კანდიდაშვილი ზადიგი - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
კანდიდაშვილი ზადიგი
nukriaДата: სამ, 16.09.2014, 13:33 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახსოვს ის ალუჩა?
ჩუმად, როგორ ჩუმად,
გაირინდა ქუჩა,
როგორ მოიტუჩა?
გნახე იყავ შლილი,
გაზაფხულის მხარეს
ნორჩი, წყნარი, ჩვილი
ვნებით შებოჭვილი.
ჩუმი, ჩუმი, ჩუმი,
და იქვე შეშლილი.
როგორც დარიალი
ალი! ალი! ალი!
მოდებული მდორედ
ზღვას ფრთების ფრიალით,
ზეციური მზეთი
და სიალმასეთი.
ეხლა რაო, რაო,
ვითომ ასე უნდა?
ცაო ქარვის ცრაო,
რა ჭამ დაგამუნჯა?! z.k 15.09.2014 19:51
 
nukriaДата: შაბ, 27.09.2014, 20:18 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილაო თუ გედილება იდალალე და იდილე,
თუ გეტირება ტოროლავ იტოროლე და იტირე.
იქუხე შავმა ღრუბელმა, იქუხე და იქადილე,
მოზიდნე ბასრნი ისარნი მკარ მკერდზე მკალ ინადირე. სული წამართვი! ა, სული მართვეს მიართვი პირითა,
კოცნით და კოცნით შეასვი ნაპირი შენაპირითა,
მე კი სამარე მაკმარე ნაფილი შავი ფილითა,
ფიქრი და ფიქრი მახვიე და ქარიშხალი ქილითა. როცა დაგჭირდეს დაეშვი ეშვი დამასვი კირაო,
ამოძიძგნე და აძვალე მძორი სულისა ქირაო,
დამაჩნიე და დამატყვე ქალაზე ღოჯი-კბილაო,
ოღონდ კვლა ცვარე სიტკბო და სითბო დილისა ტკბილაო. აშუქჩრდილებას ვნატრულობ შენი თმისა და ტანისა,
თუმცა ვწევარ და მივცურავ სულით პირებზე დანისა,
თან დასერილი უძილო, ნიშანი შავი ცანისა,
თან სრულყოფილი სავსება შუქისა თანდათანისა. z.k 27.09.2014 11:45
 
nukriaДата: ორ, 29.09.2014, 21:43 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქში, ქუჩაზე, ჯვარზე.
მაღალი ყელით,
გადაწეული ყორნისფერი თმით,
ქორული მზერით,
იდგა ქალი.
ცნობისმოყვარე ამაყ ცხვირს გოგონებს აყოლებდა.
ვიდექი მეც მომლოდინე, არც კი ვიცი რის...
ვიდექი და ვუყურებდი ამ ქალის მსუბუქ მიხრას,
ლამპიონის ქვეშ ნიავს და საღამოს ბინდს სახეს რომ უმალავდა.
და ხან ერთ მხარეს და ხან მეორეს, რომ მიჰყვებოდა ქუჩის პირს,
ოქროსფერ მხრებზე მოხვეული შარფით.
ვუყურებდი მის აქარვებულ ფეხებს
და თითქოს ლურჯ ზღვას ვხედავდი მზის სხივებზე შემშრალს.
თითქოს რაღაც იწყებოდა მაღალი ქუსლებიდან
და სადღაც ასევე მაღლა,
ყველაზე საინტერესო წამზე წყდებოდა შავი მოკლე კაბით.
ვგრძნობდი...
ჟრჟოლება ჩემში,
ისევ ისეთი სიმძაფრით იდგა,
როგორც საწყისი მოხედვისას ღრმა მაყვლისფერი თვალების.
ვიდექი ჯვარზე,
ვუცქერდი ქალს და ვიცოდი მიყვარდა.
ვიცოდი მაგრამ ვერ მივდიოდი..
ვერ მივდიოდი
და ამ ცოდნასც ჩვენს შორის აურაცხელი მანქანის შუქი
და სიგნალი ფანტავდა სწრაფად...
ახშობდა ხმაში, შუქსა და მტვერში...
ღამდებოდა...
მანქანები, მკვეთრი შუქები, სიგნალები, მტვერი და ღამე
მატულობდა მძიმე ასფალტზე.
ვხედავდი მანქანას,
შავ ფერს...
მძავლრი ბორბლებით, ფრთიან ფარებით,
მტვერისა და ლამპიონის ქვეშ.
მანქანაში ქალს ყორნისფერი ამაყი მზერით..
იგი მშორდებოდა მყვირლი სიგნალებით
და მე ვიცოდი,
ვიდექი ჯვარზე, ლამპიონის ქვეშ, ქუჩაში,
მანქანებით გარშემორტყმული,
ვიდექი მარტო. z.k 28.09.2014 19:08
 
nukriaДата: შაბ, 18.10.2014, 23:19 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაღმა თელა გადახმა,
ფოთოლს ეცემა ფოთოლი.
ჰა და ჰა ჰადესს ჰა და ჰა,
ნებავს ოცნება ობოლი...
კვლავ დააყრუა რახრახმა
რკინების, რკინის სადგური.
ცა ცეცხლმა და იარაღმა
შებურა ბუღით საბური.
ზღვა ალმა და იალაღმა
ააჟღარუნა ჟანგებით,
გაიტაცა და ალაგმა
ბასრბჭკალიანი ლანდებით.
აღარცა სადმე ტკბილი ხმა,
აღარცა სადმე ღრიალი,
არცა მაღალი, არცა ღრმა,
გზა და უგზოო ყიალი.
წინ ტბა ცივი და მძვინვარე,
ჭრიალი კარის გაღების,
დარდმა წამიღო მცინარე,
შენი წითელი წაღების. z.k 18.10.2014 22:19
 
nukriaДата: ოთხ, 28.01.2015, 12:34 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელ გაზაფხულს გვირილები მოუთოვია,
სარკმლიდან მოსჩანს, მზე პირს იბანს ღრუბლის ფარდულში,
მხრები მოუთბათ მწვერვალებს და ქედებს თოვლიანს,
დღეს გვირილები გამომიტყდნენ შენს სიყვარულში...

ვინ იცის, ხვალე ალუბლებიც აფეთქდნენ თეთრად,
თუ დილის თრთვილმა თოთო ყლორტებს ნაზად აკოცა,
მოდი, მე და შენ სიყვარულის ზღაპარი შევთხზათ,
კეთილი ბოლო შევავედროთ წმინდა სალოცავს...
 
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 20:42 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიდევ მიყვარხარ ნევის ნიავო,
პეპლების პირით დანაპირებო,
სადღაც ღრუბლებში მოფერღიაო,
ნიავო ნევის ანატირებო.

მიყვარხარ ისევ, სავსეა მთვარე
და ეს არ არის ამოჩემება,
შენს იქით გზა მაქვს ათასი ბარე,
ათასგან ისმის ცხენთა ჭენება.

მაგრამ ვნებანი, მცირე ებანი,
ლანდად ჩემს გულში რომ ჩაითესა,
თან მოინანა მოგონებანი,
თან დაიტია ნატვრათა თეზა.

ჰო კვლავ მტრისა ხარ და საძულველი,
სისხლი მდუმარე მოგედინება,
მაინც მიყვარხარ ვით ვარდთა ველი,
ჩემთვის ინება, ასე ინება.

ჰო კვლავ მტერი ხარ და საძულველი.
შენი კლანჭები ცას ერკინება,
ბური მეფური და საბურველი,
ჰო შენია და შენთვის ინება.

მე მაინც შენზე დიდი მაქვს გონი,
დიდი მაქვს ცეცხლი, გული და ღონე,
სულთა ლაჟვრდი, ლალთა სალონი,
როცა შენ გონი სქლათ მოიქონე.

ანუ ანდომე დრო და ხანობა,
გქონოდა მარად სისხლის გვირგვინი,
ძლევამოსილი თანდათანობა,
გადარეული ტინი და ტვინი.

დიდი ვარ ბევრად და ამიტომაც,
მიყვარხარ თავზე თავგამეტებით,
მტრის სიყვარული ვიცი მარტომაც
და მაბადია ნებით ბედებით.

z.k 05.02.2015 20:12
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:29 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრი-ცა, ფიქრი გამიტაცს,
დღისითაღავე, ღამითაც...
არაფერობა გარშემო,
უბაღოთა და ბაღითაც.
ვარდი, რა ვარდი, რა გემო,
არგო, ვის არგო, აგემო,
სახლო სახელზე ნაქებო,
მოულახველო ლახითაც.
სამეფო, სამო სამეფო,
ჩემო სულო და დიდებავ,
ვინ გინდა შენ წინ ამეფო,
თუ არვინ არი კიდე-ვა.

z.k 22.02.2015 11:55
 
nukriaДата: ორ, 02.03.2015, 21:42 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰე, სიყვარულო, ხმა მარტოობის,
ღრმა მწუხარება გულში დამიარ,
სადაც ფლოტია და ფერფლი ობის,
იქ იალქნები მოდის და მიარ.
და სულს ჰგონია, რომ ფრთები, ფრთები,
არის უცნობი ნების ბედობა,
ვით ქარში იის და ნაფლეთების,
გაუგონარი ხსნისკენ ყბედობა.
მომესმის თავის, თავის წინარე,
გარდამოხსნილი ნანის ნანინა,
შავი თვალები , ცა უწყინარე,
და მნათობების ათინათინა.
სადაც ბნელია და გული ჩემი,
შენია ისიც ჩემო ხმელეთო,
ჩემი სხეული ხარ განაჭიმი,
ჩემი ოცნების გადაღმელეთო.
სიზმარო ძვირო, უძვირფასესო,
წამი ხარ, წამი ნაწამწამარი,
წუხელ აივსო შენით ეფესო,
დღეს კი აღარსად, აღარსად ქნარი...

z.k 02:03:2015 20:27
 
nukriaДата: პარ, 06.03.2015, 01:33 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
აქ რო ქარია, შენაქმარია,
ცასა თუ მიწას არის სადაო...
ეგ სილამაზე ცაო მარია,
არის ბრწყინვალე თანაც სადაო.
ბადე ვარსკვლავთა რო გიხარია,
რო ყველა შენი დანაბადია,
ჩემთვის ღამეა, ცივი არია
და დახლართული თავზე ბადეა.
ღრმა მღვიმეების ყრუ ხარხარია,
დაცინვა ჩუმი ნაკლებ საამო,
და ეს მზეებიც მწარე სახრეა,
კანდაშაშხული და უსალამო.
შენთვის თუ მთვარე ბროლის ზარია
ჩემთვის ლოდია გულზე მდებარე,
ჩემთვის მერეხი კვლავ ისარია,
მუხის ფესვები კვლავაც მეფარე.
სადაც ამდენი შორი შარია,
გაქრება კიღა ცეცხლი ალვაში?!
და თუ გონება უშიშარია,
დაბადებ კიღა ძეს დაკრძალვაში?!

z.k 04.03.2014 23:05
 
nukriaДата: ოთხ, 11.03.2015, 23:35 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სალახანა ყაზახეფი
ართო ეკოკათენა,
ღანჩალანა, მუნეფიში
პოზიციას ვათმენა.

მაზაკვალი ოსურეფი
ოჯახებსი მართენა,
ბონუას დო რცხონუასი
სისერაშა ვათენა...

ნამთინ ვარე სახიოლო,
ვართ თინა დო ვართ თენა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კანდიდაშვილი ზადიგი
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость