კობა ჭუმბურუძე - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 23:07 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერეკლეს ხმალისა

თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ერთხელაც, რომელსამე ფიცხელ ბრძოლაში რომ ემტყუნებინა პატარა კახისთვინ იმ თავის ხმალსა…
ახლა მითხარით, რაა მისი ფასი საქართველოსთვის.
ჰოდა, ლექსად მოფერების ღირსი არ არის განა?
აი, ასე:
მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს, გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს, კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!”
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 23:08 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოლომონისა

თენდება, ზამთრის ზოზინა წკვარამს არ ეჩქარება კალთის აკრეფა, თუმც რიბირაბო ცისკიდურს ჰპარავს, ცისკრის ვარსკვლავიც მალე ჩაქრება.
სოლომონ მეფის ოქროსფერ კარავს სულგანაბული გასცქერს ოკრიბა, მეფე განზრახვას აღარა ფარავს, კომლიდან კაცი ხრესილს მოკრიბა, რომ დღეს გველეშაპს, ხალხით მოვაჭრეს, სამიდღემჩიოდ კლანჭი მოაჭრას.
* * *
პაპუნა სარდალს, ომში სარიდალს, გამთენიისას ნიშანი მისცეს – შეუკრიათო ყველა ბილიკი აგიაშვილს და ლორთქიფანიძეს. ფოთს მიქელაძე შემოდგომია, ფიცისკაცები – აია-ქალაქს, ვისაც საერთოდ არ უომია, დღეს ერთი ხუთზე მოსინჯავს ძალას.
ღვინით დალოცა მეფემ ლაშქარი და მოაფრინდა უწუმ უნაგირს, შეუძახა და ხალხი აშალა ამოსაძირკვად აფთრის ბუნაგის.
მიდი სოლომონ, კაცო-არაკო, სიამაყეო მარად ქართველის, მწეო და ბურჯო ჩვენი ღირსების, ოსმალოთაგან ვერგანათელის.
სამშობლოს შენსას დღეს კიდევ ერთი საბედისწერო გამოცდა ელის, იშიშვლე ხმალი, ახსენე ღმერთი გადასარჩენად ქართული გენის. უნდა აღკვეთოს სირცხვილი ერის შეუპოვარმა შენმა ბრძოლამან, მიდი, ჭირიმე მაგ გულისძგერის,
მიდი სოლომონ.
* * *
მტრისკენ გაიჭრა რახსი ტაიჭი, ავად უღელავს ბაბრი ფაფარი,
- ქეჰაიაუუ! რახტი დაიჭი, ახლა იწყება მძაფრი ზღაპარი…
საიერიშოს უკრავს საყვირი, მტევებარებმა შეუწყეს ვაშა, შეათამაშა მეფემ მახვილი, უთავოდ დარჩა ბედკრული ფაშა.
ომი გახურდა, იმატა ბრაზმა, ქება და აზმა აფხაზ ვაჟკაცებს, სამურზაყანოს ლომგული რაზმი დამხვდურს პირველი შეაბარბაცებს. თვით ხუტუნიამ ცხენი გაქაფა, რვალად იქცია ბებერი ძვალი, გაღმა-გამოღმა მტერი გაკაფა, ბოლოს თავადაც დახუჭა თვალი.
ეს გაელვება მამულს დაშვენდა, გმირო მოხუცო, დიდება შენდა.
მტარვალი ჭარბი, ხარბი და ურჩი უკანდახევას ჯერ არ აპირებს, გარნა ბრძოლაში ავია გურჯი და ბოლოს მაინც გაინაპირებს. თითქოს შველა რომ აღარსად არი, ისმის გრუხუნი მეხის სადარი, ეს ურახუნე ბრეგვაძე არის, წიფლის წვეროზე გასულა ლამის: – მოგვეშველაო დიდძალი ჯარი, იმარჯვა მეფემ, წახდა თათარი.
დაფრთხა ოსმალო, შედრკა და იმწამს გურულთა გუნდი ჯიქურ მიჯარდა, ისმის კივილი იანიჩართა, დაოთხილები პოტნიან მიწას. იმათ კვალდაკვალ გრგვინავს ოტია, ჭოლაური ხმლით მარყუჟებს ხლართავს, მისი მხედრობა მტრის მაოტია და აგვირგვინებს ამ საქმეს მართალს…
* * *
ქვეყნიერებას ქართველი ერი შემორჩენია ნიჭად და წამლად, ხმალზე შეგვადნა ურიცხვი მტერი, იმპერიები განქარდა კვამლად.
ჩვენებური კი, ტრფიალი ლხენის, ერთგული თავის ჯიშის და რწმენის, იმასვე როკავს, იმასვე მღერის, უძლებს ჟამთასვლას, მიწყივ არეულს, კვლავაც დაიცავს მშობლიურ კერას და მოინელებს კიდევ ბარე ორს.
* * *
ერს უწინამძღვრა, მტერზედ აღლესილს, ჭაბუკმან, საქმით დევისტოლამან,
ასეთი ომი გარდახდა ხრესილს.
ასეთი ლომი გვყავდა სოლომონ.
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 23:09 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სვიმონ მეფისა

ვინ არ იცის ამბავი ციხე ალამუთისა, ტინზე შემონადგამი მტაცებელის ბუდისა.
აქ დაირწა პირველად ჰაშიშინთა აკვანი, ზარსა სცემდა ჯვაროსანთ საბაჰის ძის ზაკვანი. სად არ გაიელვებდა გესლით გამონაკვები ავბედითად მკვესარი მათი აკინაკები.
ციხის ყრუ ტალანებში დაძრწოდა და ბორგავდა სული ნასირ ხოსროვის, მგოსნის და ღრიანკალის, მოძღვრის ცბიერ მულიდთა, შიშით შეუბორკავთა, აღმა-დაღმა მთესველთა ზაფრისა და კანკალის.
ფუთფუთებდა ბუნაგი, სიკვდილის საყუდელი, სანამ ხანმა ჰულაგუმ არ ულეწა ზღუდენი.
მაგრამ მოდი ამ ციხეს სულ სხვა თვალით შეხედე, დაივიწყე ერცახეს მულიდი და შახიდი, რადგან სწორედ აქ არი სვიმონ მეფის საკანი, ამ კედლებს ბინადარი არ ჰყოლია მაგვანი.
უკვე მეცხრე წელია შაჰი ვერ შეელია, მოძმეთაგან გაყიდულს ჭაღარაც შეერია, თუმცა, მიუხედავად ორგულობის, ღალატის, სამშობლოს დაჰფარფატებს მისი ფიქრი მარადის.
გარნა, ოდეს გაცხადდა სპარსის უილაჯობა, ოდეს ყველგან ოსმალომ დაჯაბნა და აჯობა, გაიხსენეს ლომგული, ალამუთს დახუნდული, უმალ ააღრჭიალეს ჟანგიანი ურდული.
თურმე ნიჭი ხალასი არც მათ თვალში ხუნდება, განუხვნიათ საკანი, აუხსნიათ ხუნდები, სამშობლოში სვიმონი თეთრი რაშით ბრუნდება, მტრის საკაფად ნაწაფი მკლავი არ უდუნდება.
ჩვენი ბედის ბორბალიც წაღმა ამობრუნდება, ქიტა აღიღინდება, გუთანს მიუბრუნდება, მარცვალი გაღვივდება, კერა გაღუღუნდება, კომლი ამოდინდება, ქვევრი აჩქაფუნდება, გადირწევა აკვანი, დროშა შეიკერება, კიდევ ბევრი მამაცი ხმალი გაიკვერება, კიდევ ერთი ლამაზი გვერდი დაიწერება, ხოლო სვიმონს ქართველი მარად მიეფერება.
თუ ამ ლექსით ახსენებთ, ვიამაყებ ჩემი სვით.
გულშიც თუ გაგიარათ, სადღეგრძელოდ შემისვით.
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 23:10 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თამარისა

ცხრა კუთხივ მიაქვთ ცხრა ოქროს კუბო და რომელშია ნეშტი თამარის, არც ვინმემ უწყის, რამეთუ კვალიც ვერ უნდა ჰპოვონ მისი სამარის.
ერთ რამედა ღირს ცქერა ამალის, ბრძოლებში მახვილნათამამარის, თავდადებულის, გმირის და ქველის, და თუმცა სული ტკბილი რამ არის, დღეს ყველა მათგანს სიკვდილი ელის…
მზადაა მისი მსახვრალი ცელი, რომ ეს საფლავი არვის ახსოვდეს,
სიკვდილი არის უებრო მცველი, რათა ვერავინ და ვერასოდეს
ვერ შეძლოს პოვნა მეფე თამარის.
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 01:21 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტი – ჩუმი სუნთქვა და ჩურჩული

ბულბულების ჭრინი,
ძილმორეულ ნაკადულის
ვერცხლის ანაბზინი,
ღამის შუქი და ლანდების
უსასრულო წყება,
სატრფოს სახის ცვლილებების
იდუმალი გრძნება,
კვამლა ღრუბლის ძოწეულზე
ქარვის ქარცი კვალი,
კოცნა, ცრემლი, ცისკიდურზე
დაფიონის ალი.

Шепот, робкое дыханье.
Трели соловья,
Серебро и колыханье
Сонного ручья.
Свет ночной, ночные тени,
Тени без конца,
Ряд волшебных изменений
Милого лица,
В дымных тучках пурпур розы,
Отблеск янтаря,
И лобзания, и слезы,
И заря, заря!.
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 01:22 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ივან კრილოვი – გედი, კიბო და ქარიყლაპია

თუ ერთი პირი
საქმეში არ ჩანს,
ვერ იხეირებს ამით ვერავინ,
შერჩებათ მხოლოდ ამაო გარჯა.
————–
გედი, კიბო და ქარიყლაპია
ერთად შეებნენ დატვირთული ფორანს,
ხვითქი გადასდით და იღლებიან,
მაგრამ ფორანი არსით მიგორავს.
გედი ზეცისკენ მიილტვის ვიდრე,
კიბო უკან სწევს, ქარიყლაპია ფსკერისკენ ითრევს,
ვინ იცის მათში ვინ სტყუის, ვინ – ქების ღირსია…
ხოლო ფორანი კვლავ ადგილზეა.
Лебедь, Щука и Рак
Когда в товарищах согласья нет,
На лад их дело не пойдет,
И выйдет из него не дело, только мука.
________
Однажды Лебедь, Рак, да Щука
Везти с поклажей воз взялись,
И вместе трое все в него впряглись;
Из кожи лезут вон, а возу все нет ходу!
Поклажа бы для них казалась и легка:
Да Лебедь рвется в облака,
Рак пятится назад, а Щука тянет в воду.
Кто виноват из них, кто прав, — судить не нам;
Да только воз и ныне там.
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 01:22 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტი – გაზაფხულის წვიმა

სარკმელს გარე სინათლე ჩანს,
ღრუბლებშუა მზე იღვრება,
ბეღურა კი სილას ქექავს,
გუნგრაობს და იგანგლება.
ციდან, თითქო მიწამ იხმო,
დაეშვება რწევით ფარდა,
ტევრი გარინდულა მიღმა,
ოქროფერი შვენის ქანდა.
მინას ნამი მიეპკურა,
ცაცხვი აფრქვევს თაფლის სუნებს,
ბაღს კი რაღაც მიეპარა
და ჩვილ ფოთლებს უწკაპუნებს.

Еще светло перед окном,
В разрывы облак солнце блещет,
И воробей своим крылом,
В песке купаяся, трепещет.
А уж от неба до земли,
Качаясь, движется завеса,
И будто в золотой пыли
Стоит за ней опушка леса.
Две капли брызнули в стекло,
От лип душистым медом тянет,
И что-то к саду подошло,
По свежим листям барабанит.
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 01:59 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტი – მოველ, მოგახარო რათა

მოველ, მოგახარო რათა – გაიფანტა ღამის ბინდი
და მზის ცხელი ათინათი ხის ფოთლებზედ აბირბილდა.
გითხრა, რომ ტყე აგუგუნდა, აშრიალდა ყველა ტოტით,
ყველა ჩიტით შეფათქუნდა, სავსე გაზაფხულის შფოთით.
გითხრა, რომ მეც, როგორც გუშინ, შენთან მოველ იმავ გზნებით
და წყურვილი ღვივის გულში – გემსახურო თავდადებით.
რომ უცნობი აღტაცება მეუფლება ნება-ნება
და, ჯერაც რომ არ შობილა, ის სიმღერა მემღერება.
Я пришел к тебе с приветом, Рассказать, что солнце встало,
Что оно горячим светом По листам затрепетало;
Рассказать, что лес проснулся, Весь проснулся, веткой каждой,
Каждой птицей встрепенулся И весенней полон жаждой;
Рассказать, что с той же страстью, Как вчера, пришел я снова,
Что душа все так же счастью И тебе служить готова;
Рассказать, что отовсюду На меня весельем веет,
Что не знаю сам, что буду Петь, — но только песня зреет.
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 02:01 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტი – გაზაფხულის მთვარე

გაზაფხულის მთვარე გამოიჭვრეტს ღრუბლით,
სუნთქავს ბაღის ფერი ვაშლით და ალუბლით,
კოცნით გეტმასნება იდუმალი ვნება,
ნუთუ სულ არ დარდობ?
სულ არ გენაღვლება?
ვარდის ნატვრით შლეგი მაფშალია გოდებს,
გუბურაში ცრემლი ჩასწანწკარებს ლოდებს,
შენ კი დალალები მკერდზე ჩამოგცვივა…
ნუთუ არ იღლები?
ნუთუ არა გტკივა?

В дымке-невидимке
В дымке-невидимке Выплыл месяц вешний,
Цвет садовый дышит Яблонью, черешней.
Так и льнет, целуя Тайно и нескромно.
И тебе не грустно?
И тебе не томно?
Истерзался песней Соловей без розы.
Плачет старый камень, В пруд роняя слезы.
Уронила косы Голова невольно.
И тебе не томно?
И тебе не больно?
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 02:01 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თანას ფეტი – ჩუმი სუნთქვა და ჩურჩული

ბულბულების ჭრინი,
ძილმორეულ ნაკადულის
ვერცხლის ანაბზინი,
ღამის შუქი და ლანდების
უსასრულო წყება,
სატრფოს სახის ცვლილებების
იდუმალი გრძნება,
კვამლა ღრუბლის ძოწეულზე
ქარვის ქარცი კვალი,
კოცნა, ცრემლი, ცისკიდურზე
დაფიონის ალი.

Шепот, робкое дыханье.
Трели соловья,
Серебро и колыханье
Сонного ручья.
Свет ночной, ночные тени,
Тени без конца,
Ряд волшебных изменений
Милого лица,
В дымных тучках пурпур розы,
Отблеск янтаря,
И лобзания, и слезы,
И заря, заря!.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость