კანდიდაშვილი ზადიგი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
კანდიდაშვილი ზადიგი
nukriaДата: ხუთ, 06.02.2014, 16:36 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ერთადერთი საიდუმლო,
-რასაც ვერსად ვხედავ,

-ეს მიწაა და სამარე,
-ქცევა ჯოჯოხეთად.
-და რადგანაც ამ ედემში,
-არსად აღარა ხარ,
-არსად სჩანხარ მაგრამ ყველას,
-მაინც სადღაც სწამხარ.
-და რადგანაც ვერსად გპოვე,
-მე მოვდივარ მკვდრეთით,
-დემონების გარემოცვას,
-მოვდევ ჯოჯოხეთით.
-ვუერთდები შენს საძებრად,
-ცერბერების კრებულს,
-სიობლეში გაზრდილ გულის,
-ნატვრას მოწყურებულს.
-ჩემს ბავშვობას მე სილაღეს,
-ვერ ვუწოდებ, ვერა,
-რადგან მაკლდა მოფერება,
-სითბო, ბედისწერა.
-მაკლდა ობოლს მშობლის ნანა,
-საამო ნუგეში,
-ბავშვობაში და მის მერეც,
-ჩემს სიჭაბუკეში.
-მოვდივარ და მინდა გნახო,
-საკუთარი თვალით,
-მეყო, რაც დრო განვიცადე,
-მთელი სივალალით.
-რადგან ვერსად, ვერ მოგაგენ,
-აწ გარდასულ დღეთა,
-შენს საძებრად მე ვიქეცი,
-შეშლილ ჯოჯოხეთად.
 
nukriaДата: შაბ, 08.02.2014, 16:29 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-შენმა ნაზმა ღიმილმა,
-წუხელ არ მაღიარა,

-წუხელ შენმა თვალებმა
-ელვით გადამიარა.
-წამსვე ცეცხლი მომედო
-და მისი ხმოვანება,
-ვით ქარიშხლის ეშვების,
-ტკბილი აღფრთოვანება.
-აირია მორევი,
-შეუმცდარი ვნებებით,
-ვით ნასხლეტი მეწყერი
-კლდეზე შეყოვნენებით.
-ჰყვირის, ჰყვირის თეთნულდი,
-მქუხარებს და ღრიალობს,
-ვწყდები, შენსკენ ვეშვები
-მოვქრი და მოვქრიალობ.
-შენ კი ისევ ღიმილით,
-თმაზე მტევნის ენებით,
-მხვდები გადაღუპული
-ღამის შემოთენებით.
-მთვარე, მთვარე ვარსკვლავო,
-იციცინე, იალე,
-ისევ, ჩემო საწუთროვ
-ღამე ააცქრიალე.
-მე კი უცნობ ხევებში,
-კვლავაც გადავეშვები,
-როგორც ლურჯა იაბო,
-ომში გადავეშებით.
-რადგან მაშინ ვერ შეგწვდი,
-როცა მთის წვერს ვთელავდი,
-მაშინ უგზოდ ვიწვოდი,
-ცეცხლში მიმოვღელავდი.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 17:32 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ,
-უსმენ? რამდენია ამ ტიკტიკში,
-რაც ჩვენშიაც ირეკლება,
-ღამე დღეში, დღე ღამეში,
-ხედავ, როგორ იფერფლება?

-რაკ-რაკ, რაკ-რაკ, რაკ-რაკ, რაკ-რაკ,
-უსმენ წყაროს ციმციმ-რაკრაკს,
-ნეტავი რას ნატრობს ისიც,
-მოლეული ვნების პარმაღს,
-რომ ჟღურტულებს სიფაქიზით?

-ან შეხედე დროზე, დროზე,
-ხედავ ჯიხვებს ცივ წყაროზე?
-ხომ დარწყულდნენ წეღან უკვე,
-ნეტავ რაღას უცდის ჯოგი,
-ანაც მათი სიჩაუქე?

-ცები, ცები, ცები, უნდათ,
-და გაფრენა თეთრ დიდ გუნდათ,
-მათაცა და ჩვენაც ყველას,
-ყველას, ყველას, ყველას, ყველას,
-წვეროსანს და პირტიტველას.

-ცები, ცები, ცები, გვინდა,
-როგორც მაღალ, შორი კლდიდან,
-მზირალ არწივთ ყელთეთრ მართვეთ,
-გადმოხტომა იმ ბუდიდან,
-სადაც კვნესით დავიბადეთ.
 
nukriaДата: ხუთ, 13.02.2014, 17:31 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ო, ნეტა იმ დროს, როცა ორივეს
-გვქონდა ოცნება ერთი მთლიანი,
-როგორც საერთო აქვთ თეთრ თოლიებს,
-მშვიდი ნაპირი და ოკეანე.

-ო ნეტა იმ დროს როცა მთიანებს,
-გადავირბედით გულის კანკალით
-და სადაც ღელე ჩქერს აფრთიანებს,
-ვეგებობოდით ვნებისგან მთვრალი.

-როცა შენს ბაგეს, წითელი, მკვრივი,
-მოედებოდა სავსე ხურვება,
-როგორც ნაღვერდალს მსუბუქი ღვივი
-და მერე ცეცხლის შემოხურება.

-მე კვლავ მაღელვებს ღამე და ფიქრი,
-ჩამოშვებული ფარდების ცქერა,
-შენთან მდუმარე, მუნჯი თათბირი
-და ბარათების ნელა დაწერა.

-ვერ დავივიწყე, ისევ მაღელვებს,
-თქეში, ბურუსი, ჯანღი, ბორიო,
-რხევით, სისავსით, რომ ააგელვებ
-და რომ გინდა, რომ ამიყოლიო.

-მე კვლავაც ვდგები იმ სანთლის გვერდით,
-ვინაც ნათელი ყოველს მოჰფინა,
-სულს ხენდროსფერი რბილი ხავერდით,
-შემოეკრა და ააფოფინა.

-მაგრამ შენ არ ხარ ხატებთან ახლოს,
-ვედრებით ვანგრევ ღამეს, პორტმანებს,
-გეძებ ხელებთან, რომ მოგეახლო,
-გეძებ და სანთლებს მოვატორტმანებ.

-ღამე! ოცნება და სინამდვილე,
-არის წარსული და მომავალი,
-მამალო ნუღარ, ნუღარ იყივლებ,
-ღალატი რჩება ქვეყნად მრავალი.

-ო, როგორ ფეთქავს წყეული მაჯა,
-როგორ მიჰყვება ამ ძგერას გული,
-გული, რომელიც კვლავ დაისაჯა,
-სილამაზეზე შეყვარებული.
 
nukriaДата: შაბ, 22.02.2014, 18:00 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-მერე რა, რომ ზეციდან ყველა წარღვნას მოელის,
-სხვა ცხოვრება ვიცი და სხვა გზა გამიგონია,
-ვამბობ! კენტი მემკვიდრე მზეთა მიდამოელის,
-იქ შავ ლითონს რა უნდა, სადაც საფირონია.

-წუხელ ღრუბელს მძივები მხიარულად ეკიდა,
-ირწეოდა ქულები ვნების ნაცნობ წიაღში,
-თითქოს გოგოს ჭაბუკი ბრდღვინვით გადაეიკიდა
-და გამოკრთა ცრემლები ქალის დიახ-დიახში.

-მე კი ველზე ვიწექი, ჩემს წინ იწვა ტრამალი,
-ჩურჩულებდა ლოდინით გადაღლილი კორდები,
-ბალახს ფიქრი წამოსცდა ფესვში გადანამალი,
-თურმე უნდა ამწვანდე სანამ გადაფორდები.

-და თუ ჩვენი ცხოვრება ველური უდაბნოა,
-ერთნაირი გორებით, ერთნაირი ფერებით,
-ღაღადისით შემჭკნარი, მშრალი, უთაყვანოა,
-და აღსავსე იმედის განაყოფიერებით.

-და თუ ჩვენი ცხოვრება ჩრდილების ლაშქარია,
-მწვანე ტყეში შეხიზნულ სიბნელესთან რკინებით,
-უსინათლო, უმზეო, გაუვალი მხარეა,
-ოცნებებად ქცეული ხეთა წვეროკინებით.

-მაშინ, რაღა გვაშინებს იყოს წარღვნა ულევი,
-დავამთავროთ გოდება, დავამთავროთ ლიქნები
-და თუ გადავშენდებით იცოდეთ, რომ ღრუბლებში,
-ანაც სადმე იქავე უსათუოდ ვიქნებით.
 
nukriaДата: ორ, 24.02.2014, 21:26 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ვით არ არსებობს მწვანეს გარეშე,
-ფოთოლი მზეზე ღიმით ფენილი,
-ისე გონება სინარნარეში,
-ვერ იარსებებს დარდით შთენილი.

-გულის გარეშე იგი მუდმივად,
-იქნება ცრემლი ღვარად დენილი,
-ულურჯეს ცამდე იგი ვერ მივა,
-ვერ მივა მარტო და მოწყენილი.

-როგორც გრიგალი დროშის გარეშე,
-არის მტირალი და ფრთებდაჭრილი,
-ისე ეს სული ყოველ მხარეში,
-იქნება ცრემლით სავსე არილი.

-თუ ის სხეულმა გულით არ იძმო,
-არ მიიკიდელა, როგორც ნაწილი,
-როგორც ერთობა და კატეხიზმო,
-მკრთალ თეთრ ნათებებს გადანაცილი.

-როგორც ზღვაურში ხელით გრძეული,
-კლდე მიიწევს და წყევლით იხრება,
-ისე სჭირდება სულსაც სხეული,
-სანამ ეთერში გადაიღვრება.
 
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 17:27 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ქარს მოჰქონდა საოცრების კალთა,
-საოცრების, საოცრების ბუდე,
-ნისლი მტევნებს სქლად გადაეხლართა,
-და ვიცანი შენი სისათუთე.

-შენი ფეხი სანთელივით ქნილი,
-ეშვებოდა მოტორტმანე ზღვაში,
-როგორც მთვარე ცისკრით მოხდენილი,
-ქარვით ცების ლურჯად მონუსხვაში.

-და მე გული, ცივი და ბედკრული,
-ვით წყვდიადი, ეს ბნელეთის ფარდა,
-რაღაც ხშირი, მძაფრი და მხედრული,
-უძლეველი ძგერით ამიჩქარდა.
 
nukriaДата: პარ, 28.02.2014, 18:05 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-შენ იფერებ მთელს სისავსეს,
-ცისარტყელის მკლავის,
-ამიტომაც ხარ უკვდავი,
-სურო მომხიბლავი.
-ვგონებ ვყვარობ შენს ათინათს,
-ათასფერად კრებულს
-და ვაცდუნებ ზღვიდან ზღვამდე,
-სულზე შემოვლებულს.
-აგერ სივრცეს მოაქვს ზლაზვნით,
-გვირილების დაფა,
-როგორც რბილი და მსუბუქი,
-რძის ქაფი ქაფქაფა.
-ვამჩნევ ყვავილს გამოუჩნდა,
-ყველა კბილი, ყველა,
-ზღვიდან ზღვამდე ვართ ჩვენ სამნი,
-ჩვენ და ცისარტყელა.
 
nukriaДата: კვ, 09.03.2014, 11:41 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ქრება ცხოვრება, ქრება სანთელი,
-ვით დილანდელი ფიფქი ხელებში,

-ფრთხილად ეღვრება სულს წინანდელი,
-ცრემლი სივრცეთა მისამღერებში.

-თითქოს ვცოცხლდები და გვიან ვხვდები,
-როგორც ბაღები იავარდ ქმნილი,
-რომ სანამ საზღვარს გადავახტები,
-ვარ ოცნებებში გადავარდნილი.

-სადაც მთები დგას სულთა ვექილი,
-სიალალით და სითეთრით სავსე,
-სად შენი მკერდი მსუბუქ ნიავზე,
-მოსჩანს მთებივით გადაზნექილი.
 
nukriaДата: ორ, 10.03.2014, 21:26 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-თითქოს სითივთაკეში,
-თეთრი, თეთრი ფიფქების,

-მოფარფატე სარკეში,
-მხიარული ნიმფების.
-შენ, გაბმულხარ სოსანი,
-შემოსილი ღამეთი,
-როგორც პორფიროსანი,
-მთვარე სისადავეთი.
-თითქოს უკვე მზადაა,
-შენი ხელის მტევანი,
-თითქოს აღარსადაა,
-ცივი ღამის თევანი.
-დაგრჩა მხოლოდ ღიმილი,
-ბრწყინვალების კრებული
-და ოცნება სირბილით,
-ცაზე გაცისკრებული.
-დგეხარ სითივთაკეში,
-თითქოს მორჩი წამებას,
-ჰფანტავ ფიფქებს სარკეში,
-ვით თეთრ შემოღამებას.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
ძებნა:

მოგესალმები Гость