Сб, 19.08.2017, 23:22
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 3 из 14«123451314»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
სანებლიძე თამაზ
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 01:17 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ არ ვეწევი, ეს იმას ნიშნავს,რომ გდარდობ მაინც,
გდარდობ, ოღონდ ბოლის გარეშე.
ვწრიალებ მაინც,
ოფლიანი ჩემი ბალიში
მიციებს ფილტვებს.
ზეცისკენ ვილტვი...
ვნახულობ სიზმარს -
მინდორს დაბოლილს...
ისევ ქაბული
შავთვალწარბა ყაყაჩოებით
ხრჩოლავს,
ხრჩოლავს,
ხრჩოლავს,
ხრჩოლავს,
ხრჩოლავს და
ხრჩოლავს.
 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 01:21 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ ვარ ყარიბი, თავზეც მაწვიმს, მაგრამ არ ვჩივი,დღეს უფრო იმის შეხსენება მასევდიანებს,
რომ თურმე წლები კი არ მიდის, მიქრის ქაჯივით,
ხვალისთვის ლექსიც გაჭირდება, მერე გვიანი
იქნება დარდი, ანდა გულზე მჯიღის დაცემა...
ვზივარ კიბესთან როგორც ლეკვი, ლეკვი ნაცემი...
ოდნავ მამშვიდებს მოწყვეტილი ფოთლის ფარფატი
და ვუსმენ მთვარეს - “ბითლზის” ფირფიტას...
 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 01:37 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ გულის ფიცარს,რომ უყურებ,
უსურვაზივით შემოეჭდო ტკივილი - სალტე...
შენ -
/ბირდაბირით/
როგორ უნდა ჩახერხო მარტომ?!.
ვერც პირდაპირი დასმით,
ვეღარც დახრილი კუთხით!..
რას უზამ ურთხელს,
რომელიც გახმა წლების წინ და
ისე გამკვრივდა,
როგორც რკინა,
რვალი ხალიბთა...
აქ ვარ,
მიწაზე,
როდის იყო ფრინველი ფრენდა
ოდენ ცალი ფრთით?!.
 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 19:05 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სახლს რაც ვცდილდებიმით უფრო ძალიან
მე მაინტერესებს
რამდენი ნაბიჯი

მაკლია სახლამდე.
დანახვა მწადია
სულ ახლოს რომ ვარ და
სიბრმავე მაგიჟებს.

საკუთარ ძარღვებში
სისხლიც რომ წვეთებად
ჟონავს და განვიცდი
მე მარტო ბოდიალს.

როდესაც ქუჩაა
სავსე ამ წყვილებით
მე კი მა რტოობა
მეძახის მოდი აქ,

და მეც კი მივყვები
ასე და უაზროდ,
როგორც ეს ლექსია
აზრების გარეშე.

უბრალო გიჟი ვარ
ვაფრენ და თუ გაწყობს
ამ მორიგ შეშლილთან
კონტაქტი - გამიშვი
 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 19:19 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კბილის ჩოთქს უხახუნებ საპონს,რადგან სამუშაომდე,
რომლიდანაც არ იცი როდის გაგიშვებენ,
ხელფასს ნახევარს მოგცემენ,
თუ საერთოდ ისე გამუშავებენ,
იქ მისასველელი ხურდაც კი არ გაქვს.
შემწვარ კარტოფილს
აყოლებ ორ ნატეხ პურს
და
არ გაქვს ჩაიში ჩასაყრელი შაქარი.
არც ყველი რომ მესამე ნატეხ პურს მიატანო,
თაფლზე საერთოდ ზედმეტია საუბარი.
სამუშაოდან მოსულს გხვდება
მატყუარა ბორში
ან
პურთან ერთად დავალებული
ორმოც თეთრიანი უბრალო სუპი.
ხორცზე ფიქრიც კი ზედმეტია.
რა ვქნათ როცა,
ჩვენი პირის ღრუ არის
დაჟანგებული ხორცსაკეპი მანქანის მსგავსი
რომელსაც მოენატრა ხორცი?

--- --- --- --- --- ---

მონობის დედა ვატირე,
მოგვეცით სამუშაო
და
ნორმალური ხელფასი!..




 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 19:20 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა სიმარტოვესგრძნობ შენ ათას კაცში,
როცა ბოდიალობ,
გეზი არ გაქვს თავში.

როცა გიყვარდება
ღამე ზღვის ნაპირი,
როცა ვინმე უცხო
გოგო ზის და ტირის.

გინდა დაამშვიდო,
მაგრამ ვერ მიდიხარ,
ბოლოს გაბედავ და
ძლიერ გერიდება.

გინდა გადაუსვა
თბილად თავზე ხელი
ცდილობ უთხრა რამე
ის კი, ტალღებს ელის...

შემდეგ გააჩერებ,
უცებ ეკითხები.
მას არ სჯერა შენი,
აღარც ეტირება.

რადგან დაბნეული
სიტყვებს ვერ არჩევ და
ალბათ ამ ჩაძირვას,
ისიც შეამჩნევდა.

ჯიბეგაფხეკილი
ვერსად ვერ პატიჟებ,
დრო კი გადაგვთელავს
ისევ მე და გიჟებს.

შემდეგ გამოჩნდება
ამტირებელი მის,
სწრაფად მოდის - მეტროს
მატარებელივით.

ის კი მისკენ გარბის
არც გემშვიდობება.
შენ კი გიწევს მიწის
მარტოდ მშვიდად ტკეპნა.

ის "შენ" თურმე ახლაც
ისევ მე აღმოვჩნდი.
მოკლე ისტორიის
წერას დღეს აქ მოვრჩი.

ისევ ხალხმრავლობა,
სადმე გადავუხვევ.
მარტო წამოვჯდები
ქვაზე და თან ხურდებს

ნელა გადავითვლი
სახეს ვერ ვივიწყებ,
ცრემლს კი წვიმად ველი
რადგან დაკარგული

მქვია მე ამ დროის!..
 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 20:39 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა იღვიძებდე ჩემი საწოლიდან.მინდა იღვიძებდე, რამე ნოსტალგიურ
ხმაზე, მელოდიას როცა ამოწოვ და
შენი ჭიქიდანაც ყავა რომ დამისხა.
მე კი გიყურებდე, როგორ ჩაიცმევ და
თანაც ვუბერავდე შენს წილ - ჩემს ცხელ ყავას.
მერე ჩამეხუტო...
ახლა ჩავიკეტე
მე ჩემს ოცნებებში, როგორც ჩემს ღმერს ვყავარ
მხრებზე აყვანილი, მაგრამ უშენობით,
ვერსად
ვერ მივყავარ!..
 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 20:40 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდესაც იღვიძებ,მაგრამ თან იქ რჩები,
სიზმარში.
წვები
და
გინდა რომ გაგრძელდეს.

სურვილი დიდია,
სიგიჟით იხრჩვები.
და
ნელა ივიწყებ
კადრებსაც.
გამძიმებს

ეს ყოველ დღიური
ერთი და იგივე,
ცხოვრების უაზრო
დღეების დახარჯვა.

არ დგები,
არ იცმევ,
უბრალოდ იკიდებ,
ყველაფერს
და
ისევ
იმ სიზმარს დარაჯობ!..
 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 20:42 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი უბერავს.შუა ქალაქში ვზივარ კიბეზე.
ფიქრებში ოცნებით ვცურავ და ცივა.
ჩიტები კენკავენ
ჩემს მარტოობის წამებს!..
 
nukriaДата: Чт, 09.06.2016, 20:42 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენჩემთვის
ის
არსება ხარ,
რომელიც,
აერთიანებს ყვავილების
სურნელს,
სითბოს,
სინაზეს,
ნაზ სულს
და
ენით აუღწერელ,
გიჟების აზროვნებაში ჩამარხულ
ათასჯერ
ძმისმკვლელი,
დარკალული,
მარტოსულობით
ამოვსებული გულის
ღიმილშეზელილ
მთვარეს.
... ... ... ... ...

დღესაც,
ისევ,
უშენოდ
თენდება!..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
Страница 3 из 14«123451314»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |