ბერეთელი ნუკრი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 9
  • 10
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ბერეთელი ნუკრი
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:46 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩიხი

მე ჩიხში ვცხოვრობ. ჩემთან ახლა ძველი თოვლია
ცოტა და მთვარე _ ჩამომხრჩვალი კაცის პროფილით.
სხვას რას დავეძებ_ჩემი თავი ვერ მიპოვნია,
ეზოს ძაღლივით ნაცემი და უარყოფილი...

მოჭრილ ჭადართან ჩუმად ვდგავარ. მტკივა ფესვები.
სავსე ურნიდან მიწისფერი კატა ამოდის.
კედელზე ქალი მიუხატავთ მწიფე ნესვებით,
გამოქვაბულში მონადირეს როგორც მამონტი.

მარცხნივ, კიბესთან, ერთადერთი ლამპიონია,
ზაფხულში ეგღა ახალისებს საწყალ ფარვანებს.
მეზობელ ყასაბს თავის ხელით ყოველ... (ქონიან)
ქოშინით ააქვს ცოლ-შვილისთვის ხორცი; შარვალი_

(ყოველდღე ისიც) იმ მეორე ხელით უჭირავს.
მე ახლა უკვე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი.
როგორმე (ვნატრობ) თვალი ისე მომახუჭინა,
შეშლილივით არ წამომაგდოს სულის შეხუთვამ.

მე ჩიხში ვცხოვრობ, ან_ პირიქით... პირიც მიქნია
ზოგჯერ ქვისკენ და ზოგჯერ ჩემს გზებს ჯვრებად ვსახავდი.
გზაჯვარედინზე დგომა ჩემთვის ფუჭი ფიქრია _
ბოლოს მივხვდი და მოვაღწიე კიდეც სახლამდე.

მე ჩიხში ვცხოვრობ.
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:47 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ მკვდარი არ მერქვას

ღამისთვის მოთეთრო ტაეპებს ვათენებ,
სულს დიდი მოქცევა ეწყება დილიდან,
ეს მთვარის ბილიკი სულ მარტო გავთელე...
რა ვქნა, გადავვარდი თუ კვლავ ღვთის პირიდან?!

ოცნებებს ვერაფრით დავადე ბორკილი,
შვიდ ფსკერზე ამაოდ ვეძებე აკვანი,
დანგრეულ ბორცვიდან ბრმა კოშკი მომკივის.
მცხეთასთან კვლავ კერპებს უნდა ვცე თაყვანი,

რომ მერე პირველი ავიდე ზედაზენს,-
წიწამურს (გავლისას) სხვა სახელს შევურჩევ...
და მერე ვიფიქრებ ქვად ქცეულ დედაზე,
მერე თაფლს წავისვამ, რომ ნოინს ვეურჩო,

მერე შუბის წვერზე გავლეწავ თაველებს,
და მერე- ერთხელ ხომ მეც უნდა ვეწამო!
და მერე...
და მერე...
და მერე...
და მერე...
და...ყველა აფხაზთან ფიც-ვერცხლი შევჭამო!

წარსულის წუთებით ავივსებ კაპარჭებს,
ფრთიანი ისრებით მომავალს დავსეტყვავ,
რომ ასჯერ მოკლული ასჯერვე გადავრჩე,
რომ მკვდარი ვიყო და რომ მკვდარი არ მერქვას!
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:49 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კარგად!

სევდის ბაცილები დამესიენ,
რაღაც უცნაურად მეღიმება.
ვებრძვი სასაცილო ამნეზიებს.
თავი გადიქნიეს ექიმებმა...

კარგად მენახეთ-თქო-დავიბარე,
ისე შემოვბრუნდი...ჰაიჰარად.
ცაზე მამონტებმა გადიარეს,
ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

მეტი არაფერი უჩვეულო,
სარკე დავუმსხვრიე მოჩვენებას-
მე სხვა ღიმილსა ვარ მიჩვეული,
ის სხვანაირ ღიმილს მაჩვენებდა!

ქვემოთ სართულები გადავთვალე,
ქარებს ჭილყვავები მიჰკივიან.
დღეს რაც უსათუოდ გაგახარებს,
ჩემი მოგონილი სიკვდილია,

ან ეს ხარხარია უმიზეზო-
ღამეს ჩაფრენილი ანაკონდა...
აჰა, სიკვდილის წინ გავილექსე!
(შენ ხომ ლექსებითაც ამაყობდი.)

მეტი არაფერი უჩვეულო.
ღმერთის შეცდომაც თუ გავასწორე,
ჩემო უჩემობას შეჩვეულო,
წერილს დაგიტოვებ:
....................
P.S. sorry!
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:51 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ დააჩოქებ!

ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს,
კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები,
ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე,
მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების...

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს;
მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან
და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს.

ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას,
მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი;
ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია
და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ!

ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს,
ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს,
უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე",
დედის რძესავით- ამ სიმღერებს- სულ სხვა მადლი აქვთ.

დღეს თბილისიდან ბათუმამდე ფრენით მიდიან...
თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის...
თუ შენ ვერ ხედავ, ან, ხედავ და ფეხზე გკიდია,
ამ ჩემს მტკივან გულს დაუჯერე, მხრამდე რომ მეწვის:
ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
(ღმერთმა ნუ ქნას, რომ ხვალ ამ სტროფებს დაედოს ფასი!)
ისე იმღერე, წინაპარი როგორც მღეროდა
და ვაზისძირა-დაღვლარჭნილი ბილიკით გასწი!!!
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:51 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაინც სოფელზე

ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_
დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე.
_ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.

ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,
ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.
ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი!_
სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.

მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,
დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,
ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...
მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.

კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!
ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.
გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...
საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...

ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,
ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.
არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს?_ წყაროსთან, მამამ
და ბრგე ჩაფივით მწუხარება შეიდგა მხარზე...

ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა
მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)
_ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და დარეკოს ახლა!_
ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...

მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:53 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმიღე

რომ არ შეგაწუხო ჩემი მონატრებით,
ჩემი მოფერებით და ჩემით- საერთოდ,
ჩუმად გაგეცლები, ჩუმად მოგაკლდები,
ჩემს მთებს მივაშურებ და სანთლებს აგინთებ.

რომ არ მომენატრო ასე გაგიჟებით-
როცა მეზობლები სინანულს მალავენ,
როცა სასთუმალთან დედა დამიჯდება
და როცა პატრონი მის მეტი არავინ

არ ჩანს. და ჯერ თვალებს სარკესაც ვუმალავ.
(თვალები დიდ გრძნობებს ადვილად ჰყიდიან.)
მარტში ადიდდება პატარა დუმალაც
და შენი ამური ცალ ხიდზე ჰკიდია...

ჯერ კი ეს თოვლია- თებერვლის არჩივი,
შეცივნულ მწვერვალებს ეტყობათ სიბერე.
მოთოვოს, მოთოვოს, მოთოვოს! არ ვჩივი!
რომ მერე ერთბაშად ავზვირთდე იმერეთს

და შენი კლდიანი ნაპირი წავლეკო,
და შენი მერცხლები ტალღებზე გავიკრა,
მაგრამ თუ მაგ სულის დანგრეულ სამრეკლოს
ზარები ჩამოვხსნა,- მარჯვენა გამიხმეს!

პირიქით! მე ზამთრის ღამეებს მოწყენილს
შენს ხატთან ვათენებ და ღმერთებს ვარისხებ...
მიმიღე, ვით ერთი უბირი მლოცველი!
მიმიღე და შენი სიუხვე მაღირსე!
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:54 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარია, ქარია ფანჯრებთან,
აწვალებს ამ ფოთლებს- მოჰიკანებს...

შეცივდა,-საათიც გაჩერედა,
ქარებმა ზამთარი მოიყვანეს.

ცოტა ხნით უნდა შევეკედლოთ,
მაგ ქვისგულიანს და გრძელღამიანს;
-ნახირი ბაგასთან შერეკეთო,
ამაღამ- ბებია პელაგიამ.

მთებს უკვე დაჰხურა ფაფანაკი,
ხვალ სოფლებს მოწვდება, მოხატულებს.
პერანგით და მისი ამხანაგით
ბაბუ საწოლისკენ მოფრატუნებს.

ხვალ თუ ზეგ დღესასწაულია,
ბაბუა ზღაპრობს და შაირობს.
ვაი, რომ ამ დღეებს ჩაუვლია,
უჩემოდ ჩაუვლია, ვაი, რომ...

სხვისი ბავშვობა
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 22:50 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო.
ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების...
ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო,
მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.

ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო...
რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?!
სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად
და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!

სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს,
რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ...
მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს!
უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..

წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს;
(ვინ გხედავთ,თვალებო, დარდით რომ მევსებით.)
მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო
ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით...
 
nukriaДата: ხუთ, 30.01.2014, 18:45 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმიანი ლექსი

მტბორავს მუსიკა.წვიმს „Secret garden“,
„გველის პერანგის“ დავიწყე ჩაცმა,
და მინდა-ისევ -არაფრით მგავდე,
რომ საკუთარი (დღემუდამ) ჯვარცმა
შენც არ იხილო,იხილო შენც არ,
როგორ გაგლეჯენ ფრჩხილებით ხორცებს,
როგორ კვამლავენ ღიღილო-ზეცას,
და გულზე,ისეც ფაჩუნით რომ ცემს-
დგებიან ფეხით.ადიან ზემოთ.
ჰგონიათ,უფალს მიარტყეს კეფა
ლანჩაზე.თუმცა,კვლავ სისხლის გემო
გასჩრიათ ტვინში...და თოკი წყდება...
არ მინდა,რომ შენც დაგაჭრან ფრთები;
არ მინდა,რომ შენც გადაგცენ ხატზე!
წაიღე (მაინც აქ არ ჩანს!) კდემა,
შენი და ჩემი ნაძარცვი განძი-
„სიყვარული“ რომ დაარქვეს მავანთ,
წაიღე,გასცდი ამ მგლების ხაროს.
წადი იქ,სადაც ყოველდღე ჩავა
მზე და ამოვა კიდეც... და ქორო
დღეების,სადაც ცრემლს აღარ გადენს,
სადაც მოლოდინს ექნება ფერი
შვიდივე ზეცის... და „Secret garden“
და მზე და შენი ფერმკთალი ხელი...
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 17:52 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამკიდე ხელი
"თებროლემ კოკა გატეხა"...
ხალხური

ჩამკიდე ხელი... ჩემს სოფელთან წყაროა ერთი.
ჩამკიდე ხელი... იმ წყარომდე ერთი ველია,
თვალდახუჭული თუ გადივლი (ჩამკიდე-მეთქი!)_
იქ, სიჩუმეში ხავსიანი ქვებიც მღერიან_
და შესვამ ისე, აგიხდება სურვილი, სულო,
ერთი სურვილი, მხოლოდ ერთი... ხელი ჩამკიდე!
თუ გინდა ქვაზე მივალეწოთ სულელი სურა,
ჩემო თებროლევ, ჩემო თეო, ჩემო... ან კიდევ...
ან, რა აზრი აქვს სახელებს და შორისდებულებს?
ჩამკიდე ხელი! ჯერ მინდვრამდეც ისე შორია,
რომ გულისგულში მთელი გულით თუ არ მეგულე,
მთელი ცხოვრება მოვუნდებით ასე ბორიალს.
ჩამკიდე ხელი, ავიხდინოთ ერთი სურვილი...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 9
  • 10
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость