კანდიდაშვილი ზადიგი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
კანდიდაშვილი ზადიგი
nukriaДата: შაბ, 14.12.2013, 02:49 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**
-დროს, საათებს ვემდური თვალუწვდენელ ღამეში,
-ო, დრო, დრო მედიდური, ვწვები იორდანეში.
-რომ გადაჰყვეს ნათლობას, როგორც ძმობას ძმის მხარი,
-წყევლა უსინათლობას, ფერგაცლილი, შემცბარი.
-რომ ძარღვებში მყინვარებს, დაელეწოს ტოტები
-და იქ სადაც მძვინვარებს წითელი აორტები.
-ჩქეფით ვნებამ იმეფოს, როგორც მთებში მდინარემ,
-ქაფში გადაითქვიფოს, თეთრი და უძინარე.
-დაიშალოს ნაწნავი, ტანში ჟრჟოლის, შფოთების,
-როგორც ტბები სანავე ცივი ეშაპოტების.
-შეერიოს სულების ტყეებს ჯერ უჩინარი,
-მრუმე თავისუფლების მთვარე გაუცინარი.
-ენთოს სადაც ლაფია, თეთრი, თეთრი ხალების,
-მშრალი ეპიტაფია ჩქარი მაგისტრალების.
-მერე თუგინდ სულ გაქრეს მომაკვდავის წყურვილი,
-სადმე, თუ მიმამაგრეს იყოს გადუხურვილი.
-სუნთქვას წაჰყვეს სურვილი, ღამენათევ ქალების,
-შფოთი გადამდუღვრილი, კოცნის ინტერვალების.

z.k 13.13.2013 12:04
 
nukriaДата: ორ, 16.12.2013, 13:58 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
-შენ მდინარის სათავე, ოკეანის ნაპირი,
-მე ხეები სატივე, მყარი და შესაფერი.
-წვიმა, დარდის ნამეტი, ელვა, ცაზე ასანთი
-და რიცხვები ცამეტი, მე ჩემს ჩრდილში დავლანდე.
-ღამე, ხმა გაძარცული, მზე სადღაა ნეტავი,
-მთვარე გადაძაძული, ბჟუტავს შეუხედავი.
-და ეცემა გაშლილ ხელს, ციდან ცეცხლის ნატეხი,
-ვიცი თვალებს ამიხელს, მე ჟამი გარდამტეხი.
-ვწყდები ფესვებს, კორომებს, შემზარავი ჭრიალით,
-როგორც წარღვნა, ხორუმი, მხვდება წყალი ღრიალით.
-აქაფებულ სილაში, ვეხეთქები ფსკერამდე,
-ვეხეთქები მირაჟში, შავ ქვებს ღერიღერამდე. 
-დილა... ნაცრისფერია, ქარი... მშრალი ტირილი,
-წინ ბევრი ჩანჩქერია, მღვრიე და თავდახრილი.
-შევეგუე ყველაფერს, ვიცი, რომ ამაოა,
-ვეძებს ნაპირს შესაფერს, წინ ბევრი საღამოა.
-ვიცი ოკეანემდე, ჯერ ისევე შორია,
-ვიცი ოკეანემდე, ბევრი მწარე ტბორია.
-და თვით ოკეანეში, ზღვებს მზისთვის არ სცალია,
-და მთები სიმწვანეში, გრგვინავს, ქარიშხალია.
-ვიცი მაგრამ მერე რა? კვლავ მიმარწევს მდინარე,
-წამით გაიელფერა, სხივმა პირმომცინარემ.

z.k 16.12.2013 13:22
 
nukriaДата: ხუთ, 19.12.2013, 20:34 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ჩემო მინდვრის ყვავილო, სინაზით თავდახრილო
-მინდა მწვანე თვალები, კორდებს გადაახილო. 

-რომ მეც ვპოვო ნუგეში, სხივით სავსე ყურეში, 
-ნატვრა დამაშვრალისა, ოცნების სისრულეში. 

-ჩემი სული... პეპელა, დიდხანს, დიდხანს გეფერა, 
-წამოგართვა ამბორი, ღამეს წაჰყვა ნელნელა.

-ის სურნელი, საყურე, იმ ღამეს, რომ მაპკურე, 
-ცას მე თეთრ ვარსკვლავებად, ღიმით გადავახურე. 

-ჩემო მინდვრის ყვავილო, ლურჯ ჩეროში გაზრდილო, 
-შენს თვალებში სხივები, მინდა გადავაგრილო. 

-რომ არსად არ იჩქარდე, რომ არ გადამიყვარდე, 
-რომ არასდროს დამიჭკნე, რომ არ გადამიგვარდე. 

-საოცრებავ ნამდვილო, ჩემო მინდვრის ყვავილო,
-სადღაც ცის სიღრმეებში, წყნარად გადავარდნილო.
 
nukriaДата: შაბ, 21.12.2013, 23:55 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

-განა ყველას შეუძლია?
-სიყვარული პოეტური,

-მთაში ბერის, ცაში ღმერთის, 
-სუნთქვა გამარტოებული.
-განა ყველას შეუძლია?
-სიხარული იგრძნოს დილის,
-უსასრულო ცის წყვდიადზე, 
-ზღაპარივით აღბეჭდილის.
-ეთამაშოს სატრფოს ხელებს, 
-მღიმარ ბაგეს სველს და სანდომს
-და ყვავილთა გვირგვინებში,
-გადაჰყვეს მის გადანახტომს.
-ან ჩაშალოს სამკერდულზე,
-სიფაფუკე უკვე თივის
-და საყვარელს წინ შეუძღვეს,
-როგორც წყარო სიმარტივის.
-განა ყველას შეუძლია?
-დაივიწყოს ყველა წყენა
-და გამართოს იმედების,
-ათასფერი წარმოდგენა.
-არა ძალუძს! არა ძალუძს!
-მესმის გულის მკაცრი ფეთქვა
-და ძარღვებში ცხელი სისხლის,
-კედლებიდან გადმოხეთქვა.
-ვხედავ სურვილთ უკვდავების,
-ჩნდება იქვე სულთა ჭკნობა
-და მოწვეთავს ვენებიდან,
-უპოვართა თანაგრძნობა.
-ვფიცავ, ვფიცავ, მე ამ ტანჯვას,
-საშინელს და მრავალხმიანს,
-თან წავიღებ აკლდამაში,
-ავარიდებ ადამიანს.
-დაუტოვებ მხოლოდ სხივებს,
-უცოდველს და ოდნავ ფრთიანს,
-საალერსოდ შემაცქერალს,
-შეყვარებულს ბაფთებიანს.
z.k 21.12.2013 22:12
 
nukriaДата: ხუთ, 02.01.2014, 23:44 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-გადიან წლები...წლებთან რიონი,
-დის შეუღლებით, დიდებით, კლებით,

-შორს ბროლის ღერძი და ოქროს ვერძი,
-სჩანს, ვით ანდერძი ვივიიონის,
-გადახვეული თეთრი მუხლებით.

-სჩანან გორები და ალაზანი,
-მძიმე რგოლების გადაგორებით,
-ცრემლზე წყნარი და უწყინარი,
-დის უშიშარი, ფიქრი, მიზანი,
-ძლიერი მხრების გადაზმორებით.

-იქ მაღლა მთებში ხმაურით თერგი,
-მოლანდებებში, არწივთ ბუდეში,
-ძმადყოფილ არაგვს, თითქოს წააგავს
-და არც წააგავს, მშფოთვარე მკერდით,
-ვნება გაფრენილ სიჭაბუკეში.

-ო, დაბლა მდელო, მდელოზე მტკვარი,
-ცა უღრუბელო, უსაფარველო,
-ტოტებ ნამტვრევი, ნაიარევი,
-ნაღიარები მეფე, მთავარი,
-დის ახლა მშვიდი და უსახელო.

-დიან სანანი დღეები ასე,
-ვით მდინარენი, ცანი, მხარენი,
-ოთხივე მხარე, მათ გადაფარეს,
-მიჯნურის ქნარის გაგონებაზე
-ეხლა შორს სჩანან მომდუმარენი.

-ასეა ჩემი, ჩემი სამშობლოც,
-თვით თავი ჩემი, გადასაცემი,
-ხარკად, ზვარაკად, ამბად, არაკად,
-გადასარეკად ჩვენი სამყოფლის,
-ასეა თავი თვით ჩემი... ჩემი.

-ნანატრი მხარე, ცრემლით ნათესი,
-ცა მგრძნობიარე, როგორც მდინარე,
-ასეა ისიც ოცნებით მისით
-და სიფაქიზით უდიადესი,
-ჩემი სამშობლო, წლობით მძინარე.

-ო, რა რთულია ამ სამყაროში,
-რაც ქართულია და რაც სრულია,
-სიმტკიცე ტინის, ფერები ღვინის,
-გზაჯვარედინის და შენი ქოშის,
-ვზიდო სიმძიმე, ო რა რთულია.

-მე ჩემს არჩევანს მხედრების ნავზე,
-ვაფარებ მტევანს, ღამე უთევარს,
-ვატან თეთრ რიონს ღარიბ საფირონს,
-მაისის სიოს ხმოვანებაზე
-და წინ უშიშარს ვადგამ უტევანს.

-ვეშვები ნელა ჩემს მდინარეში,
-თმა შეუხრელად და უზრუნველად,
-დაღლილი მხრებით, ყვავილის კრეფით,
-მტრედების კრებას მივსდევ საშველად,
-მივყვები რონინს მე დასავლეთით.

z.k 02.01.2014 22:47
 
nukriaДата: კვ, 05.01.2014, 18:48 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-მთებში წვრილ-წვრილი წვეთებით,
-იორთქლებიან ნისლები,

-ჩრდილების გადაფეთებით,
-მოგონებებში იშლები.

-მჩრება თოში და სიცივე
-და ფართედ ღია თვალები,
-საომრად გამოვიწვიე,
-ნაცნობი თებერვალები.

-როგორც პერანგზე ხის ღილი,
-ვწყდები, ოცნებას ვეცლები
-და მზერა გადაჩეხილი,
-ვგრძნობ მალე გარდავიცვლები.

-გნატრობ და მინდა გეხაროს,
-უკანასკნელი სურვილი,
-ცაზე ფრენ ფრთებზე მერცხალო,
-იმედით შემოხურვილი.

-მოდი გაყარე ეს ბინდი,
-გადაატარე შორს... იქით,
-მოდი მოფრინდი, მოფრინდი,
-ჟრიამულით და ჭიკჭიკით.

-შემოიყოლე ჟღურტულით,
-ია ლურჯი და წითელი,
-ცები მარტივი და რთული,
-დრო ჟამით გაუცვეთელი.

-რომ სულმა უკან გადახრა,
-არ იგრძნოს, აღარ იდარდოს,
-იფრინოს მაღლა და მაღლა,
-იფრინოს და ინავარდოს.

-გნატრობ და მინდა გეხაროს,
-ლოდინით სავსეა თასი,
-ცათ მოცქრიალე მერცხალო,
-არვინ მყავს შენზე ძვირფასი.
 
nukriaДата: ოთხ, 22.01.2014, 22:36 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ჩემთვის ერთი დღეც საუკუნეა,
-დაბადება და მერე სიკვდილი,
-მომჩივანი და მოდუდუნეა,
-ვით ორთქმავალი და პიკადილი.

-ყოველ დღეს თითქოს მე ვიბადები,
-გულამომკსდარი სუთქვით, ტირილით,
-შიშველი, როგორც ათინათები,
-მარგალიტებით გადაფერილი.

-და თითქოს დილა, ჩემი ბავშვობა,
-ავსებს რაკრაკით ცარიელ ხაპებს,
-სხივთა სიცილი და თამაშობა,
-აღებს ქალაქებს და მის დარაბებს.

-ახალგაზრდობის იწყება ჩქეფა
-და გადაქცევა ფრთებად და ფრთებად,
-მზეს ძალა თითქოს აღარცა რჩება
-და ქალაქებიც თითქოს ფეთქდება.

-მოდის საღამო და შიში შხამის,
-შემოსილია ნათელი ფერით,
-ძვირფასი ფერის წამოსასხამით,
-მზე იბურება წითლად პორფირით.

-საოცარია იცი? საღამო,
-მე რა თქმა უნდა გათენებაზე,
-კვლავაც ვლოცულობ მხოლოდ შენს გამო,
-კვლავაც ვლოცულობ მე შენს ნებაზე.

-მაგრამ რატომღაც მე ყოველ ჯერზე,
-როცა მზე სხივებს დახრის ისრებად,
-გედის სიმღერის წყნარ მისამღერზე,
-ვნატრულობ ხოლმე ანგელოსთ კრებას.

-ვნატრულობ ხოლმე არგათენებას
-და ჩემს ოცნებებს შენს სიახლოეს,
-ვით შემოდგომის მწიფე მტევნების,
-სიმშვენიერის სიუბრალოეს.

-და მე ვგრძნობ სულზე, როგორ მეღვრება,
-ბედნიერების მსუბუქი მთები,
-მივფრინავ ფრთებით და არ მეღლება,
-მიფრინავ ისევ და არ ვჩერდები.

-ჩემთვის ერთი დღეც საუკუნეა,
-დაბადება და მერე სიკვდილი,
-მომჩივანი და მოდუდუნეა,
-ვით ორთქმავალი და პიკადილი.
 
nukriaДата: სამ, 28.01.2014, 16:36 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-როცა მთვარე სწუხს, მგლოვიარებს და იბურება,
-ვართმევ სუროებს კორომებზე ნაზარდ ღეროებს
-და სანამ ზეცა, სადღაც მთვარესთან შეიხურება,
-მარადმწვანეებს გახვევ ფოთლებს და კენწეროებს.

-მაგრამ ვიცი, რომ ამოიგრგვინებს, სადღაც იელებს,
-დელგმა დაფარავს მოქაფქაფე რძით სავსე სურებს,
-წაიღებს კოშკებს და მის გვერდით მომდგარ ფლიგელებს,
-გადააფორებს სავსე ოცნებებს და საკვამურებს.

-წაიღებს სწრაფად ალუბლების და ჟოლოს ბაღებს,
-მთაში ამოჭრილ სათაფლეებს, ოქროს ქვაბულებს,
-აალმასებულ დერეფნებს და ბროლის პარმაღებს,
-ძველ დროში ნაქონს, სამოთხისთვის გადანახულებს.

-მოვა ღრიალით და ხმაურით გააცლის ტოტებს,
-მოგვირისტებულ აბრეშუმის მსუბუქ არტახებს,
-გააპარტახებს აყვავებულ მთებს და წალკოტებს,
-მოვა და ვიცი დაუნდობლად გააპარტახებს.

-თუმც კი ვუმღერი მშვიდობას და ლალის ემბაზებს,
-მშვენიერებას ვუქცევ გულზე წითელ ღვინოებს,
-ვიოლინოებს ვუკრავ ისევ გათენებაზე,
-ისევ ხვალეზე ვუკრავ წითელ ვიოლინოებს.

-ვხვდები, რომ ვეღარ, ვეღარ ვიცავ მე შენს მომავალს,
-ჩემო საწუთროვ, საყვარელო და ტკბილო ნანავ
-და თუ ერთ დღესაც ვეღარ ნახავ მზეს ამომავალს,
-მე დამაბრალე, მე დამაბრალე ჩემო ქვეყანავ.

-რომ ვეღარ გიცავ წყვდიადისაგან, რომ ვეღარ გიცავ,
-ვტირი გულწრფელად, გეკუთვნი და თავს დაგტრიალებ,
-მთებო ნათელო, ზღვებო მდუღარევ, ტბებო ლიცლიცავ,
-მე ვეღარ გიცავ, თუმც თეთრ დროშებს კვლავ ვაფრიალებ.

z.k 28.01.2014 15:51
 
nukriaДата: კვ, 02.02.2014, 16:51 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-გულო, გულო, გულო, გადათუთქულო,
-ნუ გგონია სიყვარული მარადი,
-აბა ვის რა ჭირად უნდა უფულო,
-სიყვარული წრფელი, თავისთავადი.

-დღეს სხვა დროა მოწრიალე, სხვა დროა,
-არ იზრდება, არ მდიდრდება ტალანტი,
-ვარდობისთვეს ვარდი, რომ სანატროა,
-ეს უკვეა, ეს უკვეა ღალატი.

-მოგდებია ქალბატონო ციმციმით,
-შიშველ ტანზე სელის ვიწრო ხალათი
-და მამძიმებს მთელი მისი სიმძიმით,
-ანგარებით ეგ აღსავსე გალანტი.

-მოგფენია, მოგფენია სიმტკიცით,
-მოღალატის ეგ სიამე მარადი,
-ეგ ღიმილი, ეგ ციმციმი, ეგ ფიცი,
-ეგ უკვეა, ეგ უკვეა ღალატი.

-გულო, გულო, გულო, გადაფუფქულო,
-ანგარება თუა სოფლად ნახვატი,
-აბა ვის რა ჭირად უნდა უფულო,
-სიყვარული წრფელი, თავისთავადი.
 
nukriaДата: სამ, 04.02.2014, 17:39 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-წუხელ წყალმა და მეწყერმა,
-წყვდიადს არ, არ მისცა ნოე,
-ის ერთადერთი მლოცველი,
-მწყურვალი მეუდაბნოე.

-დღეს მეც მარტო ვარ, სულ მარტო,
-გავედრებ, შეგთხოვ შველას,
-ვიცი, რომ მოხვალ დიდებით,
-ზვირთებით მთებისხელა.

-ვიცი და ვაგებ კანოებს,
-დინდგელით ვავსებ ხანებს,
-ვამტკიცებ კედრის სიმტკიცით
-სულსა და კიდობანებს.

-ვიცი, რომ სადაც მზე არის,
-იქვე მდუმარი ჩრდილია,
-ვაგებ! შორ გზებზე მჭირდება,
-სხვა ფლოტი და ფლოტილია.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость