ბერეთელი ნუკრი - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 9 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ბერეთელი ნუკრი
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:16 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავალ უშენობით სავსე კედლებიდან,იქნებ უშენობამ მაინც შემახსენოს
თავი,ამოსული ყელში ვედრებითა,
ლოცვა-ვედრებითა... აღარც შენ მახსენებ,
აღარც შენი ეზოს თეთრი აკაცია,
აღარც მეგობრები, მტრები_მით უმეტეს...
ტანში უცნაურად, რაღაც, გამაცია,
ესეც სასიკვდილო ნიშნებს მივუმატე.
ვიღას რაღად უნდა წლები ნასუფრალი,
მკაცრი დიეტა და ძალით მივლინება?!
როგორც,საშობაო,ბავშვებს, საჩუქარი,
ისე მიხარია შენი ღიმილები,
შენ რომ თმაშეჭირხლულ მთებში გადამალე...
ჩემი უშენობა ბრბოსთვის სეირია,
რომ ვთქვა ბანალურად_ცოტა გადამღალე...
შენთან ღიმილების ანტი-სეილია.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:21 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამაპარტახე და დამაქციე,დღეიდან სიკვდილს მეტი შანსი აქვს,
რადგან სიცოცხლეს ზურგი ვაქციე...
ან რა სიცოცხლე?_დღე-ღამ ნავსია.

ბოლოს კვდებაო, ვიღამ მოჭორა
იმედი_ჩემი ხელით დავმარხე...
და მძოვს სიკვდილი_შავი ბოჩოლა,
ნელა, უგულოდ, ვით ხმელ ბალახებს.

ავახევ მთვარეს უგემურ ყუას,
შევატან შენი ცრემლების მარილს.
იყმუვლებს მგელი. სოფელი ყრუა...
და თვალებს დამთხრის ჯალათი_ქარი.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:37 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გაზაფხულიც ისე გავიდა,ვერ მოვეფერე ვაშლის ხეზე ფეხმძიმე კვირტებს,
ვერ შევუმშრალე ნება-ნება ცრემლები ვაზებს,
ვერ შევისუნთქე ახალმოხნული მიწის სუნი და შავი სითბო,_
ვერ მოვასწარი...
და გულდამწყდარი
ქალაქის ვიწრო, ბნელ ქუჩებში ხეტიალისას
შენ შეგეფეთე_გვიან გაზაფხულს...
პროზაულია?
ვიცი, ამ ლექსს არ მომიწონებ.
ან რა ლექსია, აჩხა-ბაჩხა სიტყვების გროვა;
ან ეს ხმოვნები ნახე, როგორ უგულოდ ყრია,
როგორც ხურდა მათხოვრის ქუდში...
და მაინც გვიან გაზაფხულზე მინდოდა მეთქვა,
რომ, მოვეფერე ვაშლის ახლად დაბერილ კვირტებს,
რომ, ნება-ნება შევუმშრალე ცრემლები ვაზებს,
რომ, შევისუნთქე მიწის სუნი და შავი სითბო_
შენ იყავ ჩემთან.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:38 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა სიბნელე აწვალებს ფარდას_კატის კნუტივით.
მე ვწევარ ზურგზე...
ირწევა ნავი, თუ დედის კალთა
და არმაზს უჩანს წაზრდილი კუზი.

მთვარე ჰგავს პურის ობიან ყუას,
თვალები ისევ ნაცრით მაქვს სავსე.
შორს, ნადაბურთან კვლავ მგელი ყმუა
და ცარიელ დოქს ყმუილი ავსებს.

ვერაფერს იტყვი_ იქაც და აქაც,
უთუოდ ყველგან მოყირჭდი ყველას,
ვით საძინებლის თეთრ ჭერზე ლაქა,
ვით პანსიონში მოხუცის ხველა...

დაწუნებული ლექსების ხემსი
ჩაიწყო უნდა, აუყვე მაღლობს,
და ქრისტეშობის (ნანატრი) მსგეფსი
მშრალი რითმები ლოღნო თუ ალღო_

მაგ დაშაშრული, ძირმწარე ენით,
ჯერაც რომ ვერ თქვი მართალი სიტყვა...
თუ ნერვებს მხოლოდ დაწყვეტა შველით,
თუ ზეცას შვენის ფერები მიტკლის,

ფეხს ნუღარ ითრევ მოხურულ კართან!
(ხვდები, ჯვრის დამას დაეცა ტუზი.)
ირწევა ნავი, თუ დედის კალთა
და არმაზს უჩანს წაზრდილი კუზი.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:48 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერავის ვუმხელ გულის ხვაშიადს,უკვე ფურცელსაც ვეღარ ვენდობი,
არადა, ჩემი ძალა თქმაშია,
ასავლელი მაქვს სიტყვის ფერდობი.

სულ წვეთ-წვეთობით უნდა დავცალო
ქართული სიტყვით სავსე ქვევრები.
ჩემო მოხუცო_ ბევრზე გამწყრალო_
ენავ ქართულო, თავს ვერ გევლები...

როგორ მეღვრები ყველა მარცვალო
ლექსში_გაბზარულ სულის ყელიდან.
ვშიშობ რომ სხვაში ვინმემ გაგცვალოს,
რომ დაგვკარგვოდი, ვინ გვიშველიდა?!

ვიღა დაწერდა "ვეფხისტყაოსანს",
"გამზრდელს", ან "მერის" ასე ლამაზად?
ვინ ამღერებდა დედას შაოსანს
ასე ტკბილ-მწარედ "იავნანასა"!

და ვიდრე ამ ძვლებს მგელი დახრავდეს,
(მგელი თუ არა, მგლისფერი ძაღლი)
სისხლს შევაგროვებ ჩემსას ახლავე,
ბოლო წვეთამდე შენს ფესვთან დავღვრი,

ვინძლო, ამ გვალვამ შენც არ გაგახმოს,
(რად დამებედა ასეთი შიში?!)
ენის მოძულე ღმერთმა დალახვროს,
მე უნიჭობის ატანა მიჭირს!

გამართულ ქართულს ვინ ჩივის, ძმებო,
"გამარჯობაც" რომ არ ისმის ტკბილი...
კი, მაგ უცხო ხილს კარგი აქვს გემო,
შვილიშვილს თუ არ მოჰკვეთა კბილი...

თუ დაიბადა პოეტი ხვალ-ზეგ,
ფრანგულად დაწერს "...მოყმის ბალადას"?
თუ ინგლისურად დაგვიწერს "გამზრდელს",
ან "ნიკორწმინდას"_უნახავადა!

არ შემირცხვინო, ღმერთო, მამული,
(შენ მოგვიტევებ ცოდვებს მიწიერთ)
დღეს რომ მაწუხებს, ეს სინანული,
დიდ სიხარულად გადაგვიქციე!
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:49 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ და საკუთარ თავს ერთად დაგცილდებით,ცაზე დაგიტოვებ წითელ ნაფეხურებს...
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით,
წუხელ ტკივილიან სიზმრად გავეხურე.

თოვს და ყველაფერი შავად მეჩვენება,
(დარდმა გამომიკრა მაგრად აპეური.)
ვხედავ ნეგატივებს... და ეს შეჩვენებაც
ვფიქრობ, ლოცვებია თოვლში გარეული.

ვიღაც მკითხულობს და ისე ბოღმიანობს,
ახლა ჯანდაბისკენ ნაღდად ავუხვევდი!
სისხლი ძარღვებიდან ისე მოხმიანობს,
გულო, არ მგონია დიდხანს აუხვიდე.

ყალბი ტკივილებით ჰაერგაჯერებულ
ქალაქს როგორ გინდა რამე დააჯერო?
როცა ყველა გხედავს მზეზე გაჩერებულს,
შენ კი ჯურღმულებში ჭინკებს დააჭენებ.

მეტად ცოდვებისგან ვეღარ დავმძიმდები,
ვეღარ შეგინახავ სხეულს ნაპატიებს.
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით.
დედა მაპატიებს...
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:55 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთებზე უთოვია წუხელ,დეკემბერი გვიდგას.
შენთვის გაუმხელელს ვუმხელ
კანტიკუნტა ფოთლებს.
ქარი ეტანება მუხას,
მუხა ფესვებს იდგამს.
მე კი მივეძალო (ვწუხვარ!)
დათვისსისხლა ბოთლებს_

უნდა... გაგილოთდე, ჩემო,
ერთი ღამით მაინც,
რადგან სიმთვრალეში მჩემობს
სისუფთავის განცდა,
რადგან სიფხიზლეში ბნელა
საშუადღო ცაიც,
რადგან სიფხიზლეში ყველა
ჰორიზონტი გაცვდა.

ვჩემობ ნიზამობას კი არ,
მაწანწალა_ სულით.
ოღონდ, ჩემს ჭკუაზე ყიალს
ვერ დამიშლის მეფეც.
მივალ საფლავებთან_ დუმან,
სიმშვიდეა სრული,
მივალ სასახლესთან_უმალ
გოშიები ყეფენ.

ჰოდა, დავიღალე ასე.
იოლია დაღლა.
მხოლოდ მოლოდინი მავსებს
შენი თოვლის, თმების...
ჰოდა, გადმოთოვე მთანი,
გადმოთოვლე ახლავ!
თორემ, მერამდენედ_ მთვრალი_
თეთრ ღამესთან ვწვები.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:57 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა დილაა. დილის რვაა. ზუსტად_ წუთებიცხრის. და მივყვები გზას, რომელიც არსად თავდება.
შენ, აპრილს ასე მარტოსულიც ასე უხდები,
და ყველა წვეთი უშენობა ისე ღამდება_

ძვლებამდე ატანს უამური, ბლანტი სიბნელე.
(შეგრძნებებისგან სტრიქონები, ვცდილობ, ჩამოვქნა.)
არც მახსოვს, ბოლოს გულსშიგნიდან როდის ვიმღერე,
ან ლექსად ბოლო ღიმილები როდის ჩამოვფქვი...

და ვდგავარ ახლა ცალუღელა, ლაბა ხარივით
და ლექსებს, როგორც ახალმოხნულ მიწას_ ჩავცქერი_
სველი თვალებით... სტრიქონებში მტეხავს მხარივით
შენი თვალების ცისარტყელა, თმების ჩანჩქერი.

რაღად მაჩვევდი შენი მკერდის მფეთქავ კონტურებს?
რად გამიხადე ოცნებები ასე თავნება?!
გზად მაინც შემხვდი, თეთრ კაბაში (სხვისთვის) მორთული,
მე გავაგრძელებ გზას, რომელიც არსად თავდება.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 17:15 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს სხვანაირი ფერი აქვს ფერდობს,ნისლიან ფერდობს, დეკემბრის ნისლით.
დღეს სხვანაირად ძნელია, მენდო
ცივ გვამშიც როცა ვენებს ღრღნის სისხლი.

დღეს სხვანაირად ძნელია, გწამდეს
და სვეტიცხოვლის სიმშვიდე გეცვას.
დღეს სხვანაირი გზებია ცამდე_
უფრო შორსაა შვიდივე ზეცა.

დღეს სხვანაირად ბეღურებს ცივათ
და აივნებზე კენკავენ სითბოს.
დღეს ნატვრებს: საბნად გვეხუროს თივა,
შვილებში ბიჭი მესამე იყოს_

უცქერენ უნდო ღიმილით, ეჭვით,
ზურგსუკან ცლიან ქირქილის ქოთნებს.
და ისევ ჩემი მტკივანი ბეჭით
და დედაჩემის ჩემს ბეჭზე მოთქმით

მოვდივარ... მომდევს ორღობე, შარა.
ღობისძირს მოსდევს ფინია ყეფით.
და ბეჭებს_ დედის გაკრული შალი,
და შარის ბოლოს_ ნაცნობი გლეხი...

სხვა სუსხი მოაქვს დეკემბრის ავდრებს,
როცა ასეთი ძნელია, მენდო.
და ვდგავარ, როგორც გამწყდარი კადრი
და მარტოობის ფერი აქვს ფერდობს.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 17:16 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აემ ცხენისთავა ღრუბლებსგამოვყვები შენთან.
სადმე თუ არ დავიღუპე,
ჩემო სულისერთავ,
თუ ელვამ არ გადამიჭრა
მომერცხლილი გზები,
თუ იორღა გადამირჩა_
ქარებს ნაომები,
სულ ბოლოჯერ თუ გადვურჩი
მტრის შურიან თვალებს,
თუ გამოვცდი ნადაბურში
ჭინკებს ნასუფრალებს,
თუ გადვურჩი წელმოთრეულ
ღჯუ დედაბრის კრულვას,
თუ გაუძლო სამოთხეულ
უცხო ხილვებს გულმა,
თუ მეგობრის ერთგულების
არ ჩამიტყდა ხიდი,
შენც თუ ჩემად მეგულები_
მინდი, ინდი-მინდი!..
ოღონდ არსად შეეფეთო
მთვრალი კაცის მზერას!
რა?
მე?!
არა, შე უღმერთო!
მე საფლავშიც მჯერა,
მაგრამ... გული ფორიაქობს
შეყვარებულ ბიჭის.
გამოგყვები შორიახლო.
უფო ახლო_მიჭირს...
წამო, ფეხით მოგატარებ
ჩემი სოფლის სერებს,
ნიავს კი არ მოგაკარებ!
და წინკართან მერე,
ის დიდედის ფაიფურიც
მივაყოლოთ იჭვებს...
გადაუგდე თაიგული
უკან გოგო-ბიჭებს.
და საღამოც გაწელილი
ჩამთავრდება როცა,
შენს თეთრ მკერდზე დაწერილი
ღვთისმშობელის ლოცვა
წამაკითხე...
მარცვალ-მარცვალ
გადმომიშვი შენში.
_შემოგევლე...
_გე... გენაცვა...
და სიტყვების ტევრში
დილა ღამეს გააცილებს,
(თან პაემანს უთქვამს)
მე კი აღარ დამაძინებს
შენი მშვიდი სუნთქვა.
ამ ოცნებით დავაბოტებ
და სოფელთან ვომობ.
მალე მოდი!
ეხლავ მოდი!
ოღონდ მოდი, გოგოვ!!!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
  • გვერდი 9 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость