სანებლიძე თამაზ - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
სანებლიძე თამაზ
nukriaДата: კვ, 03.07.2016, 16:43 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დგას კვამლი, სარკეში ბინდია მრუმე...
 
ვლადიმირ ვისოცკიდგას კვამლი, სარკეში ბინდია მრუმე,
სახეებს პირისპირ ვერ არჩევს თვალიც,
და უკვე დაღლილან წყვილები ბრუნვით, -
ბოლომდე ვიმღერებ მაინც! ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
საუბრის ხალისი გამქრალა
ისევ, -
ჯობია, დავცალო ბოკალი
მყისვე... არ მოჩანს მზის სხივიც, გავიდა წელი,
ყინულმა შებოჭა სულები, მგონი, -
ვატყობ, რომ ყინულსვალას ამაოდ ველი,
და ამ სიცივეში ვერ თბება გონიც. ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
საუბრის ხალისი გამქრალა
ისევ, -
ჯობია, დავცალო ბოკალი
მყისვე... ორკესტრი დაღლილი, აბნევით უკრავს,
რკალს ვეღარ გავარღვევ – არსად ჩანს კარიც...
ნუ ღელავთ! ღიმილით მივდივარ უკვე, -
ბოლომდე ვიმღერებ მაინც! ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
სარკე კი ციაგებს გულცივად
ისე, -
ჯობია, დავამსხვრევ ამ ბოკალს
მყისვე...თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური
 
nukriaДата: კვ, 03.07.2016, 16:57 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყურთასმენა წაიღო და როგორც ჩრჩილმა,ჭორმა როგორ გამოგვჭამა, ხედავთ?ხმები დადის, გაძვირება ყველაფერს რომ შეეხება,ალკოჰოლს და შარვალს, თურმე, ,,გაცილებით მეტად . ბუზებივით ჩვევა აქ.ხმები დაქრის იქ და აქ.უკბილო და მოცუხცუხე.ბებრუხუნებს გადააქვთ. _ გაიგონე? მიწისქვეშა ქალაქს აშენებენაო!ატომური ომის სუნი უდის თურმე მაგას._ შეხე-შეხე, ზუსტად ვიცი, მაგას წყალი არ გაუვა,აუქმებენ უმსგავსობებს საუნებისმაგვარს. ბუზებივით ჩვევა აქ.ხმები დაქრის იქ და აქ.უკბილო და მოცუხცუხე.ბებრუხუნებს გადააქვთ. _ მამიკინსაც მოუწია! არ იცოდით? უკვე ხსნიან,ლოთობით და სკანდალებით გაიჩინა მტერიო._ შენს ბედოვლათ მეზობელსაც, ნახე, თუ არ აიყვანენ,იმიტომ, რომ ეგ კლიენტი ძალიან ჰგავს ბერიას. ბუზებივით ჩვევა აქ.ხმები დაქრის იქ და აქ.უკბილო და მოცუხცუხე.ბებრუხუნებს გადააქვთ. _ ერთიც, ამასწინეებზე მაგენს მიწა გოუთხრიათ,ღმერთი! რჯული!ამოხეთქა კონიაკის მდინარემ._ მასონების დაკვეთაა, თევზის ქერცლის პურს გზავნიან.წყლის მაგივრად დღეს გვასმევენ მის მოწამლულ მინარევს.ბუზებივით ჩვევა აქ.ხმები დაქრის იქ და აქ.უკბილო და მოცუხცუხე.ბებრუხუნებს გადააქვთ. გამოცდილი _ ათუხთუხებს ალიაქოთს _.შარი-შური. ხმები არ ცნობს ჩარჩოებს...ჭორი ამბობს, ხმები წყვეტენ არსებობას ამას იქით.ხმა გავარდა:ხმები ჭორებს ვაჩმორებთ. ბუზებივით ჩვევა აქ.ხმები დაქრის იქ და აქ.უკბილო და მოცუხცუხე.ბებრუხუნებს გადააქვთ.
 
nukriaДата: კვ, 03.07.2016, 16:58 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმღერა მეგობარზეთარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური. თუ მეგობარი, აღმოჩნდა,არც მტერია, არც მოკეთე,თუკი ვერ იგებ, წუთი-წუთს.კარგს გიქადის თუ ცუდს, -.მთისკენ გასწიეთ – გაბედე!არ მიატოვო მარტო და.ერთ თოკზე შენთან ჩაებას.უკეთ გაიცნობ მას. თუკი ჭაბუკი მთებშია,ხალისს კარგავს და – ქვევით სურს,მყინვარზეა და – ყვირილს ტეხს,თუ ვერ იკიდებს ფეხს, -.მაშინ, შენს გვერდით უცხოა,სიტყვას ნუ ეტყვი – განდევნე:ისინი მაღლა არ მიჰყავთ,არც უმღერიან მათ. თუ არ წუწუნებს, არ ჩივის,წარბს შეკრავს, მაგრამ –მოგყვება.დაგიჭერს, კვნესაც რომ დასცდეს,თუკი მოსწყდები კლდეს,თუკი მოგყვება მხარდამხარ,მწვერვალზე მარტო არ ახვალ, -.მაშ, შეგიძლია ენდო მას,როგორც საკუთარ თავს.
 
nukriaДата: კვ, 03.07.2016, 17:02 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბროლის სახლითარგმანი რუსულიდან - ლ მ. თუ ვარ მდიდარი, როგორც ზღვის მეფე,გამიღე მხოლოდ დარაბა ფანჯრის,წყალქვეშ სამყაროს, ამოგიშხეფებ,ფეხქვეშ დაგიგებ, კუნძულებს მარჯნის. ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,როგორც ძაღლი რკინის ჯაჭვზე.ჩემო ვერცხლის წყაროებო,ოქროს ველთა სილამაზევ. თუ ვარ ღარიბი, ძაღლივით მარტო,და ჩემი სული მხოლოდ მას ნატრობს,გთხოვ დამეხმარე, ძლიერო ღმერთო,გთხოვ, არ გამწირო ცხოვრების დარდო. ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,როგორც ძაღლი ვწევარ ასე,ჩემო ლალის მიხაკებო,დღე თუ ღამე ვფიქრობ მასზე. ვერ აღვწერ გრძნობას შენს მიმართ ენით,თუნდ ჩამომახრჩე, დამხვრიტე ისრით,ჯერ შემომხედე, ვით ვტკბები შენით,ვით რაფაელის მადონას ცქერით. ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,როგორც ძაღლი მის წინაშე.ჩემო ვერცხლის წყაროებო,ოქროს ველთა სილამაზევ.
 
nukriaДата: კვ, 03.07.2016, 17:08 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(მოდით, მე თქვენ გიმღერებთ...).თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური. მოდით, მე თქვენ გიმღერებთ, ხმის ყრუ ტემბრი მექნება,რადიოლას მივბაძავ, ნემსი რომ გაუფუჭდა .ფირფიტებით, რომლებსაც ახატია ნეკნები,ასეთებით ვაჭრობდნენ ბიჭბუჭები ჩუმჩუმად. მაგალითად, ზაფხულზე, რომელიც არ დადგება,მაგალითად, იმ სახლზე, ცეცხლმა დასწვა რომელიც,მაგალითად, იმ ძმაზე, რომელსაც მსჯავრს დასდებენ,ბიჭუნაზე – ხვალ დახვრეტა რომ ელის. ავადმყოფი ფილტვები მომწყვდეულან გულმკერდში .და რენტგენის ფირები – სიკვდილს უქმნის შავ-თეთრ ფონს, -.მთელ ქვეყანას მოსდებენ – სირთულეა ხუთწლედში,დღეებს იხანგრძლივებენ, რომ უკრავენ პატეფონს.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 12:01 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის - მაცდურივით, დამაბნეველს მისვამდა კითხვებს...
მე - "ყოვლის-მცოდნე", სიამაყით ვცემდი პასუხებს...

-შანსი, რომ გქონდეს რას ეტყოდი მამა ზეციერს?
-მე მას მადლობას მოვუხდიდი ქალის შექმნისთვის..!
-და ზოგი "კაცი" ქალში შედევრს რატომ ეძიებს?
-ალბათ ძალ-ღონე მათ არ შესწევთ გამოძერწისთვის..!

-რას იყვირებდი ცას, რომ მიწვდეს შენი ყვირილი?
-მიყვარხარს..! - ამას დავიყვირებ ალბათ ოდესმე..!
-რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი?
-სამშობლო, - თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..!

-შენი ოცნების ქალს, რომ შეხვდე მას რას ეტყოდი?
-არაფერს მხოლოდ დაჟინებით თვალებს ჩავხედავ..!
-და შენ ოდესმე გაგიჟებით რამეს ეტრფოდი?
-მე ახლაც ვეტრფი, თუმცა ამ წამს არ ღირს გამხელად..!

-და სიბრალულზე რაღას იტყვი ფერფლად, რომ იქცა?
-მეფე, რომ ვიყო ავაზაკსაც შევიწყალებდი..!
-რომელი უფრო შორი არის, ზეცა თუ მიწა?
-მე თავ-დახრილმა ვუპასუხე, შენი თვალები..!
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 12:40 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"მე ღარიბი ვარ",
არ მაქვს სახლი,
მითუმეტეს არ მაქვს ოთახი,
და ყოველ დილით ვიყურები,
შენი ფანჯრიდან... უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მაქვს პური,
მითუმეტეს არ მაქვს საჭმელი,
და ყოველ დილით,
შენი მადლით ვსაზრდოობ...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მყავს ავტომობილი,
და ყოველ დღე,
შენს გაკვალულ გზაზე დავდივარ...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
მაცვია დახეული ტანსაცმელი,
და მაინც სულის სიშიშვლეს,
სინანულით ვფარავ...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მყავს მოსაუბრე ადამიანი,
და ყოველდღე საუთარ თავთან,
ისე ვსაუბრობ როგორც შენთან...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ შემიძლია სხვისი დახმარება,
და ამიტომაც შენი,
ზომის ცრემლი მცვივა..უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
გაზრდილ თმას და წვერს ვატარებ,
იქნებ ცოტათი მაინც,
დაგემსგავსო...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მაქვს ნიჭი,
და ალბათ კიდევ სულ მცირედით
მწამხარ...უფალო!

"მე ღარიბი ვარ"
ბავშვობიდან ასე ვიზრდები,
და ბავშვობიდან შენ
დამყვები..უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მაქვს ფული,
მითუმეტეს არ მაქვს გროშები,
და არც მჭირდება.

მე მდიდარი ვარ,
ან უმდიდრესი,
რადგან ბავშვობიდან
შენ მყავხარ ჩემო...უფალო!!!
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 12:50 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენი სული შემიყვარდა სხეულზე მეტად,
შენს ხელებს კოცნა შეუყვარდათ სითბოზე უფრო.
და სანამ გულით, ამ სიტყვების წარმოთქმას ვბედავ,
მოდი და შენში შემინახე, ჩუმად და მყუდროდ.
რომ ვერ გაიგოს ვერავინ და ვერც ერთმა რადგან,
შური ატყვია გახუნებულ გრძნობათა ჭილობს,
ვდგევარ გაშლილი, წინა გულის მარჯვენა კართან,
და მთელი ძალით მის სარქვლებში შევარდნას ვცდილობ.
მე შენი სუნთქვა შემიყვარდა ჰაერზე ძლიერ,
შენს თვალებს ფრენა ვაგრძნობინე ზეცაზე მაღლა,
და თუ ვიქნები მე ოდესმე შენს გვერდით ხნიერ,
ვერ მომერევა შენი კოცნით, ოხვრა და დაღლა.
დრო ბოლოს ყველას სისუსტეებს ერთად მოგვკითხავს,
მსგავსად თითები, ატკიებულ სულზე შემახე,
უშენოდ ვგავარ გაფითრებულ ბოლო მოჰიკანს,
და ალბათ მკვდარი ვიქნებოდი, რომ არ მენახე.
მე ეგ თვალები შემიყვარდა ღამეზე უფრო,
შენს თმას ფერება შეუყვარდა, ნიავზე მეტად,
მე ჩემს სხეულში შეგინახე თბილად და მყუდროდ,
შენ კი ძარღვებში, სისხლისათვის სავალ გზას კეტავ.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 12:51 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს პირველი შეხვედრა იყო,
შენ, ღიმილიდან გცვიოდა მარტი. ...
იყო და არა,
არადა იყო,
არავინ გგავდა, არავის გავდი.

სიჩუმე არის სისუსტე ჩემი,
მღუპავს თუ მანგრევს, მდუმარე ვრჩები.
და როგორც შტორმში პატარა გემი,
ან ზღვა დამლექავს,
ან გადავრჩები...

ერთი მეორეს ისე ვგავართ, როგორც ფოთლები,
ერთი ჩვენგანი სხვაზე ადრე მიაღწევს მიწას.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 13:05 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარე სანახევროდ ღამეს შერეული,
იქვე მის სონეტას უკრავს როიალი,
არის სინამდვილე მაგრამ ერთეული,
მე კი მის ძებნაში სული მოვიარე.

მესმის ყველაფერი გარდა არაფრისა,
სასმელს ვეძალები ისევ უნიათოდ,
ღვინომ ტალახივით მიწას გამაგლისა,
ზეცას ვარსკვლავები ისევ უნთია და

წამის მოუთმენლად ველი გათენებას,
გული მგონი მიცემს თუმცა უხეიროთ,
ფოთლებს სიმშვიდესთან ჩემი დაშორება,
რამის თან გადაყვნენ ისე უხარიათ.

წერაც კი არ ვიცი რაღამ დამიშალა,
ხოდა მეც ასე ვწერ რაღაც არეული,
გზაზე ერთგულება გდია გალეშილი,
ბევრი ორპირობა ქონდა დალეული.

მთვრალი ერთგულება უკვე ღალატია,
როგორც რითმებია ჩემგან გარიყული,
ღამე როგორც იქნა ფიქრით გავათიე
და იმ ჩაბნელებულ ქუჩას გავუყევი.

თავად ამ სიტყვებსაც ჭკუა მოკლებული,
გაძევთ ყველაფრიანს ანდა არაფრიანს,
ვატყობ ყველა ქუჩა მაინც მოკლე არის,
მოკლე ქუჩა უწევს ყველა ადამიანს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
ძებნა:

მოგესალმები Гость