ალექსანდრე ელერდაშვილი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ალექსანდრე ელერდაშვილი
ალექსანდრე ელერდაშვილი
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 21:55 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ერთმანეთს ალბათ ამ დღეებსაც ვაყვარებთ,
ამ დღეების ტრიალში ჩვენ ორივე ვცოდავთ,
როცა ბრიყვი გადიდებს, მოსკდი და იხარხარე,
როცა ბრძენი თუ ძმა ხარ, წამოწითლდი ცოტა.

მრისხანება ზევსის ყველას გვათანასწორებს,
ზოგი წვება დიაცთან, ზოგი ისევ ცოლთან,
როცა კაცი გვერაგობს, ყველაფერი გასწონე,
როცა ქალი - გაწონილს დააკელი ცოტა.

ვმღერი ჩემს გამწარებას შორეული ოქტავით
და განგების დაწერილს ფლეთს ნიავი ნოტას,
თუ საწუთრო ჯახია უკვდავის და მოვკდავის,
თუ კაცი ხარ. თუ ძმა ხარ, მეც დამითმე ცოტა.

უამრავი მინახავს თავშეყრების ადგილი,
სადაც ბოღმა მეტია - ხელოვნებას ყლაპავს,
აი სწორედ ამიტომ, ძნელია თუ ადვილი,
საკუთარი სურვილით - ვტოვებ ურაკპარაკს.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 21:56 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ ასე თენდება, ვიღვიძებ რამეთუ
ყავა მაქვს დილით და ღერი სიგარეტი,
ჯობია რომელი რიჟრაჟი, ღამე თუ
მეზობლის ის გოგო რომ არ ვიკარებდი?...

ოთახი? არც ისე დიდია რადგანაც
ასეთი უყვარდა ცხონებულ ბაბუაჩემს,
წიგნებში ალაგია სანიშნედ აქ დანაც -
პურის საჭრელი და ძნელად გამოარჩევს -

უცხო ან სტუმარი, ან კიდევ ის გოგო,
მე რომ ბავშვობიდან დამსდევს და მეუბნება -
დამხატე შიშველი არ გამოიზოგო,
შენი სინდისი და სირცხვილის შვებულება.

მაშ ასე, ვაგრძელებ და ძველი მაგიდა,
მიწას მიეწება თითქოს აქაოდა -
უკვირს, განიცდის და ამბობს - აქ რა მინდა?...
გუშინ ერთი ცალი მსხალიც ქანაობდა -

მსხლის ხეზე, ხოლო მე რა ვიცი? საიდან?
თუ რას ან რატომ გრძნობს მაგიდა ჩემზე დიდი,
ახლა ამას ვფიქრობ და რაღაც საგნიდან
მესმის ბაბუას ხმა - ეჰეი, ჰეი კიდი.

მსურს ჩემზე დავწერო, მინდა და არ მინდა,
ან კიდევ ვერ მინდა, შენ გინდა? ვითომ, ვითომ?
დღესაც ზღვის სურვილი ჩაყლაპა ამინდმა
და წვიმა გაწვიმდა მსხვილ-მსხვილ, თითო-თითო.

ვეღარ ვიმორჩილებ სურვილებს აშკარაა,
თორმეტს ოცი უკლია იწყება აგვისტოც,
ჰოი ეს ზაფხულიც ძალიან პატარაა,
გადის დრო და გადის, გადის და გადის დრო.

დიახ! მე ვხატავდი! ვხატავ და დავხატავ,
დავიწყე ეს საქმე ჯერ კიდევ ბავშვობიდან,
მოკლული მყავს ორი, ხოლო რითმისთვის ცხრა კატა,
და მერე ავდექი წითელი გარშოკიდან.

ეძღვნება ეს ლექსი ლამაზს და მახინჯებს,
ქალს სულ არ ეხება და მაინც ქალია,
როი კი ასეთებს მხოლოდ და მაშინ წერს,
როცა ვიღაც უყვარს... და ძალიან მთვრალია!...
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 21:58 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუადღეა ამინდის, სახლში ვარ ჩვეულებრივ,
თავის ტკივილები მომყვება ლექს და ლექს,
არ მიყვარს გაღებილი ქალები, მე ბუნებრივს
უფრო ვყაბულდები, ის და ის, ეს და ეს -

ბანალურ თემებზე მდორე საუბრები,
ამომდის ყელში და ქრება მორიდება,
ჰოი, მე სხვანაირ ქალებს ვყაბულდები!
გახრწნილი ფიქრებიც კეთილშობილდება.

ვაკეთებ ჩანახატს ფსიქო-ლექს-ოგიურს,
რა რთული ყოფილა თავზე დაკვირვება,
ვეჩვევი შეგრძნებებს და როგორც ოპიუმს -
ვუმორჩილდები და... სარკეში დაპირება:

ხვალიდან არ მოვწევ მინიმუმ ხუთ ღერზე
უმეტესს, ავდგები შვიდისკენ ყოველდილით,
განრიგსაც ყოველ შემთხვევისთვის ფურცელზე
ჩამოვწერ და მერე, - ვითომ პოეტივით -

ავიღებ ჩემოდანს, ცილინდრს და სათვალეს,
დავყვები ქვეითად ქალაქის ქვაფენილს!
ვასრულებ დანაპირებს? - ე.ი ვაფრენ ჩათვალე,
პრინციპში მე ახლაც კი ვგავარ გაფრენილს.

შუადღეა ამინდის, ოთახში ისევ ჩემს
ვზივარ, გალას წიგნზე მიდია ფურცელი,
არა, ამ ბოლო დროს მიუჩვეველს ვიჩემებ,
იდეა? იდეა კვლავ არის უცვლელი -

ეს ლექსი ეძღვნებათ ლამაზებს, მახინჯებს,
ქალს სულ არ ეხება და მაინც ქალზეა,
როი კი ასეთებს მხოლოდ და მაშინ წერს,
როდესაც საშინელ პახმელი აზეა!...
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 22:03 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოქვეყნებულია: 9 სექტემბერი, 2010 11:09:12
სავარაუდო ცოლებივით ვითვლი
ბროწეულს,
მერე ერთმანეთს ვაყვინთავებთ
მე და მორევი,
ვხსნი ამოცანებს სავარჯიშო გულში
მოცემულს,
და ხეს კვირტებად ემატება
მეტაფორები.

მე ვგრძნობ იმას რომ სხვაზე მეტად
მეგრძნობინება,
თუმც იმედები სეირნობენ
კატაფალკებით,
წადი ჩემგან და ბარემ ისიც
მეცოდინება,
რომ წლებს - დარჩენილს შენზე ლექსად
გადავაკვდები!...
.
უფერულ დღეებს ეწირება
ფერები ფიქრის,
და კვლავ ბროწეულს გადავითვლი
ცოლამდე ასულს,
ქვეყნად გასაკვირს რა დალევს და
მეც ერთი მიკვირს -
ამ ბოლოს ლექსებს უწინდეულა
რად ვეღარ ვასრულ?
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 22:07 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პარალელი გავავლე ცამდე ჰორიზონტიდან,
ტუჩებს ტალღის კოცნისგან მლაშე გემო ედება,
ქვიშას როგორ უხდება ქალის ორი ზორტი და
თმების მზისგან ჩრდილებად ზღვაზე შემოფეთება.

აღელდება აბა რა, ამდენ ქალის მნახველი,
მოუმატებს ღელვას და უფრო მეტად ღელდება,
გულისცემის სიჩქარით სიტყვის ნაცვლად ახველებს,
ვიღაც ბიჭის -გაცნობის ბანალური ქმედება.

ზღვასთან ახლოს მისული სირცხვილისგან გაწითლდა
მზე და მაინც ჰორიზონტს სხივით შეეპოტინა,
მერე? მერე რა ვიცი, ერთმა ამდენ კაციდან,
პარალელი გაავლოს ცამდე ჰორიზონტიდან.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 22:11 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აციებულ ხეებს ეფერება ქარი,
ვიკვიატებ ისევ - მოვისმინო ბლუზი,
ახლა ჩემთვის წუთიც ეფემერა არის,
საათი კი... ვფიქრობ - კვაზიმოდუს კუზი.
ვხედავ გვერდმა ისევ გადაფურცლა გვერდი,
მიკვირს წიგნში პირველს, რატომ ნიშნავს სამი,
საფეთქელის ნაცვლად მოვიქავე მკერდი,
სუნთქვას ვიკრავ, ვცდილობ შევაყოვნო წამი.
გოგო მიწევს გვერდით, სიზმარშია - მეთქი,
მალებს შორის თითებს ვათამაშებ, როგორც...
საქსაფონზე უკრავს ვირტუოზთა ღმერთი.
ეღიმება მგონი, აქაოდა, მოსწონს.
სასაცილო სცენებს ვერიდები ხოლმე,
მაგრამ ახლა უკვე გვიანია რიდი,
აღარა მაქვს ძალა, აღარა მაქვს ღონე,
ხელი მისსას შვრება, ხელი მისით მიდის...
აციებულ ხეებს ეფერება ქარი,
ახლა ჩემთვის წუთიც ეფემერა არის...
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 22:16 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თმა - ნაცრისფერი, შიგადაშიგ შავი - ხრიოკი,
ღია თაფლისფერ თვალებიდან მოგაქვს ფიასკო,
ზიხარ ზღვისპირას, ჟინს და მერე ნერვებს იოკებ,
შენი აურა ორად გულს და მერე ნიავს ჰყოფს.

დაძაბული ვარ, მოიკოჭლებს ჩემში თალია,
სამწუხაროა არ გიზიდავს ვხედავ ”ბავშვები”,
ჩემში მუზა და შენში კიდევ ორი ქალია,
ორი ქალია... ორივეთი მეთამაშები.

სანაპიროა, სისველეა ქვებზე აქა-იქ,
ზიხარ და უკვე გეფიქრება ლექსზე ამავე,
მზემ ისე ფრთხილად შეახო ზღვას მისი ბაქანი,
რომ ზღვამ ინატრა (მეც ვინატრე) მალე დაღამდეს.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 22:31 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა მნიშვნელი აქვს, ეკა ხარ თუ ეკატერინე,
შენი ზმანება ელანდება ღამეს, რომელიც
ჩემმა ლექსებმა, უშუალოდ მე გათევინე.
არ შეამჩნიე ჩემი ტუჩი შენსას რომ ელის -

დილით, რომელსაც დაერქმევა უსათაურო,
ღამე, ერთად რომ გავატარეთ, ქვია "პოეტის",
შენი თვალების წამწამები ისე ხმაურობს,
რომ თითქოს უნდა შეამჩნიოს როგორ მოვედი-

და მოგახვიე ჩემი მკლავი წელზე და უფრო
ახლოს მიგიკარ, უშენობა გავათანაბრე,
თუმცა პაუზის გარეშე და ბაგით საუბრობ,
მაგრამ კოცნაშიც შემიფარე ამასთანავე.

რა მნიშვნელი აქვს, ეკა ხარ თუ ეკატერინე,
დაე ტუჩებმა განიკითხოს სხვა დანარჩენი,
და შენს ყველაფერს ლექსთან ერთად გავათევინებ -
იმ ღამეს როცა მოირბენ და ჩემთან დარჩები.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 22:39 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე მინახავს,
ველა კუთხის გმირობები მსმენია,
საქართველოვ უბათუმოდ ვინა ხარ?!
საქართველოვ ბათუმიც ხომ შენია.

და ფარს მხოლოდ ხელს უშვებდი იმიტომ,
მტერთან ბრძოლის სიმარდეში გიშლიდა,
სახელი კი შენ გაგითქვამს იმით რომ,
ისტორია შენი გაშვილიშვილდა.

გახურებულს ზღვა და სხივის ალები,
გშველის როგორც ქალის თბილი ალერსი,
ამდენ ომში შენ ცხენს დასცვდა ნალები,
ხმალიც თითქმის გაფურცელდა ალესვით.

შვილიშვილებს უყვები და ცრემლები,
გაწუხებს თან ყელში ბურთად გეჩრება,
ვაი როგორ ახალგაზრდა ბერდები...
საქართველო ბათუმიდან თენდება.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 23:05 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელი ჩამკიდე და წამო,
ვკვდები უშენობით სავსე,
კარგო მახსენდება წამი,
მთვარეს რომ ვუთვლიდით გარსებს.

დარდებს ჩავიხაზავ გულში,
მრავალკუთხედების მსგავსად,
უშნოდ დამესიზმრე გუშინ,
შენი “არ მიყვარხარ” მკლავდა.

ფიქრებს დავახათრე მოცდა,
ჩემი მიზანია ზავი,
მაშინ ინანიებ როცა,
გრძნობის გადაგივლის ზვავი.

ვხვდები გვიანია უკვე,
კითხვის ნიშანივით ვდგავარ,
მავანს თამბაქოზე უკვირს
რატომ დავაყოლე ყავა.

ხელი ჩამკიდე და წამო...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ალექსანდრე ელერდაშვილი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость