სანებლიძე თამაზ - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
სანებლიძე თამაზ
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 20:53 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწმენდილ ცაზე ჩანსმხოლოდ სამი ვარსკვლავი,
რომელიც ანათებს
ჩემთვის და უფრო ახლოს
არიან ვიდრე
შ ე ნ ! . .
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 21:03 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ გაჩუქებ ფორთოხალს ...მორჩა!

* * *

სამი წერტილი,
ყოველთვის
ჩემს უთქმელ გრძნობებს
სიტყვებად ყლაპავს!..
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 21:10 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰეი, საით მიდის მდუმარე ლაშქარი,
სისხლიან აბჯარში მჯდარი,
არაგვის ტოტივით დამშრალი,
ფეხქალამნიანთა ჯარი?
ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა
და ლაშქარს მედროშედ ვინ უდგას თავში?
სამასნი არიან... და სამას ლეგენდას
შავი ანგელოზი მიუძღვის ცაში...
მამულო, ეგების სიკვდილშიც ფხიზლობენ
ლაშარის, ლომისის, გუდანის ყმები,
შეგუებულნი მარადისობას,
როგორც ქარქაშებს ხმლები...
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 21:37 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავდივარ გულში დარდად მაქვს
ჩამონგრეული ციხე-ქვიტკირი,
დამშრალი წყარო. დიყით, ბალახით
გადაფარული გრძელი ბილიკი.

ნატვრად, რომ მქონდა მე მათი ნახვა
ეხლა ეს ნატვრა მექცა ფიქრებად
გუროს წვერებზე მზე ისევ მოსჩანს,
მაგრამ ის მხოლოდ რჩება სხივებად.

გუროს ციხეა ამაყად მდგარი
თუმც დაჭრილ არწივს იგი უფრო ჰგავს,
მიწაზე უდევს მას ერთი მხარი
და გული მტრისკენ ისევ უბორგავს.

მაგრამ მტერიც კი აღარსად მოსჩნს
წარსულს ჩაჰბარდა ძველი დიდება
აქ ხალხის ნაცვლად ჭინჭარი ხარობს
ქვიტკირები კი ხავსით ივსება.

წინათ აქ თურმე გუგუნი იდგა,
ხევსურთ ღრეობა წვერებს სწვდებოდა,
სიმღერა, ცეკვა, შუღლი იცოდნენ,
ზოგიც წინაურ ამბებს ჰყვებოდა.

მაგრამ ეს მხოლოდ წარსულში იყო,
ეხლა სიჩუმემ დაისადგურა,
იდუმალებით მოცულან მთები,
გუროც წარსულმა დაისაკუთრა.

ნატვრად, რომ მქონდა მე მისი ნახვა
ეხლა ეს ნატვრა მექცა მითებად,
გუროს წვერებზე მზე ისევ მოსჩანს
გუროვლები კი დარჩნენ გმირებად....
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 21:39 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-შენ რად გეტრფოდივ,
შფოთიანსავ,
დამიდგა თვალი...
ბებო ქოთობდა,ხოლო პაპა,
შარობდა მთვრალი.
-შენ დაგაყარევ მიწაივ და
რად სვამდი ამდენს?!
პაპასად შუბლი ჩამოეხმო,
სისხლს ჩამონადენს.
-დაჩუმდი ქალო!
რაც არ ასავ,
საუბრობ იმას...
ცხენ ამისხლტავ და...
შეუკურთხა,
შარას ნაწვიმარს.
არ სტყუვდებოდა და ჩუმჩუმად,
წყრებოდა ბებო.
პაპას ეძინა,
შუაღამე მისძოვდა ბექობს.

|მერაბ არაბული |
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 21:39 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
ჩავდგათ ქოხი, უბრალო და პატარა,
წამო ქალო! ვერ დაგვაკლებს ვერაფერს _
ვერც ყინვა და ვერც მზე მწველი, თაკარა!

წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
ვიყოლიოთ ცხვარ-ძროხა და ჴბორები,
წამო ქალო! მტერს არ მივცეთ სალაყბო _
ყოფილანო მშიშრები და ,,ჩმორები’’.

წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
გამოვზარდოთ საქართველოს გმირები!
წამო ქალო! მოვკვდეთ სადაც კვდებოდნენ,
საქართველოს საამაყო შვილები!

წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
ავამღეროთ ფანდურები მთებზე და...
წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
დავესვენოთ სადმე, მაღალ მთებზედა...
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 21:46 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერეკლე ბატონიშვილი
საჩქაროდ ცხენსა ზისაო,
კაცი ხევსურეთს წალალა, _
«თავი მჭირდება ყმისაო!
ხევსურებ ჩამამივიდან,
თორ ქალაქ წამერთმისაო,
წილი იყარონ ახლებმა, _
ბებრებ აქ ვერა დისაო»...
სანეს ხევსურებ იყრების,
ელვა დგას ჩაჩქნებისაო,
კუკიას ჩამადიოდეს,
ჭეხა მახქონდეს ცისაო,
ქალაქს მიუვა ბატონსა
ჯოგი ლეგისა მგლისაო,
ჭეხით მიართვეს სალამი,
ხევსურთ რაზმები დისაო...
ერეკლეს პირი უცინის,
გულს მზეი ეფინებისა;
«გზას შორად სადენს ამბობენ,
ხევსურ ვერ გამადგებისა»...
სურამი გადაიარეს,
აგე, აწყვერიც ჩნდებისა,
აწყვერის სიმაგრეშია
ლეკები ჩაუდგებისა.
ბატონიშვილი შასწუხდა:
«ვაჰ, თუ ჯარ გამიწყდებისა!»
ხევსურებ მაახსენებენ:
«დღეს ჩვენი გადაგვხდებისა!»
ჩამეერჩივნენ ხევსურნი,
ერეკლე ჩამაჰყვებისა,
ლოხაურისშვილ სუმბატა
ხმლიან კაცთ წაუძღვებისა,
გუგუაიშვილ სუმბატა
მაშველად დაუდგებისა,
ჯამათა ივანეური
ვეფხვ გაიწვადა, ჰკვდებისა,
შენც, ჯიმშაიძევ, ნუ ჰკვდები,
სიკვდილი არ გიხდებისა,
შენი წილი და ნაწილი
გუდანს გასაყო რჩებისა!
ერეკლე ბატონიშვილსა
პირზე მზე ეფინებისა,
მაუკლავ კოხტა ბელადი, _
გლეხი არ ეკადრებისა, _
შვილი ტყვედ წამაიყვანა _
მსახურად დასჭირდებისა!
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 21:46 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლი მოსულა,
ციხედ დგანან მთები პანკისის.
დაუთოვია,
ჩაუკეტავს გზები საქისტოს!
არ გაწყვეტილან კლდის ნატეხი ქისტის ვაჟები,
არ გაწყვეტილან, ხმლებს ლესავენ,
მტერმა გაიგოს!
თოვლი მოსულა,
თეთრი თალხი შეუმოსავთ ქისტის აულებს,
დარდიანობენ,
ნაღველი ჰკლავთ არწივთ საბუდრებს,
კოშკებად დგანან ვაინახთა მოდგმის ვაჟები,
კოშკებად დგანან, დიდგულობენ,
მტერმა გაიგოს!
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 21:50 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს,
ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას - ხატსა და სალოცავს,
მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას,
კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.
ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ,
ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.
ეს არის დიდი სირცხვილი, სიგლახეცა და სილაჩრეც,
როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს.
დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!

თუ ეს ცხოვრება უაზრო, ფიქრს და გონებას აგირევთ,
საკუთარ დედას რას ერჩით, ისინი ლანძღეთ, აგინეთ,
ვინც მართლა ბოზის შვილია, სამშობლო ფეხზე ჰკიდია,
დგანან მსოფლიო ბირჟაზე და საქართველოს ყიდიან.
ვინც ოცნებები წაგართვათ, დაგტოვათ ქუჩის ამარა,
ვინც თქვენი ხვალინდელი დღე მოკლა და დაასამარა.
ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით ქვეყანა კი დააქცია,
ვინც ბევრის დედა და შვილი მართლაც ბოზებად აქცია.
აგინეთ ქვეყნის გამყიდველს, მოღალატეს და გარეწარს,
ვინც 9 მარტსა და 9 აპრილს სიკვდილის კალო გალეწა.
ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა, აწამა,
ვინც დღესაც მახვილის ნაცვლად ხელში გაჩეჩებს საწამლავს.
ვინც დღესაც გაცლით ხელიდან სამაჩაბლოს და აფხაზეთს,
ამაზე უნდა იფიქროთ, უნდა იყვიროთ ამაზე.
თორემ რა სახელს მოიხვეჭთ, საკუთარ დედის გინებით,
როდესაც დედა სამშობლოს სული უჭირავს კბილებით!
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 22:09 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩოხელის ზღაპრებში დავფლანგე ხილვები,
კანკეშა, შუფხაი, მწორი და მძახველი,
ჯიხვების არვეი, ხარლაღი ირმები,
მათი მყვირალობა, ბოძალის მსახველი.
დედი, მომიხარშე დუცისგან მურაბა,
ან დიყი მომართვი შაქარში ნახული,
სახლის გულთაბოძთან დამიდგი ყულაბა,
გოდერძის ზღაპრებში ნასწავლი ქართულის.
სართავის ძაფებით მჩხვლეტარე წინდებით,
მაგრად გამიხურე ბანტის ძმრით ფეხები
შუბლი გამიგრილე საბუხრე ფიქრებით
თხის ქონით დამზილე, ნუღარ შემეხები.
იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა
მთოვარის ვერცხლი რომ ელვარედ ედება,
სასტიკმა, ლამაზმა, ლოდინში გამხდარმა,
დამინდოს დამდნარი თიბათვის ქედებად.
ისე დავიღალე დედილო შიშებით,
დევების ჩახოცვით, სამართლის მტკიცებით,
თუ ლაჩრად არ ჩამთვლი, აწი აქ ვიქნები
ბრძენ ნაცარქექიას მდუმარე კითხვებით.
სად ნახა ნეტავი ნიკალამ ჟირაფი,
რატომ აგვიშენა ვახტანგმა თბილისი?
რად სურდა ამირანს იმედის კიაფით,
გაეღვიძებინა ჯვარმცმელთა სინდისი.
რას ნიშნავს ბერძნისთვის კოლხეთში ქურდობა?
და სინამდვილეში რა არის საწმისი?
რატომ დააბრალეს მედეას მკვლელობა,
მითარგმნე პრომეთე, აღთქმა თუ საწყისი?
როდის ამიჩეხეს ეს ცნობიერება,
რეებით მტენიან, როგორ მაბრუებენ,
შენ თუ არ მიშველი მე რა მეშველება,
იმდენად მჩაგრავენ, იმდენს მატყუებენ.
პატარა ბიჭისთვის სასირცხვო იარებს,
მამას ვერ ვანახებ, გასკდება ეს გული.
ტკივილს შურისგება ვეღარ დამიამებს,
და უღირსებისგან გამძვრება ეს სული.
ამიტომ დამმალე ჩრდილებში კალთისა,
მომსვლელებს უთხარი რომ ვეღარ ვვარგივარ,
ნურც ქებას, ნურც აუგს, ნუ მასმენ ხალხისას,
ნურც მას, რომ ცუდი ვარ, ნურც მას, რომ კარგი ვარ.
იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა
მინდოს გამდინარე თიბათვის ქედებად...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
ძებნა:

მოგესალმები Гость