სანებლიძე თამაზ - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
სანებლიძე თამაზ
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 13:32 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გაათენებს შუაღამეს,
მზე დედამიწისკენ იხრება მე შენკენ,
ამ დროს მიყვარხარ.
ყველა ნერვი, ყველა ძარღვი,
სისხლის ყველა უჯრედი,
შენთვის მოძრაობს, შენკენ მოიჩქარიან,
ნუ შეაჩერებ,
მე შენ მიყვარხარ.
ჩემი სიტყვები ბავშვის ლოცვას გავს,
ყველაზე გულწრფელია,
ყველაზე სუფთა,
ყველაზე ნამდვილი,
მე შენ მიყვარხარ.
ვზივარ და მხოლოდ ნოსტალგია მაფიქრებს ახლა,
ვზივარ და მხოლოდ ამ სიტყვების გამოთქმა მიჭირს,
რომ ყველა ტირილს უკან ჩუმი ღიმილი ახლავს,
რომელიც ცრემლებს დაგეშილი ძაღლივით იჭერს.
მე შენ მიყვარხარ.
ოცნებად მქონდა,
რომ ღრუბლებზე მქონოდა ბინა,
და კიბეები შენს აივანთან ჩამოსულიყვნენ,
რომ ყოველ დილით,
ღრუბლის ერთი სუფთა ნაწილი,
ჩამომეტანა ჩემი წმინდა სიყვარულის ნიშნად.
მე შენ მიყვარხარ.
ვიოცნებებდი რომ პოეტი ვყოფილიყავი,
მხოლოდ იმიტომ რომ,
სიყვარულს ვერ მიფასებენ.
ამ დროს მიყვარხარ.
თუ სიჩუმეში ყურს დაუგდებ ქუჩების ჩურჩულს,
ერთხელ,
მეორედ,
მესამედ,
მეოთხედ...
მეხუთედ ჩემს ხმას ამოიცნობ შენს ფანჯარასთან.
მე შენ მიყვარხარ.
შენ გაგაკვირვებს ჩემი ყველა ჩასუნთქვა მადამ,
როცა ფილტვებში გრიგალივით შევლენ ქარები,
დავიარები ტროტუარზე ლოთივით რადგან,
პოეტი ვარ და ჩვეულებრივ ვერ მეყვარები.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 13:33 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიხარულო და ტკივილო,
ზეცის ნამო და ღიმილო,
უფლის სხივო და ფთილაო,
ხან ბინდო გარინდებულო,
ხან მოღუღუნე დილაო,
სულ არ დავეძებ სამოთხეს,
შენს გულში უფრო თბილაო.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 13:35 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიკვდილი,
არც მიწას დაამძიმებს და არც,
ზეცას შემატებს რამე წონას,
მე იმ გულწრფელი ცრემლების მეშინია,
მიწას რომ ლაქებად დააჩნდებიან.
რა შეიძლება მოგიტანოს,
ერთმა კლასიკამ,
დამძიმებული სულის
და თავის მოკვლის სურვილის გარდა,
უსმენ და კვდები.
ყველაფრის თავიდან
დაწყება რომ შეძლო,
ჯერ უნდა დაამთავრო,
ხოდა მიდი და დაამთავრე ყვეალფერი,
როცა ცხოვრება,
დაჭიმული ნერვებით გგუდავს.
როგორ მძულს ჩემი თავი,
როცა ლექსებზე ტაშს მიკრავენ,
როგორ ვერ ვიტან,
როცა ვიცი რომ ამ მტვრიან ლექსებს,
უბრალო ლექსებს,
სადაც არაფერია გარდა მონატრების,
ვერაფერს უგებ.
და როცა ყველა ნარცისიზმი,
იქვე მამცირებს,
სადაც ცდილობდნენ
უბრალონი ფეხზე დადგომას,
სისულელეა გერქვას პოეტი,
როცა ერთხელაც არ გიცდია
თუნდაც სიკვდილი ან გაგიჟება.
რა შეგიძლია,
ერთ ცარიელ ღამის ოთახში,
სადაც დღე მხოლოდ,
თორმეტიდან რვამდე მერყეობს,
იჯდე და ფურცლებს ნაჯღაბნებით
გააძრო ტყავი,
სანამ არ დაგღლის
არაფრისგან თავისუფლება.
ორიოდ სიტყვით,
არაფერშიც ღმერთი ეძებე,
და ყველაფერში შენ მიაგნებ,
საკუთარ მიზანს,
რადგან ღმერთია,
ერთად - ერთი ჩვენი მიზანი.
გაძვალტყავებულ იდაყვებს
რომ იპოვნი სადმე,
და სიკვდილსაც კი ვერ უპოვნი,
უბრალო ახსნას,
იმის ტოლფასი არაფერი
დაგრჩება ხელში,
გაგიჟებისთვის გაიმეტო
შენი სხეული.
ჩემი სიცოცხლე,
შეიძლება მიწას ამძიმებს,
ჩემი ლექსები,
უფრო მეტად ამძიმებს ალბათ,
მე მხოლოდ იმ გულწრფელი
სიტყვების მეშინია
რომელიც ვერ ვთქვი და
ლაქებად შემომრჩა სულში.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 15:13 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წელში მოხრილი და სხეულში ბოლომდე გაშლილს,
თუ დღეს უბრალოდ შენს ფანჯრებში შუქი მახარებს,
იმ იმედით რომ თუ ოდესმე მოჭრილ ფრთებს გავშლი,
მე იმ სიყვარულს შევაგროვებ მათ რომ დაყარეს

ვისაც არ ეყო ნებისყოფა საკუთარ თავთან,
ან სხვასთან ერთად,
მოიპოვოს ერთად-ერთი თავის მიზანი,
თუ ნებას დამრთავ, მხოლოდ მაშინ თუ ნებას დამრთავ
ეს ჩემი მხრები, ეს ხელები იმდენს იზამენ

რომ ყველა ღამეს ჩვენ საკუთარ სახელს დავარქმევთ,
ა - დან ჰაე- მდე,
და სულ ბოლოს მერე ხელ-ახლა,
მიყვარხარს გეტყვი,
გავჩუმდები, მერე დანარჩენს,
გთხოვ რომ უბრალოდ
ეს თვალები წამით გენახა,

მაშინ როდესაც ვერ ხედავდნენ შენს ჩრდილს ფანჯრიდან,
და ქუთუთოებს ასკდებოდნენ თვალის ცეცებით,
თუ შენთან ყოფნა დღეს უბრალოდ ისე დამჭირდა,
რომ ყველაფერი დავივიწყე შენ რომ გეძებდი

ნუ გაბრაზდები,
თუ დაძარღვულ ხელებს დახედავ,
და რომ გავგიჟდი და არ შემრჩა წვეთი სიმორცხვე,
მომიშვი ახლოს,
უფრო ახლოს ან შენს სახესთან,
რომ შენი სუნთქვა მაცოცხლებდეს მთელი სიცოცხლე.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 17:31 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაბიჯი,
ნაბიჯი,
უსულო განგება,
მმართავს და მის ნებას უსიტყვოდ ვასრულებ,
თუ განმარტოება გვერდით არ გადგება,
ხვალ ალბათ, გავიცნობ სიგიჟის ასულებს.

ზეგ ალბათ შევხვდები თვითონ იმ სიგიჟეს,
გიტარის სიმივით დაწყდება ნერვები
გონებავ გულთან, რომ უაზროდ იქიშპე,
ძალზედ ნუ განმკიცხავ ჩხუბში, რომ ვერევი.

საღამოს ოთახში მთვარე მყავს ნათურა,
უაზრო განრიგით გარბიან წამები,
სხეულმა განცხრომის სივრცეში გაცურა
იქ კი სულს დაკარგავს ნამდვილად წამებით...

გაქცევა,
გაქცევა,
როგორმე სივრციდან,
თითქოსდა ვაგებდე რაიმე მარათონს,
ცხოვრება, რომ მზაკვრულ ხაფანგებს ისვრიდა,
დღეს ზუსტად ის დროა ზეიმი გამართოს.

გავები? გეშლებათ უბრალოდ გამაბეს,
ფეხები მერევა სასმელით გალეშილს,
გზად ლამპიონებმა თვალები განაბეს,
უკუნი ღამეა, სხვა განა რამე სჭირს...

უკუნი ღამეა მოკვდავთა სულივით,
ვარსკვლავი დაბინდულ მთვარეზე ჩამოჯდა,
სამყაროს გავცდები, აქ არა სულ იქით,
დარჩენის მიზეზად არავინ გამოჩნდა...

გავცდები,
გავცდები,
სამყაროს გავცდები,
განცდებმა ათასჯერ სხეული მისერა,
მე მგონი ასეა და თუ კი არ ვცდები,
მე არა მიშავს რა შენ ალბათ ისე რა.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 17:59 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმდა წლების წინ, ამ მიწაზე საშინლად წვიმდა,
და არაფერი არ სუფევდა გარდა კიდობნის,
რადგან დაკარგეს აქ მცხოვრებთა ყველაზე წმინდა,
რადგან ვერ იგრძნეს დიადება უფლის მშვიდობის.

და დღეს ქუჩაში ვიღაც ერთი შეშლილთაგანი,
ქადაგებს წარსულს, შემომდგარი ფიცარნაგებზე,
რადგან აევსო დარდით გულის ყველა საკანი,
რომ რწმენა შედგა ფარისევლის ლიანდაგებზე.

უკიდეგანოდ დაიბურა მიდამო თალხით,
და რადგან ყველა განსაცდელი წამიერია,
დღეს უფლის სახლი რა თქმა უნდა სავსეა ხალხით,
მაგრამ ტაძარი სამწუხაროდ ცარიელია.

გვტკივა იუდა, რომ გაბედა ქრისტეს ღალატი,
საჩვენებელი რომ გაგვიხდა სულ ყველას თითით,
და ვერც კი ვხვდებით, ვერც მივხვდებით კუბოს კარამდის,
რომ ცრუ ლოცვებით ქრისტე უფალს ყოველდღე ვყიდით.

სწორედ ამიტომ თაროს წიგნი გახდა ბიბლია,
თაროზე ჯდომით გაილევა მთელი ცხოვრებაც,
გულ-წრფელად რწმენა რა ვქნათ თუ კი არ შეგვიძლია,
ვაი რომ მოკვდავთ ასე გვინდა სულის ცხონება.

ჩვენ სიყვარული გვქონდა ნიშნად თავისუფლების,
გვყავდა უფალი - თავი გვეგრძნო ადამიანად,
წვიმა დავკარგეთ მოშორებით ცაზე ღრუბლების,
რწმენა დავკარგეთ, ქრისტე ღმერთის დაკარგვიანად.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 22:06 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ატირდები ისეთი წარსული აქვთ მეძავებს,
ვამბობ გეცინება და აგატირებს მეძავი,
სიმცხუნვარეს სხივების ვერ გაუძლო ზეცაზე
ღრუბელმა და მთებიდან გადმოდუღდა რძესავით.

ტკივილებს და პოეტებს დრო ანაირნაირებს,
დანარჩენზე ყოველთვის საუბრობენ ნაძვები,
ორი პურის ნატეხში გადაგიცვლი ყვავილებს,
მერე? მერე უბრალოდ მეტაფორით გავძღები.

იცი შავ ზღვას ბათუმში აფხაზეთის სუნი აქვს,
წვიმს და მინდა შავ–თეთრი ზეცა გავაფერადო,
ახლა მთელი ნაპირი თითქოს იანგულია
და მოქცევას სილაზე წაუშლია ,,ჰელადოს“

გწამდეს ყველა უბედოს უამრავი ბედი აქვს,
უამრავი გზა აქვს და უამრავი ბილიკი,
პოეზიაც იმაზე გაცილებით მეტია –
რაც აქამდე უთქვამთ და... ერთი სიტყვით პირიქით.

ორი პურის ნატეხში გადაგიცვლი ყვავილებს,
მერე? მერე უბრალოდ მეტაფორით გავძღები,
ტკივილებს და პოეტებს დრო ანაირნაირებს,
დანარჩენზე ყოველთვის საუბრობენ ნაძვები.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 22:09 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქს ქალაქში ქალქგარე ხიდზე ეძინა,
აკაციები შემოდგომის ქარით
თვრებოდნენ,
მე გივიწყებდი და ვერაფრით
წარმომედგინა -
ჩემს ლექსებს თუკი
ჩემზე მეტად ეყვარებოდი...

ზოგჯერ მინდოდა
უანგაროდ რომ გედედოფლა,
მაგრამ ქალი ჯერ ქალია და
მერე პოეტი,
თავისუფალი იყო დრო და
იყო საუფლო,
როცა წარსულში ვბრუნდებოდი
სიმარტოვეთი.

ვნახეთ კარ და კარ კარნავალი
მრავალ ნიღაბთა,
დრომ ჩამოლეკა ეპოქა და
მღვრიე ავ-კარგი,
პოეზია კი იმდენად და
ისე გვიყვარდა,
რომ ოცნებისას მახსოვს -
ჩვენს შვილს ლექსო დავარქვით...

ქალაქს ქალაქში ქალაქგარე ხიდზე ეძინა.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 22:10 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო და არა იყო რა და რა იქნებოდა
ღვთის უკეთესი, იყო ერთი ერთ დღეს იდეა,
დროგამოშვებით ნარჩენ წვეთებს იფურთხებოდა
სახურავი და დილა ახლაც ისე მშვიდია,

როგორც იმ დილით, როცა ზრახვამ აზრი გათელა,
როცა ცალსახად გადავწყვიტე მოკვლა სიშორის,
მერე შენს სარკმელს დავუმიზნე მახსოვს ანტენა
და სიმარტოვეს აჩვენებდა ტელევიზორი.

მე გავიცანი შემოდგომა ორიათასრვა,
იზაბელა რომ დაასრისა ნასექტემბრალმა
წვიმა კი იყო როგორც ციდან სისხლის გადასხმა
დედამიწაზე და მზე ჩანდა როგორც მემბრანა.

თუმც შენი სახლის მიმდებარე ტალღებს, ამინდებს,
მაინც ვიჭერდი, ქალაქს ქარმა წვიმა ახარა,
საფერფლის გვერდით ბზრიალებდა ბოლოქანქარა
და შემოდგომა შუაღამით ისე გარინდე -

რომ ჭირი იქა, ლხინი აქა და ქატო იქა,
ფქვილი აქა და გადალახვა ჩვენი სიშორის,
რადგან წუხელის ისეც მოხდა გამთენიისას,
რომ ტელევიზორს აჩვენებდა ტელევიზორი...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 22:21 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო და არა იყო რა და რა იქნებოდა
ღვთის უკეთესი, იყო ერთი ერთ დღეს იდეა,
დროგამოშვებით ნარჩენ წვეთებს იფურთხებოდა
სახურავი და დილა ახლაც ისე მშვიდია,

როგორც იმ დილით, როცა ზრახვამ აზრი გათელა,
როცა ცალსახად გადავწყვიტე მოკვლა სიშორის,
მერე შენს სარკმელს დავუმიზნე მახსოვს ანტენა
და სიმარტოვეს აჩვენებდა ტელევიზორი.

მე გავიცანი შემოდგომა ორიათასრვა,
იზაბელა რომ დაასრისა ნასექტემბრალმა
წვიმა კი იყო როგორც ციდან სისხლის გადასხმა
დედამიწაზე და მზე ჩანდა როგორც მემბრანა.

თუმც შენი სახლის მიმდებარე ტალღებს, ამინდებს,
მაინც ვიჭერდი, ქალაქს ქარმა წვიმა ახარა,
საფერფლის გვერდით ბზრიალებდა ბოლოქანქარა
და შემოდგომა შუაღამით ისე გარინდე -

რომ ჭირი იქა, ლხინი აქა და ქატო იქა,
ფქვილი აქა და გადალახვა ჩვენი სიშორის,
რადგან წუხელის ისეც მოხდა გამთენიისას,
რომ ტელევიზორს აჩვენებდა ტელევიზორი...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
ძებნა:

მოგესალმები Гость