კობა ჭუმბურუძე - Page 40 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 21:29 | Сообщение # 391
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ დაბრუნდები ქალაქში, თუ გაეცალე ერთხელ.თავისი სახით პირვანდლით წარმოგდგომია ხეტყე.
მისაფურთხია სახლების ხრო. კი, ძნელად: ერთ-ერთში გაჩნდი.
მაგრამ იარე მათ შორის შენ და ჰგავდი შენ შენსავ აჩრდილს.

ნუ დაბრუნდები ქალაქში. უბრალოდ ვითომ არ გახსოვს
გზა და, უვადოდ გზაკვალდაქსაქსულს,
სხვა არაფერი დაგრჩენია, გარდა ჯირკზე ჯდომისა წყვდიადში.
თვითონ გაგიშვა ქალაქმა. მუდამ ზედმეტად მიაჩნდი.

ნუ დაბრუნდები ქალაქში. ჰე, სხვა რამ ირგუნე ხვედრი!
თუ სითამამე არ გყოფნის, მწარეს ნურავის ჰყვედრი.
სჯობს მაყვლისფერთა ფუჭად ცქერას, რომ ჭამდე მინდორში მაყვალს.
ნუ დაბრუნდები ქალაქში. ნურც სოფლისაკენ წახვალ.

შეეხე ნაზად ბალახს, ხეებს, ფოთლებს. ფრთხილად, ნაზადვე,
ცოტცოტაობით ბოლომდე გაზავდი
მწვანეში არემარისა, ილხინე, დატკბი თავბრუთი
კმაყოფილების განცდისგან, შვებისგან, რომ აღარ დაბრუნდი.



 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 21:36 | Сообщение # 392
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მძევალო,რომელსაც თავი მოაჭრეს,
მაპატიე,
თუკი იმ დროს,
თავს რომ გაჭრიდნენ,
ამის არმცოდნე,
წყლით ვიგრილებდი სახეს და კისერს.
მაპატიე, რომ ვერ გიშველე,
რომ ჩემებურად მეც ვეკუთვნი
იმ სინამდვილეს,
რომელმაც ასე გაგიმეტა...
ტრიალებს მიწა,
და, შესაძლოა,
ამწუთს ცის იმ ნაწილს ავყურებ,
რომლის ქვეშაც
ახლად მოჭრილი შენი თავი იდო მიწაზე.
და მაპატიე,
რომ კბილიც კი არ მტკივა ახლა.
მაგრამ, თუკი მთელი ჩემი პოეზიიდან
თუნდაც ერთი წვეთი ეკლესია გამოიწურება,
ის ეკლესია წმინდანად გრაცხს
და სჯერა - როცა გაისვრიან ატომურ ბომბებს,
ცა მათ ერთ-ერთ გამაუვნებლად
შენ გამოგგზავნის.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 22:16 | Сообщение # 393
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე უთქვენობის გამოისობით,როგორც ოცნებას, ისე გიცნობდით.
მახსოვხართ ცივი და შავგვრემანი.
თმა: ხან - ჩანჩქერი, ხან - შადრევანი.
მოგონებები თრთიან ჩემ ირგვლივ.
მოგონებები მადგამენ გვირგვინს.
მაგრამ ერთ მათგანს მაინც ვაკვდები.
მას სახელი აქვს: თქვენი ნაკვთები. ...არ გაიხსნება არასდროს სხვისთვის
თქვენი სახელის, ტვინში რომ იწვის,
მატარებელი სიტყვა - ქარაგმა.

სახელმა სიტყვის სივრცე ალაგმა.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 22:24 | Сообщение # 394
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ ნარნარებენ მიდამონი და აქანავებსპალმებს ზღვაური, ანგელოზის ფრთასავით რბილი.

იქ ბაღის სუნით გაჟღენთილა სახლების ჩრდილი
და სილაჟვარდემ არსებობის სითბო აბევრა.

იქ, უცაბედი, იხელთება ბედის დაბერვა,
რომ გადაესვას ნაზად თითი, როგორც კოლიბრის,

და კვლავ გაიშვას შეკრთომისა და დაბრკოლების
გარეშე წრფელი, მადლიერი გულის ნაწილად

ფრენით ჰაერში ფართო წრეთა შემოსაწერად
სიხარულისგან, სასწაულზე ასე დაგეშილ
კაცს იქ რომ ავსებს - ამქვეყნიურ სულის მხარეში.

იქ ფიჭვის კორომს აცისკროვნებს ჟღერით ორგანი
და ღრუბლებიდან ჩამოდენილ ხმათა როკვანი

ხილულ იქმნიან. ხალისობენ, დუღან, ბრწყინავენ
მუსიკის ფერნი... თვალთახედვა ახლაც იმავე

თვალისმომჭრელი ნარგიზებით, ბალბით, იებით,
ოლეანდრებით, ვარდებით და ჰორტენზიებით

არის ფენილი, მოქარგული. თუმცაღა თვალწინ
სინამდვილეში მათ ადგილას ცხედრები გაწვნენ.

IIცამ ფერი იქო.
ბზინავდა მიწა.
ეს მართლა იყო!
ეს იყო რიწა.

იქ მზე და მზვარე
ათასმაგია
და მთათა, მწვანე,
სუფევს მაგია.

ტბა თითქმის სულ არ
ლიცლიცებს და არ
ბგერს. იგი მცურავ
სიზმართა ტბაა.

მხოლოდ დროდადრო
აქა-იქ ცოტა,
შორი, მოდარდო,
ატოკებს ცოდვა.

III
ატმოსფერო ზღვისპირული ჯობია.
არსაიდან, როგორც კადრში სუბტიტრი,
ჩნდები ხოლმე ზღვაზე, სადაც, სულ დიდი,
მუზა არის ყოველგვარი ფობია.
იქ სუყველგან საოცნებოდ მხმობია
რეალობის მოძრაობა ბრუნვითი.
მაგრამ მხოლოდ აფხაზეთში უდრიდი,
სხვაგვარმზიან, სხვაგვარრეალობიან,
სხვაცამრგვლიან აფხაზეთში, შენ მიერ
ზღვის ნაპირზე გულში ნამღერ მშვენიერ,
ტკბილ სიმღერას, რომელიც აწ ხავილით
შეიცვალა, ოხვრა-ტირილს ჩამოჰგავს
და ხველებით ამოგაქვს და ამოგაქვს
სასუნთქ გზებში მოხვედრილი წყალივით.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 22:35 | Сообщение # 395
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდით, ვაქციოთ შარდენი მონმარტრად,ვასუნთქოთ ჩარჩოში ჩახუთულ ტილოებს
და პოეზიას,რომ მოგვენატრა,
გაღმა-გამოღმა სანაპიროებს...
დავცალოთ ღელვისგან პარიზის სნობები,
მეტეხის პირდაპირ გავშალოთ კარვები.
ჰაერში ავტეხოთ სიტყვების სროლები,
თბილისის ზეცისკენ მივაპყროთ თვალები.
ვიკითხოთ ლადო და ვუყუროთ ფიროსმანს,
და ორთაჭალის გადამსკდარ ალუჩებს,
და ფერებს, რომლებსაც თბილისი იმოსავს,
და მზეებს, რომლებიც ტკივილებს აყუჩებს.
მერე ვუყუროთ თვალებში ერთმანეთს,
ვასწავლოთ ლოცვა და წითელი ღვინის სმა.
მე, ზედვაკელი გიო, გთხოვთ ერთ რამეს,
რომ უფრო მეტად დაგვზაფროს თბილისმა!..
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 22:57 | Сообщение # 396
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსებმა-ალუმინის მავთულებმა-ერთ ტყავში მოგვაქცია მძიმე ძნად.
ცხოვრებას თურმე ძალად ართულებენ,
პოეტებს შეძლებიათ ასე, ძმაა,
რომ მარტო ერთი ღამის გადათევით
დიდი გამზირები შეშალონ.
წამო და მინდვრები გადავთელოთ,
და მთვარე, რომელზედაც გვგეშავენ
ჩამოვაგდოთ ბახუსის ორბიტიდან
(მუზა საერთო და საჩინო).
ხვალ ისევ სიგარეტი მოგვინდება,
ხვალ ისევ ასანთია საჭირო,
რომ ჭადრებს (რუსთაველზე) გადაბელილთ
ცეცხლი მივცეთ და ავანთოთ.
ჩვენ ამ ცხოვრებაში გადარბენით
მოვედით და ყველა დოგმას ვღალატობთ-
მაგალითად:ვერ ვმღერით კლასიკურად,
მოვლილი წვერით და პერანგით.
დაგვყვა თან იმიჯი ასკეტური,
ვერავინ შეგვიყვარა ვერაფრით.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 22:59 | Сообщение # 397
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„რომელსაც“-ამ კავშირს ვერ ვიტან ვერც ლექსში, ვერც ისე,
არა და უმისოდ რთულია,გალამბო აზრები.
თბილისის ჭუჭყიან ზურგზე ქარია მექისე.
მე მინდა,ავწიო მხრებით ეს ქუჩა,თუმცა კი თავს ზევით
არაა ძალა და სანამდე უნდა ვიდგე ან ვექაჩო
სიგარეტს,რომელსაც ისევ ეს ქარი თუ მომიწევს.
გაპარსულ სახესაც ბოლო დროს თვალებს ვერ ვაჩვევ,
სრულიად სხვა ხიბლი,სხვა შარმი ვუპოვნე, მგონი, წვერს,
რომელსაც...
აი ეს „რომელსაც“ ისევე წამომცდა
მესამედ უკვე და არ ვიტყვი ამ ლექსის ბოლომდე.
ცხოვრება, ალბათ, უფროა ნერვების გამოცდა:
ნიშანი ბოლოს.ან განსაზღვრა: კეთილი-ბოროტი.
და მერე ნავი და... ქარი და... მოსილი შავებით ქარონი
მიდის და... მიაქვს და... მიარწევს აფრიან ფუსუტას.
თბილისში ერთმანეთს მარტო თვალები ყვარობენ.
ღმერთმა მე არ მკითხა, საერთოდ, ცხოვრება თუ მსურდა.
და ქარი დამათრევს -მალაკნის ბაზრიდან დიღმამდე,
დიღმიდან- მცხეთამდე, მცხეთიდან -ლიხამდე .მერე და მის იქით
სადმე მომაღლო მთას ვნახავ,ავალ და ვიღნავლებ,
ახლა განწყობა და ხასიათი მაქვს ისეთი.

სიტყვებით თუ ვიტყვი: ხასიათს ვატარებ,
რომელსაც...
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 23:12 | Сообщение # 398
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აწი წვიმების მწკრივი წამოვადა წეროების თეთრი ჯაჭვივით
გადაიბმება სველი ცა -მოლი
და მზესაც რაღას გაეპრანჭები?
ვიწვეთ.
მე მიყვარს შენი ლოგინი.
სადაც სითბოა ასეთ ჟამისფერ
დილას
და მერე -ყავის ლოდინი,
მეტი სიცილი და სიხალისე.
ტელევიზორი.
რეტრო მუსიკა.
მობუზულები სხედან ქედნები
სარეცხის თოკზე.
(ტროლეიბუსი
გადაჭედილი)
არ ვიხედები
გარეთ,
ამნაირ ქარში რა გავა?
(ლამის ეზოდან ვუხმო ფინიას).
სიგარეტი ან აკუტაგავა,
შენი კოცნაც და
კმაყოფილი ვარ.
..........................
კაპ.
ისევ კაპი,
ბევრი კაპები,
წვიმს,
დაე,მთელი კვირა იწვიმოს.
ტკბილ ლუკმასავით ჩამეყლაპები
მზის ამოსვლამდე ჩემო წიწილო.
 
nukriaДата: სამ, 05.07.2016, 23:37 | Сообщение # 399
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმაში მაგრად მერჩის მუსიკა,ჩემი ოთახის მშვიდი აურა,
მარტო ყოფნა და წოლა უსიტყვოდ,
ღამით დარეკავ, გაიხმაურებ
ყურმილის მიღმა. ისევ რაფაზე
კაკუნი წვიმის, ათასი "კაპ-"ი.
მე სიმარტოვე ვერ დავაფასე,
ხელის გულებზე მჭიდროდ ნიკაპი-
ნაცნობი პოზა. თვალები მღვრიე,
არ მეძინება, გარეთ გავხედავ.
ხმა ისმის, როგორ გადაიღებდა?
ცამ თავი ისე გაითავხედა...
ჩემი რვეული, რომელსაც ვმალავ,
მაგიდაზეა ახლა და ნახონ.
მე მომანატრა პატარა ქალმა
თავი და წვიმის დედაც და ახლა-
ვე ვდგები იმხელა ნდომით,
ისეთი დიდი სურვილით მინდა
ვიყო იქ, მოხდეს ათასი ომი,
მე მაინც მივალ და წავიკითხავ
დღემდე დაწერილ ყველა ჩემს სტრიქონს
ზუსტად მასზე და არცერთხელ იმას,
რომელიც ადრე ათასჯერ მიქეს.
წვიმა მატულობს...
რა უნდა წვიმას?..

წვიმაში მაგრად მერჩის მუსიკა...
 
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 00:03 | Сообщение # 400
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაწვიმდა.დადგა ტბორი და ღელე.
ქუჩაში მოდის მტკვარი და სენა.
ვიღაცა ფიქრით გადაიღალა,
ვიღაცამ ფიქრზე ჩამოისვენა.
აფუნდა გუბე.
წამართვა სმენა
ამ ბაყაყების ხმამ და გნიასმა.
თეთრმა ბროლიამ გზა გადასერა
და წყალგადაღმა გვიმრებს მიაფსა.
ხვალაც ასეთი იქნება დილა.
ბჭობა არ უნდა. გასაგებია.
ფანჯრის რაფაზე წუწუნებს წვიმა,
გუბეში მწვანე ვასაკებია...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость