ბერეთელი ნუკრი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ბერეთელი ნუკრი
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 20:24 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულელი შინდი!_ გაბუსხული კვირტებით მიმზერს,
მე კი ვუღიმი, გამახსენა ტუჩები შენი.
მივდევ ლიანდაგს, შემიმოკლდა ნაბიჯის სიგრძე.
უკან ორთქლმავლის ლანდი მომდევს ოხვრით და ქშენით.

უკვე მარტია. დილით იებს ვეფერე დიდხანს.
მერე დავპირდი, რომ შენს თვალებს მოვაფერებდი.
ვუთხარი ისიც, რაც ჩურჩულით მინდა რომ გითხრა,
რაც უნდა მითხრა, რომ ცხოვრება გამიფერადო_

ისიც... და ისიც: ამ გაზაფხულს აკლიხარ როგორ,
უშენო ზეცაც უშნოა და ქარიშხლებს მიშენს;
რომ აღარავინ აღარ მირჩევს, ნერვები ვზოგო,
რომ პირში მაინც არ ვაგინო მიშას თუ მიშელს;

მარხვაში მაინც წავიკითხო ძილის წინ ლოცვა
რომ... და რომ მეტი თავმდაბლობა გვმართებს მიწისშვილთ,
სანამ იახტას გადავუწვავ ქარონის ბოცმანს,
ლექსებით მაინც დავიფარო სულის სიშიშვლე_

მირჩევს არავინ. უშენობის ფერია ლეგა.
შენზე ფიქრები მახვევია გარს და მფარავენ.
მეათე სახრეს (ელვის) ცაზე ელია ტეხავს
და სულში შენ ხარ,
შენ ხარ,
შენ ხარ,
შენ და... არავინ.
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 20:43 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მერცხლები გაფრენილან რა ხანია,
ხეები ფერ-უმარილს ბავშვებივით
ყველგან ითხიპნიან... ხარხარია.
ოქტომბერს წუთები აქვს დარჩენილი.

ღრუბლები ფეხმძიმე ქალებია-
დადიან, წვიმებს ძლივს იკავებენ
ღიმილივით. რა ხმაა? ქარებია,
თუ ხმელი ფოთლები კინკლაობენ.

მთვარე- გატეხილი ფანარი და
(ლექსი მივუსიე დაგეშილი)
მეზობლის კარღია მარანიდან
სარ-სარ მოუყვება გალეშილი.

აქ არ მოიტეხოს კისერი და...
ბავშვები კვახებით ჯილდაობენ.
ქარების დოღია იმ სერიდან,
აქ კაკლის ჩრდილები ჭიდაობენ.

ნელ ცეცხლზე თათარას ჩასთვლემია,
ფშვინავს და დედის ხელს იგერიებს.
რა ვოლტი?! სულ თაფლის სანთლებია,
ჩუ! მამა კითხულობს "...ივერიელს".

სხვენზე ტაროების ხარხარია,
მთვარე გაპარულა შერცხვენილი.
მერცხლები გაფრენილან რა ხანია...
დღეებიც გაფრენილან მერცხლებივით.
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 21:38 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ გავებუტეთ ერთმანეთს გუშინ,
მას მერე მიჭერ დუმილის არტახს.
ცას მოერია ფერები ლუში,
მიწამ ძაძების დაიწყო გახდა,
გათენდა, ანუ_ მარტივად რომ ვთქვათ.
მარტივად რომ ვთქვა, დამთენთა ისე
შენი სახელის მთელ ღამით ბოდვამ...
და უშენობის სუსხი და ნისლი
ამივსებს ფილტვებს. როცა მზე გავა
სამ შუბისტარზე, დამშუბავს ეჭვი,
რომ შენ გერქმევა ვიღაცის დამა...
და წყვილ ნაბზარში მარცხენა ბეჭის
გამივლის ქარი!_ სამგორულ ყინვებს
გადაატარებს გომბორის ფერდებს.
შესცივა გომბორს... მჭირდება ვინმე,
გვერდით მჭირდება, რომ ლექსებს ვწერდე!
რომ ღიმილებით ვხვდებოდე დილას,
რომ ვპასუხობდე წერილებს დედის,
რომ ჩემი მყუდრო და ვიწრო ბინა
და ფორიაქა და ფართო მკერდი
ვეღარ იტევდნენ ერთმანეთს. გარეთ
გამოვდიოდე. მათოვდეს მშვიდად.
და შენი გულის ყინულის კარებს
ჩამდნარი კლიტე_რომ ერთად გვინდა_
ამხელდეს სურვილს... ის "ვინმეც" შენ ხარ...
თუმც, ზოგჯერ სიტყვებს ფასი აქვთ ჩალის:
როცა ოცნების მხარმარცხნივ წევხარ,
როცა ჭრიალებს ყინულის კარიც...
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 22:38 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარ გელი

ტუჩს ვათამაშებდი,
ტუჩს...
ტუჩს...
მერე ჩავაყოლე თითი
ქვევით...
მკერდს შევეხმიანე...
წუხს...
წუხს...
მონატრებია შენი ხელი...
ფეხებს შევეფეთე
გლუვს...
გლუვს...
ნაზად ჩავაცურე მზერა
ჩემი...
ძარღვი ამიჯანყდა
დუღს...
დუღს...
როგორ მინდა,როგორ
შენი თქერი!
ჩემი ოკეანე
ქუხს...
ქუხს...
გადმოადგაფუნე ზედ
ჩანჩქერი...
როგორ მომსურვებიხარ...
თუმც...
თუმც...
ვისი ხარ...სად ხარ...
აღარ გელი!-ლიკა
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 22:39 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვედი შენთან, მოვედი,
რომ დამაყენო კუთხეში.
მოვბედე... ისევ მოვბედე
სიტყვები უკმეხ-უკმეხი...
ჩვენია, წამი ჩვენია,
სხვა არ მჭირდება "ჩვენები"...
უტვინო , ჩემზე ბრძენია
-დაგკარგავ?- მომეჩვენები...
ეს ისევ ცუდი ლექსია,
ისევ მღალატობს გამმები.
ვარდები დამითესია,
მაგრამ ეკლებში გავები...
მე, რომც ავწიო ხელები,
მე, რომც დავხიო წიგნები,
მე შენ არ გამოგელევი,
ცოტა სხვისიც თუ ვიქნები..
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 22:40 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მიყვარდი....

მე ვიცი შენ უნდა გამოგყოლოდი,
ბედნიერი რომ ვყოფილიყავი,
შენ...
შენ...
რა ძალიან მიყვარდი,
რა თბილად და ნაზად გიყურებდი...
როგორ მკითხე?
რატომ უნდა მიყვარდეო?
ჩიტებიც კი დაინტერესდნენ
რას გეტყოდი,
ნისკარტები ფარდის აბლაბუდაში
შემოყვეს...
ფოთლებმა რხევა შეწყვიტეს,
შენ კი გაიტრუნე...
ხოდა მოვედი და ჩუმად
ყურში გიჩურჩულე,
ძალიან გარყვნილი რამეები
ჩამოგითვალე...
რა ღიმილი გქონდა?!
ქვეყნად მოვლენის მთელ არსს იტევდა...
მერე აბრეშუმის ხალათი მჭიდროდ
შემოვიტმასნე და
თეძოების რხევით გავედი ოთახიდან...
ჩიტები უკმაყოფილოდ გაფრინდნენ,ფოთლებიც ნაწყენნი აშრიალდნენ ...
ვერ გაიგეს რა გითხარი...
მეც აღარ მახსოვს ზუსტად...
ისეთი სხვანაირი,
ისეთი ზედმიწევნითი მამაკაცი იყავი,
ღმერთმა რომ ჩაიფიქრა-
სულს და სხეულს ყოველგვარი იმედგაცრუების გარეშე რომ ანდობდი!
როგორ მიყვარდი!
შენ უნდა გამოგყოლოდი,
შენ,
შენ!
მაგრამ იმასაც ვერ მივხვდი ვინ იყავი,
ან სად უნდა გამოგყოლოდი,
მე ხომ სიზმარში გნახე!-ლიკა
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 22:40 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტკივილით დაღლილი მაინც ვდგამ ნაბიჯებს,
მივდივარ და გრძნობებს მივათრევ სახლისკენ.
იქ სადაც სითბოა, იქ სადაც მელიან,
იქ სადაც სიყვარულს სიცოცხლე გრძელი აქვს.
იქ სადაც შვილები დედებით ტკბებიან,
იქ სადაც ცრემლები ყოვეთვის წრფელია..
ტკივილით დაღლილი ხელები კანკალებს,
ნერვები აღარ მაქვს, ეშმაკი ხარხარებს.
ო როგორ დამძიმდა, ეს გული სხვა მხარეს,
დრო გადის მიფრინავს რაც ასე მაწამებს.
ჩემს სახლში შუქია, მზეც მუდამ ანათებს,
შვილები მელიან მხოლოდ ეს მახარებს.
მივდივარ, ან იქნებ, ჯერაც ვერ მივდივარ,
თუმც იმედები ხომ დამრჩება შეგირდად.
იქ სადაც ლურჯი ცა იწყება მთებიდან,
იქ სადაც ხალასი ფერები ფრთებს ისხამს,
იქ სადაც სინდისი სიკვდილზე მეტს ნიშნავს,
იქ სადაც სიტყვებით სიცოცხლეს ეტრფიან,
იქ სადაც ვაზის ხეს ცრემლები დენია,
იქ სადაც სამშობლო ყოველთვის ერთია.
ტკივილით დაღლილი მაინც ვდგამ ნაბიჯებს,
სახე კი ღიმილებს აბნევს და არ იმჩნევს.

/მაკა.თ./
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 22:41 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემეხე,მხოლოდ...
მომიტანე ზღვის აღელვება...
შემეხე,მხოლოდ,
იყვავილონ მკერდზე ველებმა...
შემეხე,მხოლოდ...
გაზაფხულის მინდა მეგზური...
შემეხე,მხოლოდ,
ამოიფრქვეს ჩემში ვეზუვი...
შემეხე,მხოლოდ...
მინდა ვიქცე ჭრელ–ჭრულ პეპელად,
შემეხე,მხოლოდ,
დავიფანტო ცაში მერცხლებად...
შემეხე,მხოლოდ,
მინდა ვიგრძნო შენი ხელები,
შემეხე,მხოლოდ...
და თუ ცოტას არ დაჯერდები...
იქეცი ზღვად და...
ველად...
მეგზურად...
მერე,ვეზუვად...
პეპელად,
მერცხლად...
ისე ამყევი,როგორც არასდროს...
თავდავიწყებას,გრძნობით დამეწყრას,
ცეცხლად ქცევას თუ ქცევას ჩანჩქერად,
არ დაერიდო,
რადგან დრო ქრება,
როცა მზე ცელქობს შენს თვალებში და,
როცა ვულკანი მკერდზე გაკვდება...
აბა,რად გინდა მხოლოდ შეხება,
როცა ასე გსურს გადამეტება!–ლიკა
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 22:42 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაბრუნდი

მგზავრივით შემორჩი
უცხოს თუ ახლობელს,
სიმშვიდე აქციე
შენს დად და მოწილედ.
დაბრუნდი იქ, სადაც
ქარები სახლობენ,
იქ, სადაც დევები
იხდიან ქორწილებს.
დაბრუნდი იქ, სადაც
ღრუბლები ხუნდება,
მზის ცეცხლში ლღვებიან
მწვერვალთა კალთები,
იქ, სადაც არწივნი
სხდებიან გუნდებად,
ელვები ჩნდებიან
ზათქით და ნათებით...
დაბრუნდი, რადგან დრო
არაფერს შეგარჩენს,
იქ, მთებში, შენს ფესვებს
წალეკავს ღვარები,
თუ დარჩი, ეს მიწა
სიჩუმეს შეგაჩვევს,
მუნჯი კი ქარიშხალს
ვერ მიეკარები ...
ჰო, დიდხანს შემორჩი
ორგულს და ლაქიას,
გამხდარხარ ფლიდთა და
მაცილთა ხიზანი.
არ გახსოვს ვინა ხარ,
არ იცი, რა გქვია,
ამ გზებზე გაფანტე
ოცნებაც, მიზანიც.
საჩქაროდ მოკრიფე
ბარგი და ბარხანა,
სუსტ ფეხზე მოირგე
ფოლადის წრიაპი.
გზად სადმე შეგხვდება
ალხანას, ჩალხანა,
რომ ერთად იხილოთ
ვარსკვლავთა კიაფი.
დატოვე ეს შენი
წუწუნა კერია,
აქ მხოლოდ სევდა და
ეჭვი გყავს მოწილედ,
დაბრუნდი იქ, სადაც
ქარები მღერიან,
იქ, სადაც დევები
იხდიან ქორწილებს.
/მ.კ./
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 22:43 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სინამდვილეს არ ვემდური:
არ ყოფილა თითქმის.
არყოფილზე საყვედური
არასდროს არ ითქმის.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ძებნა:

მოგესალმები Гость