა,
როს თამამად აგიწეწა
ასე ლამაზი თმები,
წელთა თოშით გალიპულში
აბრიალდა ალი გულში
და ტოტების შარიშურში
ჩაიქარგა რითმები.
მონატრება მოდის წლების,
როს ზვირთებზე ოცნებების
მიმაფრენდა შთაგონების
მოტკარცალე აფრები.
იმ დროს, სიზმარს რომ მოჰგავდა,
ბურავს დავიწყების ფარდა
და ამ მოგონების გარდა
დამრჩა აღარაფერი.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:47 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაკარგული თაობა

უძრაობის ჭაობი,
ხავსი, შმორი და ობი,
ყალბი კეთილდღეობის მდარე სანახაობა,
როცა უტიფრობაა აღზევების მზაობა
და ამიტომ ტივტივებს სრული არარაობა…
მისგან უარყოფილი, დაკარგული თაობა,
ვისაც სულაც არ აკლდა შნო და გამბედაობა,
მაგრამ ვერ გაიმეტა სინდისი და ზნეობა
და ღირსების სანაცვლოდ არ ისურვა ზეობა,
ამ მორევში ვერ ჰპოვა სამისო განშტოება,
კარი ვერსით შეაბა და ვერაფერს მოება.
ასე თვალდახელშუა გაქრა მისი დროება,
ექცა ზედმეტ საპალნედ რწმენა და სასოება,
არც არავის დასჭირდა მისი პატიოსნება
და ბავშვური ოცნება – ქვეყნის გასხივოსნება.
ცხოვრებისგან აკრიფა საწუხარი მრავალი,
თუმც ვერ გაითავისა, ვერ იგუა მთავარი,
რით უწამლოს იარას, საკითხავი არის ის,
იცის – უნდა იაროს, საით – ეს აღარ იცის,
მაგრამ, ვიდრე ჩაქრება, არასდროს გაჩერდება
და არც გულხელდაკრეფას არასდროს დასჯერდება,
ვისაც მამულისათვის გული გაუძგერდება,
უმალ დაეფლითება, ვიდრე დაუბერდება,
ერს, ჩაკრულოს შემოქმედს, ვერ შთანთქავს გეენია
და რუსთველის გენიაც ხომ ქართული გენია,
სიამაყის ცრემლისა ნეტავ ვისა რცხვენია,
ჩემო თვალის სინათლევ, მაშ რად მოგიწყენია…
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:48 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრონი მეფობენ

აღმავლობის ლოდინში
არღარა გვაქვს გასალაღი,
მოგვაქუჩეს როდინში,
დაგვიშინეს ქვასანაყი,
მყეფარები ყეფობენ,
ტყვენი ამბიციის დიდის,
ხოლო დრონი მეფობენ,
ხოლო ქარავანი მიდის.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:50 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მონატრება

ფოთლებში, ავდრით შენაშფოთლებში, სუფევს ჩოჩქოლი და ფორიაქი, იფრინდა ქარი დაძრწის ქუჩებში და იმუქრება ქარბორიათი.
როდესაც სევდა ისევ გამთვალავს, და ღრუბლებამდე აღარ ამიშვებს, მე მივენდობი ფუნჯსა და კალამს და კლავესინის ჩამქრალ კლავიშებს, რომ უღიმღამო ეს თებერვალი რაღაცით მაინც გავაფერადო, იქნება ჰანგი გავაელვარო, მანდ მოგაწვდინო მოსაფერადო.
რადგანაც თუ ვერ მოგეფერები, ვერ ჩაგიკრავ და გეამბორები, რის მაქნისია ნეტა ფერები ან გარითმული მეტაფორები.
და ახლა, როცა ასე შორი ხარ, როცა კამარაც არ გვაქვს საერთო, და განშორების ტკივილს, შურიგე, როდესაც ავი დარიც დაერთო, ამ მონატრებით სავსე სტრიქონებს უნდა დავარქვა შენი სახელი, ცას შეატოკებს ჩემი ძახილი, მთელი სამყარო რო გაიგონებს.
გარეთ კი ისევ მეფობს ზამთარი, ისევ თარეშობს სუსხი მკვესარი, წინწილა ქარი, ვით ქონდაქარი, დაუღალავი და აბეზარი ააჟრიალებს სამრეკლოს ზარებს, ზაფრად დაუვლის ჭაღარა ტოტებს…
სამზეო ისე ხანმოკლე არის… აღარ დამტოვო აღარასოდეს.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 16:55 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქეთ მო

რა საოცარი ჩამოწვა ღამე, თვალის მოხუჭვის ნუ გაქვს იმედი. მინდორს ვარსკვლავად აყრია ნამი, ცას ეტოქება სიციმციმეთი,
მომიჯექ, თავი დამადე მხარზე, რომ შენი კოცნის მწვავდეს ცდუნება და ცეტი სიოს გამოქროლვაზე ფოთლის ყოველი გაფაჩუნება გაკრთობდეს, რათა ჩამეკრო მაგრად, მექცე გიზგიზად და ჟრუანტელად, რომ სინამდვილე ამიხდეს ზღაპრად, სულს დაეფინოს ბიბა ფარტენად.
სხივთა არილი განთია თმებზე მთვარეულ ვერცხლით ნაგვირისტალი…
მე შენთან ერთად სასწაულს შევძლებ, წყალზე გავიარ, ფრენას ვისწავლი.
მე შენთან ერთად სამყაროს შევცვლი, სულ სხვა ფერებით ავაფერადებ, გულს ფიანდაზად გაგიგებ ფერხთით, მაღლით დაგხურავ ცაიერადებს.
მე შენთან ერთად სიცოცხლეს შევქმნი და ციხე-კოშკად აღვემართები, ერთსულ და ერთხორც ვიქნებით, როცა ეს ყველაფერი დაგვემართება.
აქეთ მო, თავი დამადე მხარზე, რომ მოფერების მწვავდეს ცდუნება და სიოს ყოველ გამოქროლვაზე შენი კულულის მოლამუნება სუნთქვას მიკრავდეს, სამანს მიშლიდეს მაგ თვალთა შუქის უცხო ჯავარი, რომ ჩაგიკონო მაგრად გულში და ჩურჩულით გითხრა სიტყვა მთავარი – მიყვარხარ…
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 23:09 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაკოლისთან სტუმარია

ბუხარი რის ბუხარია, ცეცხლი თუ არ უხარია, ხმელი შეშა თუკი ნახა, მაშინ უფრო უხურს ხახა, ნეკერჩხალის ნაკვერჩხალი ქოცოს მათუხთუხარია, კეცი უკვე მხურალია და კარდალაც მდუღარია.
აგერ ხელი წეიბანეთ, პირსახოციც უხმარია, სანთლის ოტკა გაგვისინჯეთ, უჰ, რა ჩასახუხარია, ხაჭაპური მიატანეთ, ახალგანახუხარია, სტუმარმა თუ მეიწყინა, მაინძელიც მწუხარია.
ე ქალებო, პრასის წნილი, გეინძერით პაწა აწი, ბაძგარია, ჭურს მოხადე, ნუ დამიხჩვე აი კაცი, შალიკოსთან რო სტუმრობენ ქალაქელი გოგონები, დაგვეწვიონ, წამეიღონ თავ-თავისი ბოკონები, შალიკოსაც დამიძახეთ, დამდურება იცის მაგან, აქანა თუ ვერ ვეტევით, გადევიდოთ სადმე სხვაგან.
სამზადისი ფაცი-ფუცი, ყველა საცხა მიდი-მოდის, ვინცხა პუტავს ვარიკას და უბლაყუნებს ვინცხა როდინს, ვინცხა ფხალზე აკიპკიპებს, უტყაპუნებს ჭადებს ვინცხა, ვინცხამ კიდო თორნის პური ბუხრისპირზე მიაფიცხა…
ქეიფია კაკოლისთან, აიწევა მალე ჭერი,
კაცი თუა ქვეყნად ნეტავ ახლა მასზე ბედნიერი…
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 23:12 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გინდა ღიმილის დაფარვა

გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ,
ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ,
ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ,
ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ,
ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ,
აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 23:22 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვამლისა

მიზანს მივატანეთ კვირას.
ჯილდოა რაოდენი
ხვამლის ძირას,
ცეცხლის პირას,
განთიადის ლოდინი.
არე–მარე, ფერი ქარცის, ღამის ბინდში ჩაწნულა, გაუშლია ფრთები ქარცივს, სათარეშოდ აძრულა, აათრთოლებს დიდრონ ცაცხვებს და ალერსით დაქანცავს, ნისლებს წეწავს, ვერხვებს არწევს, ბოლო ფოთოლს აძარცვავს.
ზეცა ისე იღრუბლება და ისე იქუფრება, უნდა მიწის დაუფლება, შუშპარი და შუფრობა, სატრფიალოდ შეყრა ნებავს, სული დუღს ლაბარნასი, ითრუჯანის მხურვალებას უსალბუნებს არმაზი.
ურანუსმა შხივი იხმო, ეჭვი ხრავს მოაბადის, გასუსულა მთვარე მიღმა ღრუბლის ლეგა ნაბადის.
აღმა აეხუტა კვამლი, კოცონს თქორი ეპკურა, სფინქსად გაწოლილა ხვამლი, იდუმალი ებგური.
ხვამლო, არამ–ხუტის ხამლო, დღემდის არვის ეღირსა დაიურვოს საიდუმლო შენი კალთის, რეხისა.
გულს ჩაგიკრავს მონაბარი ერისა და მეფისა, თავს გვირგვინად დაგდგომია მაყრიონი ზეცისა,
ღვთაებათა მთელი დასი, ვისაც აქ ეგულება ერთი ძველთაძველი თასი, ყოვლის დამარწყულები, რაის ხიბლიც არასოდეს ხუნდება და ძველდება…
წვიმა მოდის, წვიმა მოდის, მთა და ბარი სველდება.
დილეულა, როს ნაშფოთარ ღამეს მიეძინება, როს ცრიატი რიბირაბო შხერებს წაეფინება, როს ბარბალიც აღმოხდება, მეწამულის ფერისა, რით მიხვდება, რა დახვდება კვალად ცისიერისა…
ოდენ ქიზის, ონავარის, ღამეული სიგრილე, გაცრეცილი ნაშთი მთვარის და ბინულის კირკილი, ნაწვიმარზე ნამასხმული აბლაბუდას ლაპლაპი
და წვეთების
ფოთოლ–ფოთოლ
კანტი–კუნტი კაპკაპი…
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость