ალექსანდრე ელერდაშვილი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ალექსანდრე ელერდაშვილი
ალექსანდრე ელერდაშვილი
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 23:06 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მქვია ჩემი ლექსების შეუცვლელი ავტორი,
ვამბობ, ვიმეორებ და ღერებს ღერზე ვეწევი,
ფიქრში, ფიქრებს ფიქრები, ჩანაფიქრით ამდორებს,
სიტყვა შემომირავლდა, როგორც საფლავს ეწერი.
ვდგები პოეზიაში, მაგრამ ვიცი, მერანგით -
სხვა პოეტებს არ ვგავარ, მომზირალებს მთებიდან,
ღამე ვწვები შიშველი, არ მიზიდავს პერანგი...
უფალი თუ შემინდობს, რას მიქვია \"თემიდა\".
ახლა ვნერვიულობ და ისევ ხველებ-ხველებით
ვიტყვი ხალხი მკითხულობს, მაცხოვარი - მაფასებს,
რომ არ ვიცი რას დავწერ, მიტომ ჩემი ხელები,
ადგილს სუფთას დატოვებს, აღსარების დაფაზე.
ამიტომაც გავრისკავ, წარსულს ვისვრი აწმყოდან,
თუნდაც ზურგი მაქციოს, ვისაც გვერდში ვედექი,
ახლა ისე მეწყინა ჩემი ლექსის განწყობა,
როგორც ახალ კანდიდატს - არჩევნების შედეგი.
ზოგი პოეზიაში თავს უწოდებს ადმირალს,
ზოგიც არის წოდებით პოეზიის სულთანი,
მე კი სიტყვას არ ვიღებ, ვდგავარ ჩვეულ ადგილას,
ისევ ჩემი კაცობით... სინდისთან და სულთან კი -
ვიტყვი ხალხი მკითხულობს, მაცხოვარი - მაფასებს...
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 23:17 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ჩვენს შორის ღამეა და ჭიქა ორიოდ,
მუხლზე საფერფლე მივიჩვიე, სავსე პირთამდე,
თვალებს ვადევნებ უვიწროეს წლების კორიდორს,
და მეშინია, უცაბედად არ დამიმთავრდე.

ჯამბაზებივით მაცინებენ სახლის კედლები,
ათიათასად დახეთქილი, წლების მიხედვით,
ანგელოზივით ფრთებს ისხამ და უცებ თეთრდები...
დამტვრეულ საათს ვეხმარები, წამებს თითებით -

ვითვლი და ვითვლი, მერე ვიწერ უბის წიგნაკში,
ახლა დრო არის ერთადერთი რაც მაბადია,
ვდგავარ - არაფრით (სიყვარულით), მე შენს წინაშე,
ენაბორძიკით გეუბნები წლები გადიან.

წლები გადიან, ჩვენ კი ვრჩებით ისევ ორიოდ,
ჩვენს შორის ახლა საფერფლეა, სავსე პირთამდე,
თვალებს ვადევნებთ მომავალის ვიწრო კორიდორს
და გვეშინია ერთმანეთი არ დაგვიმთავრდეს.
 
nukriaДата: შაბ, 10.12.2016, 23:25 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძვლებში არ ატანს, მცდელობა კი არის სიცივის,
ჩვენ კი ერთ საწოლს, ღარიბულად ვიყოფთ, საბანსაც,
რას არ ვიხსენებთ... რამდენს ვტირით რამდენს ვიცინით,
სურვილმა განცდა, როგორც ხელმა პირი დაბანა.

მერე ქუჩებში მოუხშირა ქარმაც საუბარს,
წვიმის წვეთებზე დაეკიდნენ მეტაფორები,
ტელეფონს ისევ უსაფუძვლო ზარი გაუბამს...
თუ ჩაგეძინა, თბილი სუნთქვით მოგეფერები.

ასე ვიღვიძებთ, ასე გვძინავს, ასე მოგვწონს და
ასე ერთმანეთს ვეფერებით დაუღალავად,
დილით კი ვსხდებით ისევ ერთად ბუხრის კოცონთან,
გვათბობს და ვათბობთ, გვეცინება და თუ არა ვართ -

ცოლ-ქმარი, მერე რა დაშავდა ამით ასეთი,
ხომ გვყოფნის ჩვენი ერთად ყოფნა, მეტი არც გვინდა,
ახლა გული მაქვს გადაშლილი როგორც გაზეთი,
შენ კი მკითხულობ... მოგეხუტე, ისევ აცივდა.

ძვლებში არ ატანს, მცდელობა კი არის სიცივის,
ჩვენ კი ერთმანეთს, ღარიბულად ვიყოფთ, უპუროდ,
რას არ იხსენებ... იმდენს ტირი, იმდენს იცინი...
მთელი ცხოვრება ვუყურებ და მინდა ვუყურო.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ალექსანდრე ელერდაშვილი
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость