ბერეთელი ნუკრი - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 10 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 8
  • 9
  • 10
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ბერეთელი ნუკრი
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 17:17 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ჯოჯოხეთიდან
აიჭრა სილურჯეში
მეორე-სამოთხიდან
და ბუდე მოიწნეს
მეშვიდე ცაზე... ***
ბედნიერი თაგვივით
ფუსფუსებს მაუსი
და ხალისიანობს.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 17:20 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხოვრების ყველაზე მძაფრი
სიგიჟე იმაშია, რომ დედამიწაზე
უამრავი ადამიანია და მხოლოდ ერთს
შეუძლია მთელი შენი სამყარო შეცვალოს.
მე ვიცი სადაა გზა
და მინდა შენთან.
//ბექა ბოსტოღანაშვილი//
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 18:21 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოიპარიზა,
მოირომა,
მოისტამბოლა, –
მობრუნდა შინ და
იუდასი ეძღვნა ამბორი. მომოსკოვება არ ადროვა ყინვამ ძლიერმა,
მოსკოვმა შთანთქა ძვალნი მისნი, –
სატანძიენი.
. . .
მკერდზე გეფინა ჩანჩქერივით ქათქათა წვერი,
გადმოალაჯე საკუთარ საფლავს…
კურთხეულ იყოს სახელი შენი, –
ს ა ბ ა ! მუხრან მაჭავარიანი
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 18:28 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მომისაჯეს უშენობა. უშენოს, უშენ...
მთელი ზაფხული ეგ ღიმილი (მციოდა) მეცვა.
და ულაყივით ზეცას ტორებს ვუშენდი გუშინ,
ნაპერწკლებივით, ვარსკვლავები სცვიოდა ზეცას.

ჰაერი იყო ჩახუთული. ჩახუთულ, ჩახუ...
მონაცრისფერო ოთახებში ვამსხვრევდი ფანჯრებს.
გაუთავებელ_ საფეთქლებში_ ჩაქუჩის რახუნს
ბოლო მოეღო. ცხოვრებასთან დასმენით ჩამჭრეს.

როგორ მეკიდა ეს ცხოვრება! მეკიდა, მეკი...
და მძულდა ყველა, ვინაც (თუნდაც დარცხვენით) ლოკა
მეფის ქოშები! გულზეც ჯვარი ეკიდა... მე კი
ის ვერ ვისწავლე, მოვუნაცვლო მარცხენა ლოყა_

როდესაც ვინმე მარჯვენა ყბის სიგამხდრეს უტევს.
შენ კი სიზმრებში დარიალობ. დარია. დარი...
მე კუბოსავით დამძიმებულს მივათრევ წუთებს
და უფსკრულებთან კიდევ უფრო ჩქარია ქარი...
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 18:29 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ პირველ ლექსებს ვიგონებ_
რითმის კიჭივით ამოჭრას,
ტოტებშეტეხილ სტრიქონებს,
ღრუბლის ეტრატად გამოჭრას,
ცას გადმომხობილს სამელნედ,
კალმად ალვისა წვეროსა,
ქარის გახედვნას სამერნედ_
ზღვას მკერდით დაეძგეროსა;
პირველ გათიბულ ბალახსა,
ხელის გაჭრასა ცელზედა,
პირველად ჩასვლას ქალაქსა,
მოხვევას ქალის წელზედა;
პირველ გასროლილ ისარსა
პაპის დაჭიმულ ლარითა,
სისხლით წართმეულ მიწასა,
მტრების გაზომვას თვალითა,
ხმალის დაფერვას წითლადა,
პირველ ჭრილობას მკერდშია,
ძმის გადმოსროლას ისრადა
და გადარევას მტერშია;
პირველ მოლოცვას ხატისას,
შეწირულ ვერძის თვალებსა,
სუნსა ღადარის მჭადისას,
ქედგადახეხილ ხარებსა;
დის თვალზე ცრემლის ბრწყინვასა,
გზებსა, შეკრულსა ზვავითა,
შორს კვამლსა, ახლოს_ყინვასა,
მგლის მოგერებას კავითა;
წყაროსთან ქალის კისკისსა,
შემოფეთებას თვალისას...
ახლაც მჭირს ჯავრი იმისი,
იმის ყელის და ტანისა!..
ვიგონებ, ყველას ვიგონებ,
კაცს რა დაულევს საფიქრალს.
ლექსად შევკრიბე, ვიფონე,
სანამ სიცოცხლე ჩამიქრა.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 18:42 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავხსნათ კარტები! (დასამალი ან ვისთან რა მაქვს?!)
ამრიგად გავხსნათ, მერე ისევ უბრად დავხუროთ.
მე ორგულობის უამრავი ნიღაბი დამაქვს
და შენზე მეტად მეშინია ამ გაზაფხულის:
არ ჩამომგლიჯოს ნაიარევ, მახინჯ სახიდან
ყველა ერთბაშად და არ დავრჩე სახეშეშლილი.
სული აშარდა, აირია, დახირდ-ახირდა
და მარტს მასავით არეული, ძალით ვეშვილე...
გარიჟრაჟამდე ვესაუბრე შენს ლანდს მოწყენილს,
მერე კი შენი წილი სითბო გავუნაწილე
მცივან ბეღურებს... აღარ მქვია შენზე მლოცველი,
აღარც ვატარებ შენი ლექსის წმინდა ნაწილებს_
შენივე მზერით ამოვიწვი გულის კოვზიდან...
შენ ხომ გინდოდა უხმაუროდ, ჩუმად გამეშვი?..
ვივლი ნიღბებით, ბროლის მთიდან ლოდებს მოვზიდავ.
ვიკალატოზებ უშენობის ხანგრძლივ ღამეში.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 18:46 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოცდამეათე უსულგულო ზამთარი გადის -
გადადის, როგორც კოჭლი ძაღლი უცხო ეზოდან
და ჩაცვენილი ფერდებივით უჩანს ფერდობი...
მთელი ბავშვობა გაწუხებდა (უხმო) ფოსოდან:
გლუვშიშჩამდგარი თვალებიდან - სიტყვით ერთობი
ზოგჯერ კიდეც და - ფოსფორისფრად აღმდგარი ლანდი.
მგონი არც ვინმეს, არასოდეს, შენი ესმოდა...
გახვალ სახლიდან, წუთებია (თხუთმეტი) ათის.

ზამთარი გადის. სულ ერთია - მიდიხარ, რჩები...
(სად უნდა დარჩე?! დღეებია ისეთი ნავსი...)
ხალხში ყოფილხარ, თუ ყოფილხარ როდესმე კენტად:
როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს,
როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი,
როცა ვეღარ გცნობს ტელეფონთან მისული დედა...
და საკუთარ თავს უბრუნდები მისივე რჩევით;
თითქოს, ეს გაკლდეს, არ იცოდე მაგ თავის ფასი.

ღამდება ასე. ვეღარ იტან საკუთარ პროფილს.
გაბზარავს სარკეს ირონიის სახეში მიხლა.
და უარყოფილს, კაცად ყოფილს, ყველაფერყოფილს -
შენვე შედგები საკუთარ თავს - გაიგდებ წიხლით!
ჩადგება ქარი. ვიღაც მთვრალი აივლის კიბეს.
დახუჭავ თვალებს. გადიქცევა ოთახი კუბოდ.
და ვერ დაიტევს ღამე შენი აივნის კივილს
და გათეთრდება და იქნება შორ მთებზეც ჭირხლი.

მერე სიტყვები დაკარგავენ წონას თუ ძალას
და ივლი, ივლი ჩაუხრელად მტკივანი მუხლის.
და ისე უცებ მოგადგება ცხოვრების მწუხრი,
ისე უეცრად დასცილდება სულყველა მალა...

ვიღაცა ისევ გადაფურცლავს ჩაკეცილ რილკეს,
ვიღაცა ისევ ოთახის კარს დატოვებს რიკლედ;
ვიღაცა ისევ გადაივლის ჩატეხილ ბონდზე,
ვიღაცას ისევ შეაწუხებს ძვალი თუ ხორცი;
ვიღაცას ისევ გაუკრთება ფხიზელი ძილი,
ვიღაცა ისევ გაუყვება იმ მთაზე ბილიკს,
ვიღაცა ისევ მარტოკაცა ბილიკით წავა;
ვიღაცას ისევ მოუკვდება დედა თუ მამა.
ვიღაცა ისევ აუყვება თეძოს თუ კისერს...
ვიღაცა ისევ...
ვიღაცა ისევ...
ვიღაცა ისევ...
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 19:16 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც სისხლიანი მთვარე,

როგორც განწირულნი ზღვაში,

ვითვლი უკანასკნელ წამებს,

წამებს გაფრენილებს ქარში...

ჩემი სურვილების ტყვე ვარ

სანამ მივაღწევდე მიზანს;

შენსკენ მოვაგელვებ მერანს,

როგორც გამოტყორცნილ ისარს...

ყველა მოგონება შენთვის,

შენთვის დამითმია ახლა,

ცხელი ვულკანების ფერფლი

ქუჩას ნაცრისფერში ხატავს...

დიდმა სიყვარულმა მუდამ

დიდი სინანული იცის...

თურმე ვარსკვლავებიც სწუხან,

მზისთვის გაუღიათ სისხლი...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
  • გვერდი 10 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 8
  • 9
  • 10
ძებნა:

მოგესალმები Гость