კოტე კაკიტაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კოტე კაკიტაძე
კოტე კაკიტაძე
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:17 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლამაზო ქალბატონო

ლამაზი დილის მეპატრონევ,
დილაზე ლამაზო ქალბატონო!
არ გინდათ, რითმაზე გაბრაზებულს,
მეც გყავდეთ მოსავლელ-საპატრონო?
არც ყავას მოვითხოვ ალიონზე,
არც ჩაის არა ვსვამ უთენია.
მეც ვატყობ, მაგ თვალებს, სადილაოს,
ჩემსავით უკუნი უთევია!
ტრაბახი მომინდა, უპატრონო!
დილაზე ლამაზო ქალბატონო!
რომ თქვენ, ცის ნამზე შეყვარებულს -
მეც გყავართ ლექსივით საპატრონო.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:34 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ბრალია?

ჩემი ბრალია? ვერ გაუძლეს სრბოლას რინდებმა,

და შავჩოხოსნებს შეატოვეს ძველი დუქანი.

თრიაქი დახლთან უჩემოდაც გაირინდება,

უთრიაქოდ კი, აღარა ვარ თავისუფალი.

მე ახლა ქვეყნად აღარავის მომერიდება,

მოსარიდებელთ დაგიხურავთ მძიმე ქუდები

და მაღლა, მთისკენ, აგიღიათ გეზი რიდებით.

თქვენც, რინდებივით, აღარასდროს დამიბრუნდებით.

ჩემი ბრალია? ვერ გაუძლეს სევდას რინდებმა,

ჩოხას ჩრჩილიან მანჭვალაზე აღრჩობს დიდება,

თრიაქმა ცისკენ გაიყოლა ძველი რიდება

და ბოლში, ალბათ, შენი ლანდიც განმერიდება.


 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:46 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმარი

გარდაცვალების ვნახე სიზმარი
ძილში პირჯვარი გადავისახე
ვნახე მგოსანი, უცებ ვიცანი
მისი აჩრდილი რომ დავინახე.
თვალის მომჭრელი ვნახე
ნათება სამოთხის ვნახე მე ალიონი
და საოცარი გამონათება
(მე დავინახე გალაკტიონი).
ჩემი სიზმარი და გატაცება,
მეგებებოდა მგოსნის აჩრდილი
და ჩემი სულის პატივსაცემად
მე სუფრა დამხვდა ცაში გაშლილი.
სუფრა შეივსო, დასხდნენ მგოსანნი,
თამადად- დავით ბაგრატიონი...
მლოცავდნენ კაცნი, მანდილოსანნი,
ყანწით მლოცავდა გალაკტიონი.
მე ვნახე მგოსნის ღვთიური სახე
და რეალობის განცდა გამიქრა,
ვნახე რაც ცხადად ვერასდროს ვნახე,
თითქოს დიდი ხნის ნატვრა ამიხდა.
გამომეღვიძა, იწვოდა ღამე
და თვალებს მჭრიდა მე ლამპიონი,
მე თავი ფარდის ჩრდილს შევაფარე
ფარდის წინ იდგა გალაკტიონი.

***
ნეტავ ვიცოდე სიცოცხლის ფასი
სიკვდილი ჩემი რომ დავაფასო
ნეტავ ვიცოდე სიკვდილის არსი
ყოფა უკვდავი რომ დავაარსო.
მინდა მოვწყვიტო დროს ერთი წამი
დრო სიკვდილის ჟამს რომ გავაჩერო
რომ გავიაზრო ნანატრი ჟამი
უკანასკნელი სტროფი დავწერო.
უკანასკნელად შევიგრძნო ქარი,
ყური დავუგდო ბუნების სუნთქვას,
გავიგო წვიმის ნოტები წყნარი
ჭექა-ქუხილში ჩუმად რომ უკრავს.
უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი ჩამოჰკრავს ზარი,
სიცოცხლის ბოლო სიტყვა რომ უთქვამს.
მუდამ მიგლოვებს მე ჩემი ქნარი,
სიკვდილის მერეც არ შევწყვეტ სუნთქვას.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:50 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ენკი... ბენკი.

ენკი... ბენკი... სიკლი... სა…

სანამ მოგისაკლისე

შენი გრძელი ნაწნავი,

უკვე სხვამ მიითვისა,

სხვა ეხვია მკლავზე....

დედო ქვასთან ისევ წუხს

შენი ბაფთის ნახევი...

სხვა სამალი იპოვნე,

სხვის შეძახილს აჰყევი.

ნეტავ როდის დავითვლი,

საბოლოოდ, უთვალავს,

თითებშუა მომზირალს

ვინმეს გადაუთვალავს

გაქცეული სიყრმე და

ცასმიკრული თვალები,

შავხუჭუჭა ქოჩორი,

სხვისას ნანაცვალები?

ყურში ისევ ჩამესმის

ენკი... ბენკი... სიკლი... სა...

ამ ფოტოზე არ ჩანხარ,

მზერამ მოგისაკლისა.

შეშინება დაეტყო

დაწვრილებულ კვირისთავს...

მე არ მჯერა, რაც ჭორმა

ჩუმად ჩააგვირისტა.

ენკი... ბენკი... სიკლი... სა...

ენკი... ბენკი... სიკლი... სა!

 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:51 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფასდადება

მზის ბატონობა ბოლოსკენ მიდის,

არდადეგების მართლდება არსი.

უკეთესია ეს მზისთვის იქნებ,

იქნება მზესაც დაედოს ფასი.

სატყუარაა ჰეგემონია.

აქ სიამაყე წამოიკოჭლებს

და უტოლდება, პლიუს–მინუსით,

ნაბახუსევზე ცარიელ ბოთლებს.

მზის ბატონობა ბოლოსკენ მიდის,

მზე უფრო მყუდრო ეტლში თავსდება.

რა წესით ხდება ფასის დადება?

ვინ მოიფიქრა გადაფასება?

დახლი მიაგავს გიჟურ ვერნისაჟს,

აქ ჯონჯოლივით ყრია ფართალი...

და ეჯიბრება ფასდადებაში

ჩემს ტყუილს შენი მწიფე მართალი.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:52 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქონგურებთან

კივის გაბმულ ტარავლიდან კივის ყლორტი.

დაფარფატებს სიბნელეში ტარტაროზი.

გაგონება არ მინდოდა ახლა შენი,

მოგონებებს მიმღვრევს ძველი აფსაროსი.

მიუსაფარს თავშესაფარს არვინ მაძლევს,

აჩრდილისგან მიუღია ვინმეს სარფი?

ეს გზა, ალბათ, უკვე მალე დამთავრდება,

ზედ ჩანჩქერთან ჩასაფრებას აწყობს სარფი.

გაოგნებულს თავ–კვერს მიკრავს კვარიათი,

სულს ბაქმაზის სურნელება ეკვერება,

მე რას მიშლის, გქონდეს შენი შარიათი,

მე ბრინჯაოს გამოკვერვა მეკვერება.

კივის ყლორტებს შეკივლების სურვილი ჰკლავთ,

სარკოფაგებს თავს ევლება ტარტაროზი;

მგონია, რომ ქონგურებთან მოჩურჩულეს,

სარფიანად შემიფარებს აფსაროსი.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:53 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უთქვენობის რამდენი წელი გამიცდენია...
(ბათუმელ მეგობრებს)

უთქვენობის რამდენი

წელი გამიცდენია...

მახუნცეთში ვიყავი,

ვერ ავედი ნენიას.

ამდენს ერთად ვერ შევძლებ,

ახლა უნდა ვუტიო,

გაისამდე შემინდობს

გულმოწყალე ფურტიო.

ენატრება ჩემს თვალებს,

სახე თქვენი, ნაოცი,

ის ჭრელკაბა გოგონაც,

პატარა მატაოცი.

მეჩემება ჩივებით

აკინძული ოდები,

სინორი და ბორანი...

ძილში დანაბოდები...

გაყვითლებულ ფოტოებს,

ვარჩევ ნევრვებაშლილი,

ჩემი შავი ქოჩორი

თეთრითაა წაშლილი.

ჭრელი კაბაც გამქრალა,

სარეკს სულ სხვა აქანებს,

ნეტავ, როგორ შევბედო

საუკუნის მანქანებს?

გიდგათ ძველი ტაბლები,

სამფეხი და ფეშხუმი?

ვითომ მართლა მიცნობენ

ჩირუხი და ბეშუმი?

თუ მიცნობენ, მაშინაც,

გულში ვინ რას გაივლებს?

არა, ვერ დავამძიმებ,

ჩემი სულით აილებს.

ჯვარზე ვკოცნი ქვის კეცს და

სულში ყრმობას ვატირებ.

ნუ დამზრახავთ, გაისად,

ხიხანისკენ ვაპირებ.

უთქვენობის რამდენი

წელი გამიცდენია!

მახუნცეთში ვიყავი!

ვერ ავედი ნენიას!

 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:54 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
[/b]მეცხრე ტალღა

როგორც წესი, უჩინია ტალღის ბედი.

მათგან მხოლოდ მეცხრესა აქვს ისტორია!

ამიტომაც მილივლივებს წყნარი ტალღა,

მიტომ არ სდევს მის მილევას ისტერია.

შიში, შიში, ბაბაია! დიდი შიში!

დასდევს დიდრონ ტალღებს შიში და მანია.

საშიშეთში მოთარეშე თვითონ მშიშრებს

უმშიშრესი ტალღის შიში აბარიათ.

და არავის არ ადარდებს წყნარი ტალღა,

თუმც თვითონაც არ ეძლევა მისტერიებს...

მეცხრე? მეცხრე მშვიდტალღეთზე თავსმომჯდარი,

აცხობს ცხელ–ცხელ ისტორიულ ისტერიებს.


 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:55 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეიფერა

დღეს ცისარტყელამ გადაჭრა ზეცა,

დღეს არ ყოფილა ღრუბლის ყიჟინა,

თუმცა, სიბრაზის ჩამოსაბანად,

ერთი უგულოდ წაიჟიჟინა.

ვერნისაჟისთვის, რომ არ გამომრჩეს

ერთი შტრიხი თუ, ერთი პასაჟი,

არ ჩამომექცეს ყველა ფერიო,

ზღვამ გაუკეთა ფეხზე მასაჟი.

დღეს მზის ბილიკიც გაწბილდა წამით

და თითქოს წითლად წამოიფერა...

ცისარტყელამ კი გადაჭრა ზეცა,

გადაჭრა ზეცა და შეიფერა.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:56 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაი,თუ...

ზღვა ისე ღელავს

და იკვნეტს ტალღებს,

რაღაცა დარჩა კიდევ სათქმელი,

ან ტალღის ქედი,

საშუბლე წარბი,

გამხდარა ქაფით ამოსაქნელი....

ზღვა ისე ოხრავს,

თითქოს გულიდან,

ყველა დამხრჩვალის იგლეჯს იმედებს,

თითქოს თავისთვის, გულამომჯდარი,

ნაპირის კენჭსაც არ გაიმეტებს.

ზღვა ისე კვნესის

და აფრქვევს ცრემლებს,

ასით ნულს უგებს თამაშს ნიანგებს.

თითქოს მამშვიდებს თუმც ვიცი, რომ ხვალ

გულდაჯერებას გამიქიაქებს.

მეც ისე ვღელავ... ღრუბლებში შეჭრილს,

მივჩერებივარ ბებერ იკაროსს:

ვაი, თუ ხვალაც არ იჭიოტოს,

ვაი, თუ ტალღამ არ გამიკაროს!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კოტე კაკიტაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость