კობა ჭუმბურუძე - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 18:08 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უცაბედი სტუმარი

ჰოი, რა ზედმეტია რბილი თავსასთუმალი, როცა მუზას პოეტი პატივს ბორგვით მიაგებს და ელვარე სტრიქონი, უცაბედი სტუმარი,
მზერას აუციაგებს…
ჰოდა, განმარტოვდება საფიქრალთან, ათასთან, ღამეს ჩაეხუტება, კენტად დაეხეტება, მერე სადმე უკაცურ, მყუდრო ბაღს მიატანს და სკამზე გაიშოტება, ზეცას შეაშტერდება,
რადგან ამდენ ფორიაქს მხოლოდ ცა თუ დაიტევს,
ჰოდა, თავზე დაითევს…
ან როგორ დაიძინებს მოკარკაცე ამ ღამეს, ვარსკვლავებს, მოციმციმეს, ან, იქნებ, მოხამხამეს, თუ არ მიაყურადა, თუ არ მიეფერა და თუ არ მიუალერსა, ანდა თუ არ გალექსა…
თენუთენმა იძალა, ღაწვი აულალია და სანამდის ალიონს დაუნთია ფერხული, სათი ღამის მკერდიდან სადღაც გაულალია და გადაუმალია ვარსკვლავების ფარღული.
და როდესაც სამზეოდ ზეცა დაცარიელდა, ოდეს ბინდი დანებდა, იმედგადაწრეტილი, მთიებიღა შემორჩა ქვეყნის დასალიერთან,
ვით ამ ლექსის წერტილი.
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 18:09 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართული, სიტყვაკაზმული

ქართული, სიტყვაკაზმული, ენერგიაა პლაზმური, დარაზმულია და ზმული, ქარტეხილებში დაზმული.
ეს ენა, პირმოქარგული, მახვილად ვინც აგვილესა, ვინაც პირველმა უმღერა ათინათსა და ლილესა, ვინაც თავისი გენია მამულს აკმია დიდებად, ლამაზი სულის ნაჟური აგვისხა მარგალიტებად, დე იყოს შენი სავალი ბილიკი, მათგან ნაკვალი, რათა მერმისაც მრავალი დაირწეს ოქროს აკვანი.
ჟამთა გამოცდას ეურჩე მათი სალაროს გუშაგი, დაუძინარი მეუნჯე და ფუტკარივით მუშაკი.
ვინ დაიქადნებს, ვინა ბრის, იგეთი გვაძე ვალები დასაფიცარი წინაპრის, მათ სახელს ვენაცვალები.
ვისი ამაგიც დაფასდა ალბათ რა მშვიდი ძილი აქვს…
რა გაისტუმრებს ვაჟას და
რა გაისტუმრებს ილიას.
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 19:06 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდესაც შაშვი გეშეგირდება
ვუძღვნი ცირა ბარბაქაძეს

ღველფი რო ხანძრად გაგიღვივდება და ველად გაჭრა როს მოგინდება, შუშხუნა ლექსიც მაშინ ღვინდება და თავად შაშვიც გეშეგირდება.
წარმავალია ყველა დიდება, გვირგვინი სოფლის ამაოების. პოეტის სული არ იყიდება, არც ზანზალაკი ხდება დროების.
ვისაც მეშვიდე ცა დაებედა, მარადი ლტოლვა, ძებნა, წვალება, მისთვის უცხოა შეგალება და ჟამშესაფერი ფერისცვალება.
არ დაერიდო, თავად დამუხტე ბედი, ხან ქუში, ხან გამღივარი, მერე ქაჯავეთს უნდა ჩაუხდე, უნდა წაჰგვარო ქაჯს სამძივარი და დროს, ასერიგ ულმობელ მედინს, გამოარიდო როგორმე თავი, რათა საწუთრო, მეგზური ავი, არ მოგიბრუნდეს სიმღერად გედის.
მელნად დაფანტე განცდის ნაწრეტი ჩაშაქრებული ჰანგების ჯიბრზე, ომი გამართე, ქანცის გამწყვეტი, სიკვდილ-სიცოცხლის განგების შიბზე, რადგან სიცოცხლე, ასე ტკბილ-მწარე, გაუგებარით, შენთვის, მოტივით, მარად სიკვდილზე არის მიმწყდარი და ეთელება დონ კიხოტივით…
უთქმელი ლექსი მძიმე ტვირთია, მელექსე მისით მალე იღლება და სანამ სული სანთლად გინთია, სანამ იწვის და ღვენთად იღვრება, განიწმინდები, როგორც მინდია, მისგან სხივფენილ ბილიკს მიჰყვები…
ირგვლივ ნიღბები, ჭრელი ნიღბები
და, უფრო ჭრელი – ნიღაბს მიღმები…
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 19:44 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედა ენისა
ლევან ღვინჯილიას

წვიმებს, გერილებს და არაზანებს,
ჭალებს, ჭიჭრიკონად შეფერილებს
და ცის საფირონში განაზავებს,
ღრუბლებს, იალკიალ შეფენილებს,
ზვირთებს რიონის და ალაზანის,
ჭევლებს, ღარისთვალში ნაკულულებს,
გიზად მობიბინე ბააბანებს,
ტევრებს, მაღნარებს და დაბურულებს,
ქედებს, ხარირემთა საბალახოს,
ქარებს, ზეკარებს და საბარულებს,
მთათა მოქათქათე ჩაბალახებს,
ბარში ნაკადულად გაპარულებს,
კორდებს, ბოკერას და დალაუგას,
ცვარნამს, ბუსნარებში მოციალეს,
ბილიკს, ისარას და კაპიშუკას,
ბექებს, ბოლცომებს და ბორცვიანებს,
ბაღებს, თითოფერად აფეთქებულს,
რუებს, ღირღილებს და შფოთიანებს,
კორტოხს, სამზისგულედ წაფერდებულს,
ჭერეხს, კარკალებს და ლოდიანებს,
კაბო ცისარტყელას, ცხრაფერქებულს,
არმურს, ხევხუვებში ბოდიალას,
სერებს, კირჩხალებს და ქოჩქოჩელებს,
ჩხატებს, ბროლეულად ამტვერებულს
და ჩვენს დედა ენას, მოსაფერებს,
ერთად მოვეფეროთ ქართველებო!
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 19:45 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საზეველა
რობი კუხიანიძეს

ზეფირონიც გამთბარააა,
სუსხი ვეღარ იღრინება,
ხეში წყალი ჩამდგარა,
სურწყუნუსი იღვრიმება,
ბუნებამ დაამთქნარა,
იღვიძებს და იზმორება,
დუბეები ანკარა
ნამბულებით იტბორება,
რა ჭრიახი ატყდება,
შაშვი ქე რო მოფრინდება,
ზამთარი გადატყდება,
ალბათ ვეღარ მობრუნდება,
საფურცლო თუ წამოწვიმს,
ცისარტყელით გვირგვინდება,
ჯერი დგება ხიოდის
და ცრიატის დიდი კრება
გაურეკავს ანც ქარებს,
ცის კამარა ლიგვირდება,
იმდენი რუ წანწკარებს,
მოდი, ნუ გაგიკვირდება,
ჩახრიალა დანდგარებს,
ტოტი ტოტზე იკვირტება,
საღიღინო დღე არი
ყველა ჩიტი ჩიხლიფირთობს,
ჩოხარჩელა ეარი
აკვრევინებს დიპლიპიტოს
ტოტებს, ქარით ანატოკარს,
ცერზე დგება და უცნაურ
რიტმში როკავს –
რამ-პი-ტა-ურ,
დიმ-პი-ტა-უ-რ,
დამ-პი-ტა-ურ…
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 19:47 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ გიხდება აქაურობა

ქვეყნად რაიმეს მსგავსი როდია,
ახლა რომ გულში რეკს მელოდია,
მისით სავსეა ეს მოლოდინი
და მონატრება ზეცისოდენა.
ჰოდა მოვდივარ, ისე ახლო ვარ,
ეს სიახლოვე მაშინებს მხოლოდ,
ან იქნებ მელი, იქნებ გახსოვარ
და კეთილია ამ ზღაპრის ბოლო,
მოვდივარ, უკან დასახევს ვინგრევ
და ჩემი თავი მეუცხოება,
რაც უფრო მეტი ხალხია ირგვლივ,
მით იოლია განმარტოება.
მღვრიე ლაქათა უსიერ ტყეში
წუხელ ნასიზმრებ თვალებს დავეძებ,
ვიდრე აპრილის უცები თქეში
აგრიალდება სახურავებზე.
აპრიალდება ზღაპარაპრილი,
დაბრილავს ნუშის თეთრი სურნელი,
სიმღერის ვალი არ მაქვს გაბრილი,
არც თავის შველის არ მაქვს სურვილი.
როგორ გიხდება აქაურობა,
ეს ცა, ეს ქუჩა და ხმაურობა…
მოდიხარ, მოგდევს და დალალებზე
გელამუნება ქიზი ნიავი,
ვის გაუგია მისი სიავე,
ნუ უბრაზდები, გეთამაშება
მოალერსე და მოლოლიავე,
ცეტი ბიჭივით მოიქაქანებს
სველ ქვაფენილებს და ფილაქანებს.
ნათქორალ ტოტებს მიმოაქანებს,
რომ გაზაფხულის გაგწუწოს ლეშხით,
რამეთუ შავი თვალების ეშხით
მე კი არა და ნიავსაც შეშლი,
მოდიხარ ქუჩის სიფერმკრთალეში,
მთვარის საფერი ბაკმით ბურვილი
და ვიძირები მე შენს თვალებში
და თავის შველის არ მაქვს სურვილი.
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 19:48 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჯისა

ეგრისისთავს, ბრძენკაც ქუჯის, მკლავიც ერჩის, თვალიც უჭრის, მის ზეობას ხინჯი არ ჭირს, არც სამთავროს არა უჭირს.
მაშ რად უხმობს გარეთ ღამე, ღამისტეხად განა რა რჯის, ან რა სადარდელის გამო დასდგომია ჟამი განსჯის.
ქუჯის ფიქრი ცას ფენია ხვიჩა-ხვიჩა მურიცხებად, იწრო ქაშანს თუთა რჩელა უნათებს და მიუძღვება.
ეულ ღრუბელს მთვარის ქანდა ვერცხლად შემოუმაქმანდა, კრიამპოზე შედგა ქუჯი, გარამს ძირი არ უჩანდა…
და გაბრწყინდა თითქოს უნჯი, გული იჩქით შეუქანდა,
ათასწლეულს განსჭვრეტს ახლა გონი მისი გამჭრიახი, ამგვარ საქმეს არ უხდება ფორიაქი და კრიახი. შთამომავალს თუ საძირკველს განუმზადებს საიმედოს, ერთობისთვის, პირველყოვლის, ტახტი უნდა გაიმეტოს. ამერსა და იმერს შუა უნდა გადოს ამით ხიდი და მგლის მოდგმის ყველა მთავარს თვით აჩვენოს მაგალითი.
ქედმაღლობით ეგზომ ფუჭით, სიყოყოჩით ამაოთი, ვერ გახდება მოდგმა ქუჯის მტერთა მომრე და მაოტი.
ამ ერთობით შეადუღა კოლხ-იბერთა დიდი მიწა და ჭაბუკი ფარნავაზი მცხეთა-ქალაქს განამტკიცა.
მისი სისხლის ერთი წვეთი ჩვენს ძარღვებში კიდევ თუა, თუ შემოგვრჩა მისი სული, მისი ფხა და მისი ჭკუა, ხელისგულზე დავისვენოთ ოჯალეშით სავსე თასი, სიამაყით გავიხსენოთ საარაკო ღვაწლის ფასი ერთიანი საქართველოს ზნეკეთილი პირველბურჯის,
ცას ავხედოთ და ავძახოთ
– ქუჯის გაუმარჯოს! ქუჯის!
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 22:16 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვახტანგისა

იყო ერთი ხულგო სპარსი, ვინმე ვარან-ხვასრო-თანგი, სპარსელთაგან მიენიჭა საქართველოს მეფის რანგი, თუმცა, მალე, ამ მგელკაცის თვით იგემეს ბასრი ჭანგი.
ასეთია იბერიის კურთხეული მიწის ბანგი.
* * *
მეფე დადგა და რა მეფე მზე-ჭაბუკი გორგასალი, გულხარბი და მაშუღარი რაოდენი მოსრა სპანი, საარაკო შუბოსანი, მახვილოსან-მოისარი, გული მისი რკინის არი, ფარი მისი ვიგრის არი, მის ნაკრავზე მტერს გაუდის ბარგანი და გირგისალი,
ერთის დაყივლებით ძალუძს მომხდურისთვის ზაფრის დახლა,
ვერასოდეს ვერვინ ნახოს გორგასლიან დროშის დახრა.
ციდან ჩამოესმა რეკა, აიხედა წამით მაღლა, აჩხაბერი მოირგო და მგლისავ სული ჩაისახლა, გადასძახა ჯარს ხმამაღლა, ნუგეშინი განუახლა – რჯულისა და მამულისთვის არა ხამსო ომში დაღლა. ვანახოთო მოთარეშეს, რომ აქ ვეღარ იპარპაშებს!…
რაზმი მისი თოროსანი ჩაიგუბებს ახლა ვაშას,
პირზე პერი ადგათ რაშებს, ლაგამს ხრავენ, ღრეჯენ ლაშებს, ჟრჟოლა უვლის ყველას ტანში, მუხლი ავად უთამაშებს…
* * *
თითო კურცხლით მოვეფეროთ დანატოვარს ვახტანგისა, ვჭექოთ მრავალჟამიერი ამ მთისა და ამ ბარისა, ქედებისა თინთიკისა და ნისლისა ქარქარისა, ყაყაჩოთი წალეკილი ძოწეულა ველისაო, ტინებისა მავისაო, ჩაბარუხის ჩქერისაო, აფეისა ჭალისაო, იაკამი მთვარისაო,
სამშობლოსი შენის, ვეჟო, ჩინის ორთავ თვალისაო…
* * *
უფლის ნება იყო მართლა ვახტანგ მეფის მოვლინება, მძიმე ჯვარი დაენათლა და იობის მოთმინება, არ ეღირსა ამა სოფლად დადგომა და მოსვენება, მამლი, მუხას შესეული, სად აცდიდა, რომც ენება…
უღლით ქედი გადიყვლიფა და ბოლომდე გაიხარჯა.
ამიტომაც მისი ომი, მისი ლოცვა, მისი გარჯა, ქართველთათვის საუკუნო წესადა და ვალად დარჩა – რომ ნაღვაწი გორგასლისა ხატად გვედგეს მარადისად, რომ ლეკვები ალგეთისა ვზარდოთ ღირსად მამულისად,
გული ჩვენი – ხარკად მისად და თბილისი – ტახტად მისად,
ეს პატარა მოფერებაც ალალ მეფე ვახტანგისად.
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 22:17 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფარსმან მეფისა

ერთხელ, ოდეს სათარეშოდ მოგვაკითხა მტერთა დასმა, წუწკი ურდოს შესამუსრად ქუდზე კაცი აღიკაზმა.
ტრიამელზე აბანაკა უთვალავი სპაი სპარსმან.
უზანგებზე შემართული ჯარს მიმართავს მეფე ფარსმან:
- ლომნო ჩემნო, ერთი გახეთ ამ დასეტყვილ ცხვართა ფარას აღსასრულის საპოვნელად რა მანძილი დაუფარავს!
ატორტმანდა სპა იბერთა, შესარკენად მოიმართა, შორით უწევს კვესა თვალთა ჟინმორეულ მეომართა.
თვალუწვდენი მტრის ბანაკი ღიმილსა ჰგვრის იბერიონს: – პართის ჯარი, თუნდ ათმაგი, რაგვარ უნდა მოგვერიოს?
დავლურისთვის ემზადება ორთავე ფრთის სპასალარი, დაფეთებულ გადამთიელს რომ არ დარჩეს წასავალი.
მეწინავეც თავს იოკებს და ძლივასღა ბორკავს ჰუნეს, იერიშის მოლოდინში გული რისხვით უბაგუნებს.
ბორგავს რაზმი და გუგუნებს, ვიდრე ომში გაილაღებს, აჟღარუნებს ლაბარუმებს, აბრიალებს ბაირაღებს.
ბრაზი ემატება ხმაში ღოროტოტო-ქანარასა.
შეატოტა მეფემ რაში, შეუმზადა კამარასა.
სპერიმურზე დასცეს დრაში, დაიქუხეს: – ჰკა მაგასა!
ჰაი გიდი! ამ ჩვენს დროში რას იხილავ დამაგვარსა…
ჩემი ერის შვენიერი ხატი არის მეფე ფარსმან.
რა ამაგი დაგვდო კაცმან, ვერ ჯეროვნად დანაფასმან, რა ომები გარდიხადა უშიშმან და ბუმბერაზმან, ვერ თქვას მისი ღირსი აზმა ოქროპირმან ბარე ასმან.
საქმე მისი საოცარი სილაღეა ჩემი გენის, აწმყოსა და მომავალში მარგი კიდევ რაოდენის. იბერთათვის იმსიფართის გზასავალი გაუკვალავს, ორიათას წელს გამოღმა არ ასვენებს ფიქრს და კალამს.
მისი სიმხნე გამოვიხმე, რაიც ალბათ მომცემს ძალას, იმდაგვარი საქებარი ლექსი ვუმკო მტერთა მრეტებს, ქართველი რომ ერთ პატარა სადღეგრძელოდ დაიბედებს.
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 22:56 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლუარსაბ მეფისა

ბინდი ხუნდება, დილა ინთება, მტრით დატბორილა გარისის ველი, უკანასკნელად მოაფრინდება დღეს თავის ნისლას ბებერი მგელი.
ეს დროც დაუდგა მეფეს ჭაღარას, აწ ოდენ ცქერით გაართოს თვალი, იმის სამყოფი ჯანი აღარ აქვს, რომ კიდევ ერთხელ აშპუნოს ხმალი.
შუბის თამაშით დაუვლის ლაშქარს მემკვიდრე მისი, იმედი ქართლის, მტერს დათვლის ღირსად აროდეს არ თვლის, რამეთუ დროშა მიუძღვის მართლის.
სცეს ქართველებმა ბუკს და ნაღარას და ჩამოიმხეს თავსაბურები, აკინაკები ავად წახარეს, მიწას მოწყვიტეს ბედაურები.
წინ-წინ მიაფრენს თავის საღარას ჭაბუკი სვიმონ, გვირგვინის ხამსი, ბდღვირი ავარდა ტრიალ თაღარას და ნირწამხდარი უკურბის სპარსი.
ზაფრისმცემია იბერთ კართობა, ბრძოლასა შიგან მხნეთა და ცხართა, მათთვის ეს ომი არის გართობა, ვითარცა მგლისთვის დარბევა ცხვართა.
სერზე შემოდგა ფიცხელი ომის მოსეირეთა მცირე ამალა, მეფე, ჭარმაგი თანამყოლების და ორიოდე მცველის ამარა. შემორჩა ბრძოლის ჟინი ულევი, ძარღვებში სისხლი უყივის ჯერაც, გასცქერის გარჯას გოთაულების და სიამაყე უნამავს მზერას.
წესი არ არის ქართველ მეფეთა მამულისაგან დათმობა მისხლის და როს პირისპირ შემოეფეთა ლტოლვილი რაზმი, მწყურალი სისხლის, მომხდურებს თავი არ გაარიდა, ზედ შეალეწა შუბი და ხმალი, ბოლოს აკარხლა ბედაური და იმისი ნალით უნაყა ძვალი.
თანა ჰქონოდა ანამ ფარი და ანამ ჩაჩქანი, თავდასაფარი, სისხლი გადმოჩქეფს ნაგაზარიდან, ძოწით შემკულა ვერცხლის ფაფარი.
როს მატადორი დაქანცულ ხარს კლავს, სხივმეწამული ხდება ტაურუს, ებანს დაჰკარით, საომარ საკრავს, რომ გული რისხვით აახმაუროს…
* * *
შეუპოვრობით დაღალა მტერი გაუტეხელმა გვირგვინოსანმა, ზოგი დალეწა, ზოგი მოსარმა და კვლავაც სიმხნით აღავსო ერი.
ყველა კივერი და ყველა ჩალმა ერთად წაიღო არაგვის წყალმა.
დრომ მოხასხასე ყველა მუნდირი გაახუნა და დედა უტირა.
მოყანყალდა და სრულიად წახდა იმპერატორთა მრავალი ტახტი.
დაიხავსა და დანესტიანდა ფუყე დიდება დინასტიათა.
ერმა უარყო კერპი რამდენი და საარაკო საქმის ჩამდენი რამდენი გმირი გადააფასა, მაგრამ ნაომარს ლუარსაბისა აწ მეტი ჩაღი მოეფინება და ვერას ავნებს ჟამთა დინება.
მისი მასხალი მარადის გასხლავს, რამეთუ ახლავს ნათელი მართლის, გააკაშკაშებს თავის წილ ვარსკვლავს დელი სვიმონი, იმედი ქართლის.
* * *
ვის აღარ უდგას ამქვეყნად ძეგლი – ორგულს, ბაქიას, ლაქიას, ვერაგს, გმირებს კი რჩებათ გვირგვინი ეკლის, ასე იყო და ასეა ჯერაც.
ან იქნებ რვალში ვერ დაეტია მეფეო შენი სული მბორგალი და იქნებ ყველა ძეგლზე მეტია ხელში ჭიქა და ყელში გორგალი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость