ალექსანდრე ელერდაშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ალექსანდრე ელერდაშვილი
ალექსანდრე ელერდაშვილი
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 18:26 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმდა, ციოდა, ვარიდებდით ფეხებს გუბეებს,
ქარი ქოლგაში დავიჭირეთ, სასაცილოა,
წვიმა თუ არა მაშ რა აჩნდა თვალის უპეებს,
მე გაცილებდი, შენც მაცილებდი და გაცილებით -
ენრგიული მოძალებით გვღლიდა ამინდი.
მე წავედიო - მითხარი და ასე უსიტყვოდ
დამტოვე, ალბათ ამაყობდი კიდეც ამითი...
სასაცილოა, მაგრამ ახლა გამოგიტყდები -

რომ შემოდგომამ მოიტანა ის ეგოიზმი,
რომ გული მაშინ იმ უარმა ისე მოტეხა,
წამები ჩვენი მონატრების კადრად აქცია
და დამრჩა მხოლოდ სიყვარულის ბიბლიოთეკა.

სასაცილოა, უშენობას ვერ შევეგუე,
თვალებში იწვა სველი ზოლი სანაპიროთა,
და ვეღარ გრძნობდა ფეხი უკვე მსუყე გუბეებს,
და ვეღარ ვგრძნობდი რომ საშინლად -
წვიმდა, ციოდა.

მერე მივუშვი! ალკოჰოლში ჩავდე საღამო,
ეს ლექსიც უკვე აღარ მესმის რა საჭიროა,
მე ვარ მთვარლი თუ მთვარეს მართლა ფიქრთან აბამენ???
არა! უბრალოდ ერთია რომ - სასაცილოა...
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 18:49 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთახს ალკოჰოლის სუნი აუკრიფავს,
ხეებს დასწვდომია ქართა ბატალია,
მსგავსი ნოემბერი ჩვენი განშორების,
პოეზიისა და ზამთრის ბადალია.

იყო შემოდგომა... - რაღაც უსაშველო,
მაშინ დაგკარგე და რაღა დროისაა,
წასვლაც არაფერი, თუნდაც უსახელოდ,
ვშიშობ პოეზიაც შემოდგომისაა...

ალბათ გათოვდება, გარეთ ხმაურია,
ზუსტად არ ვიცი და ვგრძნობ რომ მღალატობენ,
ლექსი? (მეცინება) – ლექსის ტრაურია,
იქნებ გიჟი ვარ და შენს თავს არ მანდობენ...

დაე ბედი იყოს, უკვე მერამდენედ -
ისმის საშინელი ქარის მისტერია,
მინდა სიყვარულსაც ლექსით შევაბერდე.
ჩემი პოეზიაც - შენთვის მიწერია!...
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 19:04 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკლავზე ბავშვობის გემჩნევა აცრა,
ქარი ქოლგების ხმაში გაიბნა,
თერთმეტი ხდება და უკვე დაცხა,
ისე ძალიან რომ დავიბენი...
.
აგვისტოსფერი თვალები შენი,
უცქერს პლიაჟის დასალიერებს,
მკერდისკენ მიმდის ცხელი მზერა და
ჩემს სურვილს შენში ვათვალიერებ.
.
ქვიშას ტალღების ასველებს წყება,
ჰორიზონტს გემი აფერხებს ორი,
მზის ცხელი კვამლი ნისლივით წვება
და მესიმინდე მკრთალდება შორით.
.
თვალით გჭამ... შენ კი თავგადაკლული -
მიმტკიცებ, - ლორკა ჯობია ედგარს,
ასე კარგი და ”ზაგარნაკლული”,
ჩემს გულს რეზინის ბუშტივით ხეთქავ.
.
ვთამაშობთ, ჩემი ნასროლი კენჭი,
ბოთლს სამარცხვინო მანძილით აცდა
თვალებით უცებ ამიწვი ბეჭი
და შენც შენიშნე ჩემს მკლავზე აცრა...
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 19:12 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ამ ბოლოს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის.

დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს.

წვებიან დღეები მოდიხარ ჩემთან და
მწყევსით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და
თუ ლექსებაცრილი საღამოც დაეშვა -

კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,
ისევ პოეზია... ღამე და ანკესი,
სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ
ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის -

მიყვარხარ, (ეს ისე) მიკვდება გული და
კანაფის საშინელ - სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი ძალიან ცუდი და...
თუ მთვრალი, - ყველაზე მაგარი წყვილი ვართ!
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 19:24 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭალები, ყანა, ზვინები,
ოდა, ჰამაკი, ნალია,
მაგ გულში ჩაგეფინები,
სანამ ეს წლები გავლიან.

სულში რომ ჩაგიკუკულებ,
ჰადმე ვერ წახვალ ციცავო,
ღალატს არ გკადრებ ანტერო,
ერთადერთ ნენეს ვფიცავო.

მინდვრის ყვავილებს დაგათოვ,
ღრუბლებს დაგიწყობ ბალიშად,
ჩაგეფუნჩხები, გაგათბობ
და თუ სული არ გამიშპა -

მოდნი კაბებსაც ჩაგაცმევ,
როცა წაგიყვან შინაო,
აღმართ-აღმართ რომ ავივლით
შენ დაგაყენებ წინაო...

მარა ეს მემრენ, ახლა კი
ციცავ შენს პასუხს ველიო,
ან ისევ დარჩი ბაბასთან,
ანდაც მომეცი ხელიო.

ჭალებს,
ყანასაც,
ზვინებსაც -
ოდას,
ჰამაკს
და
ნალიას,
გოგოვ შენ ოღონდ დამთანხმდი -
ამათ სულ ყველას სცალია.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 19:33 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭალები, ყანა, ზვინები,
ოდა, ჰამაკი, ნალია,
მაგ გულში ჩაგეფინები,
სანამ ეს წლები გავლიან.

სულში რომ ჩაგიკუკულებ,
ჰადმე ვერ წახვალ ციცავო,
ღალატს არ გკადრებ ანტერო,
ერთადერთ ნენეს ვფიცავო.

მინდვრის ყვავილებს დაგათოვ,
ღრუბლებს დაგიწყობ ბალიშად,
ჩაგეფუნჩხები, გაგათბობ
და თუ სული არ გამიშპა -

მოდნი კაბებსაც ჩაგაცმევ,
როცა წაგიყვან შინაო,
აღმართ-აღმართ რომ ავივლით
შენ დაგაყენებ წინაო...

მარა ეს მემრენ, ახლა კი
ციცავ შენს პასუხს ველიო,
ან ისევ დარჩი ბაბასთან,
ანდაც მომეცი ხელიო.

ჭალებს,
ყანასაც,
ზვინებსაც -
ოდას,
ჰამაკს
და
ნალიას,
გოგოვ შენ ოღონდ დამთანხმდი -
ამათ სულ ყველას სცალია.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 21:30 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაც ბეთად და სხვაფრად დამცინი,
ნუ გააგრძელებ ძალიან გთხოვ,
სანამ გავდელდი, დროზე გამცილდი,
თორემ მეც ვიცი დაცინვა ჭოვ.

შენ კი აგრძელებ, და დგახარ მაინც,
ირონიით და ქილიკით სავსე,
რაღამც არ იშლი კაი ბატონო,
ოღონდ შევთანხმდეთ მე და შენ ასე:

კაი, დამცინე სოფლელობაზე,
კაი, დამცინე უშნო კილოზე,
მთაში გაზრდილმა ვეღარ მოგბაძე,
გაზრდილს ქალაქში, სანაპიროზე.

კაი, დამცინე ჩაცმულობაზეც,
მაგ შენს სინდისზე ხელის აღებით,
რა ვქნა ქალაქელს თუ ვერ მოგბაძე,
სოფლად გაზრდილმა - კაიმაღებით.

ოღონდ ამაზე, არ დაგცდეს სიტყვა,
ამის გამო ნუ მიცქერ ზევიდან,
შენ არ მითხარი - მე და მეუღლე
ყოველ სამ დღეში ვართო ექიმთან!

თქვი არა? ბლაყვი ხარ შენ ნამდვილი,
მერე რა თუკი ცოტა მიმაჭრეს,
მე ამით ძმაო ქე მყავს ცხრა შვილი,
შენ კი მკურნალობ პოტენციაზე.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 21:42 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწერდი და მხიბლავდა შექსპირი, გოეთე,
ლამაზად აკინძულ რითმების რიტმები,
ზეპირად თუ მსწავლობ შენშიც ვიპოეტე,
ვარდისფერს ვჩემობ და წასვლისთვის ვირთვები.

მეტი რაღა გინდა ფრჩხილებიც დაღლილა,
ნერვიულ ფიქრით და კბილებთან შეხებით,
რატომღაც ამ ღამით თითქოს მეაპრილა,
ხმაურით ქარის თუ სურნელით ვერხვების.

თენდება ტაატით და ისიც სხვებისთვის,
ჩემი ალიონი სხივებით დასვრილა...
სარკმლიდან თეთრი და მხოლოდ ჩანს ბურუსი,
ოთახშიც ცრიატი თამბაქოს ნისლია...

ბედი და ლექსები გ ა მ ი ტ ყ უ პ ი ს ც ა ლ დ ა...
სიგარეტს დაერქვა მუზაც და წამალიც,
აპრილი მომავლის იმედებს მიწნავდა,
მე კი უწინდელი მტკიოდა და მაინც... -

ვწერდი და მხიბლავდა შექსპირი, გოეთე,
მათოვდა კითხვები, კითხვები, კითხვები,
პასუხი ერთია - შენშიც ვიპოეტე,
ვარდისფერს ვჩემობ და წასვლისთვის ვირთვები!...,
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 21:48 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ სულ სხვაგვარად, აივნიდან იწყება დილა,
აქ სულ სხვაგვარი გათენება სჩვევია ქალაქს,
აქ ალიონზე დეკემბერშიც საოცრად თბილა,
აქ გათენებას ცეცხლისფერი რიჟრაჟი ჰფარავს.

აქ მეეზოვე ასფალტიდან აკრიფავს ღამეს,
აქ <ტროსზე> ერთად ათენდებათ პერანგს და ყურძენს,
აქ უიმედო სიყვარულივით სრულდება მთვარე,
აქ მზე ბროლისფრად აფერმკრთალებს წვიმისფერ ქუჩებს!..

და სველ ტროტუარს გადაირბენს პირველი ბავშვი,
ქოლგის შრიალში მიჩქმალდება ამაყი ქარი,
ბათუმის დილა ლექსის წერის ხასიათს გაშლის,
ზღვისპირა პარკში აირევა ფოთლების ჯარი.

აქ მოძალებას ფიქრებისას გულიც ვერ უძლებს,
აქ ალიონზე უშენობის წუთები გრილა,
აქ <ტროსზე> ერთად ათენდებათ პერანგს და ყურძენს,
აქ სულ სხვაგვარი - მეეზოვეს შემოაქვს დილა!...
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 21:55 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი
და მხიარული ულტიმატუმი,
შესძლებს რომ გულის გულთან კავშირი,
შესწყვიტოს, ისე მიყვარს ბათუმი“.

ბეცი წვეთები აზის მავთულებს,
მოდის ქარი და ქოლგებს აიფრენს,
საღამო სახლში შეაქვთ ბათუმლებს
და ოხშივარი ასდის აივნებს.

ზღვა და ზღვისფერი გასდევს ჰორიზონტს,
სველი კონცერტით ქუჩაც მთვრალია,
ქოლგები შლიან შავ-თეთრ კორიდორს,
აქ ცა - წვიმების გენერალია.

გამოიდარებს, წვეთებაცრილი
ფოთლის სურნელი რჩება საღამოს,
გიყურებ ასე ფიქრით დაღლილი
და მეწერება დაუსაბამოდ.

ვზივარ ქუჩაში ობოლ ბავშვივით,
დგას მხიარული ულტიმატუმი,
ძალუძს, რომ გულის გულთან კავშირი,
შესწყვიტოს, ისე მიყვარს ბათუმი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ალექსანდრე ელერდაშვილი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость