კანდიდაშვილი ზადიგი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
კანდიდაშვილი ზადიგი
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:26 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-რაა ნეტა სილამაზე, რაა ნეტა ნეტა,
-ერთხელ მაინც ქვეყანაზე, მისთვის შემახედა,
-რაა, რაა ან სადაა, ან ვისია, ვისი,
-ალბათ სადმე აფრადაა, ქარის შესატყვისი.
-ან ფსკერზეა გარინდული, ბნელეთის ხნულებში,
-როგორც გული გაყინული, ეჭვთა ჯურღმულებში.
-ვერსად, ვერსად ვერა ვპოვე, მთების იქით მთაში,
-არც ოცნება დავიტოვე, არც მხურვალე ტაში.
-აღარც რამე გასახდელი, შემრჩა ცივ გრიგალში,
-აღარც სახე დამაქვს მთელი, კლდეში ხეტიალში.
-მივსდევ მხოლოდ ხმათა ექოს, ღვინით სავსე თასში,
-ვეძებ! სულებს უშედეგოდ, მთაზე სალოცავში.
-დღე სხივებით ვღებავ ბაქანს, ღამე ვახვევ შავში,
-უდრტვინველად ვშლი იალქანს, მდუმარე საფლავში.
-გეძებ, გეძებ, ხელით ყველგან, სიბნელით თუ სხივით,
-ვამსხვრევ ტყეებს, ვაცლი მერქანს, ვაქცევ მირონივით.
-მაგრამ ვერსად ვერ გპოულობ მიწაში, თუ ცაში
-და არც შველას არ ვთხოულობ, დაკარგული გზაში.
-მხოლოდ ერთხელ მინდა ვნახო, გაშეშებულ ლენტად,
-სიყმაწვილის ნორჩი წლები, შენ რომ დაგებედა.
-სიყმაწვილის ნორჩი სახე, ელვარე ღიმილით,
-თუ სიბერე და ცრემლები, აღსავსე სიკვდილით.
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:29 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-საოცრებაა შენი სახება,
-შენი მანდილი და კანის ფერი,
-თეთრ ანგელოზად გარდასახება,
-როგორც ბულბულის გადანამღერი.

-ფანტასტიკაა შენი ხატება,
-ცაზე ელვარე ვარსკვალვთა კრთომა,
-როგორც მტრედების აფარფატება
-და დილის ცვარში სხივების კვდომა.

-სატანჯველია გრძნეული ოხვრა,
-აორტის კალთის მძლავრი ძგერება,
-როგორც ზვირთებში ყვავილთ მიმოყრა,
-მერე შელოცვა და შეჩერება.

-სანატრელია ჩაქრეს ლამპარი,
-გათავდეს მალე, გათავდეს ძილი,
-უცნობ ტოტებით გადანაფარი,
-ჩვენს შორის გაქრეს ვრცელი მანძილი.

-რომ დავესვენო მკერდით მთვარეზე,
-ცაში ოცნებით დაღლილი მგზავრი,
-როგორც ტაძარი სილამაზეზე,
-მწვერვალებზეა მშვიდად მომდგარი.
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:29 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-დედაბერს მთაში ნისლებს, რომ ართავს,
-ლოცვებს უკითხავს ლოთი სალოსი
-და გრეხილებით სანამ გამართავს,
-სიმებს მსუბუქი სატრფიალოსი.

-უსმენს მწუხარე ხმების ღაღადისს,
-უსმენს, ვით მთვარე ღრუბლების რონინს,
-აქსოვს ჩონგურში ეჭვებს მარადისს
-და ასე აქრობს ის ჩვენს მოლოდინს.

-მაგრამ ნუ გინდა, რომ არ მჯეროდეს,
-ფერთა სიუხვის ხშირი მხედრება,
-მინდა, რომ ლაღად მოიმღეროდეს,
-ყოველი მხრიდან მშვენიერება.

-ხომ გადაცურეს, სადღაც გემებმა
-სწრაფი ზვირთები და იქვე ნელი,
-ხომ იყო შეხლა და მიგებება,
-ვნებათა ღელვა თვალუწვდენელი.

-ჰოდა მაცადე მეც იქვე ტკბობა,
-სადაც მუმიას სხივი ხლებია
-და მოდებია, როგორც ობობა,
-შეფარვია და შეუღლებია.

-სადაც მარგალიტთ ძვირფასი თვლები
-და ბრწყინვალება თეთრი ღეროსი,
-ღელავენ ყვითლად, ვით გვირილები,
-ვით გვირგვინები მწვანე მდელოსი.
z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:30 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-სულს ვით საზღვარი
-და ცივი წყალი,

-ჭადრების ფარდა
-გადაეფარა,
-ვით ნიაღვარი,
-ცას შავი ქარი
-გადაეყარა
-და მიეხარა.

-სადღაც ცვიოდა
-ცრემლები მშრალი,
-სველი სანთელი
-თვისას ჩიოდა,
-ცეცხლში იწვოდა,
-ვით ნეკერჩხალი,
-სახით შემკრთალი
-მიმოდიოდა.

-მციოდა რარიგ
-რარიგ მციოდა,
-ოჰ, იყო ძნელი
-ამის ყურება,
-ცეცხლი თანრიგით
-გადადიოდა
-და მკლავდა მწველი
-შემოხურება.

-თითქოს მე უკვე
-ჩამქრალი დარდით,
-ვიყავი მთვარე
-რბილი ღიმილით
-და სანუკვარო
-შენსკენ ავჩქარდი,
-მზის შემხედვარე
-ჟვილხივილით.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:30 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ოჰ, ბედკრულო ბედისწერავ, მარტოობავ ჩემო,
-ეს ჰანგები შენს გარეშე როგორ დავიჩემო?
-სულო, როგორ მივყვე ნიავს და ცრემლიან მდელოს,
-თუ არ მჯერა, რომ მელიან ხმები სასიმღერო.

-გადასულო საუკუნის სათნოობავ ხეთა,
-დღეს ჭანგები მხიბლავს შენი შტოთა მდუმარეთა.
-წყნარი ღელვით ნიაღვარი გვირილების შფოთავს,
-მიაქვს ნიავს გვირგვინები უკვდავ სამეფოთა.

-კვლავ ჩნდებიან ის ტყეები, რაც ძველ დროში ჩანდა,
-სადღაც ტოტი სიბნელეში ნაზად გადაქანდა.
-გადაექცა იმ გვირგვინებს ამაყად, რომ თრთოდა,
-გადაყოლილ ძლიერებას მდიდარ სამთავროთა.

-იტრიალე სულო ყველგან, რომ ჰპოვო ნუგეში,
-აკლდამაში, თუ ზეცაში ცივ საუკუნეში.
-იგრიალე, იგრიალე ორთავ სამყაროში,
-ყველას მძაფრად გააგონე ხმა უსახლკაროსი.
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:30 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-მწვერვალიდან, ვით ფოთოლი მივეყუდე ქარებს,
-ლაჟვარდიდან ლაჟვარდამდე ფერებს მონარნარეს.

-და მივყევი და მივენდე ნეკერჩხლების წყებას,
-ვით შიშველი შემოდგომის ტყე თავდავიწყებას.

-წინ ნელი სვლით ჩამიარა უნაზესმა მთვარემ,
-ანგელოსმა სხვისი ცოდვით მუდამ მომშფოთვარემ.

-იქვე მძვინვარ ოკეანეს ქარიშხლები მწარე,
-გლეჯდნენ ზვირთებს და ართმევდნენ ლურჯად მოწრიალე.

-როგორც დედას ცხრა თვის შემდეგ უკვე ასგზის ვნებულს,
-სველ ძუძუდან ბავშვს სიზმარი სტაცებს მიძინებულს.

-ვით გრიგალი ღია პირით თავს ეცემა ჭადარს,
-მიაქანებს ბნელ ხევებში სუსტს და მიუსაფარს.

-იმდაგვარმა მეც შემიპყრო გრძნეულებით ბგერამ,
-საამურმა, როგორც წყაროს ცქრიალა სიმღერამ.

-მივეც გული და მუსიკა შევისუნთქე ტკბილი,
-ვით ვარდებმა თვისი სუნი ქებით შემკობილი.

-გადავეშვი ნეტარებით, გადავყევი ნატვრას,
-როგორ ფუნჯი სულმილეულ ტილოების მხატვარს.

-ვით მოხუცი მწველ სიყვარულს, საოცნებო ვნებას,
-აღმოჩენილ უკანასკნელ ფერთა საოცრებას.

-გადავყევი და ვეშვები მოელვარე მზეში,
-როგორც სხივი გზნებით მოსილ მკვეთრ დღის სინათლეში.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:31 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

-სხივი თეთრად დაფარული საუკუნო ღიმით,

-ლამპარივით გულუბრყვილო ელვით და ციმციმით.
-აშრობს ბნელ შრეს მოფრქვეული, მოტიტინე შუქით,
-აქრობს მძიმე კლდის შავ მეწყერს ფერთა სიმსუბუქით.
-ტევრი ძვლებით ავსებული, როგორც სული ღამით,
-ხევში ნებით გაყინული ვარსკვლავთ მოსასხამით.
-აჩენს ჩონჩხებს მიყოლებით, თითქოს გვირაბს აგებს,
-აფენს მწყობრად და აშენებს მაღალ ლიანდაგებს.

-ოჰ, ღიმილით მოფრქვეულო საოცნებო ბედო,
-სიმძიმილით სავსე ტბისკენ, როგორ მოგახედო?
-ტბის ფსკერზეა მოფენილი სხეული და გული,
-ყრმის ოცნება ფერმიხდილი, მკრთალი, მილეული.
-მითხარ როგორ, როგორ შევსვა თასი სავსე შუქით,
-ისხარს როგორ გადაურჩე დაცლილ სიჭაბუკით.
-თავად როგორ მოვიშორო ლეშთან მდგარი სვავი
-და კივილი ამღვრეული სულთა შემზარავი.

-მითხარ! სული, რომ ავივსო შუქით ჩემი ცვილით,
-მითხარ! მეც, რომ ვინავარდო სავსემ სიყმაწვილით.
-მოვიარო კიდეები მარადიულ ხეთა,
-მსხმოიარე სივრცეები შორეულ სივრცეთა.
-გადავთელო ყველაფერი უფერო და მყარი,
-მდელო მწვანე, რომ ვიხილო ჩემი წილნაყარი.
-მითხარ! ბაღი, რომ ავავსო შუქით ჩემი წილით,
-რომ ფაქიზად ვეთაყვანო ცრემლით და ტირილით.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:31 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-სამშობლოო მტევნებია შენი,
-დღენი ჩემი მშრალი საბოლოო,
-დროო ლურჯად ცაზე გადარბენის,
-გშვენის ღელვა, ოჰ რა რიგად გშვენის.

-წლები მიჰქრის, მთაში მიჰყავს არწივს,
-არწევს მტევანს ატოკებს და ძირს ყრის,
-ცრის და ქარი სავსე მარცვალს არჩევს,
-არწივს მიაქვს, ჩონჩხი მიაქვს არწევს.

-წლები მიდის მე ვბრუნდები ისევ,
-ვისევ ხმაურს პეპლების და ჩიტის,
-მშვიდი ძილით გადასული წლისებრ,
-ვივსებ დღეებს უსაზღროოდ ვივსებ.

-ვუბრუნდები ქარიშხლებით მიწას,
-ვირთავ ვაზებს და სუროში ვბნდები,
-ვჩნდები მიწას ხშირ ქარვაში ვიწნავ,
-მიცან ფერში შემოდგომით მიცან.

-არწივის ვარ, ხანაც ლომი მთელავს,
-მცელავს ბედი არა მტოვებს მისხალს,
-ისხარს ვეტრფი შეშლილსა და მღელვარს,
-მთვლემარ მხრიდან, რომ მაბრუნებს მძევალს.

-სამშობლოო შენი ლურჯი ცანი,
-მიმოხვრანი ნაზი სამწყობროო,
-სამშობლოო შენი მკვეთრი ხმანი,
-ვცანი გვიან, გვიან ხელთათმანი.

-სამშობლოო მტევანის ვარ ცური,
-ჩასაწური და ცრემლით საგლოო,
-დროო გელი კვდომით ზეციურით,
-ბოლო თოვლი, რომ გადამათოო.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:31 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-სამშობლოო მტევნებია შენი,
-დღენი ჩემი მშრალი საბოლოო,
-დროო ლურჯად ცაზე გადარბენის,
-გშვენის ღელვა, ოჰ რა რიგად გშვენის.

-წლები მიჰქრის, მთაში მიჰყავს არწივს,
-არწევს მტევანს ატოკებს და ძირს ყრის,
-ცრის და ქარი სავსე მარცვალს არჩევს,
-არწივს მიაქვს, ჩონჩხი მიაქვს არწევს.

-წლები მიდის მე ვბრუნდები ისევ,
-ვისევ ხმაურს პეპლების და ჩიტის,
-მშვიდი ძილით გადასული წლისებრ,
-ვივსებ დღეებს უსაზღროოდ ვივსებ.

-ვუბრუნდები ქარიშხლებით მიწას,
-ვირთავ ვაზებს და სუროში ვბნდები,
-ვჩნდები მიწას ხშირ ქარვაში ვიწნავ,
-მიცან ფერში შემოდგომით მიცან.

-არწივის ვარ, ხანაც ლომი მთელავს,
-მცელავს ბედი არა მტოვებს მისხალს,
-ისხარს ვეტრფი შეშლილსა და მღელვარს,
-მთვლემარ მხრიდან, რომ მაბრუნებს მძევალს.

-სამშობლოო შენი ლურჯი ცანი,
-მიმოხვრანი ნაზი სამწყობროო,
-სამშობლოო შენი მკვეთრი ხმანი,
-ვცანი გვიან, გვიან ხელთათმანი.

-სამშობლოო მტევანის ვარ ცური,
-ჩასაწური და ცრემლით საგლოო,
-დროო გელი კვდომით ზეციურით,
-ბოლო თოვლი, რომ გადამათოო.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:32 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როს ვარსკვლავი ციდან წყდება,
-მავიწყდება კედრების ტყე,
-გული მტკივა, გული მწყდება,
-კვდება ლურჯად, ვით სამოთხე.
-შავ ბურუსში იკარგება,
-იქარგება შავი ძაფით,
-ბნელი ფარდით იზაფრება,
-იფარება მღვრიე ქაფით.
-თან მიჰყვება მნათობის ბედს,
-ბედს გედისას ცრემლმორეულს,
-მიაღელვებს ფრთებით იმედს,
-ხიდს იდუმალს და შორეულს.
-მტოვებს ზამთრის პირველ თვეში,
-სიცივეში თოვლით ვნებულს,
-ვეჭიდები ზვირთებს ზღვებში,
-ზვრებში მტევნებს გაფითრებულს.
-ვუერთდები ხშირ ზღვაურში,
-ხმაურს წრეზე ქარით ვლებულს,
-და ჩემს წერას, ვით საზღაურს,
-უსაზღვროოდ შემოკლებულს.
-ვხდები ჩუმი ფიქრი ვხვდები,
-ვხვდები ფსკერთან, ვხდები ლეში,
-ოკეანეს უერთდები,
-ვკვდები უძრავ სიბნელეში.

z.k
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость