ბერეთელი ნუკრი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ბერეთელი ნუკრი
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 22:44 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტში ტყემლები პატარძლებს ჰგვანან,
აგვისტოს ბოლოს - შუახნის ქალებს,
შემოდგომაზე ბერდებიან და
თმებს შორს ატანენ გაფრენილ ქარებს...
ქალწულებს ჰგვანან მარტში ტყემლები,
აგვისტოს ბოლოს იხუნძლებიან,
შემოგომაზე თმებს გაშლიან და
გაქცეულ ქარებს შორს მიჰყვებიან.

- გოდერძი ჩოხელი -
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 00:28 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვალ-ზეგ კახეთი მინდა დავლაშქრო,
მინდა დავკოცნო გომბორის კალთა
და ალაზანი პეშვით დავაშრო,
მერე შევჩერდე შეღებულ კართან-

დავეცე მუხლზე მიწად ალავერდს,
ხელაპყრობილმა ხმამაღლა რომ ვთქვა:
ღმერთი ფარავდეს, ღმერთი ფარავდეს,
ღმერთი ფარავდეს ირაკლის მოდგმას!

მინდა ეგ ზვრები შემოვიარო,
გუშინ რომ მოსკდა მტევნების დელგმა,
მერე კი გული ამიფრიალოს
ჰარულალოთი კახელმა გლეხმა.

მინდა, მაგ მთების გავხდე მზვერავი,
ბევრ შაჰს და სულთანს რომ ჩაჰყვა დარდად.
ვერ იბოგინოს დღესაც ვერავინ
ქართულ მიწაზე, ქართველის გარდა!

ყველა ხე თითქოს მონუმენტია,
ღვთისგან დადგმული საძმო საფლავთან...
მთებს გულში დარდი არ დაეტიათ
და წყაროებად წამოწანწკარდა.

დავდგები მუხლზე მიწად ალავრდს,
ხელაპყრობილმა ხმამაღლა რომ ვთქვა:
ღმერთი ფარავდეს! ღმერთი ფარავდეს!
ღმერთი ფარავდეს ირაკლის მოდგმას!
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 00:30 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი მიტოვება ახლა ღალატია!
ასე გულშიშველას ხომ არ მიმატოვებ?!
აქ არც ტკივილია, აქ არც ჯალათია,
აღარც სიკვდილია... მხოლოდ სიმარტოვე...

ძნელი წარსულისკენ ვეღარ მივბრუნდები,
ვერც წინ-უფსკრულისკენ ვეღარ გავიხედე.
გზები, ბეწვის ხიდზე ბაწრით მიბმულები
ოცდამეჩვიდმეტედ მგონი გადიკვეთნენ.

მთვარე უიღბლობით ბევრჯერ გავაოცე.
სულში კაკტუსებიც აღარ იზრდებიან.
ახლა ყინვებია მთვარის სანაოზე,
სულის სანაოზეც დიდი ყინვებია.

მზე კი დაბზარული ოქროს ბადროა და
(ამ ლექსს, რომ შემეძლოს, სულშიც ამოვხევდი!)
გული ეჭვის ჭიდან ლამის ამოვარდა,
შენს ზურგს მოტმასნილი მთვრალი გამოხედვით...

კიდევ ეჭვი მინდა?! სულ არ გეცოდები.
თუმცა, "შეცოდება" რაღა სათქმელია!
უკვე შეცვლილია თურმე მეთოდები:
ღამით "ტუსოვკა" და დილით- "პახმელია".

მე კი "მუხამბაზებს" ვეღარ ჩამოვშორდი,
ყელი ახლაც მეწვის, მათალშენახები...
მოდი, შენი ხელით მაინც ამომშანთე,
გულზე ამოზრდილი ძველი ვენახები!

მერე უგულობაც ნუღარ გაგაოცებს.
(ესეც განწირული სულის ღაღადია!)
დიდი ყინვებია სულის სანაოზე.
დღეს არდაბრუნებაც უკვე ღალატია!
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 00:59 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედის ფეხებთან მიწოლილს ჰგავს ეს
ფთილა ღრუბელი_ პატარა ბატკანს.
მოკლდება ჩემი სიცოცხლის ხაზი
ყველა უშენო დღით, როგორც... რა ვთქვა...

გიორგობისთვის დღეები, როგორც;
როგორც სოფლის გზა, რომელშიც, იცი_
ვიღაც სულ გელის_ ფერებით ზომოს,
რომ მაგ თმის სიგრძე და ხელებს მიწის

სითბო და სუნიც ექნება მიწის.
შენ კი ქალაქის ძველ ქუჩას შერჩი.
ახლა ეს ლექსი ხმელ მკლავზე მიწევს
და გული აღარ მეტევა მკერდში.

და ზოგჯერ, როცა შენი გაბუტვა
მაფორიაქებს (არადა, რისკი
მიყვარს) და როცა ვდავობთ ამურთან,
შენ თვალი გრჩება უჩემო გზისკენ;

მე გული მრჩება მოხურულ კართან,
რომლის იქითაც შენ დგახარ. უძლებ
ცდუნებას_ უკან მობრუნდე. კალთა
ვერც დედის გშველის, რადგანაც უძღებ

შვილებად მხოლოდ დედები გვთვლიან,
როდესაც მამებს საბანი თბილი
ახურავთ (მიწის)... და ისეც გვიან
გაჩენილ შვილებს რაც გვრჩება: "კბილი

კბილის წილ!"_ გავცრათ ჩახლეჩილ ხორხებს
და საუკუნეს_რუხი მგლის დამღით_
გავუყვეთ, სულაც მუხლებზე ხოხვით.
რაც მთავარია, არ ვიგრძნოთ დაღლა:

წვიმაში, ქარში, თოვაში, მზეში,
ტრანსპორტში (ყვითელ), მიწის ქვეშ, სულაც.
რომ არ დავკარგოთ ცხოვრების გეში,
რომ დავიჭიროთ კბილებით სული

როგორმე; სული_ ფაქიზი ერთობ.
(დღესაც თუ რამეს "ფაქიზი" ეთქმის")
რომ ისე ხშირად წამოგვცდეს: ღმერთო!_
მეორედ იშვას მიწაზე ღმერთი.

და მე ერთ დილას დავიწყებ შენით.
მშვენიერ დილას_ მინდა, ვთქვა ასე.
და ჩემი სახლის ახდილი ჭერი
იქნება შენი სიმშვიდით სავსე.

მანამ კი ნედლი კუნძივით ვბოლავ,
ამოვარდნილი გული კი მაზის_
მხარზე ჩიტივით... და მოდი, თორემ
მოკლეა ჩემი სიცოცხლის ხაზი.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 01:21 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ქვითკირის ღრიჭოთაგან სიცივე ატანს.
აღარ მოხვიდე!
დამდევს დამხრჩვალი თოჯინის ლანდი,
თვით ვარ ქოხი და
ამძვრალ ანჯამებს ვაჭრიალებ, როცა დუმილი
ყელში ამოდის.
ვიღას ვუმალო, რომ სიცოცხლე (ვიღას ვუმალო!)
გუშინ ღამიდან
აღარც ლარი და აღარც ცენტი, აღარც გროში ღირს.
ღამეს მაზიდებს.
თქვი, ხომ თბილოდა (თქვი!) ქოხს შიგნით,
გვქონდა ჯაზი და
შენს ხელისგულზე დატეული ქულა სიმშვიდე...
მთვარე_ ხანდახან.
და ერთმანეთის (თქვი!) დაკარგვის ჩუმი შიში და
ჩემი ჩარდახი_
მოგონებების, სიზმრების და ოცნებებისთვის.
(რომ არც კმაროდა)
და როგორც იქნა, როგორც იქნა, ძლივს რომ მეღირსე
და მიხაროდა,
მაშინ დამიგდე ღიად კარი, მაშინ წახვედი_
მოუხედავად.
ახლა სიცივე მიაქვთ ქარებს. ვეღარც გახვეტეს.
ვეღარ ხედავენ
ჩემი ჩამქრალი დარაბები. ბრმა ვარ. კუტი ვარ.
ამომდის ხმაც არ.
და შიშჩამდგარი (ჩამომხრჩვალი კატის კნუტივით)
მიყურებს სხვა ცა_
ჩემივ თვალებით... დედაბოძს თუ, ვეყრდნობი არგანს...
აღარ მოხვიდე!
შენ ალბათ ისევ ბროლის კოშკზე ოცნებობ, კარგო.
მე_ ქვის ქოხი ვარ.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 01:23 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწამდე მანძილს ვეღარ ზომავს მილი და ვერსი,
გადავარდნილი (ღვთის პირიდან) წაგიღო ქარმა...
ამ რუდუნებით გამოწერილ_ დილიდან ვერ სვამ_
წამლებს და ფიქრობ: ვერასოდეს გაგიგო ქალმა!..

ძმებმა_ მით უფრო... ჩაიკეტე, ჩაწექი, ჩაშრი,
ძველი იმედის საჩქეფურსაც დაუცე ნოშო.
ჩარდახში პაპის შენახული ხან წეკო აშრე,
ხან აკვლევინე სიძვის (სავსე) დიაცებს ხოში.

ხან ადექი და სხვის საფლავში ჩაწექი ნებით,
ხან სხვისი ცოდვა განიკითხე, ხან_ მადლი ირგე;
ხან ლოცვით სავსე, საუფლოსთან პასექით ები,
და ხან ავსებდი, წარბშეკრული, ჰამასის რიგებს.

მერე მოგბეზრდა ყველა დოგმა, კანონი, ჩარჩო,
ყველა ორდენი, ყველა სკიპტრა, ტახტი თუ დაფნა,
და როცა ყველა_ ბატონი თუ ბარონიც ჩარჩობს,
შენ, როგორც სითბო თეთრი ფერფლის ანტიკურ საფლავს,

მშრალ სულში ჩაგრჩა სიყვარული_ გადახნულ ფსკერზე.
მერე აიღე თავზე ხელი, აიღე ჩალმა,
და გამოუჩნდა შიშველ მიწას დახრილი ღერძი...
მერე დაღლილი ფოთოლივით წაგიღო ქარმა.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 03:07 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაპატიეთ ქალბატონო,სიყვარული...
მერე მზერის აპარება მკერდზე მორცხვად.
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული,
იცით,წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა.

გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,
იქნებ შევძლო,ჩაგჩურჩულოთ მოფერებით
ქალბატონო... ბოდიში და... მყვარებიხართ...

მომიტევეთ ქალბატონო რომ მიყვარხართ...
როგორც ცოდვა,უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით,თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოხატული ქვაფენილი.

გზები უკვე გუბეებმა გადათელეს...
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით თქვენი დარდით,
ალბათ ფიქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ,
უკაცრავად ქალბატონო,შემიყვარდით...

(ბაკურ სვანიძე)
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 14:10 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * * * *

დარდმა არ იცის ვინახარ,
მოვა დაიღრენს სულშია,
გონებას აგარევინებს .....
დრო და დრო გკაწრავს გულშია....

გაუძელ, გულო გაუძელ...
მშფოთარ ხარ,ჩემი მარდიო..
აბა რაღაის კაცი ვარ..
თუ ვერ განვაგდე დარდიო...

ჯ.გ.

* * * * *

დარდი ქალსა გავს,ვნებიანს,
მოვა და აგაწრიალებს,
თუ მაგრად არ დაუდექი,
ყველა გასაღებს მიაგნებს...
ზოგი ეგება ფარდაგად,
ზოგი არ აკლებს ნიაზებს...
შენი ნებაა,როგორს და...
რა მარიფათებს მიაგებ!!!! :))))-ლიკა
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 14:12 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უნდა დამტოვოთ

თქვენ გქონდათ შანსი
და თქვენი დრო,ჩემო ბატონო!
და გერქვათ ჩემი,
ეს იყო ხვედრი,
თვით ბუნებამ რომ გისაჩუქრათ...
თქვენი ნებაა
რა და როგორ გამოიყენეთ...
ნუღა მიყენებთ...
მოზაიკით მოკირწლულ გზების
თქვენ იყავით მეფე-ბატონი,
ახლა,რადგან აღარ ბატონობთ,
უნდა დამტოვოთ,
ღია არის ის ალაყაფი,
რომელიც გადის
უჩემობის ბილიკებისკენ!
ნუღარ მიჩემებთ...
თქვენ გქონდათ შანსი
და თქვენი დრო,ჩემო,ბატონო!
უნდა დამტოვოთ!-ლიკა
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 14:13 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულს მარქმევ
.......

მე მიყვარს, როცა გაზაფხულს მარქმევ,
ვიცინი და მას ასე ვიფერებ:
აპრილს კვირტების სინორჩეს ვართმევ,
მაისის ვარდის სურნელს ვიჩემებ.

შენ ამბობ, როგორ მეცვლება ფერი,
როცა ვსესხულობ მარტისგან სახეს,
როგორ ჩაგესმის კისკისი ჩემი,
როცა იგონებ ჩემს ახალ სახელს.

აი, ილევა ეს გაზაფხული,
ჩემი ცელქობაც დასრულდეს იქნებ,
მოდი, დამარქვი ჭრელი ზაფხული
და მეც - პეპელა მინდორში ვიფრენ.

/ნინო ალადაშვილი/
28 მაისი, 2012 წელი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ძებნა:

მოგესალმები Гость