სანებლიძე თამაზ - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 13
  • 14
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
სანებლიძე თამაზ
nukriaДата: სამ, 18.12.2012, 01:36 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

გადამიშალეთ, თუ ღმერთი გწამთ,
კლასის ჟურნალი,

ამოვიკითხოთ გაკვეთილზე
დღეს ვინ გვწვევია,
ვკითხულობთ გვარებს პაწაწინა,
ფერმკრთალ უჯრებში –
რამდენი `არა~, ცრემლიანი
ჩაუწერიათ.
მზე დამალულა, გადაჰკვრია
ცას მელნისფერი,
გაცვეთილ ფურცლებს გულში სევდა
ჩაბუდებიათ,
ეჰ, `შატალოზე~, `შატალოზე~
წასულან ბევრნი,
და, სამწუხაროდ, ზარის ხმაზე
არ ბრუნდებიან.
...
ფრთხილად დახურეთ, თუ ღმერთი გწამთ
კლასის ჟურნალი.
 
nukriaДата: სამ, 18.12.2012, 01:37 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნატვრა

ღმერთო, მასწავლე ირაო,
როგორც სჩვევიათ არწივებს,
ღრუბლებს, რომ ჩავუნისკარტო
და სიყვარული გაწვიმდეს.
...
ღმერთო, მასწავლე ირაო.
 
nukriaДата: სამ, 18.12.2012, 01:38 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადღეგრძელო

ბახუსმა აღარ დამინდო,
დავითვერ ალადასტურით,
ღვინო იყო და რა ღვინო,
სათუთად ნაფერ-ნაწური.
თვალი შევავლე ჭინჭილას,
თითქოს შემიჩნდა მაცდური,
ირონიულად მიცქერდა
ხელადის ციდა ნათლული.
გულბაათ გამომეცხადა,
სათამადეთში განთქმული,
მითხრა: – ჭინჭილით არ შესვა,
ყანწი შეივსე ყანწური.
რჩევა ვისმინე, დავუთმე,
თამადას ვთხოვე დასტური,
მაჯაზე შემოვიგრიხე,
ჯიხვის რქა მამა-პაპური,
შევივსე, ქებით გავლუმპე
ალადასტურის დამწური.
 
nukriaДата: სამ, 18.12.2012, 01:38 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძველ სახლთან

კოტე მესხის თექვსმეტი,
ძველისძველი ჭიშკარი,
საკეტს ფუჭად ვეძებდი,
მივხვდი, – უცხო ვიყავი.
საწყენია, – მეწყინა,
ვეღარ მიცნეს უბნელი,
ვერც ეზოში შევდივარ,
ვეღარც უკან ვბრუნდები.
...
ვდგავარ გაორებული
მონატრების ამარა
ჭიშკრის იქით ბავშვი და
ჭიშკრის აქეთ – ჭაღარა.
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 17:27 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასი ათასჯერ მახსენდები ერთ დღე-ღამეშივერ გავექეცი ფიქრებიდან შენთან ხეტიალს
ნოსტალგიური ტყვეობიდან იქნებ გაგეშვი
ნარიყალაზე ციხეში რომ ჩაგიკეტია
ასე ფიქრებში გათეთრებდი ლურჯი ოცნებით
ჩაიძინებდა ფსალმუნებში ჩემი კელია
იხოცებიან საზღვრებსგარეთ გურჯი მგოსნები
და მათ ჯინაზე დღეს წუთები გაუწელია
ასი ათასი წამებულის ცრემლი მედინა
მერეეეეეეეეეეე
ცრემლებში მტკვარზე ტივად დავიარები
ჩემი მეტეხი ვერ ატირა ჯალალედინმა
მე კი ვტირივარ უშენობით ნაიარები
ასი ათასჯერ მახსენდები ერთ დღე ღამეში
ვააახხხხ
რომ იცოდე როგორ მინდა მოვრჩე ხეტიალს
ან ჩამიხუტე ან საერთოდ ფიქრშიც გამეშვი
თორეეეეეემ
თლუღელიი
მონატრებებს დაუხვრეტია
ცოდოა ბიჭი
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 17:28 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზაჯვარედინზე დროს გარდასულსდავაკვირდები
მეტირებოდა... გოლგოთას...
ჯვარს სჭრიდა ჰეროდე.
მარტის რტოებზე იხეთქავდნენ გულებს
კვირტები
განმარტოვებით მიტევების
ჟამს რომ ელოდნენ.
დაბზარულ ბილიკს გაბრაზებულ
მთვარეს დავუთმობ
შევსვავ ფიალას ალავერდის
სატრფიალებლად.
წავშალე ქუჩა უღიმღამო და უსაბუთო.
ქუჩაა... რომელიც
კატრინებად დამტრიალებდა.
ნუში... აზაფხულს ანუგეშებს
ნათებერვალებს
გუშიინ... აპრილის ანტვერპენში
რეკდნენ ზარები.
ჩემს დაპირებულ ლექსებს
ჩუმად ვჩუქნი მწვერვალებს
დაააააააააააააააააააა
უნაპირო ნაპრალებში მივემგზავრები.
ვახ... მობილურზე მაწუხებენ,
მაწუხებენ ამორძალები.
ხოოოოოოოო და. გავთიშე
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 17:40 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ მოგეყინე, მაგ თვალებზე,თლუღის თოვლივით
ჩამოგადნები
როცა, ცრემლი გაგითავდება.
აგდევნებივარ,
ბავშვობიდან გამოყოლილი
უსიყვარულოდ განშორების,
უშნო ბრალდებად.
ვღრღნი რა ხანია,
ამ დახეულ, გულის გისოსებს
შენ კი
მეასედ, ალაგებდი ალბათ ჩემოდანს.
ძველი ალბომი,
ჩვენს ფოტოებს გამოგვიცოცხლებს,
ტაქსის ლოდინში,
დრო გადამწყვეტ ნაბიჯსს შემოდგავს
მივეყინები შენს ჩემოდნებს,
თლუღის თოვლივით
ჩამოვდნებოდი მაგრამ
სულიც გამითავდება.
აგვდევნებია, ბავშვობიდან გამოყოლილი,
სიყვარული
და განშორების ცივი ბრალდება.
ვიცი... შენსავით მე
ვერავინ შემიყვარდება
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 18:05 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალებიიასამანის საღამო ეცვა
ზღვაში შეჭრილი ფერისცვალების
სევდანარევი ფრთა შეეკეცა
და ტალღის შრიალს შრიშინი ფანქრის
აჰყვა კვალდაკვალ შალა სიშორე
ვიყავი ყველგან სად ქარი დაჰქრის
და სხვა სამშობლო ვერსად ვიშოვე
ჩემში ქართული რეკენ ზარები
მიჩანჩქერებენ მთები ბარძიმებს
მგზავრის სიმღერად დავიარები
შარად შორს შარის შური მამძიმებს
და იყო ასე ზღვა რეცხდა ქვიშას
ვეგუებოდი მეც ჩემს განაჩენს
რაჭაში მინდა სხვა არა მიშავს
დაღლილ ტალღებად ვიტყვი დანარჩენს
ნაპირზე დავრჩი ნაფეხურებად
ცივი ცრემლები სცვივათ წამწამებს
მე მიწა წიგნად დამეხურებადა პოეტობას ბედი დამწამებს
მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
იასამანის საღამო ეცვა
და თითქოს
სხივთა ფერისცვალების
სევდანარევი ფრთა შეეკეცა.
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 18:20 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შალომ ლე შალომგამარჯვება, ისრაელისა
დამშვენებულმა
გადმოშალოს მუხამ ტოტები.
იერუშალაიმ,
მე სიცოცხლე შენით მეღირსა.
შენი შვილი ვარ
და ქართველად კი ვიწოდები
იავნანაზე, ჩემი ბაბა
სწავლობდა ივრითს.
ქართულ სუფრასთან
ჩაიარა ჩემმა ბარმიცვამ.
თუ ვარ ქართველი-ებრაელი
ლამაზად ვივლი.
ივრითულ ადათს
უკანასკნელ დღემდე დავიცავ.
შალომ ლე შალომ
მივაბიჯებ დღესაც კულაშში.
ჯამში ავანთებ,
მეიდანის მწველ ბაიათებს.
ათოვთ მწვერვალებს,
მითეთრდება მეც წვერ-ულვაში
ძვირდება წლები და
სიყვარულს ვერ აიაფებს.
თუ იეთიმ გურჯის სიმღერებით
ვიხსენებ თბილისს
და თუ სოხუმის სანაპირო,
ძილშიც მაბოდებს
ხვალ ჩემი შვილი,
მტკვარზე ტივით ლაღად ჩაივლის
შემოუდგებით ჯამაათში
ძველ სინაგოგებს.
შანა შელ შალომ, გამარჯვება ისრაელისა,
მშვიდობა შენდა, დამიზარდე კიდევ კაცები.
იერუშალაიმ, მე სიცოცხლე შენით მეღირსა
და მადლობა ღმერთს,
რომ ქართულად გენაცვალები.
ჩემს საქართველოს და ისრაელ ვენაცვალები!
ორივე ასე ნატანჯია და ნაწვალები…
ლეხაიმ ახი!
გაგვიმარჯვოს!
ამინ!
შევსვათ აბა!
თოდა რაბა, თოდა რაბა.
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 18:32 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დე, გახსოვს ყოველთვის მიწყობდი სიურპრიზებსან თოვლი ჩვენს ფოთში რა ფრთხილად ეფინა,
ჰო, სევდა სულ, მუდამ ამ ჩემს გულს უმიზნებს
შორია (აქედან) დე ფილადელფია...

დე, შენსთავს ვფიცავარ სულ გიცდი კარებთან
და ხელში შავ-თეთრი ის ფოტოც მიჭირავს,
თითქოს და შემდგარი კაცი ვარ გარედან
შიგნით - რაც დამტოვე იგივე ბიჭი ვარ...

ცხოვრებას სიკვდილის ხაზებად ვევლები
ფიქრებში ღამეებს გუშინაც მივაკვდი,
ბებია ცდილობს, რომ დამალოს ცრემლები
ბაბუამ - მეორედ მიიღო ინფარქტი...

ჩვენთან წვიმს ამ დილით, იმდენად, იმდენად
ჩემს ცრემლს და წვიმის წვეთს ვერავინ გაარჩევს,
სიკვდილმაც დამბაჩა რომ გადაიტენა
იმ ტყვიამ რატომღაც აკოცა მამაჩემს...

სულში რა ომია იმათ რა იციან
ჩვენთან სხვანაირად უფრო მზე მწველია,
მეტი არაფერზე არ მაქვს ამბიცია
მხოლოდ ძმის ნახვა მსურს მეხუთე წელია...

ჩემში ტკივილების არის ესტაფეტა
ღმერთი არც კი ვიცი რითი გავაბრაზე,
ჩემთვის შენ იყავი "დე" ან ზოგჯერ "დედა"
ძმისთვის სამწუხაროდ - "mammy" ან და "mother"...

ასე მივუყვები დე, მე კუთვნილ აღმართს
გზას როცა ვამთავრებ ცოტა იქ ვიღლები,
ყვავილებს გჩუქნიდი გახსოვს ყოველ 3 მარტს
ახლა მამაჩემთან დამაქვს გვირილები...

გრძნობებს მიჯაჭვული ვრჩები რახანია
როგორც ამირანი, ან როგორც პრომეთე,
ვზივარ ბუხართან, ეს რაღაც ახალია -
ლექსებს გიწერ... როგორც შვენით დღეს პოეტებს...

ღამე იწვება და ეს დილა ფერფლია
დავიწყებ ახლიდან, შენ ხელი გამიშვი,
შორია ფოთიდან დე ფილადელფია
მე გხედავ სიზმრებში... (კვირა დღეს Skype-შიც)
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 13
  • 14
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость