ბექა ახალია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბექა ახალია
ბექა ახალია
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 03:04 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მორგი

ბექა აბუთიძეს

არაყი.ლუდი.სიგარეტი და წყვილი ჭიქა.
აკუტაგავა(ფანჯარაზე),პეტეფი,ოშო
და გულთან ახლოს ყველა ყლუპი დარდივით მიგვაქვს,
რომ გაგვიმძაფრდეს სამყაროზე შეტევის ხოში.

მე გეტყვი:,,სრული სიმართლეა,თუმცა კი მწარე,
(ახლოს,ფარდულში ნელი ცეცხლი ადუნებს დარაჯს)
მღვრიე ენგურში ჩაძირულა მსუქანი მთვარე,
მომეცით ხელი,გითანაგრძნობთ ბატონო თარაშ!"

შენ მეტყვი(ცუდი წინათგრძნობის დაბერავს ქარი):
,,ფიცი სიცრუე ყოფილა და ლიტონი მარტო,
ლოტხენი გუშინ გაყოლია ფულიან არიფს,
გთხოვთ ნუ ჩაიდენთ სისულელეს ბატონო ვერტერ!"

როგორც ჰგონიათ,არც ისეთი ფართოა შარა,
შემხვედრ დანტესებს მეგობარო არ ვუმზერთ თმენით,
ვბრაზდებით მერე პოეტები პუშკინის დარად,
დიდი ხნის უკან დადუმებულ მაუზერს ვტენით.

თოვლში და ჭყაპში სასიკვდილოდ დავხუჭავთ თვალებს,
მკვდარი მგოსნების ჩამოივლის სულების მარში,
ჩვენს ამბავს ირგვლივ გაიგებენ ძალიან მალე,
მოგვაკითხავენ მეგობრები ქალაქის მორგში.

დანომრილ გვამებს შეხედავენ ძრწოლით და რიდით,
დაუყვებიან მიცვალებულ(ამრიგად) ქოროს:
ახალაია-ნომ.მეხუთე,პირველი რიგი,
აბუთიძე კი-ნომ. მეათე,იმ რიგის ბოლოს!
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 03:06 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტი

მე მარტო,შენ მარტო და მარტი,
შენ ქალი,მე კაცი და ასე,
მე ლოდი,შენ კიდე ამარტი,
მე დაგცლი,შენ კიდე ამავსე.

მიყვარხარ,თუ გინდა სიმართლე.
თვალების მოწყენით შეხევა-
მთვარე რომ დილისკენ მიმათრევს,
შენ როცა სიზმრები გეხვევა,

ამომაქვს ძალიან სათუთი
და ხელებს მივუშვერ ინახად:
შენს სახეს,რომელსაც ქუთუთოს
მარცხენა კუთხეში ვინახავ!
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 03:07 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნათია ჯანაშიას

დილიდან ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს საწყალი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა:

A)ზიხარ მარტო,რძიან ყავას კოფეინს პარავ,
ცერად უყურებ ჩვენს (ჯერ კიდევ) აღუთქვამ კავშირს,
გიყვარვარ უფრო (ამ ეტაპზე) თუ უფრო არა,
ვერ გაერკვიე ჯერ-ჯერობით საკუთარ თავში.

B)აღარ გხიბლავს ჩემი თვალის ცისფერი ბეზე,
არ გახსოვს,ჩვენთვის თავის თავს რომ არ თმობდა შინდი,
ანუ გკიდივარ მთელი გულით ორივე ფეხზე,
ოხრად გაქვს დრო და დროებითი გართობა გინდა.

C) როცა წვები,ჩემზე ფიქრობ,გარეთ კი ამ დროს,
ზეცა სიბნელეს ყელთან იკრავს გაბზარულ მთვარით,
შენსავით მაშინ არვინ მეტრფის და არვინ მდარდობს...
(ქუჩიდან აღსდგა გარდაცვლილი (ლაზარე) ქარი).

ვფიქრობ და ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს პოეტი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა.
 
nukriaДата: ხუთ, 08.09.2016, 14:56 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ ხეში მინდა ჩავიბუდო, შენს ფანჯარასთან
ფერმკრთალ კორპუსებს სიმაღლეში რომ ეტოლება,
მიჰყვება დროის დინებას და იცვლის სეზონებს
უინტერესო ფილმებად და მთავარ როლებად.
შენს ოცნებაში წილი მედო, და რომ არ ახდა,
მსურს შემოდგომა სინანულში გადავათიო,
და ჩემს ფესვებთან თავდახრილი დგას მეეზოვე
და მე ტოტებს ვხრი, შენს მაგივრად რომ მაპატიოს...
 
nukriaДата: ხუთ, 20.10.2016, 18:25 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ავასრულებ,შენ ხომ იცი,რომ დაგპირდები,
შენი გულისთვის ფეხით(იცი) ჩავალ მექამდე,
ოდესღაც ბავშვი ბუნჩულა და თეთრი თითებით,
თვალს და ხელს შუა,ასე უცებ შემომექალდი.

ჩემი ხომ გჯერა,მე ვიქნები (ვფეთქავ სანამდე)
შენი ცხოვრების უზრუნველი გამის თავდები,
მაგ ცხოვრებაში სიყვარულიც შემოანათებს,
ხოდა ერთ დღესაც უკითხავად გამითხოვდები.

ვინც იბოროტა,ცხოვრებაში არა შერჩა რა,
უნდა ამიტომ ავქალობას მისცე ანული,
ჰაიდეგერმა დაგილოცა ფართე,,თემშარა“,
შენში იოტიც აღარ არის ნიცშეანური.

მე კი ლექსები ზეციერმა ლოცვად გამიგო,
თეთრად საღამო თვეში ერთხელ თითო ვათიე,
სხვა რაღა გითხრა,რომ იტყვიან,პოეტ ძამიკოს,
მაგრად უყვარხართ სათითაოდ თ თუ 10-ა!
 
nukriaДата: ხუთ, 20.10.2016, 18:38 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ, სადღაც მთებიდან იშლება ნანატრი, ნანატრი სამოთხე,
დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ...
თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ,
ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი.

დაწოლილ ყანაში გაჩრილი ნიავი საოცრად ჩაჩუმდა,
შენ ვიწრო ბილიკებს ულაყის ნატორალს კარტივით ურიგებ.
ბინდისას მესტუმრე სოფელში და მიხმე ჭიშკართან:,,აფშუმა!",
მე ძმურად შეგხვდი და გითხარი ღიმილით:,,მოზოჯი შურიგე!"

ჭურებთან ქეიფს ხომ სულ, სულ სხვა ეშხი აქვს(გარეთ კი თენდება),
თქორია და სწუხარ-ეჰეჰეი, არ დადგა სამგზავრო დარიო...
თქვენკენაც, ჩვენსკენაც ღამეებს ათევენ შვილმკვდარი დედები,
შენ ალბათ არც იცი... ენგურში თევზიც კი ლიფსიტამკვდარია.

შენ, ჩემო ასასო, ერთ-ურთის ტყვიიდან მოკლული სამოყვრო
ჩამოვჯდეთ ერთად და) ვიგლოვოთ(ცრემლებიც დავღვაროთ ულევად).
ორივემ ხომ ვიცით, ეგ ჩვენი მიწები გაღმა და გამოღმა,
ერთი გვაქვს სამშობლო და) ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი გულივით.

ჩვენ უნდა თაობებს სხვა ძმობა, სხვა გრძნობა, სხვა ხიბლი ვუჩვენოთ
და დარჩეს თავისთავს ჩავლილი წარსული-საზარლად საზარი,
შენ, შვილის ქორწილში ხმამაღლა იმღერებ(დამპირდი) თუ,,ჩელას",
მე როცა მოვკვდები, აქ, ჩემი სახლიდან ისმოდეს,,აზარი"!..

იქ, სადღაც იშლება ნანატრი, ნანატრი, ნანატრი სამოთხე,
დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ...
თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ,
ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი!
 
nukriaДата: ხუთ, 20.10.2016, 20:07 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეწევი? გკითხე და ჩაგხედე
თვალებში, რომელიც მიყვარს,
ნაფაზი თაროსთან მიხუნდა,
შენს გამქრალ ნასუნთქარს მიჰყვა.
გიყვარვარ?გკითხე და გიყურე
თვალებში, რომელიც კვესავს,
სიბნელე ქუდივით გვეხურა,
მიტარე დუმილის მესა.
მეჯექი თვალების მინადან:
ნიავი ტირიფებს ვარცხნის)
ორიოდ ნაბიჯით წინა და
სამიოდ იდაყვით მარცხნივ.
სიგარეტს უზომოდ ვეტანეთ,
აბოლდა ოთახი ქერთად...
სიკვდილით? არ ვიცი ღმერთმანი,
სიცოცხლით? ვიცხოვრებთ ერთად!
 
nukriaДата: შაბ, 22.10.2016, 21:32 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო".
ნეტა რა ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
"წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო".
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბექა ახალია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость