სანებლიძე თამაზ - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
სანებლიძე თამაზ
nukriaДата: შაბ, 11.06.2016, 23:50 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცისკარზე ნანახი ვარსკვლავი მელანდება...
რატოღაც ცისკიდე წითლად ფერადდება...
ქართველნო! რა ხდება! რატომ აღარ ვღელავთ?!
იქნებ აფხაზეთის ზღვა აღარ გვენატრება?!
რატომ მოგვიდუნდა გონება მოსხლეტილი?!
ხომ არ დაგვიგუბდა სისხლი მოჩქეფილი?!
უდრეკი რვალის მკლავი იქნებ დაგვიცომდა?!
თუ პატრიოტი გულები უკვე დაიხოცა?!
გონს მოდით ხალხნო! მტერი სახლში გვიზის!
”ქართლის ცხოვრება” ნუთუ აღარ ვიცით?
”ვეფხისტყაოსნისთვის” რატომ ვეღარ ვიცლით?
სამაჩაბლო ადგა, უკვე აღარ იცდის!
გადამთიელი გარეჯს გვემართლება
და მათი სახელის ქუჩები თბილისს ემატება.
წმინდა ქართველობა, ხალხნო, გვეკარგება!
სატანა ხარხარით, პირღია გვეტანება.
ქართული გვარით ციგანი მეტლატება!
ამ ჩვენს ქუჩებში კაცი ქალს ემსგავსება!
მაგიურ კახეთში ვაზი იჩეხება!
დამეხილი მუხა ისევ იმეხება!
მოდით, დავარისხოთ მტრისთვის ზარები,
აღარ ავატიროთ ქართველი ქალები!
დავღვაროთ მტრის სისხლი, გავწიროთ თავები რომ
მომავალს პირნათლად შევხედოთ თვალებში!
 
nukriaДата: შაბ, 11.06.2016, 23:52 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცარიელ ზღვაზე დამდგარა ნისლები...
მართლა ვხედავ თუ გრძნობებით ვიღლები?
მზეს, უკვე დამალულს აქ დარჩა სხივები,
მთვარეს უსახსოვრა, ადვილად მიხვდები.
მთვარე კი, მოგორავს ყინულის ფიქრებით...
თოლიამ დაკრიფა წითელი სხივები,
მთვარესთან მიფრინავს, მე შურით ვივსები,
ჩვენზე ლამაზად ცხოვრობენ ჩიტები.
ცხოვრებით დაღლილი აქაც ვერ ვმშვიდდები,
დაჭიმული მაქვს გონების მშვილდები,
კვლავ დაიზრდებიან ალგეთის შვილები,
კვლავ ამღერდებიან შოთაის გმირები.
ტალღები უკრავენ გრძნობების სიმებზე,
არ მაცდის ვიფიქრო რამეზე, ვინმეზე.
ბრძოლაში დაღუპულ ვაჟკაცებს ვიხსენებ,
მათსავით უკვდავებას ნეტავ მეც ვიგემებ?
სისხლის ყივილით სამშობლოს საზღვარზე,
თითები შეხორცდა სატევრის ვადაზე,
ტყვიებით დაჩეხილს დამდებენ ნაბადზე,
დამასვენებენ მთის ლურჯ კალთაზე.
ისევ არ მასვენებს კითხვები ლანდებზე,
მე, ამბავს მითხრობდნენ წარსულთა ანდერძზე.
ძმადნაფიცებთან ვიმღერებ ლაღ მთებზე,
ცეკვით დავიღლი მგლის მუხლებს სალ კლდეზე.
აფხაზურს შევაგდებ ენგურის ტალღებზე,
ვიმღერებ გმირებზე, ქართველ ქალებზე,
ვაჰმე, ქალებზე, დამბნიდავ თვალებზე,
გრძნობების ამშლელზე, ვნებების ამწყვეტზე.
..... ზღვა არის ასეთი, მღელვარე, მგზნებარე,
რამდენ ფიქრს აგიშლის და რამდენ წყებაზე,
ტალღები უკრავენ გრძნობების სიმებზე,
არ მაცდის ვიფიქრო რამეზე, ვინმეზე!
 
nukriaДата: შაბ, 11.06.2016, 23:56 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართველი მამულში ათამადეთ,
სტუმარი ვერ გასწევს თამადობას!
სხვა რჯული ვერა იქმს დავითობას,
სხვა რჯული ვერა იქმს თამარობას!

ქართველებს მამული დაანებეთ,
განწირულს ღვთის მადლი ლოცავს;
მის მიერ აგებულ ტაძარში,
ქართულად ათქმევინეთ ლოცვა!
 
nukriaДата: კვ, 12.06.2016, 00:02 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ორლესული ძველი სატევარი,
ომში დაგეშილი, მტერზე ნატევარი.
სისხლში მონათლული, რკინა საქებარი,
სიყრმის უღალატო ძმა და მეგობარი.
ტარი სპილოს ძვლისა, ვერცხლით გაფერილი,
პირი ფოლადისა, გრდემლზე გაკვერილი.
სამად დაღარული, მტკიცედ გაჭედილი,
ჩემთან სამეგობროდ ქვეყნად გაჩენილი.
ბნელში ჩაგებული მწარე წუთებს ითვლის,
დუმილს ვეღარ იტანს, ქარქაშს მიღმა ილტვის,
კბილსაც გააელვებს, თავის სათქმელს იტყვის,
მტერზე გაილაშქრებს და ჯავრს ამოიყრის.
 
nukriaДата: კვ, 12.06.2016, 00:12 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ომში, დუელში თუ სარეცელზე
რამდენი მოკვდა,ღმერთო რამდენი
ჩემზე უმცროსი და უკეთესი,
მართლა საქვეყნო საქმის ჩამდენი.

მათ ასაკს უკვე გადავაბიჯე,
მაგრამ ის წლები რაც უნდა განვვლო,
ვაითუ ჰგავდეს ჭრელ_ჭრელ აფიშებს
და აურზაურს არაფრის გამო.

ძველად სიბერე როდი ეწერა
ჭეშმარიტ ვაჟკაცს,
ჭეშმარიტ პოეტს.
იქნებ ლაჩარი არი დღეგგრძელი,
სულის სიმშვიდეს ვინც შიშში ჰპოვებს?

და თუ ვიცხოვრე და ვიხმაურე
და თუკი ბედმა არ გამიმეტა,
ხომ არ მიმიძღვის დანაშაული
ჩემს თავთან, ღმერთთან, ანდა ვინმესთან?

არ მოგხვედრია სხვისთვის ნასროლი?
არ მოგიხდია სხვისი სასჯელი?
სიკვდილ_სიცოცხლის დამფრთხალსასწორზე
შვება მეტია თუ სატანჯველი?

ვისაც სიცოცხლის ჟინი ფერფლავდა
და წინათგრძნობა ჰქონდა სიკვდილის,
ბევრი მოასწრო
და რაც ემართა
გადაიხადა თავთან ჭიდილი.

მათი ასაკი მართლაც მაოცებს:
ოცდაჩვიდმეტი...
ოცდარვა...

***
ღმერთო, იმდენი წელი მაცოცხლე,
რამდენჯერც დღემდე მოვმკვდარვარ...
 
nukriaДата: კვ, 12.06.2016, 00:32 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართველს საფიცარს რა გამოულევს
ამ მთების ბატონს,
ქართველს სალოცავს რა გამოულევს,
ამ ზეცის პატრონს,
სალექსოდ კვამლსაც ვიმყოფინებთ
... ბუხარში გაჩრილს,
რითმად ხარ ირემს,ფურის ნდომით
შიგ გულში დაჭრილს,
ლოცვა-კურთხევად ხახმატს,ლაშარს,
ბაჩალს და შატილს,
პაპის ფრანგულას,ბებოს თალხებს,
და დედის მანდილს...
მაგრამ მლოცველი,დამფიცველი
ცოტა-ღა დავრჩით,
აკვნის მრწეველი აღარ შერჩა
ბაჩალს და შატილს,
ჩვენს მთებს მთიელთა მონატრება
სურვილად დასდის,
აკვნის ჭრიალი ენატრება
ტირილი ბალღის...
მთიელს საფიცარს რა დაულევს
ამ მთების ბატონს,
მთიელები კი ცოტაღა ვართ
მთა გვრჩება მარტოდ,
სალექსოდ კვამლსაც ვიმყოფინებთ
ბუხარში აჩრილს...
მთიელს მოუხმობს:
ყვარა,ხახმატ,ბაჩალ და შატილ!...
 
nukriaДата: კვ, 12.06.2016, 20:31 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთიელი უმთოდ – უმშობლო,
მთა – უშვილებო მშობლები,
ასე ვართ, მთაო, მე და შენ ...
უერთმანეთოდ ობლები.
 
nukriaДата: კვ, 12.06.2016, 20:58 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფშავის არაგვი, რომ უერთდება ხევსურეთისას,
იქ დამწყდა გული.
მივალ ბარისკენ თან მაკავებს,
სევდა დაკრული.
მალვით გავცქერი იხურება,
... მთათა კარიბჭე.
აქ რა მაკავებს? იქ რა მინდა?
ბევრი რამ ვიბჭე.
კიდევ ამოვალ ათენგენას,
ალბათ ხატობას?!
კიდევ ვეცდები თქვენს შესუნთქვას,
თქვენით დათრობას.
მივალ! თან მბოჭავს ურჩი ძალა,
ჰაი დედასა.
მივალ! მივალ და ვეღარ ვმალავ,
გულში სევდასა.
ორი არაგვის შესაყართან,
დამრჩა გონება.
ჰე ხევსურეთო,
ჩემი თავიმც დაგემონება!
 
nukriaДата: კვ, 12.06.2016, 22:36 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომეცით ხმალი, დამახურეთ თავზე ჩაჩქანი,
მომგვარეთ ლურჯა უხედნელი,გიჯი,უბელო,
არც თანამგზავრი ვინმე მინდა,მივალ საჩქაროდ,
მხოლოდ მეგზურად მეყოლება მრუმე ღრუბელი.

... უთქვამთ ვიღაცებს ვითომ ვაწყობ სიტყვებს ცარიელს,
საქმით კი ვითომ არ შემეძლოს სხვებთან დადაგომა,
ვითომ სუსტი ვარ,უღონო და ბედდაცარული
და გამიჭირდეს გავაცხადო ჩემი ნათქვამი.

მივალ საზღვარზე ავი სიტყვით შენარხევ სულით,
ვანანებ ვინაც ჩემი ქვეყნის მზეს ერქინება,
მე თქვენ გაჩვენებთ როგორ ხმარობს მახვილს ხევსური
და როგორ მღერის,როცა მოსულ მტერს ერკინება.

მომეცით ხმალი,-თავს ვანებებ ლექსთა მოყოლას ,
მინდა საქმითაც დავამტკიცო მღერა ქველური,
მარტო ვიბრძოლებ,როგორც ძველად ქისტი ჯოყოლა,
რომ ყველა ყბედებს დავუმოკლო ენა გველური.
გაბრიელ ჯაბუშანური.
 
nukriaДата: კვ, 12.06.2016, 22:49 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადავირიო,
არ დაგიდევთ სულაც არაფერს,
თუ საქართველოს სიყვარულით მომივა ასე !
ოღონდ მამულის სიყვარულზე მალაპარაკეთ,
ოღონდ მატარეთ მამულისკენ მიმავალ გზაზე.
... გადავირიო,
დავიხელთო,
ჩემს გულის ფართქალს
ბოლო მოეღოს სადმე ახლოს ხეთა შრიალში..
გადავირიო,
დე ამ ნისლმა წყალივით შემსვას ,
ჩემს გულის წყლულებს მარადჟამს რომ მკურნალდ სდევდა,
სიკვდილის მერეც დაჰმშვენდება სიცოცხლეს ჩემსას
ბაგრატის ტაძრის ნანგევებთან შობილი სევდა.
გადავირიო,
ჩემს სიგიჟეს ნურვინ დამალავს ,
ნურც მაპატიებს ვინმე ოდეს თუ შემხვდა პირწბილს..
გავგიჟდე, გრძნობის არ გამაჩნდეს თუნდ ნატამალიც ,
ოღონდ მას ერქვასსიყვარული მშობელი მიწის...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
ძებნა:

მოგესალმები Гость