კანდიდაშვილი ზადიგი - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
კანდიდაშვილი ზადიგი
nukriaДата: პარ, 13.06.2014, 13:32 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
-გეტრფი, გეტრფი მთელი ძალით,
-როგორც ვიცი, შემიძლია
-და ვგრძნობ დღეებს სუსტ შრიალით,
-ჩემში, როგორ მიილია.
-ტალღებს მშვიდი, მშვიდი მტკვარის,
-რონინებით მიჰყავს ია,
-უკან მისდევს სანუკვარი
-შემოდგომის იდილია.
-და თან ჩუმი წყნარი მზერით,
-სად ერთმანეთს ჩქეფით ღლიან,
-იყურება სუსტ სიმღერით
-და გრძნობს მასაც მიელიან.
-ხვდება აღმა ვერ გასცურავს
-ახლა ისიც დაღლილია,
-ბედს მიჰყვება მხრებს იწურავს,
-ხვდება დრო, რომ ჩავლილია.
-ხვდება ნელა მხრებზე ლურჯად,
-ხვდება, ხვდება ალბათ გვიან,
-რომ რაც ქარებს გადაურჩა,
-ის ფოთლებიც ეცლებიან.
-და ძვირფასო კლდის ყინულში,
-სად არწივნი მძლავრ ფრთებს შლიან,
-ვუერთდები სინანულში,
-სადაფისფერს ფოთლებიანს.
-შემოდგომის მწუხარე ხმას,
-სადაც ფოთოლს ფიფქით ცვლიან
-და გადამხმარ ტყეს გადაღმა,
-ისევ უკან მიახრიან.
-დაზამთრდება სადაცაა,
-მწვერვალები ნისლებს ცრიან,
-ო რა ტბაა, ო რა ცაა
-უსმენ გედებს? გიმღერიან.

z.k
 
nukriaДата: სამ, 01.07.2014, 22:09 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მინდოდა გეთქვა რამე,
სულმილეულ ნატვრითაო,
დაგულ გულზე გადაგენთო
ნათელ, ნათელ, ნათლითაო.
რაც ოცნებამ ასე ხშირი
საოცრებით დატვირთაო,
სანამ მზე შუქს ჩამონაშუქს
ჩუქურთმებში დათვლიდაო.

მე მინდოდა გეგრძნო რამე,
მოცახცახე ბაგითაო,
სანამ ცა-ცა, მახე-მახე,
მსუბუქ ბუქი-ბაქითაო.
მოვიდოდა ვინმე ბერი,
ზარითა და ზათქითაო
და ხაროებს სულ ხარხარით,
ლეწდა ზანზალაკითაო.

მე მინდოდა მეთქვა ისიც,
რაც მაცოცხლებს ღამითაო,
რაც მაცილებს ცხელ ქვესკნელებს,
დღიდან დასაბამითაო.
თუ მიხარის რაიც ხარობს
ჩემთან სმით და ჭამითაო
და თუ ვკვდები რაიც კვდება
ჩემ იმ მჭამელ შხამითაო.

z.k 01.07.2014 19.:48
 
nukriaДата: შაბ, 12.07.2014, 16:22 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და მე ვივსები კვლავ ატომებით,
ანუ რტოებით ვივსები შენით
და დაფარული ფარ-ფანტომებით,
მიმოვტორტმანობ ტომ-ატომებით.
და სალტოებით და სალტეებით
ეშვება ნისლთა ცივი რუები...
და ხმები მეხის, ხეზე ხერხემალს
ამსხვრევენ მყარით განაყრუები.
და იბადება ბადე ახალი,
ანუ ცა ვრცელი და გაცარცული,
არც მზე, არც მთვარე, არც ხე მაღალი,
არც დღე და ღამე, ნაზი და რთული.
მხოლოდ ცეცხლი და ნათელი პორტი,
აღელვებული ალალი ალი,
და ამ ღელვაში სული_ ნაფოტი
მოხეტიალე, ვით ნაპერწკალი. სული... ო, სული ალით მორთული,
აფეთქებული და მოცარტული,
აჩქარებული როგორც წყვდიადი,
წრე, ვით განედი და განთიადი.
აჩქარებს ქალაქს ქარი და მტვერი,
როგორც პროტონებს კოლაიდერი.
როგორც გოლგოთას გოლიათური
გალილეაში გრაგნილი გული. z.k 13.07.2014 14:24
 
nukriaДата: კვ, 27.07.2014, 20:12 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სადაა ნეტა თავშესაფარი,
თავშესაფარი სადაა ნეტა?
ფარი და ფერი, ფერი და ფარი.
სისხლისფერი და უმწიფარი,
ფიფქი მღვიმეებს ფრთით შეეფეთა.
შეძრა სიბნელე და დაამუნჯა
ჭარით მაჭარი ჭირით ჭიოტა
და როგორც მორევს მღვრიეს მოუნდა,
საუნჯე იქვე აჯით მიჩუმდა
და დიდხანს ჩქამით ჩუმად ჩიოდა.
ჩიოდა გული...ჰეროიკული
ჰაერით ჰაერს აევსო ბედი
ღეროებს სივრცის ზრდიდა დარგულებს,
გული დაგული და დაკარგული
და იქმნებოდა კვლავ შემოქმედი.
თავშესაფარი ქმედითი მეთი,
ცული და ცელი, ცელი და ცული,
მზეთი, მთვარეთი, დღეთი, ღამეთი,
და სივრცეებით ცაზე ცამეტი,
გული შენობით გარემოცული.
 
nukriaДата: ოთხ, 06.08.2014, 15:46 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰე მშვენიერო სახეო, მოლახვით მოილაღეო,
ამავსე შენი სითალხით, მართვე მაიარაღეო. საცა შენიშნო იარა, ირაოა მოუარეო,
სულ ფოთოლდებით ეფერე, დაფერე მოუარეო. საცა იპოვნო გონე-ო, მიიკარ მიიკონეო,
სასულე ცაზე მიმალე, ალერსით მიიმონეო. z.k 05.08.2014 08:25
 
nukriaДата: კვ, 10.08.2014, 13:59 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგონია, რომ არავინ! არვინ ღირსი არ არის,
ჩემო შენი დიდების და ტრფობის მარადისის.
მგონია, რომ ყველანი ჯადოთი და ცისფერით,
თოვლი-ცა და ყვავილიც, მთა-მთა ველი-ველანი,
მორთულია ვაებით, ვაით და ლუციფერით.
და ცრუ ილუზიაში, რომ აქ სიყვარულია,
რომ იშლება გვირილა, იფურჩქნება ტყეები
და ქარები ქროლებით ჩნდებიან და ქრებიან,
სიყვარულზე მღერიან ხან სიონი სვიანი,
უფლებაზე უფლებით მეტით მჭვრეტნი არიან
ისე მედიდურობენ ზვრები და წიფელები
ჩაკიდული მდინარის მოშხაპუნე ზვირთებში.
სადაც მათი ჩონჩხები მოსჩანს აჩონჩხილები,
სადაც ცხელი ზაფხულიც ცივად ანაჩრდილია,
სადაც სუნს და ფერობას ჰკარგავს-ცა ყოველივე
და ბაღების ლივლივიც ტალღებს ქიმზე აჩნია
და ღრეობა ბეღურის, თუ ბულბულის გალობა
ერთნაირად ჩაისმის და მიჰყვება ქარავანს.
მდინარე კი ვის სად და რა სახით ჩაიტანს,
ჯერ არავინ არ იცის თვისი რიგის მიხედვით
ცნობილია მხოლოდ, რომ მდინარე-ცა სარკეა
და შიგ ხედავ იმას რაც სრულიად ნათელია.
და ცრუ ილუზიაში რომ ეს სიყვარულია
შენ სიმაღლევ მაღალო აღარსად აღარა ხარ
და შენამდე წყვდიადის მდორე ოკეანეა
ვიცი, ვიცი მაგრამ რო გამოვყვე მდინარეს
კიდევ მინდა ვიცოდე მყოფნის მე სითამამე
ნეტა აქვს კი სადამე ოკეანეს ნაპირი?
ანუ მოვალ შენამდე შეგეყრები სადა-მე? z.k 09.08.2014 10:17
 
nukriaДата: ოთხ, 20.08.2014, 19:11 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული ძგერს!
გული ძგერს! ბგერ და ბგერ!
ძელ და ძელ,
ძელ და ძელ, ძელ და ძელ.
მიჰყვება აჩრდილებს ჩქერ და ჩქერ.
და მთვარეს ღერი-ღერ ამტვრევს მტვერს,
ცა და ცა, ფერ და ფერ მონაბერს...
მონაბოლს, მონაყოლს რთველ და რთველ.
გული გულს უგუნურს გუნება,
ანიჭებს დაღუპვის ცდუნებას,
სიცოცხლეს სიკვდილი ცბუნებას,
ჭა და ჭა ანიჭებს ბუნება.
შენ კი მე, შენ კი მე, შენ კი მე,
აღარსად, აღარსად მეღიმე,
გულიცა ცა და ცა შექიმე,
სადაც მზე შენ, შენ და მეხი მე.
გული ძგერს, გული ძგერს, გული ძგერს,
ძელ და ძელ, ძელ და ძელ, ძელ და ძელ... z.k 20.08,2014 01:15
 
nukriaДата: ოთხ, 20.08.2014, 19:13 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფერიცვალობას გილოცავთ ! ფერიცვალება (ირმა ზუმბულიძე) როგორც ფენიქსი ცეცხლის ალიდან,
მე დავიბადე ისევ თავიდან… ფერი ვიცვალე,
გარდავიცვალე
და შევიცვალე… მოვედი სულ სხვა,
უფერული, გამჭვირვალე,
უგრძნობი, თითქოს,
რადგანაც გული არაფერს ითხოვს
იმ წარსულიდან,
ჰო, ამოვაგდე ჩემი გულიდან -
მე ყველა ყველა ვნება!
და ასეთია დღეს ჩემი ნება,
რომ ვიყო მშვიდი
და უფრო დიდი,
ვიდრე აქამდე…
დავტოვე შური,
ყველა ტკივილი და ყველა ბოღმა
მივუგდე ძაღლებს
და გაცოფება ვერაფერს მავნებს! დავტოვე უკან მე ყველა ვნება,
სიმშვიდეს მომგვრის თავისუფლება...
უკან დავტოვე ხორციელი თვით სიყვარულიც,
გაუმაძღრობა, აღტაცება, ნაყროვანება
და დავიტოვე უდრეკი ნება!
შორს მოვისროლე
ცეცხლის ალივით მხურვალე გზნება… ფერიცვალება! -
რა სიმშვიდეა…
და რა შორს დარჩა
ეს ამაო, ფუჭი წვალება… ოო, შემოდგომა
რა მშვიდი ხარ, როგორი ნაზი,
რა სიმშვიდეა ფერთა გამაში,
რა სირბილეა,
რა გამჭვირვალე გრძნობებია,
რა სიგრილეა -
არანაირი მხურვალე გზნება,
არა - წვალება,
დამრჩება მხოლოდ თავის-უფლება!
ფერიცვალება, ფერი-ცვალება !…
 
nukriaДата: ხუთ, 11.09.2014, 21:50 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვლავ ჩავიკეტე. ბნელა ოთახში,
ირგვლივ სიჩუმე ცივი იცინის,
კვამლი და კვამლი ტრიალებს თაღში,
ეძებს გასასვლელს, ანუ მეტ ცინიზმს. სული დაღლილი და მორკალული,
აღარ ეტევა წყეულ საკანში,
ისმის კისკისი ისიც მალული,
თხლად მიწოლილი ქალის საბანში. იყო ნუგეში, იყო იმედი,
ნავსაყუდარი და განცდა შინის,
ვაი, რომ ცოტა გამოიმეტე,
მოქარვა ქარის ქშენის, შიშინის. z.k 09.09.2014 22:47
 
nukriaДата: კვ, 14.09.2014, 14:35 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
1. ტყვეა ვეფხისტყაოსანი.
2. ქადილია ილიადა.
3. სადაც ფარი ფაუსტია
4. და იმედი_კომედია.
5. მედეა და ენეიდა.
6. ისევ ისი ოდისეა.
7. და რანუნი და მაჯნუნი.
8. მორევი და ორესტეა.
9. ფულის ფერი მეფე ლირი.
10. და მხცოვანი დონ ჟუანი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость